პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფროსობის სინდრომი", ანუ რატომ გაურბიან მაღალჩინოსნები მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას
"უფროსობის სინდრომი", ანუ რატომ გაურბიან მაღალჩინოსნები მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას

ერ­თმა ჩემ­მა კო­ლე­გამ შე­მომ­ჩივ­ლა, შვი­დი დღეა ერთ-ერთი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან ვცდი­ლობ და­კავ­ში­რე­ბას, არც თვი­თონ იღებს ტე­ლე­ფონს და არც პრეს­სამ­სა­ხუ­რი მა­კავ­ში­რებ­სო. ბე­დის ირო­ნია ის არის, რომ 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ამ ჩემს კო­ლე­გას დღე­ში ათ­ჯერ ურე­კავ­და ხოლ­მე, არი­ქა, რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბას ვა­ტა­რებთ და ძა­ლი­ან გთხოვ, გა­ა­შუ­ქო­თო.

თუ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, წინა მმარ­თველ გუნდს ყვე­ლა­ფერ­ში გა­ე­მიჯ­ნოს, უპირ­ვე­ლე­სად მე­თო­დებს უნდა გა­და­ხე­დოს, მათ შო­რის - სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. გახ­სოვთ, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი ჩი­ნოს­ნე­ბიც კი არ კად­რუ­ლობ­დნენ, პრე­სის­თვის ტე­ლე­ფონ­ზე ეპა­სუ­ხათ და რო­გორც და­ამ­თავ­რეს, კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ.

დღეს ზო­გი­ერთ ჩემს ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გას არც სჯე­რა, რომ იყო დრო, რო­დე­საც თბი­ლი­სის მერი (ვანო ზო­დე­ლა­ვა) ქა­ლა­ქის ნომ­რი­დან გაშ­ვე­ბულ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­საც კი პა­სუ­ხობ­და (მე­რის სა­ვარ­ძელ­ში ზო­გა­დად რას აკე­თებ­და, ეს სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ სი­მარ­თლეც ხომ უნდა ით­ქვას). ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­რი­საც ვთქვათ - მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ორ­შა­ბა­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ღე­ბის დღედ და­ა­წე­სა (თუმ­ცა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, ალ­ბათ, და­სახ­ვე­წია), სხვა მა­ღალ თუ და­ბალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე რა მო­გახ­სე­ნოთ.…

რო­გორც ჩანს, ახ­ლად დაფრ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჩი­ნოს­ნე­ბის დიდ ნა­წილს ჰგო­ნია, რომ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ პრე­მი­ერ­თან და კი­დევ ერთ კაც­თა­ნაა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც რა­ტომ­ღაც შავ ჯიპ­ში აღ­მოჩ­ნდა.

რა გი­თხრათ, რით გა­გა­ხა­როთ, ხომ გა­გი­გი­ათ და ჯი­პე­ბი­სა და პრე­მი­ე­ბის სკან­დალს "უფ­რო­სო­ბის სინ­დრო­მი" მოჰ­ყვა - სწო­რედ ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ფსი­ქო­ლო­გე­ბი იმ ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც უც­ბად მოხ­ვდა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ცა ქუ­დად აღარ მი­აჩ­ნია და დე­და­მი­წა ქა­ლამ­ნად, კუდი ყა­ვარ­ზე გადო

და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ისე იქ­ცე­ვა, რო­გორც არის­ტოკ­რა­ტი პლე­ბე­ებ­თან. ტე­ლე­ფონ­ზე პა­სუხ­საც კი უკად­რი­სობს, აქა­ო­და და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, საქ­მე­ე­ბი მაქ­ვსო, მაგ­რამ მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში არი­ან და არა პი­რი­ქით სა­ზო­გა­დო­ე­ბაა მათი მსა­ხუ­რი, რო­გორც ეს მათ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ.

"უფ­რო­სო­ბის სინ­დრო­მი" გა­დამ­დე­ბია. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც "მთლად უფ­რო­სი" ტე­ლე­ფონს არ იღებს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს არ ეკონ­ტაქ­ტე­ბა, ასე იქ­ცე­ვი­ან მისი თა­ნა­შემ­წე­ე­ბი თუ პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბიც. "უფ­რო­სო­ბის სინ­დრო­მი" სწრა­ფი ტემ­პით იკი­დებს ფეხს ახა­ლი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებ­ში და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ პრე­მი­ე­რი ამას ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევს. ასე ხდე­ბა რიგ სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში თუ სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში.

ვი­მე­ო­რებთ - მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ში არ არის საქ­მე. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი სა­მი­ნის­ტრო­დან ჩემს კო­ლე­გებს ელე­მენ­ტა­რუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ღე­ბა სურ­დათ და სამი დღე ალო­დი­ნეს. თურ­მე იმ სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მელ­მაც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ზე ნე­ბარ­თვა უნდა გას­ცეს, სე­მი­ნარ­ზე იყო და "უფ­როსს ვერ შე­ა­წუ­ხებ­დნენ".

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"უფროსობის სინდრომი", ანუ რატომ გაურბიან მაღალჩინოსნები მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას

"უფროსობის სინდრომი", ანუ რატომ გაურბიან მაღალჩინოსნები მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას

ერთმა ჩემმა კოლეგამ შემომჩივლა, შვიდი დღეა ერთ-ერთი მინისტრის მოადგილესთან ვცდილობ დაკავშირებას, არც თვითონ იღებს ტელეფონს და არც პრესსამსახური მაკავშირებსო. ბედის ირონია ის არის, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ზემოხსენებული მომავალი მაღალჩინოსანი ამ ჩემს კოლეგას დღეში ათჯერ ურეკავდა ხოლმე, არიქა, რაღაც ღონისძიებას ვატარებთ და ძალიან გთხოვ, გააშუქოთო.

თუ ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს, წინა მმართველ გუნდს ყველაფერში გაემიჯნოს, უპირველესად მეთოდებს უნდა გადახედოს, მათ შორის - საზოგადოებასთან ურთიერთობისას. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინ საშუალოზე დაბალი ჩინოსნებიც კი არ კადრულობდნენ, პრესისთვის ტელეფონზე ეპასუხათ და როგორც დაამთავრეს, კარგად მოგეხსენებათ.

დღეს ზოგიერთ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას არც სჯერა, რომ იყო დრო, როდესაც თბილისის მერი (ვანო ზოდელავა) ქალაქის ნომრიდან გაშვებულ სატელეფონო ზარებსაც კი პასუხობდა (მერის სავარძელში ზოგადად რას აკეთებდა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სიმართლეც ხომ უნდა ითქვას). ამჟამინდელი მერისაც ვთქვათ - მისასალმებელია, რომ დავით ნარმანიამ ორშაბათი მოქალაქეების მიღების დღედ დააწესა (თუმცა, ორგანიზაციული საკითხები, ალბათ, დასახვეწია), სხვა მაღალ თუ დაბალჩინოსნებზე რა მოგახსენოთ.…

როგორც ჩანს, ახლად დაფრთიანებული ჩინოსნების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ანგარიშვალდებული მხოლოდ პრემიერთან და კიდევ ერთ კაცთანაა, რომლის წყალობითაც რატომღაც შავ ჯიპში აღმოჩნდა.

რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ხომ გაგიგიათ და ჯიპებისა და პრემიების სკანდალს "უფროსობის სინდრომი" მოჰყვა - სწორედ ასე ახასიათებენ ფსიქოლოგები იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც უცბად მოხვდა მაღალ თანამდებობაზე, ცა ქუდად აღარ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, კუდი ყავარზე გადო

და საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას ისე იქცევა, როგორც არისტოკრატი პლებეებთან. ტელეფონზე პასუხსაც კი უკადრისობს, აქაოდა დაკავებული ვარ, საქმეები მაქვსო, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ ისინი საზოგადოების სამსახურში არიან და არა პირიქით საზოგადოებაა მათი მსახური, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ.

"უფროსობის სინდრომი" გადამდებია. მაგალითად, როდესაც "მთლად უფროსი" ტელეფონს არ იღებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს არ ეკონტაქტება, ასე იქცევიან მისი თანაშემწეები თუ პრესსამსახურის ხელმძღვანელებიც. "უფროსობის სინდრომი" სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს ახალი მთავრობის ადმინისტრაციებში და კარგი იქნება, თუ პრემიერი ამას ყურადღებას მიაქცევს. ასე ხდება რიგ სამინისტროებში თუ სხვა სახელმწიფო უწყებებში.

ვიმეორებთ - მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირებში არ არის საქმე. მაგალითად, ერთ-ერთი სამინისტროდან ჩემს კოლეგებს ელემენტარული სტატისტიკის მიღება სურდათ და სამი დღე ალოდინეს. თურმე იმ სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც ამ ინფორმაციის გაცემაზე ნებართვა უნდა გასცეს, სემინარზე იყო და "უფროსს ვერ შეაწუხებდნენ".

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა