მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრობის 6 კანდიდატის პირველი კომენტარები და მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს
მინისტრობის 6 კანდიდატის პირველი კომენტარები და მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს

მთავ­რო­ბა­ში 7 სა­კად­რო ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ, 21 ივ­ლისს, სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა და დღეს უკვე ახა­ლი მი­ნის­ტრე­ბის პოს­ტებ­ზე შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში წა­რად­გი­ნა. წარ­დგე­ნის შემ­დეგ პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებ­მა და პრე­მი­ერს ნდო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს.

"ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ იმ აღე­ბულ კურსს, რო­მე­ლიც ევ­რო­პას­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის კუ­თხით სა­ხელ­მწი­ფომ სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ასო­ცი­რე­ბის ნა­წილ­ში უა­რა­ვი პრო­ექ­ტია და­გეგ­მი­ლი, ასე­ვე, მე ვი­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვი­ნარ­ჩუ­ნებთ აღე­ბულ კურსს და გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ყვე­ლა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც დარ­გობ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას, ისე ევ­რო­პას­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ას, - აღ­ნიშ­ნა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ოთარ და­ნე­ლი­ამ.

"არა­ფე­რი შე­ი­ზღუ­დე­ბა ჩემი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში. მე მომ­ხრე ვარ სა­მი­ნის­ტრო­ში ყვე­ლა პრო­ცე­სი გამჭვირ­ვა­ლე იყოს. ჩემი გა­მი­ნის­ტრე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის რე­ფორ­მე­ბი, რა­საც სო­ზარ სუ­ბა­რი ატა­რებ­და, გაგ­რძელ­დე­ბა და მათ მი­ვიყ­ვანთ ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე", - გა­ნა­ცხა­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე წარ­დგე­ნილ­მა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

"შე­ვეც­დე­ბი, ყვე­ლა ის პროგ­რე­სუ­ლი პროგ­რა­მა, რაც წა­მო­წყე­ბუ­ლი იყო ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მიერ, გა­ვაგ­რძე­ლო დი­ნა­მი­უ­რად, ასე­ვე, შე­ვეც­დე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გაძ­ლი­ერ­დეს დი­ას­პო­რის ელექტრო­ნუ­ლი ბა­ზის გა­ნახ­ლე­ბა და ა. შ. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ყვე­ლა­ზე შორს მდე­ბა­რე ქვე­ყა­ნა­ში მყოფ­მა ადა­მი­ან­მა იგ­რძნოს ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს სარ­გე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რა­ზე წარ­დგე­ნილ­მა გელა დუმ­ბა­ძემ.

"არც ერთი პრო­ექ­ტი არ იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და რა თქმა უნდა, უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბულ ტემ­პებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში წარ­მო­გიდ­გენთ სტრა­ტე­გი­ას. დღეს ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძნე­ლია, სის­ტე­მა­ში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩა­ვი­ხე­დე­ბით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სტრა­ტე­გია და შე­სა­ბა­მი­სი ან­გა­რი­ში უკვე დევს სა­იტ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა, და­ვით შავ­ლი­აშ­ვილ­მა.

გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე წარ­დგე­ნი­ლი ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლი ხუ­დო­ნ­ჰე­სის პრო­ექტს ჯერ არ იც­ნობს, ამი­ტომ მი­აჩ­ნია, რომ მისი მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

"მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ხუ­დო­ნ­ჰეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მთე­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან გამჭვირ­ვა­ლე და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში", - აღ­ნიშ­ნა ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვილ­მა.

"ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის, სო­ზარ სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, დევ­ნი­ლე­ბის პრობ­ლე­მა კარ­გად იცის, ვი­ნა­ი­დან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ეს თემა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა მოხ­სე­ნე­ბა­ში შე­დი­ო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

მინისტრობის 6 კანდიდატის პირველი კომენტარები და მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს

მინისტრობის 6 კანდიდატის პირველი კომენტარები და მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს

მთავრობაში 7 საკადრო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გუშინ, 21 ივლისს, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა და დღეს უკვე ახალი მინისტრების პოსტებზე შერჩეული კანდიდატები მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა. წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს მინისტრობის კანდიდატებმა და პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ჩვენ გავაგრძელებთ იმ აღებულ კურსს, რომელიც ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. მოგეხსენებათ, ასოცირების ნაწილში უარავი პროექტია დაგეგმილი, ასევე, მე ვიტყოდი, რომ ძალიან კვალიფიციური და კარგი თანამშრომლები მუშაობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. შესაბამისად, ჩვენ ვინარჩუნებთ აღებულ კურსს და გავაძლიერებთ ყველა იმ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს როგორც დარგობრივ განვითარებას, ისე ევროპასთან ჰარმონიზაციას, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ.

"არაფერი შეიზღუდება ჩემი მინისტრობის პერიოდში. მე მომხრე ვარ სამინისტროში ყველა პროცესი გამჭვირვალე იყოს. ჩემი გამინისტრების შემთხვევაში, ის რეფორმები, რასაც სოზარ სუბარი ატარებდა, გაგრძელდება და მათ მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი მღებრიშვილმა.

"შევეცდები, ყველა ის პროგრესული პროგრამა, რაც წამოწყებული იყო ყოფილი მინისტრის მიერ, გავაგრძელო დინამიურად, ასევე, შევეცდები მაქსიმალურად გაძლიერდეს დიასპორის ელექტრონული ბაზის განახლება და ა. შ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საქართველოდან ყველაზე შორს მდებარე ქვეყანაში მყოფმა ადამიანმა იგრძნოს ჩვენი სამინისტროს სარგებელი", - აღნიშნა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურაზე წარდგენილმა გელა დუმბაძემ.

"არც ერთი პროექტი არ იყო გაჩერებული და რა თქმა უნდა, უფრო გაძლიერებულ ტემპებში გაგრძელდება ყველაფერი. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ სტრატეგიას. დღეს ამაზე საუბარი ძნელია, სისტემაში თავიდან ბოლომდე ჩავიხედებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაკავშირებით სტრატეგია და შესაბამისი ანგარიში უკვე დევს საიტზე", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, დავით შავლიაშვილმა.

გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ელგუჯა ხოკრიშვილი ხუდონჰესის პროექტს ჯერ არ იცნობს, ამიტომ მიაჩნია, რომ მისი მხრიდან გარკვეული პოზიციის დაფიქსირება არასერიოზული იქნებოდა.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ხუდონჰესთან დაკავშირებული მთელი პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებული მხარე იქნება მაქსიმალურად ჩართული ამ პროცესში", - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილების პრობლემა კარგად იცის, ვინაიდან სახალხო დამცველობიდან მოყოლებული ეს თემა, პრაქტიკულად, ყველა მოხსენებაში შედიოდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა