პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები, რომლებშიც დავალება უკვე შესრულებულია - როგორი სახელმძღვანელოები მიიღეს პირველკასელებმა
წიგნები, რომლებშიც დავალება უკვე შესრულებულია - როგორი სახელმძღვანელოები მიიღეს პირველკასელებმა

"სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დაგ­ვი­რი­გეს წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც და­ვა­ლე­ბა უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია! ჩემ­მა შვილ­მა რო­გორ უნდა შე­ას­რუ­ლოს და­ვა­ლე­ბა?!", - ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ერთ-ერ­თმა მშო­ბელ­მა გა­ავ­რცე­ლა. თე­მით AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და. გა­ვარ­კვი­ეთ, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი თბი­ლის­ში სხვა სკო­ლებ­შიც და­ფიქ­სირ­და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­შირ­დე­ბით გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თეთ, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ახალ და მე­ო­რად წიგ­ნებს ური­გებს სკო­ლებს, შემ­დეგ კი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს თა­ვად სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია ანა­წი­ლებს მოს­წავ­ლე­ებ­ზე:

"თუ მშო­ბელს მი­აჩ­ნია, რომ მე­ო­რა­დი წიგ­ნის გამო ბავ­შვი იჩაგ­რე­ბა და ვერ იღებს სა­თა­ნა­დო ცოდ­ნას, უფ­ლე­ბა აქვს მი­მარ­თოს ისევ სკო­ლას და ნახ­მარ წიგნს ახ­ლით შე­უც­ვლი­ან. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ მსგავს ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა რა პა­სუ­ხი უნდა გაგ­ცეთ?", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ნატა ასა­თი­ან­მა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მშობ­ლე­ბი იმა­საც წე­რენ, რომ ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში და­რი­გე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არა­საკ­მა­რი­სია. "კლას­ში 25 ბავ­შვია, წიგ­ნი კი 13-ს შეხ­ვდა", - წერს ერთ-ერთი სკო­ლის მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2014-2015 სას­წავ­ლო წლის­თვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას პირ­ვე­ლი­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ბის ჩათ­ვლით სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

წიგნები, რომლებშიც დავალება უკვე შესრულებულია - როგორი სახელმძღვანელოები მიიღეს პირველკასელებმა

წიგნები, რომლებშიც დავალება უკვე შესრულებულია - როგორი სახელმძღვანელოები მიიღეს პირველკასელებმა

"საჯარო სკოლაში დაგვირიგეს წიგნები, რომლებშიც დავალება უკვე შესრულებულია! ჩემმა შვილმა როგორ უნდა შეასრულოს დავალება?!", - ეს ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა. თემით AMBEBI.GE დაინტერესდა. გავარკვიეთ, რომ მსგავსი შემთხვევები თბილისში სხვა სკოლებშიც დაფიქსირდა.

აღნიშნულთან დაკავშირდებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახალ და მეორად წიგნებს ურიგებს სკოლებს, შემდეგ კი სახელმძღვანელოებს თავად სკოლის ადმინისტრაცია ანაწილებს მოსწავლეებზე:

"თუ მშობელს მიაჩნია, რომ მეორადი წიგნის გამო ბავშვი იჩაგრება და ვერ იღებს სათანადო ცოდნას, უფლება აქვს მიმართოს ისევ სკოლას და ნახმარ წიგნს ახლით შეუცვლიან. განათლების სამინისტრომ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით სხვა რა პასუხი უნდა გაგცეთ?", - განუცხადა AMBEBI.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნატა ასათიანმა.

სოციალურ ქსელებში მშობლები იმასაც წერენ, რომ ზოგიერთ სკოლაში დარიგებული წიგნების რაოდენობა არასაკმარისია. "კლასში 25 ბავშვია, წიგნი კი 13-ს შეხვდა", - წერს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი.

შეგახსენებთ, რომ 2014-2015 სასწავლო წლისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას პირველიდან მეთორმეტე კლასების ჩათვლით სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადასცა.

სალომე შიხაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია