ამერიკაში ერთერთი უძველესი 11 სართულიანი სასტუმრო "ველიგტონი" ააფეთქეს. სასტუმრო 1920 წელს აშენდა და დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებდა.
ხელისუფლებამ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო და სასტუმროს დანგრევის პროცესი ნამდვილ შოუდ აქცია.
ისტორიული სასტუმროს აფეთქებას ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. შენობის ნგრევის შედაგად ქალაქის მიმდებარე ტერიტორია ფერადი "კვამლის ღრუბელით" დაიფარა. "ფეირვერკის შოუს" პირდაპირ ეთერში ადგილობრივი სამაუწყებლო არხები გადასცემდა.
topnews.ru