მშობლები, რომლებიც სამსახურით ან საოჯახო საქმეებით ძალიან დატვირთულები არიან, ფიქრობენ, რომ ბავშვი ასოებსა და ციფრებს საბავშვო ბაღში ან სკოლაში ისწავლის. ამიტომ საჭიროდ არ მიაჩნიათ ამ ყველაფრის სახლში შესწავლა. მეტისმეტად დაძაბული გრაფიკის მქონე მშობლებს სხვა არჩევანი არ აქვთ. მაგრამ განა უკეთესი არ უნდა გვინდოდეს ჩვენი შვილებისთვის და მეტ ყურადღებას არ უნდა ვიჩენდეთ მათ მიმართ? ნებისმიერი მშობლის ამოცანაა, შვილს რაც შეიძლება მეტი ასწავლოს, ასეთ მშობელს შეუძლია მართლაც იამაყოს, რადგან ბავშვის აღზრდაში მისი დამსახურება დიდი იქნება.
ყველა დედას უნდა, შვილი წარმატებული მოსწავლე იყოს და წინსვლისთვის მოწოდებული. როცა ასეთი მიზანი გაქვთ, ამ დროს სწავლა-აღზრდის მხოლოდ უცხო ადამიანებზე მინდობა მართლაც შეცდომაა.
იხილეთ სრულად