სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში გავათვითცნობიერე, რომ ღმერთს ვეძებდი..." - ჰოლივუდელი ფოტოგრაფის ქართული ოდისეა
"საქართველოში გავათვითცნობიერე, რომ ღმერთს ვეძებდი..." - ჰოლივუდელი ფოტოგრაფის ქართული ოდისეა

ჯე­იმზ ჰი­გინ­სო­ნი მო­ნი­ტორ­ზე ფილ­მის თრე­ი­ლერს მიჩ­ვე­ნებს. "უან­გა­რო დო­ნო­რო­ბა" - ასე ერ­ქმე­ვა ერთ-ერთ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ბე­რე­ბის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ იღებს. ფილმში, ძი­რი­თა­დად, ძა­მას ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პრო­ექ­ტის დიდი ნა­წი­ლი მზად არის, მაგ­რამ ჯერ საქ­მე ბევ­რია... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფული არ ჩანს, ჯე­იმზს იმე­დი აქვს, რომ "უან­გა­რო დო­ნო­რო­ბას" ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­უ­წევს სპონ­სო­რო­ბას და მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს დას­რუ­ლე­ბულ კი­ნოპ­რო­დუქ­ცი­ას, რო­მე­ლიც კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტი გახ­დე­ბა. დამ­ფი­ნან­სებ­ლის სა­პოვ­ნე­ლად სა­ი­ტიც კი შექ­მნა, სა­დაც თან­ხის გა­და­რი­ცხვის სა­ნაც­ვლოდ სა­ჩუქ­რად მი­ი­ღებთ ფილ­მის DVD-ვერ­სი­ას, მო­ი­პო­ვებთ ჯე­იმსთან ფო­ტო­სე­სი­ის უფ­ლე­ბას ან სხვა სა­ინ­ტე­რე­სო წა­ხა­ლი­სე­ბით ისარ­გებ­ლებთ. სპონ­სორ­თა რი­ცხვი ნელ-ნელა, მაგ­რამ მა­ტუ­ლობს. პრო­ექტს მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო და გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო.

ჯე­იმ­ზი ამე­რი­კე­ლია. 17 წელი მუ­შა­ობ­და ფო­ტოგ­რა­ფად ჰო­ლი­ვუდ­ში, მაგ­რამ ერთ დღე­საც გა­და­წყვი­ტა, კი­ნო­მე­ქა­ში მი­ღე­ბუ­ლი დიდი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნა ეცა­და. ამას მოჰ­ყვა უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი, "ემი" და ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო. ამ ქვე­ყა­ნა­ში ფე­ხის დად­გმის შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი ახა­ლი ხანა და­ი­წყო, ახლა ის ორ ფილ­მს იღებს, ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ებ­სა და ქარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის მიმ­დე­ვარ "შავ­ფა­როს­ნებ­ზე".

კა­თო­ლი­კეა, თუმ­ცა, ეს ხელს არ უშ­ლის უყ­ვარ­დეს სხვა აღმსა­რებ­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "თუ გინ­დათ, შე­იგ­რძნოთ, რას ნიშ­ნავს ცხოვ­რე­ბა მო­ნას­ტერ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ეს­წროთ ღა­მის ოთხი­დან დი­ლის თორ­მეტ სა­ა­თამ­დე გა­მარ­თულ წირ­ვას. ეს სა­ოც­რე­ბაა, ამ დროს გრძნობ, რომ ღმერ­თი დგას შენ წინ და გაძ­ლევს მი­ნიშ­ნე­ბას, რო­მე­ლიც გუ­ლის თვა­ლებ­მა უნდა და­ი­ნა­ხოს, გუ­ლის ყურ­მა უნდა იგ­რძნოს. ის გე­უბ­ნე­ბა, რა არის სწო­რი და რა - არა. ძა­მას ხე­ო­ბა სა­მო­თხეა დე­და­მი­წა­ზე. იქ ვხე­დავ, რო­გორ უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს მიწა, რო­გორ ზრუ­ნა­ვენ ერ­თმა­ნეთ­ზე და ასე ქმნი­ან ღვთის­კენ სა­ვალ გზას. ბუ­ნე­ბა, ჰა­ე­რი, წყა­ლი, გა­რე­მო - ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი ჰარ­მო­ნი­უ­ლია, გრძნობ, რომ უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას შენი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი იქ რჩე­ბა და სა­დაც უნდა წახ­ვი­დე, ეს სა­ო­ცა­რი ხე­ო­ბა გკვე­ბავს", - ამ­ბობს ჯე­იმ­ზი, რო­მე­ლიც უკვე მე­ხუ­თედ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთ-ერთი ფო­ტო­სე­სი­ის დროს აზარ­ტში შე­სუ­ლი იმ­დე­ნად მი­უ­ახ­ლოვ­და ქარ­თუ­ლი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ოს­ტა­ტებს, რომ მო­ფა­რი­კა­ვე­თა­გან ერთ-ერ­თის ხმა­ლი შუბ­ლში მოხ­ვდა. ხუმ­რობს, "შავ­ფა­როს­ნებ­მა" რა­ინ­დად მომ­ნათ­ლე­სო.

ჯე­იმ­ზი გა­და­ღე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ეც­ნო­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს, მის კულ­ტუ­რას, სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბას, რე­გი­ო­ნებს. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გარ­და, მო­ი­ა­რა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, თა­ნაც არა­ერ­თხელ და მა­ინც მი­იჩ­ნევს, რომ ჯერ ბევ­რი რამ არ უნა­ხავს.

"არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რას ვი­ღებ, ადა­მი­ა­ნის პორ­ტრეტს, პე­ი­ზაჟს თუ ამა თუ იმ ერის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. ვცდი­ლობ, ზე­და­პირ­ზე გა­მო­ვი­ტა­ნო ის, რა­საც თვა­ლი ვერ და­ი­ნა­ხავს. რა­საც ზე­და­პირ­ზე ხე­დავ, ის მხო­ლოდ ბინ­დია, რო­მე­ლიც უნდა გა­დაწ­მინ­დო... ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი აქ ადა­მი­ა­ნე­ბის გულ­ში და მათი ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბის სიღ­რმე­ებ­ში იმა­ლე­ბა.

თა­ვი­დან მხო­ლოდ "შავ­ფა­როს­ნე­ბის" ალ­ბო­მე­ბის შექ­მნა­ზე ვფიქ­რობ­დი, ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ კი უცებ გა­დავ­წყვი­ტე, ორი ფილ­მი გა­და­ვი­ღო და რაც შე­იძ­ლე­ბა ბევრ ადა­მი­ანს ვა­ნა­ხო. ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ხომ ისიც არის, რომ სხვებს და­ეხ­მა­რო იმის ნახ­ვა­ში, რა­საც თვი­თონ მი­ზეზ­თა გამო და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ მო­ი­პო­ვებს", - მე­უბ­ნე­ბა ჯე­იმ­ზი და მაჩ­ვე­ნებს ფო­ტოს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს და­ჩო­ქი­ლი ხელ­ზე ემ­თხვე­ვა და უწ­მინ­დე­სი ლო­ცავს. "პატ­რი­არ­ქს ჩემი პრო­ექ­ტი მო­ე­წო­ნა, თრე­ი­ლე­რიც ვა­ნა­ხე, ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა მი­სურ­ვა, დამ­ლო­ცა და ჩვე­ნი საქ­მე აკურ­თხა", - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"საქართველოში გავათვითცნობიერე, რომ ღმერთს ვეძებდი..." - ჰოლივუდელი ფოტოგრაფის ქართული ოდისეა

"საქართველოში გავათვითცნობიერე, რომ ღმერთს ვეძებდი..." - ჰოლივუდელი ფოტოგრაფის ქართული ოდისეა

ჯეიმზ ჰიგინსონი მონიტორზე ფილმის თრეილერს მიჩვენებს. "უანგარო დონორობა" - ასე ერქმევა ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და ქართველი ბერების ცხოვრების შესახებ იღებს. ფილმში, ძირითადად, ძამას ხეობაში მდებარე ეკლესია-მონასტრებია წარმოდგენილი. პროექტის დიდი ნაწილი მზად არის, მაგრამ ჯერ საქმე ბევრია... მიუხედავად იმისა, რომ ფული არ ჩანს, ჯეიმზს იმედი აქვს, რომ "უანგარო დონორობას" ბევრი ადამიანი გაუწევს სპონსორობას და მაყურებელი იხილავს დასრულებულ კინოპროდუქციას, რომელიც კინოფესტივალების ფავორიტი გახდება. დამფინანსებლის საპოვნელად საიტიც კი შექმნა, სადაც თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ საჩუქრად მიიღებთ ფილმის DVD-ვერსიას, მოიპოვებთ ჯეიმსთან ფოტოსესიის უფლებას ან სხვა საინტერესო წახალისებით ისარგებლებთ. სპონსორთა რიცხვი ნელ-ნელა, მაგრამ მატულობს. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქო და გერმანიაში საქართველოს საელჩო.

ჯეიმზი ამერიკელია. 17 წელი მუშაობდა ფოტოგრაფად ჰოლივუდში, მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვიტა, კინომექაში მიღებული დიდი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე საკუთარი პროდუქციის შექმნა ეცადა. ამას მოჰყვა უამრავი საინტერესო პროექტი, "ემი" და ბოლოს საქართველო. ამ ქვეყანაში ფეხის დადგმის შემდეგ მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ხანა დაიწყო, ახლა ის ორ ფილმს იღებს, ქართულ ეკლესიებსა და ქართული საბრძოლო ხელოვნების მიმდევარ "შავფაროსნებზე".

კათოლიკეა, თუმცა, ეს ხელს არ უშლის უყვარდეს სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები. "თუ გინდათ, შეიგრძნოთ, რას ნიშნავს ცხოვრება მონასტერში, აუცილებლად უნდა დაესწროთ ღამის ოთხიდან დილის თორმეტ საათამდე გამართულ წირვას. ეს საოცრებაა, ამ დროს გრძნობ, რომ ღმერთი დგას შენ წინ და გაძლევს მინიშნებას, რომელიც გულის თვალებმა უნდა დაინახოს, გულის ყურმა უნდა იგრძნოს. ის გეუბნება, რა არის სწორი და რა - არა. ძამას ხეობა სამოთხეა დედამიწაზე. იქ ვხედავ, როგორ უყვართ ადამიანებს მიწა, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე და ასე ქმნიან ღვთისკენ სავალ გზას. ბუნება, ჰაერი, წყალი, გარემო - ყველაფერი ისეთი ჰარმონიულია, გრძნობ, რომ უკან დაბრუნებისას შენი ენერგეტიკული ნაწილი იქ რჩება და სადაც უნდა წახვიდე, ეს საოცარი ხეობა გკვებავს", - ამბობს ჯეიმზი, რომელიც უკვე მეხუთედ არის საქართველოში. ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს აზარტში შესული იმდენად მიუახლოვდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატებს, რომ მოფარიკავეთაგან ერთ-ერთის ხმალი შუბლში მოხვდა. ხუმრობს, "შავფაროსნებმა" რაინდად მომნათლესო.

ჯეიმზი გადაღების პარალელურად ეცნობოდა საქართველოს, მის კულტურას, სულიერ ცხოვრებას, რეგიონებს. ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, მოიარა მთელი საქართველო, თანაც არაერთხელ და მაინც მიიჩნევს, რომ ჯერ ბევრი რამ არ უნახავს.

"არა აქვს მნიშვნელობა, რას ვიღებ, ადამიანის პორტრეტს, პეიზაჟს თუ ამა თუ იმ ერის ცხოვრებისეულ თავისებურებებს. ვცდილობ, ზედაპირზე გამოვიტანო ის, რასაც თვალი ვერ დაინახავს. რასაც ზედაპირზე ხედავ, ის მხოლოდ ბინდია, რომელიც უნდა გადაწმინდო... ყველაზე მთავარი აქ ადამიანების გულში და მათი ცხოვრების წესების სიღრმეებში იმალება.

თავიდან მხოლოდ "შავფაროსნების" ალბომების შექმნაზე ვფიქრობდი, ეკლესია-მონასტრების გაცნობის შემდეგ კი უცებ გადავწყვიტე, ორი ფილმი გადავიღო და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვანახო. ხელოვნების ერთ-ერთი დანიშნულება ხომ ისიც არის, რომ სხვებს დაეხმარო იმის ნახვაში, რასაც თვითონ მიზეზთა გამო დამოუკიდებლად ვერ მოიპოვებს", - მეუბნება ჯეიმზი და მაჩვენებს ფოტოს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაჩოქილი ხელზე ემთხვევა და უწმინდესი ლოცავს. "პატრიარქს ჩემი პროექტი მოეწონა, თრეილერიც ვანახე, ფილმის გადაღებაში წარმატება მისურვა, დამლოცა და ჩვენი საქმე აკურთხა", - ამბობს ფოტოგრაფი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია