პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამოუკიდებელი ექსპერტი: 4 წლის ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული
დამოუკიდებელი ექსპერტი: 4 წლის ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული

4 წლის გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მკვრი­ვი, ბლაგ­ვი საგ­ნის არა­ერთჯე­რა­დი მოქ­მე­დე­ბით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის დას­კვნა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის მა­მამ, ავ­თან­დილ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ გა­აც­ნო.

"მცი­რე­წლო­ვან გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს სხე­ულ­ზე გა­რეგ­ნუ­ლად აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მარ­ჯვე­ნა სა­ფეთ­ქლის ორი სის­ხლნაჟ­ღენ­თი და მარ­ცხე­ნა ლო­ყის და ზემო ტუ­ჩის თითო ნაჭ­დე­ვის სა­ხით. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლია რა­ი­მე მკვრი­ვი ბლაგ­ვი საგ­ნის არა­ერთჯე­რა­დი მოქ­მე­დე­ბით და მი­ე­კუთ­ვნე­ბა მსუ­ბუქ ხა­რისხს ჯან­მრთე­ლო­ბის მოშ­ლის გა­რე­შე", - ნათ­ქვა­მია ექ­სპერტ ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძის დას­კვნა­ში.

რო­გორც ბავ­შვის მამა ავ­თან­დილ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე აცხა­დებს, ექ­სპერ­ტმა სა­უბ­რი­სას მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ფო­ნე­ი­დოს­კო­პით არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"მე ვე­სა­უბ­რე ექ­სპერტს. და­ზი­ა­ნე­ბა ბლაგ­ვი საგ­ნით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი. გუ­შინ ით­ქვა, რომ ფო­ნე­ი­დოს­კო­პით მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, თუმ­ცა ექ­სპერ­ტმა მი­თხრა, რომ სა­ფეთ­ქლის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ფო­ნე­ი­დოს­კო­პით არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ყე­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე 4 წლის გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი 26 სექ­ტემ­ბერს ბაღ­ში მი­ა­ყე­ნეს. მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე უკვე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა ცე­მის მუხ­ლით და დღეს დი­ლით ბავ­შვს ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­შიც, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც ერთ თვე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მომ­ხდარს უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სკო­ლა-ბა­ღის "სა­დუ­ნის" დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნა ცინ­ცა­ძე. ის ამ­ბობს, რომ 4 წლის გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის დას­კვნას არ ენ­დო­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას მა­რი­ნა ცინ­ცა­ძემ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო, რომ ოთხი წლის გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბა ბლაგ­ვი საგ­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. სკო­ლა-ბა­ღის დი­რექ­ტო­რი აცხა­დებს, რომ გაბ­რი­ელ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ ნა­ფხაჭ­ნი ბავ­შვთან წა­კინ­კლა­ვე­ბის დროს მი­ი­ღო.

"ბავ­შვი იმ­დე­ნად ჰი­პე­რაქ­ტი­უ­ლი იყო, იქ­ნებ სახ­ლში და­ვარ­და. მე რა ვიცი. მე არ ვენ­დო­ბი ამ ექ­სპერ­ტი­ზას. ჯერ ერთი, თუ ამ ბავ­შვს ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ქონ­და, ჩემ­თან რა­ტომ არ მო­ვი­და? მე თვი­თონ წა­ვიყ­ვან­დი და ერ­თად შე­ვა­მოწ­მებ­დით ბავ­შვს. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ დგას მაგ ბავ­შვის უკან. შე­მეძ­ლო უარი მეთ­ქვა ამ ბავ­შვის მი­ღე­ბა­ზე, მაგ­რამ შე­მე­ცოდ­ნენ. ყვე­ლა ერ­თად იყ­ვნენ მო­სუ­ლი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­სა­ხე­და­ვი ბავ­შვია. მე მყავს ასე­თი ბავ­შვე­ბი, გაბ­რი­ე­ლი პირ­ვე­ლი კი არ იყო. ვფიქ­რობ­დი, ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით, მხარ­ში დგო­მით იქ­ნებ გაბ­რი­ე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ცინ­ცა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, 90-იანი წლე­ბი­დან სკო­ლა-ბაღი რუ­დუ­ნე­ბით მუ­შა­ობს და შე­ეც­დე­ბა ყო­ველ­მხრივ თა­ვი­სი სა­ხე­ლი და იმი­ჯი აღიდ­გი­ნოს, რო­მე­ლიც ერთ დღე­ში და­ენგრა. მა­რი­ნა ცინ­ცა­ძე აპი­რებს დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი თა­ვად და­იც­ვას.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად ბაღ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

დამოუკიდებელი ექსპერტი: 4 წლის ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული

დამოუკიდებელი ექსპერტი: 4 წლის ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული

4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული, - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს დღეს გაბრიელ ნიშნიანიძის მამამ, ავთანდილ ნიშნიანიძემ გააცნო.

"მცირეწლოვან გაბრიელ ნიშნიანიძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟღენთი და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე", - ნათქვამია ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის დასკვნაში.

როგორც ბავშვის მამა ავთანდილ ნიშნიანიძე აცხადებს, ექსპერტმა საუბრისას მას განუცხადა, რომ ეს დაზიანებები ფონეიდოსკოპით არ შეიძლება იყოს მიყენებული.

"მე ვესაუბრე ექსპერტს. დაზიანება ბლაგვი საგნით არის მიყენებული. გუშინ ითქვა, რომ ფონეიდოსკოპით მიაყენეს დაზიანებები, თუმცა ექსპერტმა მითხრა, რომ საფეთქლის არეში მიყენებული დაზიანება ფონეიდოსკოპით არ შეიძლება იყოს მიყენებული", - განაცხადა ავთანდილ ნიშნიანიძემ.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანებები 26 სექტემბერს ბაღში მიაყენეს. მშობლების ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება ცემის მუხლით და დღეს დილით ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროშიც, რომლის შედეგებიც ერთ თვეში გახდება ცნობილი.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა სკოლა-ბაღის "სადუნის" დირექტორი მარინა ცინცაძე. ის ამბობს, რომ 4 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას არ ენდობა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მარინა ცინცაძემ კატეგორიულად უარყო, რომ ოთხი წლის გაბრიელ ნიშნიანიძეს დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. სკოლა-ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ გაბრიელ ნიშნიანიძემ ნაფხაჭნი ბავშვთან წაკინკლავების დროს მიიღო.

"ბავშვი იმდენად ჰიპერაქტიული იყო, იქნებ სახლში დავარდა. მე რა ვიცი. მე არ ვენდობი ამ ექსპერტიზას. ჯერ ერთი, თუ ამ ბავშვს ასეთი დაზიანებები ქონდა, ჩემთან რატომ არ მოვიდა? მე თვითონ წავიყვანდი და ერთად შევამოწმებდით ბავშვს. საინტერესოა, ვინ დგას მაგ ბავშვის უკან. შემეძლო უარი მეთქვა ამ ბავშვის მიღებაზე, მაგრამ შემეცოდნენ. ყველა ერთად იყვნენ მოსული. არაჩვეულებრივი შესახედავი ბავშვია. მე მყავს ასეთი ბავშვები, გაბრიელი პირველი კი არ იყო. ვფიქრობდი, ერთობლივი მუშაობით, მხარში დგომით იქნებ გაბრიელი საზოგადოებისთვის დაგვებრუნებინა", - განაცხადა ცინცაძე.

მისივე თქმით, 90-იანი წლებიდან სკოლა-ბაღი რუდუნებით მუშაობს და შეეცდება ყოველმხრივ თავისი სახელი და იმიჯი აღიდგინოს, რომელიც ერთ დღეში დაენგრა. მარინა ცინცაძე აპირებს დარღვეული უფლებები თავად დაიცვას.

მისივე თქმით, ამჟამად ბაღში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია