პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ოქრო იაფდება
საქართველოში ოქრო იაფდება

ოქ­როს ფასი, მცი­რე რყე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სტა­ბი­ლუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სა­ფა­სო ტენ­დენ­ცია, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ ბაზ­რებ­ზე ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბას ასა­ხავს.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში 999 სინ­ჯი 1 გრ ოქ­როს ფასი 82 ლარს შე­ად­გენს, და­ახ­ლო­ე­ბით, 7 თვის წინ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 90 ლარი იყო. თბი­ლი­სის "ოქ­როს ბირ­ჟა­ზე" ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნი 77-78 ლა­რამ­დეა გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი. მო­ვაჭ­რე­ე­ბი ასეთ ფასს რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დე­ფი­ციტს უკავ­ში­რე­ბენ, რის გა­მოც ხში­რად ოქ­როს ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­ზა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ცე­სე­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია.

გა­ი­აფ­და ოქრო, რო­გორც ლი­თო­ნი, რო­მელ­საც ნა­კე­თო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფასი ადევს. მო­ვაჭ­რე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბე­ბის ფასი მო­ნე­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას აჭარ­ბებს. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 გრ უმაღ­ლე­სი სინ­ჯის ოქრო თუ 78 ლარი ღირს, ამა­ვე მო­ცუ­ლო­ბის ოქ­როს მო­ნე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 70 ლარს არ აჭარ­ბებს.

უფრო ვრცლად, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ოქ­როს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, რას უჩი­ვი­ან მო­ვაჭ­რე­ე­ბი და რა­ტომ არ იყი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნი, ოქ­როს ბირ­ჟის მთა­ვა­რი ვებ-გვერდ "ოქ­როს­ბირ­ჟა.გე"-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვე­სა­უბ­რა. მისი თქმით, ბირ­ჟა რე­ა­ლუ­რი კლი­ენ­ტე­ბის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის, რის გა­მოც ხში­რად ბა­ზა­რი თვით­დი­ნე­ბა­ზეა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ცე­სებ­თან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია.

"კლი­ენ­ტე­ბი არ ჩა­ნან და ეს არის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. ხალ­ხი ოქ­როს ყი­დუ­ლობს მა­შინ, როცა ფული აქვს. მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია და ბა­ზა­რი ასეთ დროს მყიდ­ვე­ლე­ბის მიღ­მა რჩე­ბა. ძი­რი­თა­დად, ვერ­ცხლე­უ­ლო­ბა და ბი­ჟუ­ტე­რია იყი­დე­ბა, რა­საც ბირ­ჟა­ზე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფასი ადევს. რაც შე­ე­ხე­ბა ოქ­როს ნა­კე­თო­ბას, ამ მხრივ გა­ყიდ­ვე­ბით პირ­ველ ად­გილ­ზეა სა­ქორ­წი­ლო ბეჭ­დე­ბი და ნათ­ლო­ბის ჯვრე­ბი, რისი შე­ძე­ნაც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა", - ამ­ბობს "ოქ­როს­ბირ­ჟა.გე"-ს ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი.

პრობ­ლე­მე­ბია სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ებ­შიც, მათ უმე­ტე­სო­ბას მუ­შა­ო­ბა იმ­დე­ნად შე­უმ­ცირ­და, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა დრო­ე­ბით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ. ოქ­როს სა­ლო­ნის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ სა­ლო­ნის მუ­შა­ო­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი პე­რი­ო­დით შე­ჩერ­და, სა­ნამ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა არ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. მისი თქმით, მო­თხოვ­ნა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად შემ­ცირ­და საქ­რო­წი­ნო ბეჭ­დებ­ზეც კი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

საქართველოში ოქრო იაფდება

საქართველოში ოქრო იაფდება

ოქროს ფასი, მცირე რყევების მიუხედავად, სტაბილურობას ინარჩუნებს. რადიკალურად განსხვავებულია საფასო ტენდენცია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ძვირფასი ლითონის ღირებულებას ასახავს.

ამჟამად საქართველოში 999 სინჯი 1 გრ ოქროს ფასი 82 ლარს შეადგენს, დაახლოებით, 7 თვის წინ ეს მაჩვენებელი 90 ლარი იყო. თბილისის "ოქროს ბირჟაზე" ძვირფასი ლითონი 77-78 ლარამდეა გაიაფებული. მოვაჭრეები ასეთ ფასს რეალიზაციის დეფიციტს უკავშირებენ, რის გამოც ხშირად ოქროს ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო პროცესების არაადეკვატურია.

გაიაფდა ოქრო, როგორც ლითონი, რომელსაც ნაკეთობისგან განსხვავებული ფასი ადევს. მოვაჭრეების ინფორმაციით, საიუველირო ნაკეთობების ფასი მონეტების ღირებულებას აჭარბებს. კერძოდ, საქართველოში 1 გრ უმაღლესი სინჯის ოქრო თუ 78 ლარი ღირს, ამავე მოცულობის ოქროს მონეტის ღირებულება 70 ლარს არ აჭარბებს.

უფრო ვრცლად, თუ რა მდგომარეობაა ოქროს ქართულ ბაზარზე, რას უჩივიან მოვაჭრეები და რატომ არ იყიდება საქართველოში ძვირფასი ლითონი, ოქროს ბირჟის მთავარი ვებ-გვერდ "ოქროსბირჟა.გე"-ს წარმომადგენელი გვესაუბრა. მისი თქმით, ბირჟა რეალური კლიენტების დეფიციტს განიცდის, რის გამოც ხშირად ბაზარი თვითდინებაზეა და საერთაშორისო პროცესებთან არაადეკვატურია.

"კლიენტები არ ჩანან და ეს არის მთავარი პრობლემა. ხალხი ოქროს ყიდულობს მაშინ, როცა ფული აქვს. მოსახლეობის უმრავლესობა ამ შესაძლებლობას მოკლებულია და ბაზარი ასეთ დროს მყიდველების მიღმა რჩება. ძირითადად, ვერცხლეულობა და ბიჟუტერია იყიდება, რასაც ბირჟაზე ყველაზე დაბალი ფასი ადევს. რაც შეეხება ოქროს ნაკეთობას, ამ მხრივ გაყიდვებით პირველ ადგილზეა საქორწილო ბეჭდები და ნათლობის ჯვრები, რისი შეძენაც მომხმარებლისთვის აუცილებლობაა", - ამბობს "ოქროსბირჟა.გე"-ს ადმინისტრატორი.

პრობლემებია საიუველირო მაღაზიებშიც, მათ უმეტესობას მუშაობა იმდენად შეუმცირდა, რომ იძულებული გახდნენ, ქართულ ბაზარზე თავიანთი საქმიანობა დროებით შეეჩერებინათ. ოქროს სალონის ყოფილი თანამშრომელი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სალონის მუშაობა გაურკვეველი პერიოდით შეჩერდა, სანამ ბაზარზე არსებული ვითარება არ დარეგულირდება. მისი თქმით, მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა საქროწინო ბეჭდებზეც კი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია