26 ივლისს, 22:00 საათზე, კლუბი "ექსკლუზივი" (ჯიქიას 5) გეპატიჟებათ გრიგორი ლეპსის სიმღერების კარაოკე საღამოზე.
საღამო მთლიანად ლეპსის შემოქმედებას მიეძღვნება და საუკეთესო შემსრულებელი მისი კონცერტის ბილეთებით დაჯილდოვდება. მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. გათამაშდება სხვა პრიზებიც, რომლებიც თავად კლუბმა დააწესა.
გრიგორი ლეპსის კონცერტი თბილისში პირველად 7 დეკემბერს სპორტის სასახლეში გაიმართება. მასზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით "საქართველოს ფოსტის" ჯიხურებსა და ინტერნეტ პორტალზე - biletebi.ge.