პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს
საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

სა­ქარ­თვე­ლო ხვა­ლი­დან სა­ვი­ზო რე­ჟიმს ამ­კაც­რებს. 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის ახა­ლი კა­ნო­ნი "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზად­და.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ ყოფ­ნის ვადა შემ­ცირ­და და 360 დღის ნაც­ვლად, 180-დღი­ან პე­რი­ოდ­ში 90 დღით გა­ნი­სა­ზღვრა. ასე­ვე 24 ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის, ერაყს, სენტ-კიტ­სის და ნე­ვი­სის ფე­დე­რა­ცი­ას, ჩი­ლეს, ტრი­ნი­და­დის და ტო­ბა­გოს რეს­პუბ­ლი­კას და სხვა, გა­უ­უქ­მდა უვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, ხოლო ევ­რო­კავ­ში­რის, ნატო-ს, შენ­გე­ნის, დსთ-ს წევრ და სხვა ძი­რი­თად პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა შე­ნარ­ჩუნ­და. თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს სურ­ვი­ლი აქვს შე­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და დარ­ჩეს 90-დღე­ზე მეტი ხნით, სა­ე­მიგ­რა­ციო ვიზა უნდა აი­ღოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ვრცელ­დე­ბა მათ შო­რის იმ ქვეყ­ნებ­ზე, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზო რე­ჟი­მი იმოქ­მე­დებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზებს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო აღარ გას­ცემს. ვი­ზე­ბი გა­ი­ცე­მა სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­სა და სა­კონ­სუ­ლო­ებ­ში. უცხო­ელ­მა, რომ­ლის წარ­მო­შო­ბის ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს არ გა­აჩ­ნია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ელ­ჩოს ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უნდა მი­მარ­თოს. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ვი­ზის აღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში.

1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ვიზა 50 აშშ დო­ლა­რი ეღი­რე­ბა. "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე, სხვა­დას­ხვა ტი­პის ვი­ზა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­სე­ბი მოქ­მე­დებ­და, თუმ­ცა ამი­ე­რი­დან არც ქვეყ­ნე­ბის და არც ვი­ზის ტი­პის მი­ხედ­ვით დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია არ იქ­ნე­ბა.

"უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" ახა­ლი კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტმა მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლის და ე.წ. და­ბა­ლან­სე­ბულ სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კა­ზე გა­დას­ვლის მი­ზე­ზად მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ასა­ხე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

საქართველო ხვალიდან სავიზო რეჟიმს ამკაცრებს. 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა.

კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. უცხოელმა, რომლის წარმოშობის ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს. კანონის მიხედვით, ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

1-ელი სექტემბრიდან საქართველოს ვიზა 50 აშშ დოლარი ეღირება. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სხვადასხვა ტიპის ვიზაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდა, თუმცა ამიერიდან არც ქვეყნების და არც ვიზის ტიპის მიხედვით დიფერენციაცია არ იქნება.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბერალური სავიზო პოლიტიკის შეცვლის და ე.წ. დაბალანსებულ სავიზო პოლიტიკაზე გადასვლის მიზეზად მიგრაციული პროცესების მართვის აუცილებლობას ასახელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა