მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში შემოსულ 14 ადამიანს ებოლას ვირუსზე აკვირდებიან
საქართველოში შემოსულ 14 ადამიანს ებოლას ვირუსზე აკვირდებიან

უცხო­ე­თის იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც ებო­ლას ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­და. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­თა უმე­ტე­სო­ბა ნი­გე­რი­ი­დან არის. ეს პი­რე­ბი აღ­რი­ცხვა­ზე არი­ან და მიმ­დი­ნა­რე­ობს მათ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა.

"მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ეჭვს არ იწ­ვევს. ისი­ნი ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან. რე­ა­ლუ­რად იმის რის­კი, რომ ნი­გე­რი­ი­დან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი შე­მო­ვი­დეს ისე­დაც და­ბა­ლია, რად­გან 174 მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში და­ა­ვა­დე­ბის მხო­ლოდ 13 შემ­თხვე­ვაა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი საფრ­თხის ქვეყ­ნებს შო­რის არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ებო­ლას ვირუ­სის შე­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლომ და­ა­წე­სა, რომ უნდა მოხ­დეს იმ ქვეყ­ნი­დან შე­მო­სულ­თა რე­გის­ტრი­რე­ბა, სა­დაც ებო­ლას ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და. მათ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა 21 დღის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა. ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რი სა­ინ­კუ­ბა­ციო პე­რი­ო­დი, რის შემ­დე­გაც ისი­ნი აღარ და­ა­ვად­დე­ბი­ან. სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თი­სას პი­რებს ეძ­ლე­ვათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მახ­სოვ­რო, რო­მე­ლიც უხ­სნით, რომ და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სად შე­უძ­ლი­ათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ­თა შო­რის ზო­გი­ერ­თი სტუ­დენ­ტია. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბი­სას ქვე­ყა­ნა­ში შე­მომ­სვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა და ისი­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იქ­ნე­ბი­ან.

ამას­თან, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლერს ზუ­რაბ ორ­ჯო­ნი­კი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა­ზე მეტი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს.

"სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მსოფ­ლი­ოს 38 ქვეყ­ნის 2000-მდე უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. ძი­რი­თა­დად ინ­დო­ე­თი­დან, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან, ის­რა­ე­ლი­დან, ამე­რი­კი­დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან კი 100-მდე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, მათი უმე­ტე­სო­ბა - 87 ნი­გე­რი­ი­დან არის. სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ­და­დე­გებ­ზეა წა­სუ­ლი. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მომ­სვლე­ლე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ წე­სებს და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან და დაკ­ვირ­ვე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ გა­აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას", - დას­ძი­ნა ზუ­რაბ ორ­ჯო­ნი­კი­ძემ.

ამას­თან, ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრში არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც მო­წყო­ბი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბოქ­სე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი გამ­წო­ვი აპა­რა­ტუ­რით.

რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრის შე­რე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ებო­ლას ვირუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ვირუ­სია, ამი­ტომ სა­ჭი­როა უსაფრ­ხო­ე­ბის რე­ჟი­მის დაც­ვა, რათა არ მოხ­დეს ამ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი იზო­ლი­რე­ბუ­ლი ბოქ­სე­ბის გამ­წო­ვი აპა­რა­ტუ­რა უზ­რუნ­ველ­ყოფს უარ­ყო­ფი­თი და და­დე­ბი­თი წნე­ვის არ­სე­ბო­ბას პა­ლა­ტა­სა და კო­რი­დორს შო­რის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად ვირუ­სი კო­რი­დორ­ში ვერ გავ­რცელ­დე­ბა. ასე­ვე ბოქ­სებს აქვს ცალ­კე შე­სას­ვლე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის და ცალ­კე მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის. მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის ბოქს აქვს შლუ­ზი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ჟი­მის და­სა­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით: სათ­ვა­ლე­ე­ბით, ხელ­თათ­მა­ნე­ბით, ბა­ხი­ლე­ბით, ქუ­დე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბით, ხა­ლა­თე­ბი­თა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. მედ­პერ­სო­ნა­ლი აღი­ჭურ­ვე­ბა ამ მო­წყო­ბი­ლო­ბით. შე­ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას და იმა­ვე ოთახ­ში მოხ­დე­ბა ამ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად შეგ­რო­ვე­ბა", - დას­ძი­ნა მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში ებო­ლას ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 2000 ათას­ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მათ­გან 1000-ზე მეტი ლე­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და გვი­ნი­ა­ში, ლი­ბე­რი­ა­ში, სი­ე­რა ლე­ო­ნე­სა და ნი­გე­რი­ა­ში.

ებო­ლას ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­ტო­ტი­პუ­ლი ვაქ­ცი­ნის აპ­რო­ბა­ცია ადა­მი­ა­ნებ­ში უკვე და­ი­წყეს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ებო­ლას ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა აფეთ­ქე­ბად შე­ა­ფა­სა. ვირუ­სის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში მოხ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ მოხ­და ახლა მისი გავ­რცე­ლე­ბა და იგი შეს­წავ­ლის სა­გა­ნია.

და­ა­ვა­დე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე თა­ვის ტკი­ვი­ლით იწყე­ბა, რა­საც თან მა­სი­უ­რი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი ახ­ლავს, ასე­ვე მრა­ვა­ლი ორ­გა­ნო­სა და ფუნ­ქცი­ის მოშ­ლა. მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა და იგი ლე­ტა­ლუ­რად მთავ­რდე­ბა. თუმ­ცა, ად­რე­ულ ეტაპ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­მარ­თვი­სა და ადეკ­ვა­ტუ­რი თე­რა­პი­ის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი შე­საძ­ლოა გა­დარ­ჩეს.

ებო­ლას ვირუ­სი ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე ბი­ო­ლო­გი­ურ სი­თხე­ებ­თან კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­დის. კერ­ძოდ, სის­ხლის, შარ­დის, გა­ნა­ვა­ლის, სპერ­მის კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, რაც შე­საძ­ლოა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის წყა­რო გახ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საქართველოში შემოსულ 14 ადამიანს ებოლას ვირუსზე აკვირდებიან

საქართველოში შემოსულ 14 ადამიანს ებოლას ვირუსზე აკვირდებიან

უცხოეთის იმ ქვეყნებიდან, სადაც ებოლას ვირუსია გავრცელებული, საქართველოში 14 ადამიანი შემოვიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსულთა უმეტესობა ნიგერიიდან არის. ეს პირები აღრიცხვაზე არიან და მიმდინარეობს მათზე ზედამხედველობა.

"მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეჭვს არ იწვევს. ისინი ჯანმრთელები არიან. რეალურად იმის რისკი, რომ ნიგერიიდან დაავადებული შემოვიდეს ისედაც დაბალია, რადგან 174 მილიონიან ქვეყანაში დაავადების მხოლოდ 13 შემთხვევაა დარეგისტრირებული. საქართველო პირველი საფრთხის ქვეყნებს შორის არ განიხილება, სადაც შესაძლებელია ებოლას ვირუსის შეტანა. საქართველომ დააწესა, რომ უნდა მოხდეს იმ ქვეყნიდან შემოსულთა რეგისტრირება, სადაც ებოლას ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. მათზე ზედამხედველობა 21 დღის მანძილზე გრძელდება. ეს არის მაქსიმალური საინკუბაციო პერიოდი, რის შემდეგაც ისინი აღარ დაავადდებიან. საზღვრის გადმოკვეთისას პირებს ეძლევათ სპეციალური სამახსოვრო, რომელიც უხსნით, რომ დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, სად შეუძლიათ სამედიცინო დახმარების მიღება", - აღნიშნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში შემოსულთა შორის ზოგიერთი სტუდენტია. მისივე განმარტებით, სასწავლო პროცესის დაწყებისას ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა გაიზრდება და ისინი ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.

ამასთან, "ინტერპრესნიუსი" სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერს ზურაბ ორჯონიკიძეს დაუკავშირდა. როგორც ცნობილია, სამედიცინო უნივერსიტეტში ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

"სამედიცინო უნივერსიტეტში მსოფლიოს 38 ქვეყნის 2000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ძირითადად ინდოეთიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან. აფრიკის ქვეყნებიდან კი 100-მდე სტუდენტი სწავლობს, მათი უმეტესობა - 87 ნიგერიიდან არის. სტუდენტების უმრავლესობა არდადეგებზეა წასული. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც სხვა ქვეყანაში ჩამომსვლელებისთვის გათვალისწინებულ წესებს დაემორჩილებიან და დაკვირვების ვადის ამოწურვის შემდეგ გააგრძელებენ სწავლას", - დასძინა ზურაბ ორჯონიკიძემ.

ამასთან, ინფექციური პათოლოგიების ცენტრში არის სპეციალური ბოქსირებული განყოფილება, სადაც მოწყობილია სპეციალური იზოლირებული ბოქსები, სპეციალური გამწოვი აპარატურით.

როგორც ინფექციური პათოლოგიების ცენტრის შერეული და განსაკუთრებით საშიშ ინფექციების განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ებოლას ვირუსი განსაკუთრებით საშიში ვირუსია, ამიტომ საჭიროა უსაფრხოების რეჟიმის დაცვა, რათა არ მოხდეს ამ დაავადების გავრცელება.

"სპეციალური იზოლირებული ბოქსების გამწოვი აპარატურა უზრუნველყოფს უარყოფითი და დადებითი წნევის არსებობას პალატასა და კორიდორს შორის. აღნიშნულის შედეგად ვირუსი კორიდორში ვერ გავრცელდება. ასევე ბოქსებს აქვს ცალკე შესასვლელი პაციენტებისთვის და ცალკე მედპერსონალისთვის. მედპერსონალისთვის ბოქს აქვს შლუზი, რომელიც ყველანაირი უსაფრთხოების რეჟიმის დასაცავი საშუალებით: სათვალეებით, ხელთათმანებით, ბახილებით, ქუდებით, პირბადეებით, ხალათებითა და სხვა საშუალებებით არის აღჭურვილი. მედპერსონალი აღიჭურვება ამ მოწყობილობით. შეასრულებს თავის მოვალეობას და იმავე ოთახში მოხდება ამ უსაფრთხოების საშუალებისგან გათავისუფლება და გასანადგურებლად შეგროვება", - დასძინა მარინა ენდელაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეისთვის მსოფლიოში ებოლას ვირუსით ინფიცირების 2000 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 1000-ზე მეტი ლეტალურად დასრულდა. დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა გვინიაში, ლიბერიაში, სიერა ლეონესა და ნიგერიაში.

ებოლას ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგო პროტოტიპული ვაქცინის აპრობაცია ადამიანებში უკვე დაიწყეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ებოლას ვირუსის შემთხვევების მატება აფეთქებად შეაფასა. ვირუსის იდენტიფიცირება პირველად გასული საუკუნის 70-იან წლებში მოხდა. სპეციალისტებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ მოხდა ახლა მისი გავრცელება და იგი შესწავლის საგანია.

დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე თავის ტკივილით იწყება, რასაც თან მასიური სისხლჩაქცევები ახლავს, ასევე მრავალი ორგანოსა და ფუნქციის მოშლა. მძიმე დაავადებაა და იგი ლეტალურად მთავრდება. თუმცა, ადრეულ ეტაპზე სამედიცინო დახმარების მიმართვისა და ადეკვატური თერაპიის მიღების შემთხვევაში, დაავადებული შესაძლოა გადარჩეს.

ებოლას ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემთხვევაში გადადის. კერძოდ, სისხლის, შარდის, განავალის, სპერმის კონტაქტის შემთხვევაში, რაც შესაძლოა ინფექციის გავრცელების წყარო გახდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია