საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო რეცეპტების საკითხისადმი ადამიანების გარკვეული ჯგუფის ცინიკური დამოკიდებულებით გაკვირვებულია
დავით სერგეენკო რეცეპტების საკითხისადმი ადამიანების გარკვეული ჯგუფის ცინიკური დამოკიდებულებით გაკვირვებულია

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, და­ვით სერ­გე­ენ­კო გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით რე­ცეპ­ტუ­რის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შე­სა­ხებ სერ­გე­ენ­კომ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წი­ნას­წარ მო­მა­რა­გე­ბის არა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის. რე­ცეპ­ტებ­ზე გა­დას­ვლის გარ­და­მა­ვა­ლი გეგ­მა გათ­ვლი­ლი იქნა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ეს ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ცალ­სა­ხად მინ­და გა­ვუს­ვა ხაზი და მივ­მარ­თო მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ არა­ნა­ი­რი პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის. ურე­ცეპ­ტო გა­ყიდ­ვა­ში რჩე­ბა 3 300-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი, ხოლო ყვე­ლა აფ­თი­აქ­ში იქ­ნე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც უეც­რად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, როცა ადა­მი­ა­ნი იქვე აფ­თი­აქთან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბა, სა­ნამ ექიმ­თან მივა, შე­ეძ­ლე­ბა, ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე შე­ი­ძი­ნოს. იგი­ვე შე­ე­ხე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს. შე­მო­დის ხან­გრძლი­ვი, ერ­თწ­ლი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბის რე­ცეპ­ტი, ერთი გა­მო­წე­რით მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოს წა­მა­ლი, ხოლო წე­ლი­წად­ში ერთხელ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტი ისე­დაც უნდა მი­ვი­დეს ექიმ­თან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრს და არ შე­მიძ­ლია, გაკ­ვირ­ვე­ბა, გან­ცვიფ­რე­ბა არ გა­მოვ­ხა­ტო ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფის­გან ერ­თგვა­რი მსუ­ბუ­ქი ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ამ სა­კი­თხი­სად­მი. გარ­წმუ­ნებთ, რომ ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მაა და ჩვენ ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ იმის­თვის, რომ დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა სის­ტე­მა ნორ­მა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ლო­გი­კის­თვის", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1 სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­დის "წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ურე­ცეპ­ტოდ აღარ გა­ი­ცე­მა II ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მათ შო­რის, სა­ძი­ლე და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გარ­და მცე­ნა­რე­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი­სა, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი, მიკ­რო­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი სის­ტე­მუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი და იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რე­ბი, სა­გუ­ლე გლი­კო­ზი­დე­ბი, ან­ტი­ა­რით­მუ­ლი და ან­ტი­ჰი­პერ­ტენ­ზუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი, სა­ი­ნექ­ციო წამ­ლის ფორ­მე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბის ნა­წი­ლი.

დავით სერგეენკო რეცეპტების საკითხისადმი ადამიანების გარკვეული ჯგუფის ცინიკური დამოკიდებულებით გაკვირვებულია

დავით სერგეენკო რეცეპტების საკითხისადმი ადამიანების გარკვეული ჯგუფის ცინიკური დამოკიდებულებით გაკვირვებულია

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო გაკვირვებულია ადამიანების გარკვეული ჯგუფის ცინიკური დამოკიდებულებით რეცეპტურის სისტემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სერგეენკომ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"მედიკამენტების წინასწარ მომარაგების არანაირი საჭიროება არ არის. რეცეპტებზე გადასვლის გარდამავალი გეგმა გათვლილი იქნა ერთი წლის განმავლობაში და ეს ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი და მივმართო მოსახლეობას, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ურეცეპტო გაყიდვაში რჩება 3 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ხოლო ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების სპეციალური ჩამონათვალი, რომელიც უეცრად გაუარესებული ჯანმრთელობის შემთხვევაში, როცა ადამიანი იქვე აფთიაქთან ახლოს იმყოფება, სანამ ექიმთან მივა, შეეძლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძინოს. იგივე შეეხება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს. შემოდის ხანგრძლივი, ერთწლიანი მოქმედების რეცეპტი, ერთი გამოწერით მთელი წლის განმავლობაში შეეძლება შეიძინოს წამალი, ხოლო წელიწადში ერთხელ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი ისედაც უნდა მივიდეს ექიმთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სამედიცინო საზოგადოების აზრს და არ შემიძლია, გაკვირვება, განცვიფრება არ გამოვხატო ადამიანების ჯგუფისგან ერთგვარი მსუბუქი ცინიკური დამოკიდებულებით ამ საკითხისადმი. გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ დაგვებრუნებინა სისტემა ნორმალური კლინიკური მედიცინის ლოგიკისთვის", - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბრიდან ძალაში შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, გარდა მცენარეული პრეპარატებისა, ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია