პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული მაფიის სისხლიანი ქრონიკები
ქართული მაფიის სისხლიანი ქრონიკები

"სის­ხლი­ა­ნი "ბოსტნე­უ­ლის ომე­ბი" მოს­კოვ­ში წლე­ბია, გრძელ­დე­ბა. მა­ფია ცდი­ლობს, და­ე­პატ­რო­ნოს ხილ-ბოსტნე­უ­ლის ბაზ­რებს, სა­დაც, რო­გორც "ნათ­ლი­ე­ბი" ამ­ბო­ბენ, დიდი ფუ­ლის შოვ­ნაც შე­იძ­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი წე­სე­ბის კარ­ნა­ხიც მთე­ლი მოს­კო­ვის­თვის, რად­გან ვის ხელ­ში­ცაა ბაზ­რე­ბის კონ­ტრო­ლი, ის აკონ­ტრო­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც".

გა­ზე­თი "დერ შპი­გე­ლი", 2013 წ. ოქ­ტომ­ბე­რი

გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კვლავ მო­ექ­ცნენ უცხო­უ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ჯერ იყო და, ეს­პა­ნეთ­ში, მო­რი­გი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, და­ა­კა­ვეს 49-კა­ცი­ა­ნი მძარ­ცველ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი. ჯგუ­ფის წევრთა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ქარ­თუ­ლი მა­ფი­ის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა­ზე ეს­პა­ნუ­რი მე­დია ორი დღე ლა­პა­რა­კობ­და... რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ­ბობ­დნენ, ეს­პა­ნეთ­ში მო­კა­ლა­თე­ბულ ქარ­თულ ქურ­დულ სამ­ყა­როს მათ­თვის სა­მო­ცამ­დე სახ­ლი ჰქო­ნია ნა­ქი­რა­ვე­ბი. თა­ვად მძარ­ცვე­ლე­ბი ბი­ნებს ძარ­ცვავ­დნენ და მან­ქა­ნებს იტა­ცებ­დნენ, ხოლო ნა­ქურ­დალს უმე­ტე­სად ქვეყ­ნის გა­რეთ ყიდ­დნენ. ეს­პა­ნეთ­ში იმე­დი აქვთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ქარ­თუ­ლი მა­ფი­ის "დიდ ღლა­ვებს" მი­აკ­ვლე­ვენ...

ახ­ლა­ხან, 9 სექ­ტემ­ბერს, მოს­კოვ­ში "ბოსტნე­უ­ლის ომე­ბის""ახალ ტალ­ღას კი­დევ ერთი ბიზ­ნეს­მე­ნი შე­ე­წი­რა. ღა­მით, 23.30 სთ-ზე, სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში (სა­დაც მე­უღ­ლე­სა და ორ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და), "ხი­ლის სა­მო­თხის" ბაზ­რის მფლო­ბე­ლი რო­ბერტ ცო­მა­ია მოკ­ლეს. კი­ლერ­მა მა­შინ ეს­რო­ლა, რო­დე­საც ცო­მა­ია მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და ჩან­თე­ბით ხელ­ში სა­დარ­ბა­ზოს­კენ გა­ე­მარ­თა. რო­გორც გა­ირ­კვა, მკვლე­ლო­ბა ვი­დე­ო­კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა, თუმ­ცა, უხა­რის­ხო­ბის გამო მკვლე­ლის ამოც­ნო­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია... რო­ბერტ ცო­მა­ი­ას ბარ­ძა­ყი­სა და მკერ­დის არე­ში ორი ტყვია აქვს ნას­რო­ლი, ორი­ვე ჭრი­ლო­ბა გამ­ჭო­ლი აღ­მოჩ­ნდა. ბიზ­ნეს­მე­ნი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მოს­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მი­ლი­ცი­ას გამ­ვლელ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს მშე­ნებ­ლის ჟი­ლე­ტი, რო­მე­ლიც კი­ლერ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კვა­ლის ასა­რე­ვად და­ტო­ვა.

ცხა­დია, რომ ცო­მა­ია შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, რო­მე­ლიც "ხი­ლის სა­მო­თხე­ში" გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს...

ბოლო 25 წე­ლია, მოს­კო­ვის ხილ- ბოსტნე­უ­ლის ბაზ­რებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ძა­ლო­ვან უწყე­ბებს და კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს ხელ­ჩარ­თუ­ლი ომი აქვთ. დღეს მოს­კო­ვის 175 ბაზ­რი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბას კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო აკონ­ტრო­ლებს, პირ­ვე­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა კი ქარ­თულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მა­ფი­ას შო­რის 14 წე­ლია, გრძელ­დე­ბა. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ბოსტნე­უ­ლის კონ­ფლიქ­ტე­ბი"გავ­ლე­ნი­ან ქურ­დულ კლა­ნებს შო­რის სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და...

2001 წელს მოს­კო­ვის პოკ­როვ­სკის მწვა­ნი­ლის ბა­ზარ­ზე ე.წ. "შავი მემ­წვა­ნი­ლე­ე­ბი" გა­მოჩ­ნდნენ - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ იმ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" (მათ შო­რის ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას), რომ­ლებ­მაც ფუ­ლის შოვ­ნა მწვა­ნი­ლის ბიზ­ნე­სის ხელ­ში ჩაგ­დე­ბით გა­და­წყვი­ტეს. იმ­ხა­ნად პოკ­როვ­სკის მწვა­ნი­ლის ბა­ზა­რი, რომ­ლის წლი­უ­რი ბრუნ­ვა 9 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენ­და, გემ­რი­ე­ლი ლუკ­მა მხო­ლოდ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს­თვის არ ყო­ფი­ლა, მის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად ჩე­ჩე­ნი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რე­ბი (მაგ. შა­მილ ბა­სა­ე­ვი) და მოს­კო­ვის მი­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც იბ­რძოდ­ნენ. 2012 წლამ­დე მწვა­ნი­ლის ბა­ზარს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ქურ­დე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ, შემ­დეგ მას ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს ქუ­თა­ი­სურ­მა ფრთამ (ტა­რი­ელ ონი­ა­ნი) და­ად­გა თვა­ლი და ბა­ზა­რი მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძეს, იმა­ვე "სო­ხუმსკის", ერგო. მალე ბა­ზა­რი და­ი­კე­ტა, ჯან­გვე­ლა­ძე კი ევ­რო­პა­ში და­ა­კა­ვეს. რო­გორც კი ბა­ზა­რი ახალ ად­გი­ლას გა­და­ი­ტა­ნეს, "შავ მემ­წვა­ნი­ლე­ებს" შო­რის ომი გა­ნახ­ლდა. მხო­ლოდ 2013 წელს ამ ომის გამო მოს­კოვ­ში 20 შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და, დარ­ბე­ვებ­სა და სის­ხლი­ან და­პი­რის­პი­რე­ბებს კი 100-მდე კაცი ემსხვერ­პლა.

2014 წლი­დან მოს­კო­ვის ხილ-ბოსტნე­უ­ლის ბაზ­რებ­ში რამ­დე­ნი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა ერ­თდრო­უ­ლად მუ­შა­ობს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ, ჩეჩ­ნურ და ტა­ჯი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან ერ­თად მზარ­დი გავ­ლე­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა გარ­დაბ­ნის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა (სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კარ­გა ხანს მას ქარ­თუ­ლად არც მი­იჩ­ნევ­დნენ), რო­მე­ლიც ბაზ­რე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მან­ქა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბით და შემ­დეგ გა­ყიდ­ვით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ქარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებს ინ­ტე­რე­სი მოს­კო­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 70 ხილ-ბოსტნე­უ­ლის ბა­ზარ­ში გა­აჩ­ნი­ათ, ხოლო ქარ­თუ­ლი მა­ფი­ის ოპე­რა­ცია "მან­და­რი­ნე­ბი" დღემ­დე მით­ქმა-მოთ­ქმის საგ­ნად რჩე­ბა არა მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში. საქ­მე ისაა, რომ ორი­ო­დე წლის წინ ქარ­თველ­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა მა­რო­კო­უ­ლი მან­და­რი­ნის ნაც­ვლად მოს­კო­ვის ხი­ლის ბაზ­რებ­ში აჭა­რუ­ლი მან­და­რი­ნი შე­ი­ტა­ნეს(?!). მოს­კო­ვის ახ­ლოს, სა­წყო­ბებ­ში 200-მდე კაცი თავ­და­უ­ზო­გა­ვად ირ­ჯე­ბო­და, რომ თი­თო­ე­ულ ქარ­თულ მან­და­რინ­ზე მა­რო­კო­უ­ლი მარ­კა და­ეკ­რათ. ამ ოპე­რა­ცი­ით ქარ­თველ­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა ძა­ლი­ან დიდი მო­გე­ბა ნა­ხეს - აჭა­რა­ში გრო­შე­ბად ნა­ყიდ მან­და­რინს მოს­კო­ვის ბაზ­რებ­ში 20-ჯერ ძვი­რად ყიდ­დნენ. მალე მან­და­რი­ნის"გამო ქარ­თველ დამ­ნა­შა­ვე­ებს სო­მე­ხი კო­ლე­გე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ, რომ­ლე­ბიც მა­რო­კო­უ­ლი მან­და­რი­ნის ბიზ­ნესს "კრი­შავ­დნენ" ("პატ­რო­ნობ­დნენ"). ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში ომი ახლა მან­და­რი­ნის გამო გა­ჩაღ­და... სლა­ვი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი", რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დეც ალ­მა­ცე­რად უყუ­რებ­დნენ ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს", მათ­მა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა ბიზ­ნე­სი­ნი­ცი­ა­ტი­ვებ­მა (მწვა­ნი­ლი, მან­და­რი­ნი) სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო. მხცო­ვა­ნი ქურ­დე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბა ("სხოდ­კა") მო­ე­წყოთ და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სი შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ. "ბოსტნე­უ­ლის ომე­ბი" დრო­ე­ბით და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, რო­ბერტ ცო­მა­ი­ას მკვლე­ლო­ბით ხილ-ბოსტნე­უ­ლის ბაზ­რე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი მყი­ფე მშვი­დო­ბა დამ­თავ­რდა...

2008 წლის 18 აგ­ვის­ტოს, სა­ღა­მოს 17.30 სთ-ზე, მოს­კო­ვის ოლ­ქში, ტრა­სა­ზე მი­მა­ვალ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია "ტრანსსერ­ვი­სის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ და­ვით დუ­ა­ლი­ძეს უც­ნო­ბი მან­ქა­ნა წა­მო­ე­წია და შიგ მსხდო­მებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. დუ­ა­ლი­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნამ მარ­თვა და­კარ­გა და ხი­ლით დატ­ვირ­თულ ტრა­ი­ლერს და­ე­ჯა­ხა... ავ­ტო­მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა და მძღო­ლი­ა­ნად და­იწ­ვა...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ქართული მაფიის სისხლიანი ქრონიკები

ქართული მაფიის სისხლიანი ქრონიკები

"სისხლიანი "ბოსტნეულის ომები" მოსკოვში წლებია, გრძელდება. მაფია ცდილობს, დაეპატრონოს ხილ-ბოსტნეულის ბაზრებს, სადაც, როგორც "ნათლიები" ამბობენ, დიდი ფულის შოვნაც შეიძლება და საკუთარი წესების კარნახიც მთელი მოსკოვისთვის, რადგან ვის ხელშიცაა ბაზრების კონტროლი, ის აკონტროლებს ხელისუფლებასაც".

გაზეთი "დერ შპიგელი", 2013 წ. ოქტომბერი

გასულ კვირას საქართველოს მოქალაქეები კვლავ მოექცნენ უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში. ჯერ იყო და, ესპანეთში, მორიგი სპეცოპერაციის დროს, დააკავეს 49-კაციანი მძარცველთა ორგანიზებული ჯგუფი. ჯგუფის წევრთა უმრავლესობა ქართველი აღმოჩნდა. ქართული მაფიის მოხერხებულობასა და ორგანიზებულობაზე ესპანური მედია ორი დღე ლაპარაკობდა... როგორც სამართალდამცავები ამბობდნენ, ესპანეთში მოკალათებულ ქართულ ქურდულ სამყაროს მათთვის სამოცამდე სახლი ჰქონია ნაქირავები. თავად მძარცველები ბინებს ძარცვავდნენ და მანქანებს იტაცებდნენ, ხოლო ნაქურდალს უმეტესად ქვეყნის გარეთ ყიდდნენ. ესპანეთში იმედი აქვთ, რომ დაკავებულების მეშვეობით სამართალდამცავები ქართული მაფიის "დიდ ღლავებს" მიაკვლევენ...

ახლახან, 9 სექტემბერს, მოსკოვში "ბოსტნეულის ომების""ახალ ტალღას კიდევ ერთი ბიზნესმენი შეეწირა. ღამით, 23.30 სთ-ზე, საკუთარი სახლის ეზოში (სადაც მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა), "ხილის სამოთხის" ბაზრის მფლობელი რობერტ ცომაია მოკლეს. კილერმა მაშინ ესროლა, როდესაც ცომაია მანქანიდან გადმოვიდა და ჩანთებით ხელში სადარბაზოსკენ გაემართა. როგორც გაირკვა, მკვლელობა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, თუმცა, უხარისხობის გამო მკვლელის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია... რობერტ ცომაიას ბარძაყისა და მკერდის არეში ორი ტყვია აქვს ნასროლი, ორივე ჭრილობა გამჭოლი აღმოჩნდა. ბიზნესმენი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ მილიციას გამვლელმა შეატყობინა.

სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს მშენებლის ჟილეტი, რომელიც კილერმა, სავარაუდოდ, კვალის ასარევად დატოვა.

ცხადია, რომ ცომაია შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, რომელიც "ხილის სამოთხეში" გავლენის სფეროების გადანაწილებას უნდა უკავშირდებოდეს...

ბოლო 25 წელია, მოსკოვის ხილ- ბოსტნეულის ბაზრებზე გავლენის მოსაპოვებლად ხელისუფლებას, ძალოვან უწყებებს და კრიმინალურ სამყაროს ხელჩართული ომი აქვთ. დღეს მოსკოვის 175 ბაზრიდან უმრავლესობას კრიმინალური სამყარო აკონტროლებს, პირველობისთვის ბრძოლა კი ქართულ და აზერბაიჯანულ მაფიას შორის 14 წელია, გრძელდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოსტნეულის კონფლიქტები"გავლენიან ქურდულ კლანებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა...

2001 წელს მოსკოვის პოკროვსკის მწვანილის ბაზარზე ე.წ. "შავი მემწვანილეები" გამოჩნდნენ - ასე მოიხსენიებდნენ იმ "კანონიერ ქურდებს" (მათ შორის ტარიელ ფოცხვერიას), რომლებმაც ფულის შოვნა მწვანილის ბიზნესის ხელში ჩაგდებით გადაწყვიტეს. იმხანად პოკროვსკის მწვანილის ბაზარი, რომლის წლიური ბრუნვა 9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, გემრიელი ლუკმა მხოლოდ ქურდული სამყაროსთვის არ ყოფილა, მის გასაკონტროლებლად ჩეჩენი საველე მეთაურები (მაგ. შამილ ბასაევი) და მოსკოვის მილიციის მაღალჩინოსნებიც იბრძოდნენ. 2012 წლამდე მწვანილის ბაზარს აზერბაიჯანელი ქურდები აკონტროლებდნენ, შემდეგ მას ქურდული სამყაროს ქუთაისურმა ფრთამ (ტარიელ ონიანი) დაადგა თვალი და ბაზარი მერაბ ჯანგველაძეს, იმავე "სოხუმსკის", ერგო. მალე ბაზარი დაიკეტა, ჯანგველაძე კი ევროპაში დააკავეს. როგორც კი ბაზარი ახალ ადგილას გადაიტანეს, "შავ მემწვანილეებს" შორის ომი განახლდა. მხოლოდ 2013 წელს ამ ომის გამო მოსკოვში 20 შეკვეთილი მკვლელობა მოხდა, დარბევებსა და სისხლიან დაპირისპირებებს კი 100-მდე კაცი ემსხვერპლა.

2014 წლიდან მოსკოვის ხილ-ბოსტნეულის ბაზრებში რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება ერთდროულად მუშაობს. აზერბაიჯანულ, ჩეჩნურ და ტაჯიკურ დაჯგუფებებთან ერთად მზარდი გავლენით გამოირჩევა გარდაბნის დანაშაულებრივი დაჯგუფება (საინტერესოა, რომ კარგა ხანს მას ქართულად არც მიიჩნევდნენ), რომელიც ბაზრების ტერიტორიებზე მანქანების გატაცებით და შემდეგ გაყიდვით არის დაკავებული. ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებს ინტერესი მოსკოვის დაახლოებით 70 ხილ-ბოსტნეულის ბაზარში გააჩნიათ, ხოლო ქართული მაფიის ოპერაცია "მანდარინები" დღემდე მითქმა-მოთქმის საგნად რჩება არა მხოლოდ კრიმინალურ სამყაროში. საქმე ისაა, რომ ორიოდე წლის წინ ქართველმა კრიმინალებმა მაროკოული მანდარინის ნაცვლად მოსკოვის ხილის ბაზრებში აჭარული მანდარინი შეიტანეს(?!). მოსკოვის ახლოს, საწყობებში 200-მდე კაცი თავდაუზოგავად ირჯებოდა, რომ თითოეულ ქართულ მანდარინზე მაროკოული მარკა დაეკრათ. ამ ოპერაციით ქართველმა კრიმინალებმა ძალიან დიდი მოგება ნახეს - აჭარაში გროშებად ნაყიდ მანდარინს მოსკოვის ბაზრებში 20-ჯერ ძვირად ყიდდნენ. მალე მანდარინის"გამო ქართველ დამნაშავეებს სომეხი კოლეგები დაუპირისპირდნენ, რომლებიც მაროკოული მანდარინის ბიზნესს "კრიშავდნენ" ("პატრონობდნენ"). ქურდულ სამყაროში ომი ახლა მანდარინის გამო გაჩაღდა... სლავი "კანონიერი ქურდები", რომლებიც მანამდეც ალმაცერად უყურებდნენ ქართველ "კანონიერ ქურდებს", მათმა ბოლოდროინდელმა ბიზნესინიციატივებმა (მწვანილი, მანდარინი) საგონებელში ჩააგდო. მხცოვანი ქურდები იძულებულები გახდნენ, ქურდული შეკრება ("სხოდკა") მოეწყოთ და ახალგაზრდებისთვის საკუთარი სტატუსი შეეხსენებინათ. "ბოსტნეულის ომები" დროებით დავიწყებას მიეცა, თუმცა, როგორც ჩანს, რობერტ ცომაიას მკვლელობით ხილ-ბოსტნეულის ბაზრებისთვის ბრძოლაში ჩამოვარდნილი მყიფე მშვიდობა დამთავრდა...

2008 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 17.30 სთ-ზე, მოსკოვის ოლქში, ტრასაზე მიმავალ სატრანსპორტო კომპანია "ტრანსსერვისის" გენერალურ დირექტორ დავით დუალიძეს უცნობი მანქანა წამოეწია და შიგ მსხდომებმა ცეცხლი გაუხსნეს. დუალიძის ავტომანქანამ მართვა დაკარგა და ხილით დატვირთულ ტრაილერს დაეჯახა... ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მძღოლიანად დაიწვა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ