პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
უბნის მაღაზია VS სუპერმარკეტი
უბნის მაღაზია VS სუპერმარკეტი

ყვე­ლას გვახ­სოვს მძი­მე 90-იანი წლე­ბი - უტ­რან­სპორ­ტო­ბა, უშუ­ქო­ბა, პუ­რის რი­გე­ბი... სწო­რედ ამ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა ეზო­ებ­ში პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ე­ბის გა­მო­ჩე­ნაც, რო­მე­ლიც უბანს საკ­ვე­ბი­თა თუ სხვა ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტით ამა­რა­გებ­და. ასე­თი ე.წ. უბ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი კომ­ფორ­ტუ­ლი იყო მათ­თვის, ვინც თუნ­დაც უტ­რან­სპორ­ტო­ბის გამო, ბა­ზარ­ში სი­ა­რულს ვერ ახერ­ხებ­და, ან უშუ­ქო­ბით გა­ბეზ­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან თოკ­ზე გა­მობ­მუ­ლი კა­ლა­თით პრო­დუქტს სარ­თულ-სარ­თულ მი­ა­კონ­წი­ა­ლებ­და.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ - მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნაც გა­ი­ზარ­და და შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა მარ­კე­ტე­ბი­სა თუ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. თუმ­ცა ე.წ. უბ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი ჯერ კი­დევ ყვე­ლა უბან­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი და თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს - გამ­ყიდ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც იც­ნობს მთელ უბანს, ვინ ვისი შვი­ლია, რძა­ლია და ა.შ. ისე გხვდე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლი­სას, თით­ქოს დიდი ხნის უნა­ხა­ვი ახ­ლო­ბე­ლი¬ ხარ. ყვე­ლას იც­ნობს, იცის, ვის აძ­ლევს ნი­სი­ას და რო­გორ ამო­ი­ღოს ის. ასე­თი მა­ღა­ზი­ე­ბის­თვის ნი­სია ის თო­კია, რომ­ლი­თაც მარ­კე­ტებ­ში გამ­ქცევ კლი­ენ­ტებს იჭე­რენ. თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ინც მარ­კე­ტებს ანი­ჭებს.

ჩვენ ე.წ. უბ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და დიდი მარ­კე­ტე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით. მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

ლაშა: - არ მომ­წონს უბ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი, მა­ცი­ვარს თა­ვის დრო­ზე არ რთა­ვენ და ცივს ვე­რა­ფერს იყი­დი. ჩემს ქუ­ჩა­ზე ასეა...

ეთო: - უბ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში თან­ხას პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით ვერ ვიხ­დი, ხში­რად არც ხურ­და აქვთ... თა­ნაც ჩემს სახ­ლთან უკვე კარ­გა ხა­ნია გახ­სნეს დიდი სუ­პერ­მარ­კე­ტი, სა­დაც ყვე­ლა­ფერს ვყი­დუ­ლობ და რა­ტომ შე­ვი­დე იმ პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ებ­ში.

თა­მა­რი: - ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, ვი­საც გა­რეთ გას­ვლა დი­დად არ ეხა­ლი­სე­ბა, უბ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი მის­წრე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ პირ­და­პირ სა­დარ­ბა­ზოს­თა­ნაა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ მა­ღა­ზი­ებ­ში მა­ცივ­რე­ბის ჩარ­თვა არ უყ­ვართ. შე­უძ­ლი­ათ ვა­და­გა­სუ­ლი შო­კო­ლა­დი და სხვა პრო­დუქ­ტიც მოგ­ყი­დონ... ყვე­ლა­ზე მე­ტად თვალ­ში მხვდე­ბა ქა­ო­სუ­რად მიყ­რი­ლი პრო­დუქ­ტი და ან­ტი­სა­ნი­ტა­რია... ხში­რად მეც იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბი, ჩა­ვიც­ვა და რო­მე­ლი­მე სუ­პერ­მარ­კეტ­ში წა­ვი­დე...

თა­თია: - რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემი სახ­ლის ქვე­მოთ მა­ღა­ზი­ა­ში რძე ვი­ყი­დე, ბავ­შვე­ბის­თვის ნამ­ცხვა­რი უნდა გა­მო­მე­ცხო. რო­გორც კი გავ­ხსე­ნი სა­ში­ნე­ლი სუნი ამო­ვარ­და. ამის მერე იქ რო­გორ შე­ვალ, მირ­ჩევ­ნია, ჩემი სახ­ლი­დან თუნ­დაც გვა­რი­ა­ნად მო­შო­რე­ბულ, მაგ­რამ ნორ­მა­ლურ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ვი­ყი­დო.

ქე­თე­ვა­ნი: - პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი­სა და პრო­დუქ­ტის­თვის უბ­ნის პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ე­ბი მირ­ჩევ­ნია დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებს, სა­დაც "ჩი­ტის რძე­საც" კი იპო­ვი, თუ მო­ძებ­ნა არ და­გე­ზა­რა.

დი­ა­ნა: - დიდი მა­ღა­ზი­ე­ბი მირ­ჩევ­ნია, სა­დაც ზა­ფხულ­ში სული არ გე­ხუ­თე­ბა და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა არ გი­ჭირს, ზამ­თარ­ში კი სი­ცი­ვის­გან არ კან­კა­ლებ...

კახა: - უბ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი აქვთ. ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა ზო­გი­ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­შიც. ვა­და­გა­სუ­ლი სა­ქონ­ლით ვაჭ­რო­ბა ქარ­თველ­თა სე­ნად იქცა. ამას ემა­ტე­ბა მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის უკულ­ტუ­რო­ბა. ზოგი ისე­თია, ვე­რა­ფერს ჰკი­თხავ.

ნანა: - შა­ბათ-კვი­რას ზოგ­ჯერ "კარ­ფურ­ში" დავ­დი­ვარ და მთე­ლი თვის პრო­დუქტს ვყი­დუ­ლობ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვერ ვა­ხერ­ხებ და მე­ზა­რე­ბა კი­დეც იმ­სი­შო­რეს წას­ვლა, ამი­ტომ ჩემ­თვის ბევ­რად კომ­ფორ­ტუ­ლია "ნი­კო­რას" სუ­პერ­მარ­კე­ტი, რო­მე­ლიც სახ­ლთან ახ­ლოს მაქვს და თან ძAალი­ან მომ­წონს. იქ ვა­და­გა­სუ­ლი და გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს და ასორ­ტი­მენ­ტიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია.

ეკა: - უბ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში კე­ფი­რი ვი­ყი­დე. მი­ვე­დი სახ­ლში, მოვხსე­ნი თავი და კი­დევ კარ­გი, დავ­ხე­დე, სა­ნამ დავ­ლევ­დი - ობი­ა­ნი იყო. არა­და, ვა­დის გას­ვლამ­დე დიდი დრო იყო. მი­ვუბ­რუ­ნე სას­წრა­ფოდ უკან. გამ­ყიდ­ველ­მა მშვი­დად მი­თხრა, გა­მო­გიც­ვლი­თო. ვერ მივ­ხვდი, რა მოხ­და. რო­დე­საც ახ­ლობ­ლებს შევ­ჩივ­ლე, მი­თხრეს, იმი­ტომ არ გა­გი­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რომ ღა­მით მა­ცივ­რე­ბი გა­მორ­თუ­ლი აქვთ და პრო­დუქ­ტი ფუჭ­დე­ბა. მა­ცივ­რე­ბის მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხა­დი იმ­ხე­ლაა, ურ­ჩევ­ნი­ათ, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის სა­ფა­სუ­რი აა­ნა­ზღა­უ­რო­ნო. ამას ხომ ბევ­რი მყიდ­ვე­ლი ვერ გა­ი­გებს და მწარ­მო­ე­ბელს გა­უ­ტყდე­ბა სა­ხე­ლი. მეც ვი­ფიქ­რე, რომ და­ო­ბე­ბუ­ლი კე­ფი­რი მა­ღა­ზი­ას მწარ­მო­ე­ბელ­მა შე­ა­პა­რა დის­ტრი­ბუ­ტო­რის ხე­ლით. ასე­თი მა­ღა­ზი­ე­ბის ჭკუ­ის სას­წავ­ლებ­ლად ან კა­ნო­ნი უნდა მოქ­მე­დებ­დეს, ან ყვე­ლამ უარი უნდა თქვას იქ შეს­ვლა­ზე.

P.S. რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­და­წყვეტს, რომ მის­თვის მთა­ვა­რია არა იაფი, არა­მედ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი და მომ­სა­ხუ­რე­ბა, უბ­ნის მა­ღა­ზი­ებს მო­უ­წევთ, მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმუ­შა­ონ ან სა­ვა­ლა­ლო ბედს და­მორ­ჩილ­დნენ. დღეს, მზარ­დი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ასე­თი შე­დე­გი გარ­და­უ­ვა­ლია, თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ დიდ მარ­კე­ტებ­ში უნდა მო­ვა­დუ­ნოთ ყუ­რა­დღე­ბა და ბრმად ვენ­დოთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. ყო­ველ­თვის და­ხე­დეთ პრო­დუქ­ტის გა­მოშ­ვე­ბის თა­რიღს და მო­ი­თხო­ვეთ მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

kvirispalitra.ge

უბნის მაღაზია VS სუპერმარკეტი

უბნის მაღაზია VS სუპერმარკეტი

ყველას გვახსოვს მძიმე 90-იანი წლები - უტრანსპორტობა, უშუქობა, პურის რიგები... სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ეზოებში პატარა მაღაზიების გამოჩენაც, რომელიც უბანს საკვებითა თუ სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტით ამარაგებდა. ასეთი ე.წ. უბნის მაღაზიები კომფორტული იყო მათთვის, ვინც თუნდაც უტრანსპორტობის გამო, ბაზარში სიარულს ვერ ახერხებდა, ან უშუქობით გაბეზრებული მაღალი სართულიდან თოკზე გამობმული კალათით პროდუქტს სართულ-სართულ მიაკონწიალებდა.

მოგეხსენებათ, დღეს სხვა რეალობაში ვცხოვრობთ - მომხმარებლის მოთხოვნაც გაიზარდა და შესაბამისად, გაჩნდა მარკეტებისა თუ სუპერმარკეტების არსებობის აუცილებლობა. თუმცა ე.წ. უბნის მაღაზიები ჯერ კიდევ ყველა უბანშია შემორჩენილი და თავისი ხიბლი აქვს - გამყიდველი ქალი, რომელიც იცნობს მთელ უბანს, ვინ ვისი შვილია, რძალია და ა.შ. ისე გხვდება მაღაზიაში შესვლისას, თითქოს დიდი ხნის უნახავი ახლობელი¬ ხარ. ყველას იცნობს, იცის, ვის აძლევს ნისიას და როგორ ამოიღოს ის. ასეთი მაღაზიებისთვის ნისია ის თოკია, რომლითაც მარკეტებში გამქცევ კლიენტებს იჭერენ. თუმცა მომხმარებელი უპირატესობას მაინც მარკეტებს ანიჭებს.

ჩვენ ე.წ. უბნის მაღაზიებისა და დიდი მარკეტებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებით დავინტერესდით. მოსახლეობის აზრი განსხვავებულია.

ლაშა: - არ მომწონს უბნის მაღაზიები, მაცივარს თავის დროზე არ რთავენ და ცივს ვერაფერს იყიდი. ჩემს ქუჩაზე ასეა...

ეთო: - უბნის მაღაზიებში თანხას პლასტიკური ბარათით ვერ ვიხდი, ხშირად არც ხურდა აქვთ... თანაც ჩემს სახლთან უკვე კარგა ხანია გახსნეს დიდი სუპერმარკეტი, სადაც ყველაფერს ვყიდულობ და რატომ შევიდე იმ პატარა მაღაზიებში.

თამარი: - ჩემნაირი ადამიანისთვის, ვისაც გარეთ გასვლა დიდად არ ეხალისება, უბნის მაღაზიები მისწრებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირდაპირ სადარბაზოსთანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ მაღაზიებში მაცივრების ჩართვა არ უყვართ. შეუძლიათ ვადაგასული შოკოლადი და სხვა პროდუქტიც მოგყიდონ... ყველაზე მეტად თვალში მხვდება ქაოსურად მიყრილი პროდუქტი და ანტისანიტარია... ხშირად მეც იძულებული ვხდები, ჩავიცვა და რომელიმე სუპერმარკეტში წავიდე...

თათია: - რამდენიმე დღის წინ ჩემი სახლის ქვემოთ მაღაზიაში რძე ვიყიდე, ბავშვებისთვის ნამცხვარი უნდა გამომეცხო. როგორც კი გავხსენი საშინელი სუნი ამოვარდა. ამის მერე იქ როგორ შევალ, მირჩევნია, ჩემი სახლიდან თუნდაც გვარიანად მოშორებულ, მაგრამ ნორმალურ სუპერმარკეტში ვიყიდო.

ქეთევანი: - პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტისთვის უბნის პატარა მაღაზიები მირჩევნია დიდ სუპერმარკეტებს, სადაც "ჩიტის რძესაც" კი იპოვი, თუ მოძებნა არ დაგეზარა.

დიანა: - დიდი მაღაზიები მირჩევნია, სადაც ზაფხულში სული არ გეხუთება და არჩევანის გაკეთება არ გიჭირს, ზამთარში კი სიცივისგან არ კანკალებ...

კახა: - უბნის მაღაზიებში ვადაგასული პროდუქტი აქვთ. ასეთი მდგომარეობაა ზოგიერთ სუპერმარკეტშიც. ვადაგასული საქონლით ვაჭრობა ქართველთა სენად იქცა. ამას ემატება მომსახურე პერსონალის უკულტურობა. ზოგი ისეთია, ვერაფერს ჰკითხავ.

ნანა: - შაბათ-კვირას ზოგჯერ "კარფურში" დავდივარ და მთელი თვის პროდუქტს ვყიდულობ, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ და მეზარება კიდეც იმსიშორეს წასვლა, ამიტომ ჩემთვის ბევრად კომფორტულია "ნიკორას" სუპერმარკეტი, რომელიც სახლთან ახლოს მაქვს და თან ძAალიან მომწონს. იქ ვადაგასული და გაფუჭებული არაფერი მინახავს და ასორტიმენტიც მრავალფეროვანია.

ეკა: - უბნის მაღაზიაში კეფირი ვიყიდე. მივედი სახლში, მოვხსენი თავი და კიდევ კარგი, დავხედე, სანამ დავლევდი - ობიანი იყო. არადა, ვადის გასვლამდე დიდი დრო იყო. მივუბრუნე სასწრაფოდ უკან. გამყიდველმა მშვიდად მითხრა, გამოგიცვლითო. ვერ მივხვდი, რა მოხდა. როდესაც ახლობლებს შევჩივლე, მითხრეს, იმიტომ არ გაგიწია წინააღმდეგობა, რომ ღამით მაცივრები გამორთული აქვთ და პროდუქტი ფუჭდება. მაცივრების მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი იმხელაა, ურჩევნიათ, გაფუჭებული პროდუქტის საფასური აანაზღაურონო. ამას ხომ ბევრი მყიდველი ვერ გაიგებს და მწარმოებელს გაუტყდება სახელი. მეც ვიფიქრე, რომ დაობებული კეფირი მაღაზიას მწარმოებელმა შეაპარა დისტრიბუტორის ხელით. ასეთი მაღაზიების ჭკუის სასწავლებლად ან კანონი უნდა მოქმედებდეს, ან ყველამ უარი უნდა თქვას იქ შესვლაზე.

P.S. როდესაც მომხმარებელთა უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ მისთვის მთავარია არა იაფი, არამედ ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება, უბნის მაღაზიებს მოუწევთ, მოთხოვნის შესაბამისად იმუშაონ ან სავალალო ბედს დამორჩილდნენ. დღეს, მზარდი კონკურენციის პირობებში, ასეთი შედეგი გარდაუვალია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდ მარკეტებში უნდა მოვადუნოთ ყურადღება და ბრმად ვენდოთ შემოთავაზებას. ყოველთვის დახედეთ პროდუქტის გამოშვების თარიღს და მოითხოვეთ მომხმარებლის უფლებების დაცვა.

kvirispalitra.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია