პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''თურმე ცოლად საკუთარ ბიძაშვილს მივყვებოდი''...
''თურმე ცოლად საკუთარ ბიძაშვილს მივყვებოდი''...

"რა­ტომ­ღაც ჩემი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან­ვე არ აე­წყო. ბე­დის­გან პირ­ვე­ლი დარ­ტყმა მა­შინ მი­ვი­ღე, როცა ბიჭი, რო­მე­ლიც მიყ­ვარ­და, ჩემი ნა­თე­სა­ვი აღ­მოჩ­ნდა"... - ამ საკ­მა­ოდ მძი­მე ფაქ­ტით და­ი­წყო სა­უ­ბა­რი ნა­ტა­ლია ვ-მ, რო­მე­ლიც ჯერ რე­დაქ­ცი­ა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­და და შემ­დეგ კი გვეს­ტუმ­რა...

- მე და ლე­ვა­ნი­კო 14 წლის ასა­კი­დან ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით. სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი გვყავ­და და სულ ერ­თად ვა­ტა­რებ­დით დროს. ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გა­მორ­ჩე­უ­ლი გრძნო­ბა 16 წლის ასაკ­ში გაგ­ვიჩ­ნდა. სა­ერ­თო მო­მა­ვალს ვგეგ­მავ­დით და გა­დავ­წყვი­ტეთ, რო­გორც კი უმაღ­ლეს­ში ჩა­ვა­ბა­რებ­დით, რამე სა­მუ­შაო გვე­პო­ვა და დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ ის ბი­ძა­ჩე­მის უკა­ნო­ნო შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა და ეს ამ­ბა­ვი და­ო­ჯა­ხებ­მა­დე ორი კვი­რით ადრე გა­ვი­გეთ... ალ­ბათ ღმერ­თმა გად­მოგ­ვხე­და.

- და ეს ამ­ბა­ვი რო­გორ გა­ი­გეთ?

- ბი­ძა­ჩემს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი საყ­ვა­რე­ლი ქალი ჰყო­ლია. ბი­ძას შინ ცოლი და სამი შვი­ლი ელო­და, ხოლო თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში - ის ქალი. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დით, რომ ბი­ძა­ჩე­მი კვი­რა­ში ერთი დღე ქა­ლაქ­გა­რეთ გა­დი­ო­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში ღა­მეს იმ ქალ­თან ატა­რებ­და. მოკ­ლედ, შემ­დეგ შვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ. ბიჭს პატ­რო­ნობ­და, მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ როცა ლე­ვა­ნი­კო 5 წლის გახ­და, ბიძა გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. მე­დე­ამ ბინა გა­ყი­და, შე­და­რე­ბით პა­ტა­რა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და დარ­ჩე­ნი­ლი ფუ­ლით კორ­პუ­სის ქვე­ვით მა­ღა­ზია გახ­სნა. ასე გა­ზარ­და თა­ვის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი. ცხა­დია ლე­ვა­ნი­კოს თა­ვის და-ძმებ­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია. ზუს­ტად არ ვიცი, მე­დე­ამ რო­გორ გა­ი­გო ჩვე­ნი ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ერთ დღეს, როცა მე და მისი შვი­ლი და­სა­ქი­რა­ვებ­ლად ბი­ნას ვე­ძებ­დით, და­რე­კა, უნდა გნა­ხოთ და გე­ლა­პა­რა­კო­თო. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. ორი კვი­რა მა­ღალ სი­ცხეს მაძ­ლევ­და. ლე­ვა­ნი­კო სა­ერ­თოდ გა­გიჟ­და, ამ­ბობ­და, მო­ნას­ტერ­ში უნდა წა­ვი­დეო, მაგ­რამ მერე ბა­ბუ­ა­მი­სის ძმას­თან სო­ფელ­ში წა­ვი­და, იქვე დარ­ჩა და ბო­ლოს და­ო­ჯახ­და კი­დეც. ახლა მშვე­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვს, ორი გო­გო­ნას მა­მაა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ცო­ლიც ჰყავს.

- თქვენ?!

- მე სამი წელი სე­რი­ო­ზუ­ლი დეპ­რე­სია მქონ­და. შემ­დეგ ნელ-ნელა გონს მო­ვე­გე, მაგ­რამ სწო­რედ მა­შინ, როცა სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი და­მიბ­რუნ­და, ჯგუ­ფელ­მა მო­მი­ტა­ცა. ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, რომ ვუყ­ვარ­დი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. და­მავ­ლო ხელი და თა­ვი­სი ძმა­კა­ცე­ბის დახ­მა­რე­ბით მან­ქა­ნა­ში ჩამ­ტე­ნა. მერე სვა­ნე­თის­კენ წა­მიყ­ვა­ნეს. იქ ოთხი დღე მმა­ლავ­დნენ, ოთახ­ში არა­ვის ვუშ­ვებ­დი. ჩე­მებ­მა ბი­ძა­ჩე­მის მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­პო­ვეს და სახ­ლში წა­მო­მიყ­ვა­ნეს. არც კი უკი­თხავთ, რამე მოხ­და თუ არა ჩვენ შო­რის და სა­ერ­თოდ, რას ვა­პი­რებ­დი. ოჯა­ხის წევ­რებ­მა იცოდ­ნენ, რომ ლე­ვა­ნი­კო და­ვი­წყე­ბუ­ლი არ მყავ­და და ასეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჩემი ჯგუ­ფე­ლი არ მიყ­ვარ­და და უსიყ­ვა­რუ­ლოდ ვე­რა­ვის­თან ვი­ცხოვ­რებ­დი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

''თურმე ცოლად საკუთარ ბიძაშვილს მივყვებოდი''...

''თურმე ცოლად საკუთარ ბიძაშვილს მივყვებოდი''...

''რატომღაც ჩემი ცხოვრება თავიდანვე არ აეწყო. ბედისგან პირველი დარტყმა მაშინ მივიღე, როცა ბიჭი, რომელიც მიყვარდა, ჩემი ნათესავი აღმოჩნდა''... - ამ საკმაოდ მძიმე ფაქტით დაიწყო საუბარი ნატალია ვ-მ, რომელიც ჯერ რედაქციაში დაგვიკავშირდა და შემდეგ კი გვესტუმრა...

- მე და ლევანიკო 14 წლის ასაკიდან ერთად ვიზრდებოდით. საერთო მეგობრები გვყავდა და სულ ერთად ვატარებდით დროს. ერთმანეთის მიმართ გამორჩეული გრძნობა 16 წლის ასაკში გაგვიჩნდა. საერთო მომავალს ვგეგმავდით და გადავწყვიტეთ, როგორც კი უმაღლესში ჩავაბარებდით, რამე სამუშაო გვეპოვა და დავქორწინებულიყავით, მაგრამ ის ბიძაჩემის უკანონო შვილი აღმოჩნდა და ეს ამბავი დაოჯახებმადე ორი კვირით ადრე გავიგეთ... ალბათ ღმერთმა გადმოგვხედა.

- და ეს ამბავი როგორ გაიგეთ?

- ბიძაჩემს წლების განმავლობაში ერთი საყვარელი ქალი ჰყოლია. ბიძას შინ ცოლი და სამი შვილი ელოდა, ხოლო თბილისის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში - ის ქალი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ბიძაჩემი კვირაში ერთი დღე ქალაქგარეთ გადიოდა, სინამდვილეში ღამეს იმ ქალთან ატარებდა. მოკლედ, შემდეგ შვილიც შეეძინათ. ბიჭს პატრონობდა, მატერიალურადაც ეხმარებოდა, მაგრამ როცა ლევანიკო 5 წლის გახდა, ბიძა გულის შეტევით გარდაიცვალა. მედეამ ბინა გაყიდა, შედარებით პატარაში გადაინაცვლა და დარჩენილი ფულით კორპუსის ქვევით მაღაზია გახსნა. ასე გაზარდა თავის ერთადერთი შვილი. ცხადია ლევანიკოს თავის და-ძმებთან კონტაქტი არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი, მედეამ როგორ გაიგო ჩვენი ამბავი, მაგრამ ერთ დღეს, როცა მე და მისი შვილი დასაქირავებლად ბინას ვეძებდით, დარეკა, უნდა გნახოთ და გელაპარაკოთო. ძალიან განვიცადე. ორი კვირა მაღალ სიცხეს მაძლევდა. ლევანიკო საერთოდ გაგიჟდა, ამბობდა, მონასტერში უნდა წავიდეო, მაგრამ მერე ბაბუამისის ძმასთან სოფელში წავიდა, იქვე დარჩა და ბოლოს დაოჯახდა კიდეც. ახლა მშვენიერი ოჯახი აქვს, ორი გოგონას მამაა, არაჩვეულებრივი ცოლიც ჰყავს.

- თქვენ?!

- მე სამი წელი სერიოზული დეპრესია მქონდა. შემდეგ ნელ-ნელა გონს მოვეგე, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, ჯგუფელმა მომიტაცა. ნათქვამი ჰქონდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. დამავლო ხელი და თავისი ძმაკაცების დახმარებით მანქანაში ჩამტენა. მერე სვანეთისკენ წამიყვანეს. იქ ოთხი დღე მმალავდნენ, ოთახში არავის ვუშვებდი. ჩემებმა ბიძაჩემის მეგობრების დახმარებით მიპოვეს და სახლში წამომიყვანეს. არც კი უკითხავთ, რამე მოხდა თუ არა ჩვენ შორის და საერთოდ, რას ვაპირებდი. ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ლევანიკო დავიწყებული არ მყავდა და ასეც რომ ყოფილიყო, ჩემი ჯგუფელი არ მიყვარდა და უსიყვარულოდ ვერავისთან ვიცხოვრებდი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია