მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თხოვნით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ილია მეორეს
რა თხოვნით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ილია მეორეს

სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ლუსტ სა­ჰა­კი­ან­მა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა სთხო­ვა.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის თავ­მჯდო­მა­რეს გა­ლუსტ სა­ჰა­კი­ანს და სომ­ხუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს გუ­შინ სა­პატ­რი­არ­ქო­ში შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში მხა­რე­ებ­მა ხაზი გა­უს­ვეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ის­ტო­რი­ულ კავ­შირს და სა­ერ­თო ქრის­ტი­ა­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს. უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ძმურ და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ორი ქვეყ­ნის ეკ­ლე­სი­ას შო­რის.

პატ­რი­არ­ქის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთს შო­რის ტრა­დი­ცი­უ­ლად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო და ეს დღე­საც გრძელ­დე­ბა.

"ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მე­გობ­რულ და ძმურ ურ­თი­ერ­თო­ბას ეკ­ლე­სი­ებს შო­რის. ჩვენ დი­დად ვა­ფა­სებთ თქვენს კულ­ტუ­რას, თქვენს მწერ­ლო­ბას. სომ­ხე­თი და სა­ქარ­თვე­ლო არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოა­ზი­სი და ამ ოა­ზისს ჩვენ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ და­ირ­ღვეს. კი­დევ ერთხელ მო­გე­სალ­მე­ბით, მი­ვე­სალ­მე­ბი დე­ლე­გა­ცი­ის ყვე­ლა წევ­რს. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მობ­რძან­დით", - აღ­ნიშ­ნა შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

თა­ვის მხრივ, სა­უბ­რის და­სა­წყის­ში სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის თავ­მჯდო­მა­რემ, გა­ლუსტ სა­ჰა­კი­ან­მა პატ­რი­არ­ქს ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მი­უ­სამ­ძიმ­რა და გულ­თბი­ლი მი­ღე­ბი­სათ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

სა­ჰა­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სომ­ხე­თი რჩე­ბა უმ­თავ­რე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მემ­კვიდ­რედ.

"ჩვე­ნი ერე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმ­თავ­რე­სი სა­ფუძ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფეს­ვე­ბია და ჩვენ ვრჩე­ბით ამის გამ­გრძე­ლებ­ლად. კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გა­აღ­რმა­ვე­ბენ, და­ა­ახ­ლო­ე­ბენ და ახალ ბიძგს მის­ცე­მენ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ორი ქვეყ­ნის ეკ­ლე­სი­ას", - აღ­ნიშ­ნა სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის თავ­მჯდო­მა­რემ.

სომ­ხე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა სი­რი­ა­სა და ერაყ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, სა­დაც მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი საფრ­თხის წი­ნა­შეა, რა­საც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქიც და­ე­თან­ხმა.

ამას­თან, გა­ლუსტ სა­ჰა­კი­ან­მა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს მი­მარ­თა, ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სომ­ხუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის მი­მართ. სა­ჰა­კი­ან­მა ჩა­მოთ­ვა­ლა რამ­დე­ნი­მე ძეგლი, რომ­ლის აღ­დგე­ნი­სა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის სა­კი­თხიც დას­ვა.

"ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მუ­დამ იყო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვე­ნი ყვე­ლა კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი­სა და ერე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. ამ მხრივ მინ­და თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მო­ვი­ზი­დო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სომ­ხუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის მი­მართ. კერ­ძოდ, თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ იყოს ტაძ­რე­ბი, ისე­თი ტაძ­რე­ბი, რო­გო­რიც არის სუბ­გე­ვორ­ქის, სუბ­ნი­შა­ნის და ნო­რა­შე­ნის ტაძ­რე­ბი. მათი აღ­დგე­ნა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის სა­კი­თხე­ბი", - აღ­ნიშ­ნა შეხ­ვედ­რა­ზე სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ლუსტ სა­ჰა­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

რა თხოვნით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ილია მეორეს

რა თხოვნით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ილია მეორეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გალუსტ საჰაკიანმა კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური კულტურის ძეგლებისთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანს და სომხური დელეგაციის წევრებს გუშინ საპატრიარქოში შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირს და საერთო ქრისტიანულ ფასეულობებს. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს ორი ქვეყნის ეკლესიას შორის.

პატრიარქის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად კარგი ურთიერთობები იყო და ეს დღესაც გრძელდება.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრულ და ძმურ ურთიერთობას ეკლესიებს შორის. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს კულტურას, თქვენს მწერლობას. სომხეთი და საქართველო არის ქრისტიანული ოაზისი და ამ ოაზისს ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ძმური ურთიერთობა არ დაირღვეს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები დელეგაციის ყველა წევრს. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით", - აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

თავის მხრივ, საუბრის დასაწყისში სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, გალუსტ საჰაკიანმა პატრიარქს ძმის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.

საჰაკიანის განცხადებით, სომხეთი რჩება უმთავრესი ქრისტიანული ფასეულობების მემკვიდრედ.

"ჩვენი ერებიდან გამომდინარე, უმთავრესი საფუძველი ქრისტიანული ფესვებია და ჩვენ ვრჩებით ამის გამგრძელებლად. კულტურული და რელიგიური ფასეულობები გააღრმავებენ, დააახლოებენ და ახალ ბიძგს მისცემენ ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობას. ამ ყველაფერში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის ეკლესიას", - აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა სირიასა და ერაყში არსებული ვითარების გამო, სადაც მრავალი ქვეყნის ქრისტიანული ფასეულობები საფრთხის წინაშეა, რასაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც დაეთანხმა.

ამასთან, გალუსტ საჰაკიანმა კათოლიკოს-პატრიარქს მიმართა, ყურადღება გამოიჩინოს საქართველოს ტერიტორიაზე სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. საჰაკიანმა ჩამოთვალა რამდენიმე ძეგლი, რომლის აღდგენისა და მოვლა-პატრონობის საკითხიც დასვა.

"ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მუდამ იყო ყურადღების ცენტრში, ეს არის ბუნებრივი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ყველა კულტურული ფასეულობა ჩვენი ქვეყნებისა და ერების განვითარების საფუძველია. ამ მხრივ მინდა თქვენი ყურადღება მოვიზიდო საქართველოს ტერიტორიაზე სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. კერძოდ, თქვენი ყურადღების ქვეშ იყოს ტაძრები, ისეთი ტაძრები, როგორიც არის სუბგევორქის, სუბნიშანის და ნორაშენის ტაძრები. მათი აღდგენა და მოვლა-პატრონობის საკითხები", - აღნიშნა შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გალუსტ საჰაკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია