სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან გაიაფდება ავტობუსით მგზავრობა?
როდიდან გაიაფდება ავტობუსით მგზავრობა?

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დო თუ არა, ეგ­რე­ვე ბი­უ­ჯე­ტის უყა­ი­რა­თოდ ხარ­ჯვას მიჰ­ყო ხელი. ამის დას­ტუ­რად ე.წ. ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნა გა­მოდ­გე­ბა, რომლლე­ბიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ყო­ველ­გვა­რი ტენ­დე­რის გა­რე­შე, საკ­მა­ოდ ძვი­რად შე­ი­ძი­ნა, როცა ეს "ბოგ­და­ნის" ტი­პის ავ­ტო­ბუ­სე­ბი იყი­დეს, ისი­ნი უკვე 10 წლის ნახ­მა­რი იყო, მალე მწყობ­რი­დან უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო და მათ ჩა­მო­წერ­დნენ კი­დეც. სა­ა­კაშ­ვილ­მა სულ­ზე მი­უს­წრო უკ­რა­ი­ნე­ლებს, მათ­გან უვარ­გი­სი ავ­ტო­ბუ­სე­ბი იყი­და და ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი აშოვ­ნი­ნა "მოძ­მე უკ­რა­ი­ნე­ლებს". ეს "ბოგ­და­ნე­ბი" იმ­თა­ვით­ვე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და მგზავ­რთა და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის­თვის და­წე­სე­ბულ მრა­ვალ მო­თხოვ­ნას, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყური არა­ვის უგდო და თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა. დღეს ეს "ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი" ძლივ­სღა და­ფა­ხ­ფა­ხე­ბენ და სას­წრა­ფოდ თუ არ შეც­ვა­ლეს, თბი­ლი­სის ავ­ტო­პარკს ნელ-ნელა გა­მო­აკ­ლდე­ბა მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი. თუმ­ცა, ბევ­რი ისე გა­ფუჭ­და, რე­მონტს აღარ და­ექ­ვემ­დე­ბა­რა და თბი­ლი­სის მე­რი­ამ მათ ნაც­ვლად, ისევ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი "ბოგ­და­ნი" იყი­და უკ­რა­ი­ნა­ში, ცხა­დია, ისევ ნახ­მა­რი და თან სა­ეჭ­ვოდ ძვი­რად. ეს 2009 წელს მოხ­და. მოკ­ლედ, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბი სას­წრა­ფოდ შე­საც­ვლე­ლია და თბი­ლი­სის მე­რი­ის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ერთ-ერთ პირ­ველს რა­საც გა­ა­კე­თე­ბენ, ამ "ბოგ­და­ნე­ბის" ახა­ლი ნორ­მა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა იქ­ნე­ბა. ამას თბი­ლი­სე­ლებს არ­ჩევ­ნე­ბის წინ და­ვით ნარ­მა­ნია შეჰ­პირ­და და კარ­გია, თუ მერ­მა და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უკვე და­ი­წყო.

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, თბი­ლის­ში ახა­ლი ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი ივ­ლის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს სა­კი­თხი უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია და მალე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხად­დე­ბა. ელექტრო­მო­ბილ­სა და ჩვე­უ­ლებ­რივ, საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­ბუ­სებს შო­რის მრა­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბაა. სწო­რედ მათ შე­სა­ხებ ესა­უბ­რა "ქრო­ნი­კას" მძღოლ­თა ასო­ცი­ა­ცია "ტა­სა­ტის" თავ­მჯდო­მა­რე, ნი­კო­ლოზ კა­ჭ­კა­ჭუ­რი.

- ბა­ტო­ნო ნი­კო­ლოზ, რით არის უკე­თე­სი ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი, ანუ ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ტო­ბუ­სებ­ზე?

- ეს "ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი" უკვე მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი, ნელ-ნელა იშ­ლე­ბა და უკვე ძა­ლი­ან ხში­რია შემ­თხვე­ვეი, რომ რა­ღცა გა­უ­ფუჭ­დე­ბა რე­ის­ზე მო­მუ­შა­ვე რო­მე­ლი­მე ავ­ტო­ბუსს, ჩა­მოს­ვამს ხალ­ხს და მერე, ეს გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სი შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს მიჰ­ყავთ "პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში". შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი ძვე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოა. კაც­მა არ იცის, რო­დის რა ნა­წი­ლი გა­უ­ფუჭ­დე­ბა რო­მე­ლი­მე სა­რე­ი­სო ავ­ტო­ბუსს და რა სა­ხის ავა­რი­ას გა­მო­იწ­ვევს. გარ­და ამი­სა, "ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი" არ არის კონ­დი­ცი­რე­ბუ­ლი და ზა­ფხუ­ლო­ბით მგზავ­რო­ბა მარ­თლა ჯო­ჯო­ხე­თია.

- კი, ეგ ვიცი, არა­ერ­თხელ გა­მო­მივ­ლია ეგ ჯო­ჯო­ხე­თი, ხში­რად მი­წევს მაგ ავ­ტო­ბუ­სე­ბით მგზავ­რო­ბა.

- ამ "ბოგ­და­ნე­ბის" შე­მოყ­ვა­ნით ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ყობ­და, რე­ა­ლუ­რად კი, ერთი 20-30 წლით უკან და­ვი­ხი­ეთ, ასე­თი ავ­ტო­ბუ­სე­ბი ევ­რო­პის არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ და­დის. კარ­გია, მე­რია თუ ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნას აპი­რებს. მე­ტიც, მჯე­რა, ამას გა­ა­კე­თე­ბენ, რად­გან ამა­ზე გო­ნივ­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს. ელექტრო­მო­ბი­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა ის არის, რომ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ტრან­სპორ­ტია და საწ­ვა­ვის წვის შე­დე­გად, გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ აქვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს რამ­ხე­ლა შე­ღა­ვა­თია თბი­ლი­სის ეკო­ლო­გი­ის­თვის. მერე კომ­ფორ­ტუ­ლია, კონ­დი­ცი­რე­უ­ლი და თუ რამ არის სა­ჭი­რო ნორ­მა­ლუ­რი მგზავ­რო­ბის­თვის, ყვე­ლა­ფე­რი აქვს. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა მხო­ლოდ, და­ვუშ­ვათ, დღე­ში 10 ლიტ­რი. ეს იმის­თვის, რომ და­ი­ქო­ქოს, მერე უკვე, და­ი­ტე­ნე­ბა აკუ­მუ­ლა­ტო­რი და ძრა­ვი ავ­ტო­მა­ტუ­რად ითი­შე­ბა. აი, ეს არის მთე­ლი "სა­ი­დუმ­ლო" ამ ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი­სა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა შე­ღა­ვა­თია მარ­ტო ეს თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის­თვის, რომ დღე­ში ტო­ნო­ბით საწ­ვა­ვი აღარ დას­ჭიდ­რე­ბათ მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის­თვის.

- რა ღირს ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი?

- და­ახ­ლო­ე­ბით, 350-450 ათა­სი ევრო. ერთი შე­ხედ­ვით ეს ძვი­რი ჩანს, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, და­ზო­გი­ლი საწ­ვა­ვის ხარჯს თუ გა­მო­ვაკ­ლებთ, სკმა­ოდ იაფი გა­მო­ვა. მე­ტიც, როცა საწ­ვა­ვის ის უზარ­მა­ზა­რი ოდე­ნო­ბა და­ი­ზო­გე­ბა, რაც დღეს ამ "ყვი­თელ ავ­ტო­ბუ­სებ­ზე" იხარ­ჯე­ბა, რამ­დე­ნი­მე წელ­ში ამო­ვი­ღებთ ამ ელექტრო­მო­ბი­ლებ­ში გა­დახ­დილ თან­ხას, თან, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მი­ნი­მუმ 10 წელი ეს ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი შე­საც­ვლე­ლი არ გახ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მეტ­ხან­საც გაძ­ლოს, გა­აჩ­ნია, რო­მელს იყი­დი­ან - რო­მე­ლი ფირ­მი­სას და რა მარ­კი­სას. ამას­თა­ნა­ვე, ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი მწყობ­რი­და­ნაც იშ­ვი­ა­თად გა­მო­დის და შე­სა­ბა­მი­სად, მის მა­რაგ ნა­წი­ლებ­შიც ნაკ­ლე­ბი ფული იხარ­ჯე­ბა და რე­მონ­ტის სხვა ხარ­ჯე­ბიც ბევ­რად მცი­რე იქ­ნე­ბა. ამას და­ა­მა­ტეთ მთა­ვა­რი - მგზავ­რთა უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­დაყ­ვა­ნა, ეკო­ლო­გი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე უკვე მო­გახ­სე­ნეთ და ასე­თი ძვი­რი იმი­ტომ ღირს ეს ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რომ მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა და ამას­თა­ნა­ვე, გა­რან­ტი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა. რა სა­ხის გა­რან­ტი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა, ეს უკვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- დღეს თბი­ლის­ში "ბოგ­და­ნის" ტი­პის ორ­ნა­ი­რი ავ­ტო­ბუ­სი მოძ­რა­ობს - დი­დე­ბი და პა­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, უმე­ტე­სად, ქა­ლაქ­გა­რე­თა მარ­შრუ­ტებ­ზე და­დი­ან. ამ ორი­ვეს ჩა­ნაც­ვლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით?

- კი, კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მგზავ­რთა სხვა­დას­ხვა ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს აწარ­მო­ე­ბენ და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის, რომ ორი­ვე­ნი ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლონ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ 200 ელექტრომ­ბილს შე­მო­იყ­ვა­ნენ და ამით ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ "ბოგ­და­ნებს", თუმ­ცა, ჯერ დი­დებს შეც­ვლი­ან თუ პა­ტა­რებს, ეს არ ვიცი.

- თუ ასე­თი მცი­რე­ხარ­ჯი­ა­ნი ტრან­სპორ­ტი ივ­ლის ქა­ლაქ­ში, მა­შინ მგაზვრო­ბის სა­ფა­სუ­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა გა­ი­აფ­დეს.

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მეც მა­გას ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ ეს უკვე მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. არც ისე შე­იძ­ლე­ბა, რომ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის თან­ხე­ბი არ შე­ვი­დეს ამ ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი­დან მე­რი­ის ბი­უ­ჯეტ­ში და მთლი­ა­ნად დო­ტა­ცი­უ­რი იყოს ეს სფე­რო. იმ ელექტრო­მო­ბი­ლებს შე­ნახ­ვა და პატ­რო­ნო­ბა ხომ უნდა? ცხა­დია, მცი­რე თან­ხა და­ი­ხარ­ჯე­ბა ამის­თვის და დღე­ვან­დელ­თან შე­და­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ თუნ­დაც ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი­სა ავ­ტო­პარ­კის შე­ნახ­ვას ფული დას­ჭირ­დე­ბა. თუ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი არ შემ­ცირ­და, ხალ­ხს ის მა­ინც ეცო­დი­ნე­ბა, რომ 50 თეთ­რს გა­და­იხ­დის და უსაფრ­თხოდ და კომ­ფორ­ტუ­ლად იმ­გზავ­რე­ბენ. ჩემი აზ­რით, პირ­ველ ეტაპ­ზე ესეც დიდი საქ­მეა. მერე კი ვნა­ხოთ, იქ­ნებ მარ­თლა შე­იც­ვა­ლოს მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფი.

ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

როდიდან გაიაფდება ავტობუსით მგზავრობა?

როდიდან გაიაფდება ავტობუსით მგზავრობა?

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება ხელში ჩაიგდო თუ არა, ეგრევე ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვას მიჰყო ხელი. ამის დასტურად ე.წ. ყვითელი ავტობუსების შემოყვანა გამოდგება, რომლლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, საკმაოდ ძვირად შეიძინა, როცა ეს "ბოგდანის" ტიპის ავტობუსები იყიდეს, ისინი უკვე 10 წლის ნახმარი იყო, მალე მწყობრიდან უნდა გამოსულიყო და მათ ჩამოწერდნენ კიდეც. სააკაშვილმა სულზე მიუსწრო უკრაინელებს, მათგან უვარგისი ავტობუსები იყიდა და ასეულობით მილიონი ლარი აშოვნინა "მოძმე უკრაინელებს". ეს "ბოგდანები" იმთავითვე არ შეესაბამებოდა მგზავრთა და მუნიციპალური ტრანსპორტისთვის დაწესებულ მრავალ მოთხოვნას, მაგრამ სააკაშვილმა ყური არავის უგდო და თავისი გაიტანა. დღეს ეს "ყვითელი ავტობუსები" ძლივსღა დაფახფახებენ და სასწრაფოდ თუ არ შეცვალეს, თბილისის ავტოპარკს ნელ-ნელა გამოაკლდება მწყობრიდან გამოსული ავტობუსები. თუმცა, ბევრი ისე გაფუჭდა, რემონტს აღარ დაექვემდებარა და თბილისის მერიამ მათ ნაცვლად, ისევ რამდენიმე ათეული "ბოგდანი" იყიდა უკრაინაში, ცხადია, ისევ ნახმარი და თან საეჭვოდ ძვირად. ეს 2009 წელს მოხდა. მოკლედ, მუნიციპალური ავტობუსები სასწრაფოდ შესაცვლელია და თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელები, ერთ-ერთ პირველს რასაც გააკეთებენ, ამ "ბოგდანების" ახალი ნორმალური ავტობუსებით ჩანაცვლება იქნება. ამას თბილისელებს არჩევნების წინ დავით ნარმანია შეჰპირდა და კარგია, თუ მერმა დანაპირების შესრულება უკვე დაიწყო.

დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, თბილისში ახალი ელექტრომობილები ივლის. შეიძლება ითქვას, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მალე ოფიციალურად გაცხადდება. ელექტრომობილსა და ჩვეულებრივ, საწვავზე მომუშავე ავტობუსებს შორის მრავალი განსხვავებაა. სწორედ მათ შესახებ ესაუბრა "ქრონიკას" მძღოლთა ასოციაცია "ტასატის" თავმჯდომარე, ნიკოლოზ კაჭკაჭური.

- ბატონო ნიკოლოზ, რით არის უკეთესი ელექტრომობილები, ანუ ელექტროავტობუსები ჩვეულებრივ ავტობუსებზე?

- ეს "ყვითელი ავტობუსები" უკვე მწყობრიდანაა გამოსული, ნელ-ნელა იშლება და უკვე ძალიან ხშირია შემთხვევეი, რომ რაღცა გაუფუჭდება რეისზე მომუშავე რომელიმე ავტობუსს, ჩამოსვამს ხალხს და მერე, ეს გაფუჭებული ავტობუსი შესაბამის სამსახურებს მიჰყავთ "პროფილაქტიკაში". შესაბამისად, ასეთი ძველი ავტობუსები მოსახლეობის უსაფრთხო მგზავრობისთვის სახიფათოა. კაცმა არ იცის, როდის რა ნაწილი გაუფუჭდება რომელიმე სარეისო ავტობუსს და რა სახის ავარიას გამოიწვევს. გარდა ამისა, "ყვითელი ავტობუსები" არ არის კონდიცირებული და ზაფხულობით მგზავრობა მართლა ჯოჯოხეთია.

- კი, ეგ ვიცი, არაერთხელ გამომივლია ეგ ჯოჯოხეთი, ხშირად მიწევს მაგ ავტობუსებით მგზავრობა.

- ამ "ბოგდანების" შემოყვანით ძველი ხელისუფლება ამაყობდა, რეალურად კი, ერთი 20-30 წლით უკან დავიხიეთ, ასეთი ავტობუსები ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ დადის. კარგია, მერია თუ ელექტრომობილების შემოყვანას აპირებს. მეტიც, მჯერა, ამას გააკეთებენ, რადგან ამაზე გონივრული არჩევანი, უბრალოდ, არ არსებობს. ელექტრომობილის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და საწვავის წვის შედეგად, გამონაბოლქვი, ფაქტობრივად, არ აქვს. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა შეღავათია თბილისის ეკოლოგიისთვის. მერე კომფორტულია, კონდიცირეული და თუ რამ არის საჭირო ნორმალური მგზავრობისთვის, ყველაფერი აქვს. მცირე რაოდენობის საწვავი სჭირდება მხოლოდ, დავუშვათ, დღეში 10 ლიტრი. ეს იმისთვის, რომ დაიქოქოს, მერე უკვე, დაიტენება აკუმულატორი და ძრავი ავტომატურად ითიშება. აი, ეს არის მთელი "საიდუმლო" ამ ელექტრომობილებისა. წარმოიდგინეთ, რამხელა შეღავათია მარტო ეს თბილისის ბიუჯეტისთვის, რომ დღეში ტონობით საწვავი აღარ დასჭიდრებათ მგზავრთა გადაყვანისთვის.

- რა ღირს ელექტრომობილები?

- დაახლოებით, 350-450 ათასი ევრო. ერთი შეხედვით ეს ძვირი ჩანს, მაგრამ, საბოლოოდ, დაზოგილი საწვავის ხარჯს თუ გამოვაკლებთ, სკმაოდ იაფი გამოვა. მეტიც, როცა საწვავის ის უზარმაზარი ოდენობა დაიზოგება, რაც დღეს ამ "ყვითელ ავტობუსებზე" იხარჯება, რამდენიმე წელში ამოვიღებთ ამ ელექტრომობილებში გადახდილ თანხას, თან, გაითვალისწინეთ, მინიმუმ 10 წელი ეს ელექტრომობილები შესაცვლელი არ გახდება. შეიძლება მეტხანსაც გაძლოს, გააჩნია, რომელს იყიდიან - რომელი ფირმისას და რა მარკისას. ამასთანავე, ელექტრომობილები მწყობრიდანაც იშვიათად გამოდის და შესაბამისად, მის მარაგ ნაწილებშიც ნაკლები ფული იხარჯება და რემონტის სხვა ხარჯებიც ბევრად მცირე იქნება. ამას დაამატეთ მთავარი - მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა, ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე უკვე მოგახსენეთ და ასეთი ძვირი იმიტომ ღირს ეს ავტობუსები, რომ მაღალი ხარისხისაა და ამასთანავე, გარანტიები მოჰყვება. რა სახის გარანტიები მოჰყვება, ეს უკვე ხელშეკრულების პირობებზე იქნება დამოკიდებული.

- დღეს თბილისში "ბოგდანის" ტიპის ორნაირი ავტობუსი მოძრაობს - დიდები და პატარები, რომლებიც, უმეტესად, ქალაქგარეთა მარშრუტებზე დადიან. ამ ორივეს ჩანაცვლებაა შესაძლებელი ამ ელექტროავტობუსებით?

- კი, კონკრეტული კომპანიები მგზავრთა სხვადასხვა ტევადობის ავტომობილებს აწარმოებენ და არანაირი პრობლემა არ არის, რომ ორივენი ერთდროულად ჩაანაცვლონ. ჩემი ინფორმაციით, ჯერ 200 ელექტრომბილს შემოიყვანენ და ამით ჩაანაცვლებენ "ბოგდანებს", თუმცა, ჯერ დიდებს შეცვლიან თუ პატარებს, ეს არ ვიცი.

- თუ ასეთი მცირეხარჯიანი ტრანსპორტი ივლის ქალაქში, მაშინ მგაზვრობის საფასური ავტომატურად უნდა გაიაფდეს.

- სიმართლე გითხრათ, მეც მაგას ველოდები, მაგრამ ეს უკვე მერიის შესაბამისი სამსახურების გადასაწყვეტია. არც ისე შეიძლება, რომ მგზავრობის საფასურის თანხები არ შევიდეს ამ ელექტრომობილებიდან მერიის ბიუჯეტში და მთლიანად დოტაციური იყოს ეს სფერო. იმ ელექტრომობილებს შენახვა და პატრონობა ხომ უნდა? ცხადია, მცირე თანხა დაიხარჯება ამისთვის და დღევანდელთან შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ თუნდაც ელექტრომობილებისა ავტოპარკის შენახვას ფული დასჭირდება. თუ მგზავრობის საფასური არ შემცირდა, ხალხს ის მაინც ეცოდინება, რომ 50 თეთრს გადაიხდის და უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრებენ. ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე ესეც დიდი საქმეა. მერე კი ვნახოთ, იქნებ მართლა შეიცვალოს მგზავრობის ტარიფი.

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია