სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ალასანიას ავანტიურა?!
ალასანიას ავანტიურა?!

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Foreign Policy იუ­წყე­ბა, რომ თბი­ლის­მა აშშ-ს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სი­რი­ე­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაწ­ვრთნა შეს­თა­ვა­ზა. გა­მო­ცე­მა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის ინ­კოგ­ნი­ტო მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს და დას­ტუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არ­ჩილ გე­გე­ში­ძე მოჰ­ყავს. Foreign Policy-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არც უარ­ყო და არც და­ა­დას­ტუ­რა. არ­ჩილ გე­გე­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, ჟურ­ნა­ლის­ტმა მის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რად გა­ი­გო. შე­თა­ვა­ზე­ბა უარ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მაც. თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამე­რი­კე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით თბი­ლი­სის მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა მარ­თლაც იყო და ამას ადას­ტუ­რებს ისიც, რომ ანა­ლო­გი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ავ­რცე­ლეს "რო­ი­ტერ­მა" და "ნიუ-იორკ თა­იმსმა".

ბად­რი ნა­ჭყე­ბია, ტე­რო­რიზ­მი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პო­ლი­ტო­ლო­გი: - შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცას ჰგო­ნია, რომ სი­რი­ე­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს გა­მო­ი­ყე­ნებს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს - ისი­ნი ასე­ვე ებ­რძვი­ან სი­რი­ის პრე­ზი­დენტ ბა­შარ ასადს. ასადს კი სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვს რუ­სე­თის მხრი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა სი­რი­ის ოპო­ზი­ცი­ას - ის გა­ყო­ფი­ლია ორ ნა­წი­ლად: რა­დი­კა­ლურ და შე­და­რე­ბით პო­ზი­ტი­ურ ოპო­ზი­ცი­ად, რო­მე­ლიც მი­სა­ღე­ბია და­სავ­ლე­თის­თვის. რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას წარ­მო­ად­გენს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო", რომ­ლის მებ­რძო­ლე­ბი (ძი­რი­თა­დად სუ­ნი­ტე­ბი) სა­ში­ნე­ლე­ბას სჩა­დი­ან სი­რი­ა­სა და ერაყ­ში, და­ი­პყრეს უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მი­ად­გნენ თურ­ქე­თის სა­ზღვარს. სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად - "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" მძლავ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, მისი წევ­რე­ბი არი­ან არა მარ­ტო ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­დან, არა­მედ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბიც პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან.

- თუ თბი­ლის­სა და ვა­შინგტონს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის გაწ­ვრთნა­ზე, ეს ინ­ფორ­მა­ცია მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა ფაქ­ტია, ინ­ფორ­მა­ცი­ამ პრე­სა­ში გა­ჟო­ნა...

- თუ იყო მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბა, ამ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის პრე­სა­ში გა­ჟონ­ვას შე­საძ­ლოა, ტე­რო­რის­ტებ­მაც შე­უ­წყვეს ხელი. "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" უზარ­მა­ზა­რი ბი­უ­ჯე­ტი და დიდი აგენ­ტუ­რუ­ლი ქსე­ლი აქვს. რაც ნაკ­ლე­ბი ქვე­ყა­ნა ჩა­ერ­თვე­ბა ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ში, მით უკე­თე­სია მათ­თვის... ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ავ­წონ-დავ­წო­ნოთ - შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც გახ­დნენ ტე­რო­რის­ტე­ბის მსხვერ­პლნი, სა­ქარ­თვე­ლო კი დარ­ტყმის ქვეშ აღ­მოჩ­ნდეს. შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლომ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ლო­გის­ტი­კის კუ­თხით (აე­როდ­რო­მე­ბის გა­და­ცე­მა) მი­ი­ღოს, და­ეხ­მა­როს სი­რი­ელ თუ ერა­ყელ დევ­ნი­ლებს და ა.შ. თუმ­ცა ჩვენ­თან რა­ღაც ფორ­მი­რე­ბე­ბის გაწ­ვრთნა არას­წო­რი იქ­ნე­ბა - მით უმე­ტეს, სი­რი­ის დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად. ამ ფორ­მი­რე­ბე­ბის სა­მიზ­ნე ხომ ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც გახ­დე­ბა?! ჩვენ არ უნდა მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ასა­დის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნას რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ასადს აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არ უღი­ა­რე­ბია... აქვე ვი­ტყვი ერ­თსაც - მე არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ, მაგ­რამ თუ გა­ირ­კვა, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და ირაკ­ლი ალა­სა­ნია მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან ფა­რუ­ლად აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვა­შინგტონ­თან მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის გაწ­ვრთნა­ზე, ეს დიდი ავან­ტი­უ­რა და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ტე­რო­რიზ­მი არის ისე­თი სა­კი­თხი, სა­დაც სე­რი­ო­ზულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი უნდა იღებ­დნენ, მათი შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და­ნა­შა­უ­ლია.

მა­მუ­კა არე­ში­ძე, სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვის კავ­კა­სი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - დღეს სი­რი­ა­ში ბა­შარ ასა­დის წი­ნა­აღ­მდეგ 14-მდე დაჯ­გუ­ფე­ბა იბ­რძვის, აქე­დან 13 ის­ლა­მის­ტუ­რია. ამი­ტომ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი?! რო­გორც ჩანს, ამ თე­მა­ზე სა­უბ­რე­ბი ნამ­დვი­ლად იყო - ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ტყუ­ი­ლებს არ წე­რენ. ამე­რი­კულ პრე­სა­ში ორი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა: 1. ამე­რი­კე­ლებ­მა სთხო­ვეს ქარ­თულ მხა­რეს საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის შექ­მნა და 2. ინი­ცი­ა­ტი­ვა ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან მო­დი­ო­და. ამი­ტომ გა­სარ­კვე­ვია, ვინ ვის შეს­თა­ვა­ზა. ისე, ამე­რი­კას­თან თუ ვინ­მე აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბას, ეს ალ­ბათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იყო და იმე­დია, მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა საქ­მის კურ­სში გახ­ლდათ. მი­ვიჩ­ნევ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ასეთ რთულ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, უ

ფლე­ბა არ აქვს, რა­ღაც მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის გაწ­ვრთნის ფორ­მით ჩა­ერ­თოს მსოფ­ლიო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში.

მა­შინ, რო­დე­საც ტე­რო­რის­ტე­ბი­სა და ის­ლა­მის­ტე­ბის სა­მიზ­ნეა ჩრდი­ლო კავ­კა­სია და ჩვენ აქ მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის გაწ­ვრთნას და­ვი­წყებთ (რა მიზ­ნე­ბით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა), ხომ არ გა­მო­ვა ისე, რომ ჩვენ შე­უგ­ნებ­ლად ტე­რო­რის­ტებს ვეხ­მა­რე­ბით?!

ისე­დაც ბევ­რს ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ ჩვენს და­სავ­ლე­თის მო­კავ­ში­რე­ო­ბას გა­ეს­ვას ხაზი და ნა­მე­ტანს ნუ ვი­ზამთ. არ დაგ­ვე­მარ­თოს ისე, სა­ქო­ნე­ლი დაკ­ლეს და ქა­თა­მი ზედ და­აკ­ლე­სო. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რუ­სე­თის ასად­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ამ ფაქტს მოს­კო­ვი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნებს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ალასანიას ავანტიურა?!

ალასანიას ავანტიურა?!

ამერიკული გამოცემა Foreign Policy იუწყება, რომ თბილისმა აშშ-ს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. გამოცემა ამ ინფორმაციას აშშ-ის ინკოგნიტო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს და დასტურად საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე მოჰყავს. Foreign Policy-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. არჩილ გეგეშიძის განცხადებით კი, ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო. შეთავაზება უარყო საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმაც. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკელების მისამართით თბილისის მხრიდან გარკვეული შეთავაზება მართლაც იყო და ამას ადასტურებს ისიც, რომ ანალოგიური ინფორმაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაავრცელეს "როიტერმა" და "ნიუ-იორკ თაიმსმა".

ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი: - შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, რომ სირიელი ამბოხებულების გარკვეულ ნაწილს გამოიყენებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს - ისინი ასევე ებრძვიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ასადს კი სერიოზული მხარდაჭერა აქვს რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება სირიის ოპოზიციას - ის გაყოფილია ორ ნაწილად: რადიკალურ და შედარებით პოზიტიურ ოპოზიციად, რომელიც მისაღებია დასავლეთისთვის. რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს "ისლამური სახელმწიფო", რომლის მებრძოლები (ძირითადად სუნიტები) საშინელებას სჩადიან სირიასა და ერაყში, დაიპყრეს უზარმაზარი ტერიტორიები და მიადგნენ თურქეთის საზღვარს. საქართველო უნდა იყოს ძალიან ფრთხილად - "ისლამური სახელმწიფო" მძლავრი ტერორისტული ორგანიზაციაა, მისი წევრები არიან არა მარტო ჩვენი მეზობლები ჩრდილო კავკასიიდან, არამედ ჩვენი თანამემამულეებიც პანკისის ხეობიდან.

- თუ თბილისსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მეამბოხეების გაწვრთნაზე, ეს ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. თუმცა ფაქტია, ინფორმაციამ პრესაში გაჟონა...

- თუ იყო მსგავსი შეთავაზება, ამ საიდუმლო ინფორმაციის პრესაში გაჟონვას შესაძლოა, ტერორისტებმაც შეუწყვეს ხელი. "ისლამურ სახელმწიფოს" უზარმაზარი ბიუჯეტი და დიდი აგენტურული ქსელი აქვს. რაც ნაკლები ქვეყანა ჩაერთვება ანტიტერორისტულ ოპერაციაში, მით უკეთესია მათთვის... ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ - შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეებიც გახდნენ ტერორისტების მსხვერპლნი, საქართველო კი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. შესაძლოა, საქართველომ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობა ლოგისტიკის კუთხით (აეროდრომების გადაცემა) მიიღოს, დაეხმაროს სირიელ თუ ერაყელ დევნილებს და ა.შ. თუმცა ჩვენთან რაღაც ფორმირებების გაწვრთნა არასწორი იქნება - მით უმეტეს, სირიის დღევანდელ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. ამ ფორმირებების სამიზნე ხომ ასადის ხელისუფლებაც გახდება?! ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას რუსეთთან ურთიერთობაში. აქვე შეგახსენებთ, რომ ასადს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია... აქვე ვიტყვი ერთსაც - მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ თუ გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტრო და ირაკლი ალასანია მთავრობის ხელმძღვანელობისგან ფარულად აწარმოებდა მოლაპარაკებას ვაშინგტონთან მეამბოხეების გაწვრთნაზე, ეს დიდი ავანტიურა და კატეგორიულად მიუღებელია.

ტერორიზმი არის ისეთი საკითხი, სადაც სერიოზულ გადაწყვეტილებებს ქვეყნის პირველი პირები უნდა იღებდნენ, მათი შეთანხმების გარეშე სერიოზული ნაბიჯის გადადგმა დანაშაულია.

მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევის კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი: - დღეს სირიაში ბაშარ ასადის წინააღმდეგ 14-მდე დაჯგუფება იბრძვის, აქედან 13 ისლამისტურია. ამიტომ საინტერესოა, რომელი მეამბოხეების მომზადებაზეა საუბარი?! როგორც ჩანს, ამ თემაზე საუბრები ნამდვილად იყო - ასეთი სერიოზული გამოცემები ტყუილებს არ წერენ. ამერიკულ პრესაში ორი ვერსია ვრცელდება: 1. ამერიკელებმა სთხოვეს ქართულ მხარეს საწვრთნელი ცენტრის შექმნა და 2. ინიციატივა ქართული მხარისგან მოდიოდა. ამიტომ გასარკვევია, ვინ ვის შესთავაზა. ისე, ამერიკასთან თუ ვინმე აწარმოებდა მოლაპარაკებას, ეს ალბათ თავდაცვის სამინისტრო იყო და იმედია, მთავრობის ხელმძღვანელობა საქმის კურსში გახლდათ. მივიჩნევ, რომ საქართველოს, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ასეთ რთულ რეგიონში მდებარეობს, უ

ფლება არ აქვს, რაღაც მეამბოხეების გაწვრთნის ფორმით ჩაერთოს მსოფლიო დაპირისპირებაში.

მაშინ, როდესაც ტერორისტებისა და ისლამისტების სამიზნეა ჩრდილო კავკასია და ჩვენ აქ მეამბოხეების გაწვრთნას დავიწყებთ (რა მიზნებით, არ აქვს მნიშვნელობა), ხომ არ გამოვა ისე, რომ ჩვენ შეუგნებლად ტერორისტებს ვეხმარებით?!

ისედაც ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს დასავლეთის მოკავშირეობას გაესვას ხაზი და ნამეტანს ნუ ვიზამთ. არ დაგვემართოს ისე, საქონელი დაკლეს და ქათამი ზედ დააკლესო. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ასადთან დამოკიდებულებას, ამ ფაქტს მოსკოვი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა