მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უკრძალავს კატეგორიულად შალვა რამიშვილი მარგო ლუჩკოს და რა მოსწონს მარგოს პარტნიორში
რას უკრძალავს კატეგორიულად შალვა რამიშვილი მარგო ლუჩკოს და რა მოსწონს მარგოს პარტნიორში

"მე არა­ფე­რი გა­და­მი­წყვე­ტია, მი­მიწ­ვი­ეს და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის­გან" მი­ვი­ღე შე­თა­ვა­ზე­ბა, რი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ," - ამ­ბობს მარ­გო ლუ­ჩკო, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობს. ის პრო­ექ­ტის და­წყე­ბამ­დე ძა­ლი­ან ღე­ლავს, უნდა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­უ­ვი­დეს, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე კარ­გად წარ­სდგეს და არც თა­ვის პარტნი­ორს - გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძეს ჩა­უ­ყა­როს წყალ­ში შრო­მა.

მარ­გოს, გარ­და ცეკ­ვი­სა, "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შო­უ­ზეც" ვე­ლა­პა­რა­კეთ, რო­მელ­შიც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი და მისი დამ­ტვრე­უ­ლი ქარ­თუ­ლით, სა­სა­ცი­ლო ფრა­ზე­ბი­თა და სა­დღე­სას­წა­უ­ლო ჩაც­მუ­ლო­ბით მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს...

- ცეკ­ვა გე­ად­ვი­ლე­ბა?

- არ არის ად­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ცეკ­ვებ­ში ასე სე­რი­ო­ზუ­ლად ჩარ­თვა, ასე­თი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბა. ეს მძი­მე შრო­მაა. მას მერე, რაც ამ ყვე­ლა­ფერს უკვე სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე, ყვე­ლა მო­ცეკ­ვა­ვე ორ­მა­გად და­ვა­ფა­სე. სა­ო­ცა­რად მუ­შა­ო­ბენ და ვარ­ჯი­შო­ბენ, მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ. რაც შე­მე­ხე­ბა მე, ძა­ლი­ან რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ახლა ძა­ლი­ან უნდა მო­ვინ­დო­მო, რომ ჩემი პარტნი­ო­რი არ გა­ვაწ­ბი­ლო. ჩემ­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს შრო­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ა­ფა­სონ და არა მარ­ტო მა­ყუ­რე­ბელ­მა და ჟი­უ­რიმ, იმ ხალ­ხმაც, ვი­საც ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცის გა­მოც­ვლა უნ­დათ, გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ტა­რა გო­გო­ებ­მა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ, ჩემი შრო­მით თუ კო­ლო­სა­ლურ შე­დეგს მი­ვაღ­წევ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის მა­გა­ლი­თიც გავ­ხდე და თუ ვინ­მეს ჩემი წარ­მა­ტე­ბი­თა და თავ­და­დე­ბით რა­ი­მეს შთა­ვა­გო­ნებ, უბედ­ნი­ე­რე­სი ვიქ­ნე­ბი.

- წარ­სულ­ში ცეკ­ვავ­დი?

- ალ­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი გო­გო­ნა ბავ­შვო­ბა­ში, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში და­დის ცეკ­ვა­ზე. მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი, როცა დე­დამ ცეკ­ვა­ზე მი­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ იმის მერე აღარ მი­ცეკ­ვია.

- პარტნი­ო­რი ახ­სე­ნე, ე.ი. გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძეს­თან მუ­შა­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- ის არა მარ­ტო შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცეკ­ვავს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. სა­ოც­რად მეხ­მა­რე­ბა. უნდა, რომ მე­ტად წარ­მო­ვა­ჩი­ნო სა­კუ­თა­რი თავი და ვაჩ­ვე­ნო ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რა­საც ვცდი­ლობ. რო­გორც უკვე ვთქვი, არ მინ­და, გა­ვაწ­ბი­ლო და იმე­დე­ბი გა­ვუმტყუ­ნო. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, ჩვე­ნი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია. არც ვჩხუ­ბობთ. გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის და ვუ­ჯე­რებთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვარ სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი, რად­გა­ნაც მეტი და მეტი მინ­და. სა­ბო­ლო­ოდ კი იმას მივ­ხვდი, რომ დღე-ღა­მე­ში 24 სა­ა­თი არ მყოფ­ნის...

- ბევ­რი საქ­მე გაქვს - "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შო­უ­შიც" მუ­შა­ობ, ახლა ცეკ­ვა და­ი­წყე. ამ­დენს რო­გორ ას­წრებ, არ გი­ჭირს?

- ხომ ვამ­ბობ, დრო არ მყოფ­ნის. თან, ცეკ­ვებ­ზე ბევ­რი მუ­შა­ო­ბა მინ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლა ბევრ დროს ითხოვს, რომ სირ­თუ­ლე­ე­ბი ბო­ლომ­დე დავძლიო, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა შალ­ვას გა­და­ცე­მას, მას­ში ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს ვდებ, ის ჩემი საქ­მეა, მომ­წონს. შალ­ვას პა­ტივს ვცემ და ვა­ფა­სებ, ასე­ვე მათ, ვინც ამ შო­უ­ზე მუ­შა­ობს. ამ გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­ზე მარ­თლა კო­ლო­სა­ლუ­რი ენერ­გია იხარ­ჯე­ბა. თან, იუ­მო­რი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად სა­კე­თე­ბე­ლი რამ არის. შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ცი­ნო ადა­მი­ა­ნი და შე­იძ­ლე­ბა – არა. ყვე­ლა­ფე­რი ზღვარ­ზე გა­დის.

ამას­თან, მე ვარ დე­დაც და სახ­ლში, ბავ­შვთა­ნაც უნდა ვიყო. მას სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვერ მო­ვაკ­ლებ. პა­ტა­რას უნდა გა­ვუ­კე­თო "ალა­დუშ­კე­ბი", "ბლი­ნე­ბი" და "პე­რო­გიც". ამ ყვე­ლა­ფერს ვუ­კე­თებ და დიდ სით­ბოს ვუ­ნა­წი­ლებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სახ­ლში დაღ­ლი­ლი მივ­დი­ვარ ხოლ­მე. დე­და­ჩე­მი არ მინ­და ამ ყვე­ლაფ­რით დავ­ტვირ­თო, ის ისე­დაც იღ­ლე­ბა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თან, უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნია და სა­ერ­თოდ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია.

- იუ­მო­რი ახ­სე­ნე. რო­გორ ფიქ­რობ, გა­მოგ­დის?

- მი­ჭირს ჩემს თავ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ უნდა ვთქვა, რომ იუ­მო­რის გრძნო­ბა მშობ­ლე­ბის­გან გად­მო­მე­ცა... ქარ­თუ­ლი ენა კა­რა­გად არ ვიცი, ამი­ტომ, რუ­სუ­ლად ვფიქ­რობ და მერე ვთარ­გმნი ყვე­ლა­ფერს ქარ­თუ­ლად. ბევ­რჯერ მინ­დო­და, მეს­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა, რომ სუფ­თად და უშეც­დო­მოდ ვი­ლა­პა­რა­კო, რო­გორც რუ­სუ­ლად ვსა­უბ­რობ, მაგ­რამ ახლა შალ­ვა მიშ­ლის და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მიკ­რძა­ლავს პე­და­გოგ­თან სი­ა­რულს, მე­უბ­ნე­ბა, რომ ჩემი აქ­ცენ­ტი, თუნ­დაც ის ჩემი წა­მოს­რო­ლი­ლი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი და­ი­კარ­გე­ბა. მაგ­რამ ალ­ბათ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ მა­ინც შევ­ძლებ პე­და­გოგ­თან სი­ა­რულს და ენას ისე ავით­ვი­სებ, რო­გორც სა­ჭი­როა.

- იმ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­მოს­ში, რი­თაც შო­უ­ში გა­მო­დი­ხარ, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ? ასე გა­მო­წყო­ბა რაში გჭირ­დე­ბა?

- ეს შოუს "ფიშ­კაა". თან, ქალი ყო­ველ­თვის უნდა იყოს მოვ­ლი­ლი და ფორ­მა­ში... ისე, ძნე­ლი კია შვი­ლე­ბის დე­დამ, ოჯა­ხის ქალ­მა ყო­ველ­დღი­უ­რად თავი ასე მო­ი­წეს­რი­გოს, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია. ქალ­მა ყო­ველ­თვის ქა­ლად უნდა იგ­რძნოს თავი. ჩემი ჩაც­მუ­ლო­ბა შო­უ­ში რო­გორც გი­თხა­რით, ამ გა­და­ცე­მის "ფიშ­კაა" და ის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ი­გო­ნეს... მოკ­ლედ, მე, ანუ ჩემი გმი­რი ქალი, "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შო­უ­ში" ქა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ. ჯინსსა და მა­ი­სურ­ში კი ყო­ველ­დღე შეგ­ვიძ­ლია სი­ა­რუ­ლი. ამი­ტომ, მე მომ­წონს ჩემი სტი­ლი გა­და­ცე­მა­ში. აქ სტი­ლის­ტე­ბი­სა დ ვი­ზა­ჟის­ტე­ბის შრო­მაც და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

- ჟურ­ნა­ლი­ტობ, მო­დე­ლობ, მღე­რი. სარ­თოდ, პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- მე მხატ­ვა­რი ვარ და მინ­და, სა­მო­მავ­ლოდ ჩემი სა­ხე­ლოს­ნოც გავ­ხსნა. ეს არის ჩემი ოც­ნე­ბა. ისე კი, მე ვარ დედა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქალი. ამ ცხოვ­რე­ბა­ში ქა­ლად და­ვი­ბა­დე და ვიქ­ნე­ბი ქალი და დედა!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ლა­უ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

რას უკრძალავს კატეგორიულად შალვა რამიშვილი მარგო ლუჩკოს და რა მოსწონს მარგოს პარტნიორში

რას უკრძალავს კატეგორიულად შალვა რამიშვილი მარგო ლუჩკოს და რა მოსწონს მარგოს პარტნიორში

"მე არაფერი გადამიწყვეტია, მიმიწვიეს და "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან" მივიღე შეთავაზება, რითაც კმაყოფილი ვარ," - ამბობს მარგო ლუჩკო, რომელიც პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს. ის პროექტის დაწყებამდე ძალიან ღელავს, უნდა, რომ ყველაფერი კარგად გამოუვიდეს, მაყურებლის წინაშე კარგად წარსდგეს და არც თავის პარტნიორს - გიორგი ბარბაქაძეს ჩაუყაროს წყალში შრომა.

მარგოს, გარდა ცეკვისა, "შალვა რამიშვილის შოუზეც" ველაპარაკეთ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული და მისი დამტვრეული ქართულით, სასაცილო ფრაზებითა და სადღესასწაულო ჩაცმულობით მაყურებლის ყურადღებას იქცევს...

- ცეკვა გეადვილება?

- არ არის ადვილი პროფესიონალურ ცეკვებში ასე სერიოზულად ჩართვა, ასეთი დატვირთვით მუშაობა. ეს მძიმე შრომაა. მას მერე, რაც ამ ყველაფერს უკვე სხვა თვალით შევხედე, ყველა მოცეკვავე ორმაგად დავაფასე. საოცარად მუშაობენ და ვარჯიშობენ, მეცადინეობენ. რაც შემეხება მე, ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ახლა ძალიან უნდა მოვინდომო, რომ ჩემი პარტნიორი არ გავაწბილო. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს შრომა ადამიანებმა შეაფასონ და არა მარტო მაყურებელმა და ჟიურიმ, იმ ხალხმაც, ვისაც ცხოვრებაში რაღაცის გამოცვლა უნდათ, განსაკუთრებით პატარა გოგოებმა. ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩემი შრომით თუ კოლოსალურ შედეგს მივაღწევ, შეიძლება ვიღაცისთვის მაგალითიც გავხდე და თუ ვინმეს ჩემი წარმატებითა და თავდადებით რაიმეს შთავაგონებ, უბედნიერესი ვიქნები.

- წარსულში ცეკვავდი?

- ალბათ ნებისმიერი გოგონა ბავშვობაში, სკოლის პერიოდში დადის ცეკვაზე. მეორეკლასელი ვიყავი, როცა დედამ ცეკვაზე მიმიყვანა, მაგრამ იმის მერე აღარ მიცეკვია.

- პარტნიორი ახსენე, ე.ი. გიორგი ბარბაქაძესთან მუშაობით კმაყოფილი ხარ?

- ის არა მარტო შესანიშნავად ცეკვავს, პროფესიონალია, არაჩვეულებრივი ადამიანია. საოცრად მეხმარება. უნდა, რომ მეტად წარმოვაჩინო საკუთარი თავი და ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები, რასაც ვცდილობ. როგორც უკვე ვთქვი, არ მინდა, გავაწბილო და იმედები გავუმტყუნო. მოკლედ, ძალიან მეხმარება, ჩვენი რეპეტიციები ძალიან დატვირთულია. არც ვჩხუბობთ. გვესმის ერთმანეთის და ვუჯერებთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, რადგანაც მეტი და მეტი მინდა. საბოლოოდ კი იმას მივხვდი, რომ დღე-ღამეში 24 საათი არ მყოფნის...

- ბევრი საქმე გაქვს - "შალვა რამიშვილის შოუშიც" მუშაობ, ახლა ცეკვა დაიწყე. ამდენს როგორ ასწრებ, არ გიჭირს?

- ხომ ვამბობ, დრო არ მყოფნის. თან, ცეკვებზე ბევრი მუშაობა მინდა, ეს ყველაფერი მართლა ბევრ დროს ითხოვს, რომ სირთულეები ბოლომდე დავძლიო, მაგრამ რაც შეეხება შალვას გადაცემას, მასში ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვდებ, ის ჩემი საქმეა, მომწონს. შალვას პატივს ვცემ და ვაფასებ, ასევე მათ, ვინც ამ შოუზე მუშაობს. ამ გადაცემის მომზადებაზე მართლა კოლოსალური ენერგია იხარჯება. თან, იუმორი ძალიან ფრთხილად საკეთებელი რამ არის. შეიძლება გააცინო ადამიანი და შეიძლება – არა. ყველაფერი ზღვარზე გადის.

ამასთან, მე ვარ დედაც და სახლში, ბავშვთანაც უნდა ვიყო. მას სითბოს და სიყვარულს ვერ მოვაკლებ. პატარას უნდა გავუკეთო "ალადუშკები", "ბლინები" და "პეროგიც". ამ ყველაფერს ვუკეთებ და დიდ სითბოს ვუნაწილებ, მიუხედავად იმისა, რომ სახლში დაღლილი მივდივარ ხოლმე. დედაჩემი არ მინდა ამ ყველაფრით დავტვირთო, ის ისედაც იღლება მთელი დღის განმავლობაში, თან, უფროსი ადამიანია და საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანია.

- იუმორი ახსენე. როგორ ფიქრობ, გამოგდის?

- მიჭირს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იუმორის გრძნობა მშობლებისგან გადმომეცა... ქართული ენა კარაგად არ ვიცი, ამიტომ, რუსულად ვფიქრობ და მერე ვთარგმნი ყველაფერს ქართულად. ბევრჯერ მინდოდა, მესწავლა ქართული ენა, რომ სუფთად და უშეცდომოდ ვილაპარაკო, როგორც რუსულად ვსაუბრობ, მაგრამ ახლა შალვა მიშლის და კატეგორიულად მიკრძალავს პედაგოგთან სიარულს, მეუბნება, რომ ჩემი აქცენტი, თუნდაც ის ჩემი წამოსროლილი სისულელეები დაიკარგება. მაგრამ ალბათ გარკვეული დროის შემდეგ მაინც შევძლებ პედაგოგთან სიარულს და ენას ისე ავითვისებ, როგორც საჭიროა.

- იმ სადღესასწაულო სამოსში, რითაც შოუში გამოდიხარ, თავს კომფორტულად გრძნობ? ასე გამოწყობა რაში გჭირდება?

- ეს შოუს "ფიშკაა". თან, ქალი ყოველთვის უნდა იყოს მოვლილი და ფორმაში... ისე, ძნელი კია შვილების დედამ, ოჯახის ქალმა ყოველდღიურად თავი ასე მოიწესრიგოს, მაგრამ სასურველია. ქალმა ყოველთვის ქალად უნდა იგრძნოს თავი. ჩემი ჩაცმულობა შოუში როგორც გითხარით, ამ გადაცემის "ფიშკაა" და ის სპეციალურად მოიგონეს... მოკლედ, მე, ანუ ჩემი გმირი ქალი, "შალვა რამიშვილის შოუში" ქალურად უნდა გამოვიყურებოდეთ. ჯინსსა და მაისურში კი ყოველდღე შეგვიძლია სიარული. ამიტომ, მე მომწონს ჩემი სტილი გადაცემაში. აქ სტილისტებისა დ ვიზაჟისტების შრომაც დასაფასებელია.

- ჟურნალიტობ, მოდელობ, მღერი. სართოდ, პროფესიით ვინ ხარ?

- მე მხატვარი ვარ და მინდა, სამომავლოდ ჩემი სახელოსნოც გავხსნა. ეს არის ჩემი ოცნება. ისე კი, მე ვარ დედა, ჩვეულებრივი ქალი. ამ ცხოვრებაში ქალად დავიბადე და ვიქნები ქალი და დედა!

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება