საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმელი მაშველი, რომელმაც 100-მდე ადამიანი იხსნა - ტრაგიკული და ემოციური ისტორიები შავი ზღვის სანაპიროდან
ბათუმელი მაშველი, რომელმაც 100-მდე ადამიანი იხსნა - ტრაგიკული და ემოციური ისტორიები შავი ზღვის სანაპიროდან

აჭა­რის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში 12 წელ­ზე მეტი მუ­შა­ობს. აეტი კა­ხი­ძის­თვის ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა ყვე­ლა­ზე დიდი აზარ­ტია. 100-მდე გა­დარ­ჩე­ნი­ლი და 30-მდე ნა­პოვ­ნი ცხე­და­რი, ეს არის 38 წლის მაშ­ვე­ლის თავ­და­უ­ზო­გა­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი. ამ­ბობს, რომ სხვა სამ­სა­ხუ­რი მის­თვის არ არ­სე­ბობს და ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნია ვერ­ცერ­თი დღე ზღვა­ზე გა­ცურ­ვის გა­რე­შე. აეტი მაშ­ვე­ლი და მყვინ­თა­ვია.

"მაშ­ვე­ლად 2003 წელს და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. კარ­გად ვცუ­რავ­დი, შე­მეძ­ლო ტალ­ღებ­ში შეს­ვლა და გა­მოს­ვლა. ვი­ფიქ­რე, რომ შევ­ძლებ­დი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას და უკვე 11 წე­ლია აქ ვარ.

100-მდე ადა­მი­ა­ნი გა­და­მირ­ჩე­ნია და 30-მდე მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მყავს წყლი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი. ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლია თა­ვის­თა­ვად, თუმ­ცა რო­გორც ყვე­ლა პრო­ფე­სი­ა­ში, ჩვენ­თა­ნაც არის კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. ძებ­ნის დროს ჩემი მე­წყვი­ლე მაშ­ვე­ლი და­ვი­ჭი­რე, ვი­ფიქ­რე უკვე ვი­პო­ვეთ ცხე­და­რი თქო, მაგ­რამ მე­წყვი­ლეს ჩემი სხე­უ­ლი ეგო­ნა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და მა­ნაც მჭიდ­როდ შე­მომ­ხვია ხე­ლე­ბი.

იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, მდი­ნა­რე­ზე ქე­ი­ფობ­დნენ, რა­ღა­ცას აღ­ნი­შავ­დნენ. ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი ჩახ­ტა წყალ­ში და ვე­ღარ ამო­ვი­და. ჩას­ვლის­თა­ნა­ვე მდი­ნა­რის ფსკერ­ზე და­ვი­ნა­ხე უამ­რა­ვი ჩონ­ჩხი სა­ქონ­ლის, ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა იყო და ცუდი გან­წყო­ბით ვაგ­რძე­ლებ­დი მუ­შა­ო­ბას. უცებ და­ვი­ნა­ხე ადა­მი­ა­ნი იწვა ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი და ულ­ვა­შებს ისე აქა­ნებ­და, თით­ქოს მი­ღი­მო­და. რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო იყო, წყლის დი­ნე­ბა ისე უთა­მა­შებ­და ულ­ვა­შებს მიც­ვა­ლე­ბულს, თავ­და­პირ­ვე­ლად მე­გო­ნა ცო­ცხა­ლი იყო და ჩემი და­ნახ­ვა უხა­რო­და.

შემ­თხვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ტრა­გი­კუ­ლია, მაგ­რამ ყო­ფი­ლა რამ­დე­ნი­მე გა­მო­ძა­ხე­ბა, რა დრო­საც ცრუ გან­გაშ­ზე გვი­მუ­შა­ვია. და­ვი­წყეთ ზღვა­ში მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ძებ­ნის ობი­ექ­ტი ხმე­ლეთ­ზე აღ­მოჩ­ნდა. ახ­ლობ­ლე­ბი პა­ნი­კა­ში იყ­ვნენ, გვი­თხრეს, რომ მა­მა­კა­ცი ბო­ლოს წყალ­ში ნა­ხეს, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი პლი­აჟ­ზე საღ-სა­ლა­მა­თი თა­ვი­სი ფე­ხით მო­ვი­და. ტან­საც­მე­ლი ნა­პირ­ზე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თვი­თონ კი თურ­მე სა­დღაც ქე­ი­ფობ­და.

- ტალ­ღებ­თან თუ გიბ­რძო­ლი­ათ ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად?

- საკ­მა­ოდ ხში­რად. ერთს გა­ვიხ­სე­ნებ, ძა­ლი­ან დიდი ტალ­ღე­ბი იყო, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა ბიჭი, გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც შე­ვი­და ზღვა­ში. მი­თხრა, არ არის პრობ­ლე­მა, კარ­გად ვცუ­რა­ვო. წყალ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე, ისე რომ არც კი გა­უ­ცუ­რავს, ნა­პი­რის­კენ შე­მობ­რუნ­და და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, პა­ნი­კა­ში იყო. შევ­ცუ­რე წყალ­ში, და­ვი­წყე ტალ­ღებ­თან ბრძო­ლა და ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა. ეს ბიჭი კი­სერ­ზე მაჯ­დე­ბო­და და ცდი­ლობ­და ჰა­ე­რი ჩა­ე­სუნ­თქა ფაქ­ტი­უ­რად ჩემს ხარ­ჯზე, ის მე მახ­რჩობ­და და ხელ-ფეხ­საც არ აქა­ნებ­და და­სახ­მა­რებ­ლად. ვიბ­რძო­ლე ორ ფრონტზე, ერთი მხრივ ტალ­ღებს ვებ­რძო­დი, მე­ო­რე მხრივ სა­კუ­თა­რი თა­ვის და ამ ბი­ჭის გა­და­სარ­ჩე­ნად. ბო­ლოს რო­გორც იქნა, გა­მო­ვე­დით ნა­პირ­ზე, მაგ­რამ ბიჭს მა­ინც დას­ჭირ­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, ბევ­რი წყა­ლი ქონ­და ნაყ­ლა­პი.

- ზღვა­ზე დახ­მა­რე­ბას რა ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი ითხო­ვენ უმე­ტე­სად და უფრო ხში­რად დახ­მა­რე­ბა ქა­ლებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ თუ მა­მა­კა­ცებს?

- უმე­ტე­სად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცებს სჭირ­დე­ბათ შვე­ლა და ამას და­ღუ­პულ­თა სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს. ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვერ აფა­სე­ბენ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ასე­ვე ხში­რია მო­ზარ­დე­ბის დახ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ქალ­ბა­ტო­ნებ­საც უნიშ­ნე­ბი­ათ წყლი­დან, ძი­რი­თა­დად ძარ­ღვის შეფსკვნის გამო. ძარ­ღვი ვი­საც აქვს გაფსკვნი­ლი, შე­უძ­ლია ზღვის ზე­და­პირ­ზე ყოფ­ნა და ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით ნა­პირ­ზე გა­მოს­ვლა­ში.

- რო­გო­რი ემო­ცი­აა ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა?

- ეს არის ენით აუღ­წე­რე­ლი ემო­ცია. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბიც ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა ხში­რია შემ­თვე­ვა, როცა მად­ლო­ბა­საც არ ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შოკი აქვთ და ავი­წყდე­ბათ. სა­ბა­ნაო ზოლ­ზე არის ტივ­ტი­ვე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი, რაც 60 მეტ­რის იქით გას­ვლას კრძა­ლავს კა­ტარ­ღე­ბის და სხვა მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გამო. თუმ­ცა ტივ­ტი­ვა ერ­თგვა­რად მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლიც არის, რად­გან ყვე­ლა ცდი­ლობს ტივ­ტი­ვამ­დე გა­ცურ­ვას. ტივ­ტი­ვას იქეთ გა­სუ­ლებს მკაც­რად ვაფრ­თხი­ლებთ, რომ უკან ნა­პი­რის­კენ გა­ცუ­რონ.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ნა­პი­რი­დან 5-დან 30 მეტ­რამ­დე ხდე­ბა. ვინც შორს მი­ცუ­რავს, იმას გა­მოს­ვლაც შე­უძ­ლია. ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ღუპ­ვის ფაქ­ტე­ბი ახ­ლობ­ლის უყუ­რა­დღე­ბო­ბი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მშობ­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ ბავ­შვი თა­მა­შობს სი­ლა­ში და ამ დროს იკარ­გე­ბა.

2012 წელს კირ­ნათ­ში 4 წლის ბავ­შვი და­იხ­რჩო, მდი­ნა­რემ ქვი­დან წა­ი­ღო. მა­მას მდი­ნა­რე­ზე ორი შვი­ლი წა­ეყ­ვა­ნა და ალ­ბათ, უყუ­რა­დღე­ბო­ბით და­ე­მარ­თათ ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს დაგ­ვხვდა ცუდი მხედ­ვე­ლო­ბა და სწრა­ფი დი­ნე­ბა. მო­სა­ძებ­ნი არე­ა­ლი გან­ვსა­ზღვრეთ და და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ჩავ­კი­დეთ მაშ­ვე­ლებ­მა ხე­ლე­ბი და და­ვი­წყეთ ფე­ხით სვლა მდი­ნა­რის გას­წვრივ. მე­ო­რე წრე­ზე ვი­ყა­ვით, ფეხი და­ვად­გი... ამო­ვიყ­ვა­ნე დამ­ხრჩვა­ლი პა­ტა­რა. ეს იყო ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი, კი­ვი­ლი, წი­ვი­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი მქონ­და.

არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ცხედ­რის პოვ­ნის შემ­დეგ ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი და ტაშს უკ­რა­ვენ. ორი უკი­დუ­რე­სო­ბაა ამ დროს, ერ­თია, რომ და­ი­ღუ­პა და ტრა­გე­დი­აა, მე­ო­რე არის, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ცხე­და­რი მა­ინც ექ­ნე­ბათ და უხა­რი­ათ.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბით სა­მუ­შა­ო­ზე გა­სას­ვლე­ლად?

- ჩვენ ყო­ველ­თვის მზად­ყოფ­ნა­ში ვართ და გა­მო­ძა­ხე­ბის­თა­ნა­ვე სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი გავ­დი­ვართ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის მი­თი­თე­ბით, თუ სად და­ი­ნა­ხეს ბო­ლოს ადა­მი­ა­ნი, ჩავ­დი­ვართ წყალ­ში რამ­დე­ნი­მე მყვინ­თა­ვი და ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას. ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას დი­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს, წყალ­ქვე­შა სიგ­ნა­ლე­ბით ვკონ­ტაქ­ტობთ ან ბაწ­რით ვა­კე­თებთ ჯაჭვს. თუ კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბაა, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა მარ­ტი­ვია, ტალ­ღე­ბის დროს კი არ არის მხედ­ვე­ლო­ბა და ფაქ­ტი­უ­რად ბრმად ვე­ძებთ.

- რა სირ­თუ­ლე­ე­ბი გხვდე­ბათ წყალ­ქვეშ?

- წყალ­ქვეშ შე­საძ­ლოა, ხი­ფათ­ში აღ­მოვ­ჩნდეთ, ჩარ­ჩე­ნი­ლი ბა­დე­ე­ბი და ბაწ­რე­ბი ძა­ლი­ან სა­ში­შია. არის წყალ­ქვე­შა ნა­გა­ვი რკი­ნე­ბის სა­ხით და შე­საძ­ლოა, და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. მე არას­დროს მქო­ნია წყალ­ქვეშ რა­ი­მე სა­ხი­ფა­თო შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ სარფში იყო შემ­თხვე­ვა, როცა ღუ­ზის ბა­წარ­ზე გა­იბ­ლან­და ერთ-ერთი მყვინ­თა­ვი და მის­მა მე­წყვი­ლემ გა­და­არ­ჩი­ნა.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც ამა­ვე პრო­ფე­სი­ას უკავ­შირ­დე­ბა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ცვლი­ლე­ბებს არ ვგეგ­მავ, მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია, ეს ჩემი სტი­ქი­აა. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია სხვა რო­მე­ლი პრო­ფე­სია და საქ­მი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა ამა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო. ზღვა არას­დროს მომ­ბეზ­რდე­ბა, არ შე­მიძ­ლია ზღვის გა­რე­შე ერთი დღეც, დის­კომ­ფორ­ტს ვგრძნობ.

- 11 წე­ლია მუ­შა­ობ და რო­გორც ვიცი, ჯილ­დო­ე­ბიც გაქვს...

- 2006 წელს მა­რა­თო­ნი გა­ი­მარ­თა, სა­დაც სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბა­ში, წყალ­ქვე­შა ნა­დი­რო­ბა­სა და სიგ­რძე­ზე ცურ­ვა­ში ვე­ჯიბ­რე­ბო­დით. ხუთი გუნ­დი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე, სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბით წყალ­ქვეშ 3 წუთი და 40 წამი გავ­ძე­ლი. ჯგუ­ფურ­ში კი მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დით. სი­გე­ლე­ბი მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, მა­რა­თო­ნი­დან კი თასე­ბი. 2012 წელს მი­ვი­ღე სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­მა­ჯილ­დო­ეს. ამით ვა­მა­ყობ, ჩვენ­თან ბევ­რია დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, თუმ­ცა უფ­რო­სო­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს ჯილ­დო მე მი­მე­ღო, ეს დიდი სტი­მუ­ლია.

- რას ურ­ჩევთ ზღვა­ზე მყოფ დამ­სვე­ნებ­ლებს?

- ნა­ბა­ხუ­სევ­ზე, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მცხუნ­ვა­რე მზის დროს ნუ შევ­ლენ ზღვა­ში, ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია. მშობ­ლებს კი ვურ­ჩევ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ ბავ­შვებს, რად­გან ზღვა­ზე ყო­ვე­ლი წამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუ ბევ­რი ბავ­შვი ყავს მი­სა­ხე­დი, მაშ­ველს სთხო­ვონ, რომ მათ მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ სტა­ტი­ის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ვერ­სია | Lifeguard who saved over 100 people - Emotional stories from the Black Sea coast

რუბრიკის სხვა სიახლეები

ბათუმელი მაშველი, რომელმაც 100-მდე ადამიანი იხსნა - ტრაგიკული და ემოციური ისტორიები შავი ზღვის სანაპიროდან

ბათუმელი მაშველი, რომელმაც 100-მდე ადამიანი იხსნა - ტრაგიკული და ემოციური ისტორიები შავი ზღვის სანაპიროდან

აჭარის სამაშველო სამსახურში 12 წელზე მეტი მუშაობს. აეტი კახიძისთვის ადამიანის გადარჩენა ყველაზე დიდი აზარტია. 100-მდე გადარჩენილი და 30-მდე ნაპოვნი ცხედარი, ეს არის 38 წლის მაშველის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი. ამბობს, რომ სხვა სამსახური მისთვის არ არსებობს და ვერც კი წარმოუდგენია ვერცერთი დღე ზღვაზე გაცურვის გარეშე. აეტი მაშველი და მყვინთავია.

"მაშველად 2003 წელს დავიწყე მუშაობა. კარგად ვცურავდი, შემეძლო ტალღებში შესვლა და გამოსვლა. ვიფიქრე, რომ შევძლებდი ადამიანების დახმარებას და უკვე 11 წელია აქ ვარ.

100-მდე ადამიანი გადამირჩენია და 30-მდე მიცვალებული მყავს წყლიდან ამოყვანილი. ყველა სიტუაცია ძალიან ტრაგიკულია თავისთავად, თუმცა როგორც ყველა პროფესიაში, ჩვენთანაც არის კურიოზული შემთხვევები. ძებნის დროს ჩემი მეწყვილე მაშველი დავიჭირე, ვიფიქრე უკვე ვიპოვეთ ცხედარი თქო, მაგრამ მეწყვილეს ჩემი სხეული ეგონა მიცვალებულის და მანაც მჭიდროდ შემომხვია ხელები.

იყო ასეთი შემთხვევა, მდინარეზე ქეიფობდნენ, რაღაცას აღნიშავდნენ. ერთ-ერთი მამაკაცი ჩახტა წყალში და ვეღარ ამოვიდა. ჩასვლისთანავე მდინარის ფსკერზე დავინახე უამრავი ჩონჩხი საქონლის, ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო და ცუდი განწყობით ვაგრძელებდი მუშაობას. უცებ დავინახე ადამიანი იწვა ამოტრიალებული და ულვაშებს ისე აქანებდა, თითქოს მიღიმოდა. რაღაც უჩვეულო იყო, წყლის დინება ისე უთამაშებდა ულვაშებს მიცვალებულს, თავდაპირველად მეგონა ცოცხალი იყო და ჩემი დანახვა უხაროდა.

შემთხვევები საკმაოდ რთული და ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულია, მაგრამ ყოფილა რამდენიმე გამოძახება, რა დროსაც ცრუ განგაშზე გვიმუშავია. დავიწყეთ ზღვაში მუშაობა, თუმცა ძებნის ობიექტი ხმელეთზე აღმოჩნდა. ახლობლები პანიკაში იყვნენ, გვითხრეს, რომ მამაკაცი ბოლოს წყალში ნახეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი პლიაჟზე საღ-სალამათი თავისი ფეხით მოვიდა. ტანსაცმელი ნაპირზე დაეტოვებინა, თვითონ კი თურმე სადღაც ქეიფობდა.

- ტალღებთან თუ გიბრძოლიათ ადამიანის გადასარჩენად?

- საკმაოდ ხშირად. ერთს გავიხსენებ, ძალიან დიდი ტალღები იყო, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი, გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შევიდა ზღვაში. მითხრა, არ არის პრობლემა, კარგად ვცურავო. წყალში შესვლისთანავე, ისე რომ არც კი გაუცურავს, ნაპირისკენ შემობრუნდა და დახმარება ითხოვა, პანიკაში იყო. შევცურე წყალში, დავიწყე ტალღებთან ბრძოლა და ადამიანის გადარჩენა. ეს ბიჭი კისერზე მაჯდებოდა და ცდილობდა ჰაერი ჩაესუნთქა ფაქტიურად ჩემს ხარჯზე, ის მე მახრჩობდა და ხელ-ფეხსაც არ აქანებდა დასახმარებლად. ვიბრძოლე ორ ფრონტზე, ერთი მხრივ ტალღებს ვებრძოდი, მეორე მხრივ საკუთარი თავის და ამ ბიჭის გადასარჩენად. ბოლოს როგორც იქნა, გამოვედით ნაპირზე, მაგრამ ბიჭს მაინც დასჭირდა სასწრაფო დახმარება, ბევრი წყალი ქონდა ნაყლაპი.

- ზღვაზე დახმარებას რა ასაკის ადამიანები ითხოვენ უმეტესად და უფრო ხშირად დახმარება ქალებს ესაჭიროებათ თუ მამაკაცებს?

- უმეტესად ახალგაზრდა მამაკაცებს სჭირდებათ შველა და ამას დაღუპულთა სტატისტიკაც ადასტურებს. ნასვამ მდგომარეობაში ვერ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, ასევე ხშირია მოზარდების დახმარების შემთხვევები. ქალბატონებსაც უნიშნებიათ წყლიდან, ძირითადად ძარღვის შეფსკვნის გამო. ძარღვი ვისაც აქვს გაფსკვნილი, შეუძლია ზღვის ზედაპირზე ყოფნა და ჩვენ ვეხმარებით ნაპირზე გამოსვლაში.

- როგორი ემოციაა ადამიანის გადარჩენა?

- ეს არის ენით აუღწერელი ემოცია. დაზარალებულიც და მისი თანმხლები პირებიც ძალიან გახარებულები არიან, თუმცა ხშირია შემთვევა, როცა მადლობასაც არ ამბობენ, მაგრამ შესაძლოა, ფსიქოლოგიური შოკი აქვთ და ავიწყდებათ. საბანაო ზოლზე არის ტივტივები განლაგებული, რაც 60 მეტრის იქით გასვლას კრძალავს კატარღების და სხვა მცურავი საშუალებების გამო. თუმცა ტივტივა ერთგვარად მაპროვოცირებელიც არის, რადგან ყველა ცდილობს ტივტივამდე გაცურვას. ტივტივას იქეთ გასულებს მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ უკან ნაპირისკენ გაცურონ.

უბედური შემთხვევები ძირითადად ნაპირიდან 5-დან 30 მეტრამდე ხდება. ვინც შორს მიცურავს, იმას გამოსვლაც შეუძლია. ბავშვების შემთხვევაში დაღუპვის ფაქტები ახლობლის უყურადღებობითაც არის განპირობებული. მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვი თამაშობს სილაში და ამ დროს იკარგება.

2012 წელს კირნათში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო, მდინარემ ქვიდან წაიღო. მამას მდინარეზე ორი შვილი წაეყვანა და ალბათ, უყურადღებობით დაემართათ ასეთი ტრაგიკული ამბავი. ადგილზე მისულებს დაგვხვდა ცუდი მხედველობა და სწრაფი დინება. მოსაძებნი არეალი განვსაზღვრეთ და დავიწყეთ მუშაობა. ჩავკიდეთ მაშველებმა ხელები და დავიწყეთ ფეხით სვლა მდინარის გასწვრივ. მეორე წრეზე ვიყავით, ფეხი დავადგი... ამოვიყვანე დამხრჩვალი პატარა. ეს იყო ძალიან ტრაგიკული ამბავი, კივილი, წივილი ძალიან რთული ფსიქოლოგიური მომენტი მქონდა.

არის შემთხვევები, როცა ცხედრის პოვნის შემდეგ ახლობლები არიან გახარებულები და ტაშს უკრავენ. ორი უკიდურესობაა ამ დროს, ერთია, რომ დაიღუპა და ტრაგედიაა, მეორე არის, რომ მიცვალებულის ცხედარი მაინც ექნებათ და უხარიათ.

- როგორ ემზადებით სამუშაოზე გასასვლელად?

- ჩვენ ყოველთვის მზადყოფნაში ვართ და გამოძახებისთანავე სრულად აღჭურვილები გავდივართ. თვითმხილველების მითითებით, თუ სად დაინახეს ბოლოს ადამიანი, ჩავდივართ წყალში რამდენიმე მყვინთავი და ვიწყებთ მუშაობას. ვაქცევთ ყურადღებას დინების მიმართულებებს, წყალქვეშა სიგნალებით ვკონტაქტობთ ან ბაწრით ვაკეთებთ ჯაჭვს. თუ კარგი მხედველობაა, სამძებრო ღონისძიება მარტივია, ტალღების დროს კი არ არის მხედველობა და ფაქტიურად ბრმად ვეძებთ.

- რა სირთულეები გხვდებათ წყალქვეშ?

- წყალქვეშ შესაძლოა, ხიფათში აღმოვჩნდეთ, ჩარჩენილი ბადეები და ბაწრები ძალიან საშიშია. არის წყალქვეშა ნაგავი რკინების სახით და შესაძლოა, დაზიანება მიიღო. მე არასდროს მქონია წყალქვეშ რაიმე სახიფათო შემთხვევა, მაგრამ სარფში იყო შემთხვევა, როცა ღუზის ბაწარზე გაიბლანდა ერთ-ერთი მყვინთავი და მისმა მეწყვილემ გადაარჩინა.

- სამომავლო გეგმებიც ამავე პროფესიას უკავშირდება?

- ჯერჯერობით ცვლილებებს არ ვგეგმავ, მიყვარს ჩემი პროფესია, ეს ჩემი სტიქიაა. ვერ წარმომიდგენია სხვა რომელი პროფესია და საქმიანობა იქნება ამაზე საინტერესო. ზღვა არასდროს მომბეზრდება, არ შემიძლია ზღვის გარეშე ერთი დღეც, დისკომფორტს ვგრძნობ.

- 11 წელია მუშაობ და როგორც ვიცი, ჯილდოებიც გაქვს...

- 2006 წელს მარათონი გაიმართა, სადაც სუნთქვის შეკავებაში, წყალქვეშა ნადირობასა და სიგრძეზე ცურვაში ვეჯიბრებოდით. ხუთი გუნდი და ინდივიდუალური პირები ვმონაწილეობდით. ინდივიდუალურში პირველი ადგილი დავიკავე, სუნთქვის შეკავებით წყალქვეშ 3 წუთი და 40 წამი გავძელი. ჯგუფურში კი მეორე ადგილზე გავედით. სიგელები მაქვს მიღებული, მარათონიდან კი თასები. 2012 წელს მივიღე სახელმწიფო ჯილდო, ღირსების ორდენით დამაჯილდოეს. ამით ვამაყობ, ჩვენთან ბევრია დამსახურებული თანამშრომელი, თუმცა უფროსობამ გადაწყვიტა, რომ ეს ჯილდო მე მიმეღო, ეს დიდი სტიმულია.

- რას ურჩევთ ზღვაზე მყოფ დამსვენებლებს?

- ნაბახუსევზე, ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მცხუნვარე მზის დროს ნუ შევლენ ზღვაში, ეს ძალიან საშიშია. მშობლებს კი ვურჩევ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბავშვებს, რადგან ზღვაზე ყოველი წამი მნიშვნელოვანია. თუ ბევრი ბავშვი ყავს მისახედი, მაშველს სთხოვონ, რომ მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია | Lifeguard who saved over 100 people - Emotional stories from the Black Sea coast

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია