მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმომსვლელი მოსწავლეების რაოდენობამ იკლო
ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმომსვლელი მოსწავლეების რაოდენობამ იკლო

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სას­წავ­ლებ­ლად გად­მომ­სვლე­ლი მო­ზარ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ წელს იკ­ლებს. ახალ სას­წავ­ლო წელს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვა­რი 31-მა მოს­წავ­ლემ გად­მოკ­ვე­თა, მა­შინ როცა გა­სულ წლებ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა 100-მდე იყო. რო­გორც ე.წ. მო­სა­ზღვრე სოფ­ლის სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ეს 2014 წლის და­სა­წყის­ში მი­ღე­ბულ­მა აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, როცა მან მე­ექ­ვსე კლა­სის ჩათ­ვლით მოს­წავ­ლე­ებს ე.წ. სა­სა­ზღვრო ზო­ლის გავ­ლა აუკ­რძა­ლა. მი­ზე­ზად და­სა­ხელ­და ის, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა აფხა­ზეთ­შიც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და ამის­თვის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა სა­ჭი­რო არ არის.

წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფა­ხუ­ლა­ნის წყო­უ­შის თემი ოკუ­პი­რე­ბულ სო­ფელ სა­ბე­რი­ოს ესა­ზღვრე­ბა. სოფ­ლებს მავ­თულხლარ­თე­ბი და ე.წ. სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი ჰყოფს. წყო­უ­შის სკო­ლა­ში მო­სა­ზღვრე სა­ბე­რი­ო­დან ადრე 60 მო­ზარ­დი მო­დი­ო­და, ახლა კი 13 კვეთს პი­რო­ბით სა­ზღვარს. ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა ყვე­ლა მათ­გან­მა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა თა­ნაკ­ლა­სე­ლებს გაკ­ვე­თილ­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­უ­ერ­თდნენ.

რო­გორც წყო­უ­შის თე­მის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვახ­ტანგ გო­გო­ხია აცხა­დებს, გამ­შვებ პუნ­ქტთან მათი სა­ბუ­თე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­და. მი­სი­ვე თქმით, მშობ­ლე­ბის და მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წილს აქვს მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ არ სურთ აფხა­ზე­თის სკო­ლებ­ში სწავ­ლა. "იქ ქარ­თუ­ლი მარ­ტო ორი სა­ა­თი ის­წავ­ლე­ბა. ეს უფ­როსკლა­სე­ლი ბავ­შვე­ბი ვერ მე­ტყვე­ლე­ბენ რუ­სუ­ლად კარ­გად, გა­უ­ჭირ­დე­ბათ სწავ­ლა და ამი­ტო­მაც ასე გა­და­წყვი­ტა აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ", - ამ­ბობს გო­გო­ხია.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმომსვლელი მოსწავლეების რაოდენობამ იკლო

ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმომსვლელი მოსწავლეების რაოდენობამ იკლო

ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწავლებლად გადმომსვლელი მოზარდების რაოდენობა ყოველ წელს იკლებს. ახალ სასწავლო წელს ადმინისტრაციული საზღვარი 31-მა მოსწავლემ გადმოკვეთა, მაშინ როცა გასულ წლებში მათი რაოდენობა 100-მდე იყო. როგორც ე.წ. მოსაზღვრე სოფლის სკოლების დირექტორები აცხადებენ, ეს 2014 წლის დასაწყისში მიღებულმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, როცა მან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ე.წ. სასაზღვრო ზოლის გავლა აუკრძალა. მიზეზად დასახელდა ის, რომ განათლების მიღება აფხაზეთშიც არის შესაძლებელი და ამისთვის საზღვრის გადაკვეთა საჭირო არ არის.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის წყოუშის თემი ოკუპირებულ სოფელ საბერიოს ესაზღვრება. სოფლებს მავთულხლართები და ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჰყოფს. წყოუშის სკოლაში მოსაზღვრე საბერიოდან ადრე 60 მოზარდი მოდიოდა, ახლა კი 13 კვეთს პირობით საზღვარს. ახალი სასწავლო წლისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა ყველა მათგანმა მოახერხა, თუმცა თანაკლასელებს გაკვეთილზე დაგვიანებით შეუერთდნენ.

როგორც წყოუშის თემის სკოლის დირექტორი ვახტანგ გოგოხია აცხადებს, გამშვებ პუნქტთან მათი საბუთების გადამოწმებას გარკვეული დრო დასჭირდა. მისივე თქმით, მშობლების და მოსწავლეების ნაწილს აქვს მიზეზები, თუ რატომ არ სურთ აფხაზეთის სკოლებში სწავლა. "იქ ქართული მარტო ორი საათი ისწავლება. ეს უფროსკლასელი ბავშვები ვერ მეტყველებენ რუსულად კარგად, გაუჭირდებათ სწავლა და ამიტომაც ასე გადაწყვიტა აფხაზეთის ხელისუფლებამ", - ამბობს გოგოხია.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა