პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
როდის რცხვენია გაგა გოშაძეს
როდის რცხვენია გაგა გოშაძეს

გაბ­რი­ელ (გაგა) გო­შა­ძეს არა­ერთ თე­ატ­რში აქვს სპექ­ტაკ­ლი დად­გმუ­ლი, მათ შო­რი­საა: ვა­კის სარ­და­ფი, გრი­ბო­ე­დო­ვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რე­ბი, ომ­სკში დად­გმუ­ლი აქვს "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე", ასე­ვე იმუ­შა­ვა ბა­თუმ­სა და ფოთ­ში. ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა "ოპე­რა მა­ფი­ო­ზო" და "ან­ტი­გო­ნე". ამ უკა­ნას­კნე­ლი სპექ­ტაკ­ლით 22 ივ­ლისს გას­ტრო­ლი ჰქონ­დათ ბა­თუმ­ში. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სა­კუ­თა­რი სპექ­ტაკ­ლე­ბის მუ­სი­კა­ლურ გა­ფორ­მე­ბა­ზე თა­ვად ზრუ­ნავს, რაც შე­ე­ხე­ბა მხატ­ვრებ­სა და და­ნარ­ჩენ გუნდს, ისი­ნი ხში­რად იც­ვლე­ბი­ან.

ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცის, რა იქ­ნე­ბა მე­სა­მე სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­საც ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რში დად­გამს, ახლა შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­შია და სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს კლა­სი­კა იქ­ნე­ბა...

- ბა­ბუ­ა­ჩე­მი რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ. რამ­დე­ნი­მე თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, ბო­ლოს რუს­თავ­ში თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი და­ა­არ­სა. დე­და­ჩე­მიც იქვე მუ­შა­ობ­და, რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წედ. მათ ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში დავ­ყვე­ბო­დი გას­ტროლ­ზე და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თე­ატ­რში გა­ვი­ზარ­დე. მამა ლექ­სებს წერს, ასე რომ, ირ­გვლივ სულ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მეხ­ვივ­ნენ. რე­ჟი­სო­რო­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი, ჯერ სპორ­ტით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, შემ­დეგ - მუ­სი­კით, მაგ­რამ მერე კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რო­ბა მო­ვინ­დო­მე და ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­ნო­რე­ჟი­სო­რო­ბამ გა­მი­ტა­ცა და იქ გა­და­ვი­ნაც­ვლე. ბო­ლოს ტე­ლე­დად­გმე­ბის რე­ჟი­სუ­რა და­ვამ­თავ­რე. იმ დროს ჯგუ­ფი ავთო ვარ­სი­მაშ­ვილს ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი. სა­ბო­ლო­ოდ თე­ატრმა და­მა­ინ­ტე­რე­სა და ამ სფე­როს შევ­რჩი. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს.

- არის ასე­თი რე­ჟი­სო­რი გოშა გორ­გო­შა­ძე, ალ­ბათ, ბევ­რს ეშ­ლე­ბით ერ­თმა­ნეთ­ში...

- დიახ, სულ ვე­რე­ვით ერ­თმა­ნეთ­ში (იღი­მის). რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში "გონ­ზა­გოს მკვლე­ლო­ბა­ზე" როცა ვმუ­შა­ობ­დი, იმავდრო­უ­ლად გოშა იქვე "სტუ­მარ-მას­პინ­ძელს" დგამ­და. ერთხელ რა­დი­ო­ში ერ­თდრო­უ­ლად მიგ­ვიწ­ვი­ეს, რა­ზეც ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. ხში­რად მის სპექ­ტაკლს მე მი­ლო­ცა­ვენ და პი­რი­ქით. არა უშავს, მერე რა მოხ­და (იღი­მის).

- და­სად­გმე­ლი პი­ე­სის შერ­ჩე­ვი­სას ფიქ­რობთ იმა­ზე, მოვა თუ არა მას­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი თუ მხო­ლოდ თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებთ?

- პი­ე­სა, პირ­ველ რიგ­ში, უნდა მა­წუ­ხებ­დეს, ემო­ცი­ას იწ­ვევ­დეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ყუ­რე­ბელ­ზეც ვფიქ­რობ, რად­გან სპექ­ტაკლს მათ­თვის ვდგამ. მგო­ნია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სცე­ნა­ზე ამ­ბა­ვი გა­თა­მაშ­დეს. ბევ­რი ფორ­მის ძი­ე­ბით ამ­ბავს კარ­გავს და ასე­თი შემ­თხვე­ვა ხში­რია ქარ­თულ თე­ატ­რში. არ ვამ­ბობ, რომ ეს ცუ­დია, მაგ­რამ მე მაკ­ლია ამ­ბა­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟანრს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რას აირ­ჩევ. ვერ ვი­ტყვი, რომ მა­ყუ­რე­ბელს მხო­ლოდ კო­მე­დია უნდა. თუ ამ­ბა­ვი გა­სა­გე­ბია, ემო­ცი­უ­რად შე­ე­ხე­ბი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ხალ­ხი იმ სპექ­ტაკ­ლებ­ზე ივ­ლის.

- თქვე­ნი აზ­რით, რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლის რე­პერ­ტუ­არ­ში ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კი­თხი, ზო­გი­ერ­თი წლე­ბი რჩე­ბა, ზო­გიც რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ას­რუ­ლებს სიცო-ცხლეს...

- ალ­ბათ, აქ­ტუ­ა­ლო­ბა­სა და სპექ­ტაკ­ლის ხა­რისხზე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როდის რცხვენია გაგა გოშაძეს

როდის რცხვენია გაგა გოშაძეს

გაბრიელ (გაგა) გოშაძეს არაერთ თეატრში აქვს სპექტაკლი დადგმული, მათ შორისაა: ვაკის სარდაფი, გრიბოედოვის, თავისუფალი, რუსთაველის თეატრები, ომსკში დადგმული აქვს ''კავკასიური ცარცის წრე'', ასევე იმუშავა ბათუმსა და ფოთში. ილიაუნის თეატრში განახორციელა ''ოპერა მაფიოზო'' და ''ანტიგონე''. ამ უკანასკნელი სპექტაკლით 22 ივლისს გასტროლი ჰქონდათ ბათუმში. უმეტეს შემთხვევაში საკუთარი სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაზე თავად ზრუნავს, რაც შეეხება მხატვრებსა და დანარჩენ გუნდს, ისინი ხშირად იცვლებიან.

ჯერჯერობით არ იცის, რა იქნება მესამე სპექტაკლი, რომელსაც ილიაუნის თეატრში დადგამს, ახლა შერჩევის პროცესშია და სავარაუდოდ, ეს კლასიკა იქნება...

- ბაბუაჩემი რეჟისორი გახლდათ. რამდენიმე თეატრში მუშაობდა, ბოლოს რუსთავში თოჯინების თეატრი დააარსა. დედაჩემიც იქვე მუშაობდა, რეჟისორის თანაშემწედ. მათ ქალაქიდან ქალაქში დავყვებოდი გასტროლზე და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, თეატრში გავიზარდე. მამა ლექსებს წერს, ასე რომ, ირგვლივ სულ შემოქმედებითი ადამიანები მეხვივნენ. რეჟისორობაზე არ ვფიქრობდი, ჯერ სპორტით ვიყავი დაკავებული, შემდეგ - მუსიკით, მაგრამ მერე კინოოპერატორობა მოვინდომე და ამ ფაკულტეტზე ჩავაბარე, მოგვიანებით კინორეჟისორობამ გამიტაცა და იქ გადავინაცვლე. ბოლოს ტელედადგმების რეჟისურა დავამთავრე. იმ დროს ჯგუფი ავთო ვარსიმაშვილს ჰყავდა აყვანილი. საბოლოოდ თეატრმა დამაინტერესა და ამ სფეროს შევრჩი. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- არის ასეთი რეჟისორი გოშა გორგოშაძე, ალბათ, ბევრს ეშლებით ერთმანეთში...

- დიახ, სულ ვერევით ერთმანეთში (იღიმის). რუსთაველის თეატრში ''გონზაგოს მკვლელობაზე'' როცა ვმუშაობდი, იმავდროულად გოშა იქვე ''სტუმარ-მასპინძელს'' დგამდა. ერთხელ რადიოში ერთდროულად მიგვიწვიეს, რაზეც ბევრი ვიცინეთ. ხშირად მის სპექტაკლს მე მილოცავენ და პირიქით. არა უშავს, მერე რა მოხდა (იღიმის).

- დასადგმელი პიესის შერჩევისას ფიქრობთ იმაზე, მოვა თუ არა მასზე მაყურებელი თუ მხოლოდ თქვენი ინტერესის მიხედვით მოქმედებთ?

- პიესა, პირველ რიგში, უნდა მაწუხებდეს, ემოციას იწვევდეს. რასაკვირველია, მაყურებელზეც ვფიქრობ, რადგან სპექტაკლს მათთვის ვდგამ. მგონია, რომ აუცილებელია, სცენაზე ამბავი გათამაშდეს. ბევრი ფორმის ძიებით ამბავს კარგავს და ასეთი შემთხვევა ხშირია ქართულ თეატრში. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, მაგრამ მე მაკლია ამბავი.

რაც შეეხება ჟანრს, არ აქვს მნიშვნელობა, რას აირჩევ. ვერ ვიტყვი, რომ მაყურებელს მხოლოდ კომედია უნდა. თუ ამბავი გასაგებია, ემოციურად შეეხები და აქტუალურია, ხალხი იმ სპექტაკლებზე ივლის.

- თქვენი აზრით, რაზეა დამოკიდებული სპექტაკლის რეპერტუარში ყოფნა-არყოფნის საკითხი, ზოგიერთი წლები რჩება, ზოგიც რამდენიმე ჩვენების შემდეგ ასრულებს სიცო-ცხლეს...

- ალბათ, აქტუალობასა და სპექტაკლის ხარისხზე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება