სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ კუბლაშვილს ტირილისთვის დრო არ რჩება - "ქმარს ყოველთვის ვაღიარებ ოჯახის უფროსად...''
მარიამ კუბლაშვილს ტირილისთვის დრო არ რჩება - "ქმარს ყოველთვის ვაღიარებ ოჯახის უფროსად...''

29 წლის მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი მთის, გე­ნე­ტი­კი­სა და დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც, რო­გორც მა­რი­ა­მი ამ­ბობს, მკაც­რად გა­ზარ­და, შრო­მი­სა და სწავ­ლის ფასი ას­წავ­ლა. ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კატს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი პრობ­ლე­მა შეხ­ვდა. მამა ბავ­შვო­ბა­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას შე­ე­წი­რა და მთე­ლი ბავ­შვო­ბა უყუ­რებ­და დე­დას, რო­გორ აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს, რომ შვი­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი მო­ეკ­ლო. თა­ვად მალე და­ენგრა ოჯა­ხი და მარ­ტო დარ­ჩა შვილ­თან ერ­თად, ვერ აა­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა ძმას­თან. ერთი სი­ტყვით, ბედი მა­რი­ამს არ უღი­მო­და.

ახლა მი­იჩ­ნევს, რომ ძლი­ე­რი ქა­ლია, პრობ­ლე­მებ­მა გა­აძ­ლი­ე­რა, მა­მა­კა­ცის გამო აღარ იტი­რებს და თუ წა­იქ­ცე­ვა, სხვას არ და­ე­ლო­დე­ბა, რო­დის გა­უწ­ვდი­ან ხელს.

- მარი, "რე­ი­ტინ­გში" დე­და­შენ­თან ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. შენც ასე­თად გზრდი­და?

- დე­და­ჩე­მი მარ­თლაც ძლი­ე­რი ქა­ლია, რკი­ნის ლე­დიც შე­იძ­ლე­ბა და­არ­ქვა, ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­ვით რკი­ნის ქა­ლამ­ნებს ჩა­იც­ვამ­და და შვი­ლებს არას­დროს არა­ფერს გაგ­ვი­ჭირ­ვებ­და. ადრე დარ­ჩა უქ­მროდ და ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მას მარ­ტო შე­ე­ჭი­და. სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნია. მეც მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით ძლი­ე­რი თვი­სე­ბე­ბი ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და.

შრო­მას ბავ­შვო­ბი­დან შე­მაჩ­ვია, მე­უბ­ნე­ბო­და, ადრე დე­დოფ­ლებ­სა და პრინ­ცე­სებს ისე ზრდიდ­ნენ, რომ მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქო­ნო­და­თო. თვი­თონ მი­წა­ზე მუ­შა­ობ­და, ყვე­ლამ უნდა ნა­ხოს, რო­გო­რი მოვ­ლი­ლი ბაღ­ნა­რი გვაქ­ვსო. მეც მა­მუ­შა­ვებ­და. ეზო­ში ჩემი კუ­თხე მქონ­და, სა­დაც ყვა­ვი­ლებს ვუვ­ლი­დი. თუ არ ვმუ­შა­ობ­დი, წიგ­ნით ხელ­ში ვი­ჯე­ქი და ხმა­მაღ­ლა ვკი­თხუ­ლობ­დი "ლა­შა­რე­ლას", ჟან-ჟაკ რუ­სოს "ახალ ელო­ი­ზას". ახლა ვე­კი­თხე­ბი ხოლ­მე დე­დას, მე­ხუ­თე კლას­ში ამ სა­ოც­რე­ბას რა­ტომ მა­კი­თხებ­დი-მეთ­ქი. სა­ნამ სამ­სა­ხუ­რი­დან მო­ვი­დო­და, უნდა და­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა და­ლა­გე­ბუ­ლი სახ­ლი, ნას­წავ­ლი ერთი ლექ­სი მა­ინც. ერთხელ, მახ­სოვს, მთელ აი­ვანს წყა­ლი მო­ას­ხა და სა­ნამ მო­ვალ, ეს მოწ­მენ­დი­ლი და­მახ­ვედ­რეო, და­მი­ბა­რა.

- კონ­კია იყა­ვი?

- (იღი­მე­ბა) რო­გორ გი­თხრა, დედა ძა­ლი­ან მკაც­რი იყო, აღ­ზრდის ჩვე­ულ მე­თო­დებს არ იყე­ნებ­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დე­ბით მზრდი­და. სხვა ბავ­შვე­ბი რომ ეზო­ში თა­მა­შობ­დნენ, მე წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ­დი, სახ­ლს ვა­ლა­გებ­დი.

- ასეთ­მა აღ­ზრდამ რა მოგ­ცა?

- პირ­ველ რიგ­ში, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა. არა­ნა­ი­რი სამ­სა­ხუ­რი არ მე­თა­კი­ლე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რი საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა ვიცი, დე­დამ ამა­საც ბავ­შვო­ბი­დან შე­მაჩ­ვია. სამ­სა­ხუ­რი­დან რომ ბრუნ­დე­ბო­და, სა­დილს ვახ­ვედ­რებ­დი. დრო­ის ფასი მას­წავ­ლა. მა­წუ­ხებს, თუ ჩემი შვი­ლი დიდ­ხანს ერ­თო­ბა და წიგნს არ კი­თხუ­ლობს, იმა­ვეს ვი­თხოვ ახლა შვი­ლის­გან, რა­საც დედა ითხოვ­და ჩემ­გან.

- და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სურ­ვი­ლი პირ­ვე­ლად რა ასაკ­ში გა­გიჩ­ნდა?

- ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. ვი­ნა­ი­დან ბავ­შვო­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მქონ­და, ად­რე­ულ ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, სა­კუ­თა­რი ბედი თა­ვად გან­მე­გო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი თა­ვად მი­მე­ღო. ბავ­შვო­ბა­ში ჩემი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი იყო "პეპი გრძე­ლი წინ­და". ჩემს შვილ­სა და ძმის­შვილს ვუყ­ვე­ბი ხოლ­მე ამ წიგ­ნის ში­ნა­არსს. პეპი ძა­ლი­ან მომ­წონ­და, მარ­ტო რომ ცხოვ­რობ­და, რაც უნ­დო­და, იმას აკე­თებ­და, სხვენ­ში სკივ­რით ფული ჰქონ­და და ძლი­ე­რი იყო, მე­გობ­რებს ანე­ბივ­რებ­და. მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს ჩემი მე­გობ­რე­ბი, მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა. ამი­ტომ ად­რე­ულ ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა მარ­ტო ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი. ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე, სცე­ნა­ზე, გა­და­ღე­ბებ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ვგრძნობ­დი, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა აქეთ მი­დი­ო­და. მერე პრინ­ცი­პუ­ლად გა­დავ­წყვი­ტე, ის პრო­ფე­სია ამერ­ჩია, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბას უფრო სტა­ბი­ლურ­სა და მყარს გახ­დი­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

მარიამ კუბლაშვილს ტირილისთვის დრო არ რჩება - "ქმარს ყოველთვის ვაღიარებ ოჯახის უფროსად...''

მარიამ კუბლაშვილს ტირილისთვის დრო არ რჩება - "ქმარს ყოველთვის ვაღიარებ ოჯახის უფროსად...''

29 წლის მარიამ კუბლაშვილის ძლიერი ხასიათი მთის, გენეტიკისა და დედის დამსახურებაა, რომელმაც, როგორც მარიამი ამბობს, მკაცრად გაზარდა, შრომისა და სწავლის ფასი ასწავლა. ახალგაზრდა ადვოკატს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შეხვდა. მამა ბავშვობაში ავტოკატასტროფას შეეწირა და მთელი ბავშვობა უყურებდა დედას, როგორ აკეთებდა ყველაფერს, რომ შვილებისთვის არაფერი მოეკლო. თავად მალე დაენგრა ოჯახი და მარტო დარჩა შვილთან ერთად, ვერ ააწყო ურთიერთობა ძმასთან. ერთი სიტყვით, ბედი მარიამს არ უღიმოდა.

ახლა მიიჩნევს, რომ ძლიერი ქალია, პრობლემებმა გააძლიერა, მამაკაცის გამო აღარ იტირებს და თუ წაიქცევა, სხვას არ დაელოდება, როდის გაუწვდიან ხელს.

- მარი, ''რეიტინგში'' დედაშენთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, საკმაოდ ძლიერი ქალის შთაბეჭდილება დატოვა. შენც ასეთად გზრდიდა?

- დედაჩემი მართლაც ძლიერი ქალია, რკინის ლედიც შეიძლება დაარქვა, ოთარაანთ ქვრივივით რკინის ქალამნებს ჩაიცვამდა და შვილებს არასდროს არაფერს გაგვიჭირვებდა. ადრე დარჩა უქმროდ და ძალიან ბევრ პრობლემას მარტო შეეჭიდა. სამაგალითო ადამიანია. მეც მისი დამსახურებით ძლიერი თვისებები ჩამომიყალიბდა.

შრომას ბავშვობიდან შემაჩვია, მეუბნებოდა, ადრე დედოფლებსა და პრინცესებს ისე ზრდიდნენ, რომ მიწასთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა ჰქონოდათო. თვითონ მიწაზე მუშაობდა, ყველამ უნდა ნახოს, როგორი მოვლილი ბაღნარი გვაქვსო. მეც მამუშავებდა. ეზოში ჩემი კუთხე მქონდა, სადაც ყვავილებს ვუვლიდი. თუ არ ვმუშაობდი, წიგნით ხელში ვიჯექი და ხმამაღლა ვკითხულობდი ''ლაშარელას'', ჟან-ჟაკ რუსოს ''ახალ ელოიზას''. ახლა ვეკითხები ხოლმე დედას, მეხუთე კლასში ამ საოცრებას რატომ მაკითხებდი-მეთქი. სანამ სამსახურიდან მოვიდოდა, უნდა დამეხვედრებინა დალაგებული სახლი, ნასწავლი ერთი ლექსი მაინც. ერთხელ, მახსოვს, მთელ აივანს წყალი მოასხა და სანამ მოვალ, ეს მოწმენდილი დამახვედრეო, დამიბარა.

- კონკია იყავი?

- (იღიმება) როგორ გითხრა, დედა ძალიან მკაცრი იყო, აღზრდის ჩვეულ მეთოდებს არ იყენებდა, არაჩვეულებრივი მეთოდებით მზრდიდა. სხვა ბავშვები რომ ეზოში თამაშობდნენ, მე წიგნებს ვკითხულობდი, სახლს ვალაგებდი.

- ასეთმა აღზრდამ რა მოგცა?

- პირველ რიგში, შრომისუნარიანობა. არანაირი სამსახური არ მეთაკილება. ყველანაირი საჭმლის მომზადება ვიცი, დედამ ამასაც ბავშვობიდან შემაჩვია. სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, სადილს ვახვედრებდი. დროის ფასი მასწავლა. მაწუხებს, თუ ჩემი შვილი დიდხანს ერთობა და წიგნს არ კითხულობს, იმავეს ვითხოვ ახლა შვილისგან, რასაც დედა ითხოვდა ჩემგან.

- დამოუკიდებლობის სურვილი პირველად რა ასაკში გაგიჩნდა?

- შინაგანად ძალიან თავისუფალი ვარ. ვინაიდან ბავშვობიდან გარკვეული შეზღუდვები მქონდა, ადრეულ ასაკში გამიჩნდა სურვილი, საკუთარი ბედი თავად განმეგო, გადაწყვეტილებები თავად მიმეღო. ბავშვობაში ჩემი საყვარელი წიგნი იყო ''პეპი გრძელი წინდა''. ჩემს შვილსა და ძმისშვილს ვუყვები ხოლმე ამ წიგნის შინაარსს. პეპი ძალიან მომწონდა, მარტო რომ ცხოვრობდა, რაც უნდოდა, იმას აკეთებდა, სხვენში სკივრით ფული ჰქონდა და ძლიერი იყო, მეგობრებს ანებივრებდა. მეც ძალიან მიყვარდა და მიყვარს ჩემი მეგობრები, მათთან ერთად ყოფნა. ამიტომ ადრეულ ასაკში გამიჩნდა მარტო ცხოვრების სურვილი. ბავშვობიდან მსახიობობაზე, სცენაზე, გადაღებებზე ვოცნებობდი, ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება აქეთ მიდიოდა. მერე პრინციპულად გადავწყვიტე, ის პროფესია ამერჩია, რაც ჩემს ცხოვრებას უფრო სტაბილურსა და მყარს გახდიდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება