პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"კაზანტიპით" დაზარალებულები
"კაზანტიპით" დაზარალებულები

"კა­ზან­ტი­პის" ხმა­უ­რი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი ხმა­უ­რი­ა­ნად დას­რულ­და. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იმა­ზე ბევ­რად ნაკ­ლებ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო, ვიდ­რე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ელოდ­ნენ. თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბის­თვის პრო­ექ­ტმა მა­ინც გა­ა­მარ­თლა. ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში კი, ვინც უშუ­ა­ლოდ ფეს­ტი­ვა­ლის ვი­ზი­ტო­რებს მას­პინ­ძლობ­და, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა - ერთი ნა­წი­ლი კმა­ყო­ფი­ლია და მო­გე­ბას ით­ვლის, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ვა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის სიმ­ცი­რე იყო - "რეს­პუბ­ლი­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ანაკ­ლი­ა­ში ბევ­რად მეტ სტუ­მარს ელო­და. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ფეს­ტი­ვალს და­ახ­ლო­ე­ბით 12 ათა­სი ვი­ზი­ტო­რი ეს­ტუმ­რა, მათი დიდი ნა­წი­ლი სიძ­ვი­რის და სხვა, არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გამო, მა­ლე­ვე ტო­ვებ­და ანაკ­ლი­ას.

ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სტუმ­რე­ბის სიმ­ცი­რემ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ამას ემა­ტე­ბა ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნია "ჯორ­ჯია ოქე­ის­თან" შე­ექ­მნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ მათ კუთ­ვნი­ლი თან­ხა არ გა­და­უ­ხა­და და ეს მა­შინ, როცა ვი­ზი­ტო­რე­ბის მო­ლო­დინ­ში ბან­კი­დან სეს­ხი აი­ღეს და შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის მო­წყო­ბას მო­ახ­მა­რეს. აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბით სახ­ლი გა­ა­რე­მონ­ტეს.

ცოტა ხნის წინ "კა­ზან­ტი­პით" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა ანაკ­ლი­ის ცენ­ტრში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­აც გა­მარ­თეს. მათი გან­ცხა­დე­ბით, ტუ­რის­ტულ­მა კომ­პა­ნია "ჯორ­ჯია ოქე­იმ" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი და­არ­ღვია და მათ კუთ­ვნი­ლი თან­ხა არ აუ­ნა­ზღა­უ­რა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნია წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი სახ­ლის მფლო­ბე­ლებს დამ­სვე­ნებ­ლებს მი­უყ­ვან­და, თან­ხას კი "კა­ზან­ტი­პის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აუ­ნა­ზღა­უ­რებ­და.

ელზა ჭან­ტუ­რია, ანაკ­ლი­ის მკვიდ­რი: "20 სტუმ­რის ჩა­მოყ­ვა­ნას დამ­პირ­დნენ და მხო­ლოდ 12 ჩა­მო­ვი­და. სტუმ­რე­ბის ამ რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც თან­ხის მხო­ლოდ ნა­წი­ლი გა­და­მი­ხა­დეს. არა­და დიდი მო­ლო­დი­ნი გვქონ­და. ახლა თხი­ლის იმე­დი მაქვს, ბან­კის ვალი მა­ინც რომ გა­ვის­ტუმ­რო. ჩემ დღე­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნია".

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ფეს­ტი­ვალს ცუდი პი­ა­რი ჰქონ­და, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უხ­დათ და დამ­სვე­ნებ­ლებს დიდი სიფრ­თხი­ლით არ­ჩევ­დნენ. ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ამ­ბობს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ერ­ჩივ­ნა ბინა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მი­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა, რათა ზედ­მე­ტი ხმა­უ­რი და მით­ქმა-მოთ­ქმა აე­რი­დე­ბი­ნათ თა­ვი­დან.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

"კაზანტიპით" დაზარალებულები

"კაზანტიპით" დაზარალებულები

"კაზანტიპის" ხმაურიანი ფესტივალი ხმაურიანად დასრულდა. პროექტში მონაწილეობა იმაზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ. თუმცა ამბობენ, რომ ფინანსური დანაკარგების მიუხედავად, პირველი მცდელობისთვის პროექტმა მაინც გაამართლა. ადგილობრივებში კი, ვინც უშუალოდ ფესტივალის ვიზიტორებს მასპინძლობდა, აზრთა სხვადასხვაობაა - ერთი ნაწილი კმაყოფილია და მოგებას ითვლის, მეორე ნაწილი კი ვალებზე საუბრობს.

ფინანსური პრობლემების ძირითადი მიზეზი ფესტივალის სტუმრების სიმცირე იყო - "რესპუბლიკის" ხელმძღვანელობა ანაკლიაში ბევრად მეტ სტუმარს ელოდა. არსებული მონაცემებით, ფესტივალს დაახლოებით 12 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, მათი დიდი ნაწილი სიძვირის და სხვა, არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო, მალევე ტოვებდა ანაკლიას.

ბუნებრივია, რომ სტუმრების სიმცირემ უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში. ამას ემატება ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობის ნაწილს ტურისტულ კომპანია "ჯორჯია ოქეისთან" შეექმნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მათ კუთვნილი თანხა არ გადაუხადა და ეს მაშინ, როცა ვიზიტორების მოლოდინში ბანკიდან სესხი აიღეს და შესაბამისი პირობების მოწყობას მოახმარეს. აღებული კრედიტებით სახლი გაარემონტეს.

ცოტა ხნის წინ "კაზანტიპით" დაზარალებულებმა ანაკლიის ცენტრში საპროტესტო აქციაც გამართეს. მათი განცხადებით, ტურისტულმა კომპანია "ჯორჯია ოქეიმ" ხელშეკრულების პირობები დაარღვია და მათ კუთვნილი თანხა არ აუნაზღაურა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია წინასწარ შერჩეული სახლის მფლობელებს დამსვენებლებს მიუყვანდა, თანხას კი "კაზანტიპის" დასრულების შემდეგ აუნაზღაურებდა.

ელზა ჭანტურია, ანაკლიის მკვიდრი: "20 სტუმრის ჩამოყვანას დამპირდნენ და მხოლოდ 12 ჩამოვიდა. სტუმრების ამ რაოდენობაზეც თანხის მხოლოდ ნაწილი გადამიხადეს. არადა დიდი მოლოდინი გვქონდა. ახლა თხილის იმედი მაქვს, ბანკის ვალი მაინც რომ გავისტუმრო. ჩემ დღეში ბევრი ადამიანია".

ადგილობრივები ამბობენ, რომ ფესტივალს ცუდი პიარი ჰქონდა, ამიტომ საზოგადოების აზრის გათვალისწინება მოუხდათ და დამსვენებლებს დიდი სიფრთხილით არჩევდნენ. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ ადგილობრივების უმრავლესობას ერჩივნა ბინა ქართველებისთვის მიექირავებინა, რათა ზედმეტი ხმაური და მითქმა-მოთქმა აერიდებინათ თავიდან.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია