1. არალეგალურია ნიუ-იორკში სახალხოდ ნაყინი რომ ჯიბეში გედოთ.
2. ოჰაიოში მამაკაცის პორტრეტის წინ ტანზე გახდა კანონით ისჯება.
3. მისურიში უსინათლოდ თავის მოჩვენება იმისთვის, რომ ფული გამოიმუშაო, დანაშაულია.
4. ინდიანაში ცივი ლუდის გაყიდვა აკრძალულია.
5. აიოვაში ნასვამ მდგომარეობაში სერფინგი კანონით ისჯება.
6. კენგურუებთან კრივი ჩრდილოეთ დაკოტაში კრიმინალია.
7. ცოდვაში ცხოვრება დასავლეთ ვირჯინიაში კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. წყვილი, რომელიც ქორწინებაში არაა და ერთად ცხოვრობს, შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს.
8. ნევადაში გარდაცვლილის სიახლოვეს უცენზურო სიტყვების წარმოთქმისთვის გაგასამართლებენ.
9. არიზონაში მეშახტეებს ციხეში გზავნიან, თუ წაასწრეს, რომ რომელიმე მათგანი ტუალეტის კედელზე წარწერებს აკეთებს.
10. ჩრდილოეთ კაროლინაში ღორებს განსაკუთრებულად კვებავენ. შტატში კრიმინალად ითვლება, თუ ღორს ისეთ საჭმელს მიუტან, რომელიც კარგად მომზადებული არაა.
11. რა თქმა უნდა, ციხიდან გაქცევა დანაშულია, მაგრამ ოკლაჰომაში აგრეთვე დანაშაულია ციხეში შეჭრა.
12. კარიბჭის გაღება და შემდეგ ღია დატოვება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა ვაიომინგში.
13. როდ აილენდში თევზის გაზეთში გახვევა დანაშულია.
14. სამხრეთ დაკოტაში თვითმფრინავიდან ცხოველის მოკვლა სერიოზული დანაშულია.
15. ნიუ მექსიკოში თხილამურებით სრიალი, როდესაც ნასვამი ხარ, მძიმე დანაშულად ითვლება და ამის გამო ციხეშიც სვამენ.
16. რძის კოქტეილში რძის ფხვნილის გამოყენება არალეგალურია ჰავაიზე.
მომზადებულია vibewow.com-ს მიხედვით.