მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირები აქვს ძველ და ახალ ხელისუფლებას "ქურდული სამყაროს" წევრებთან
რა კავშირები აქვს ძველ და ახალ ხელისუფლებას "ქურდული სამყაროს" წევრებთან

ტა­რი­ელ ონი­ა­ნი, ბეგ­ლარ ხა­რა­ძე, "რე­მე­ნა", "ტა­ი­ვან­ჩი­კი" - ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წარ­დგე­ნი­სას რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­მა. შეხ­ვედ­რა­ზე ძვე­ლი და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რებ­თან კავ­შირ­ში დას­დეს ბრა­ლი.

"აქ სა­უ­ბა­რი იყო "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან" კავ­ში­რებ­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად ჩემი მი­მარ­თე­ბი­თაც გა­ის­მა ბა­ტო­ნი გივი თარ­გა­მა­ძის მხრი­დან. მე მა­ინ­ტე­რე­სებს, ბა­ტო­ნი ბეგ­ლარ ხა­რა­ძე... ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ბა­ტო­ნი გივი არ არის აქ. შე­იძ­ლე­ბა, მის­მა მე­გობ­რებ­მა იცოდ­ნენ, ვინ არის ეს პი­როვ­ნე­ბა და გა­ნუ­მარ­ტოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს არის "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", რო­მე­ლიც, ფაქ­ტი­უ­რად, გივი თარ­გა­მა­ძის ოჯა­ხის წევ­რია", - გა­ნა­ცხა­და ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრმა კახი კა­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას.

კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი. "ბა­ტო­ნი კა­ხის­გან ცოტა უხერ­ხუ­ლია გივი თარ­გა­მა­ძის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა. თით­ქოს ის არ იყო, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ აცხა­დებ­და, რომ 8 სული ქურ­დი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა. გთხოვთ, თქვენ მა­ინც შე­ი­კა­ვოთ თავი და ეგ კი­თხვე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებს და­ას­მე­ვი­ნოთ", - მი­მარ­თა თაქთა­ქიშ­ვილ­მა კა­ლა­ძეს.

"თქვენ ფაქ­ტი­უ­რად ჩა­ა­ნაც­ვლეთ თქვე­ნი მარ­თვის მე­თო­დე­ბით "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო". ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია თქვენ­გან ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის მოს­მე­ნა, ალ­ბათ, ასე­თი კამ­პა­ნი­აა და­გეგ­მი­ლი, რომ ბრა­ლი დას­დოთ ჩვენს მთავ­რო­ბას "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან" ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და სა­ო­ცარ სი­ტყვებს იყე­ნებთ. ძა­ლი­ან კარ­გად ერ­კვე­ვით ამ სფე­რო­ში, გე­ტყო­ბათ. მი­მაჩ­ნია, რომ ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია არა მარ­ტო ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ ხალ­ხი­საც. მსგავ­სი ტყუ­ი­ლე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბით თქვენ ცდი­ლობთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ შე­იყ­ვა­ნოთ შეც­დო­მა­ში", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პა­სუ­ხად, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­მა ღა­რი­ბაშ­ვილს ფოტო აჩ­ვე­ნა და მი­მარ­თა:

"ამ სუ­რათ­ზე თქვენ ხომ ვერ ამო­იც­ნობთ ვიცე-პრე­მი­ერს, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან", ვინ­მე "ტა­ი­ვან­ჩი­კას­თან" ერ­თად?"

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს კახი კა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ: "ჩემი წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სპორ­ტში ვი­ყა­ვი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი ქვეყ­ნი­დან. ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­თან მაქვს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი და, ალ­ბათ, უხერ­ხუ­ლია, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად მო­დის, ჰკი­თხო რა საქ­მი­ა­ნო­ბით არის ის და­კა­ვე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

რა კავშირები აქვს ძველ და ახალ ხელისუფლებას "ქურდული სამყაროს" წევრებთან

რა კავშირები აქვს ძველ და ახალ ხელისუფლებას "ქურდული სამყაროს" წევრებთან

ტარიელ ონიანი, ბეგლარ ხარაძე, "რემენა", "ტაივანჩიკი" - ამ ადამიანების სახელები საქართველოს პარლამენტში ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას რამდენჯერმე გაისმა. შეხვედრაზე ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს "ქურდული სამყაროს" წევრებთან კავშირში დასდეს ბრალი.

"აქ საუბარი იყო "ქურდულ სამყაროსთან" კავშირებზე, კონკრეტულად ჩემი მიმართებითაც გაისმა ბატონი გივი თარგამაძის მხრიდან. მე მაინტერესებს, ბატონი ბეგლარ ხარაძე... ძალიან ცუდია, რომ ბატონი გივი არ არის აქ. შეიძლება, მისმა მეგობრებმა იცოდნენ, ვინ არის ეს პიროვნება და განუმარტოთ საზოგადოებას. ეს არის "კანონიერი ქურდი", რომელიც, ფაქტიურად, გივი თარგამაძის ოჯახის წევრია", - განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

კალაძის განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი. "ბატონი კახისგან ცოტა უხერხულია გივი თარგამაძის დადანაშაულება. თითქოს ის არ იყო, რომელიც წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ 8 სული ქურდი ფეხზე წამოუდგა. გთხოვთ, თქვენ მაინც შეიკავოთ თავი და ეგ კითხვები სხვა ადამიანებს დაასმევინოთ", - მიმართა თაქთაქიშვილმა კალაძეს.

"თქვენ ფაქტიურად ჩაანაცვლეთ თქვენი მართვის მეთოდებით "ქურდული სამყარო". ძალიან უხერხულია თქვენგან ასეთი განცხადებების მოსმენა, ალბათ, ასეთი კამპანიაა დაგეგმილი, რომ ბრალი დასდოთ ჩვენს მთავრობას "ქურდულ სამყაროსთან" ურთიერთობაში და საოცარ სიტყვებს იყენებთ. ძალიან კარგად ერკვევით ამ სფეროში, გეტყობათ. მიმაჩნია, რომ ეს შეურაცხმყოფელია არა მარტო ჩვენი ხელისუფლების, არამედ ხალხისაც. მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით თქვენ ცდილობთ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანოთ შეცდომაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პასუხად, ჩიორა თაქთაქიშვილმა ღარიბაშვილს ფოტო აჩვენა და მიმართა:

"ამ სურათზე თქვენ ხომ ვერ ამოიცნობთ ვიცე-პრემიერს, რომელიც გადაღებულია "კანონიერ ქურდთან", ვინმე "ტაივანჩიკასთან" ერთად?"

ჩიორა თაქთაქიშვილს კახი კალაძემ უპასუხა, რომ: "ჩემი წარსული ცხოვრება მოგეხსენებათ, სპორტში ვიყავი და წლების განმავლობაში წასული ვიყავი ქვეყნიდან. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული და, ალბათ, უხერხულია, ადამიანს, რომელიც ფოტოს გადასაღებად მოდის, ჰკითხო რა საქმიანობით არის ის დაკავებული", - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა