პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაუწუნა შეყვარებულმა ნუკი კოშკელიშვილს
რა დაუწუნა შეყვარებულმა ნუკი კოშკელიშვილს

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილს "ფიატ 500" ჰყავს. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მან­ქა­ნა გო­გოა და ახლა ნუკი სა­სი­ძოს ეძებს. "პა­ტა­რა მი­ნი­კუ­პე­რი მინ­და მო­ვუ­ძებ­ნო, "რენჯ რო­ვე­რი" რომ მო­მით­რი­ოს, გავ­გიჟ­დე­ბი", - იხუმ­რა ნუ­კიმ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში და მთე­ლი ინ­ტერ­ვი­უც ასე ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბით ჩავ­წე­რეთ.

- ნუკი, სა­ჭეს რო­დის მი­უ­ჯე­ქი?

- ჯერ მან­ქა­ნა ვი­ყი­დე და მერე და­ვი­წყე მარ­თვის სწავ­ლა. ასე­თი მან­ქა­ნა ერ­თა­დერ­თია მთელ თბი­ლის­ში და ამით ვა­მა­ყობ გო­ი­მი­ვით, გი­ჟი­ვით მი­ხა­რია, რომ მარ­ტო მე მყავს. არის რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი მო­დე­ლი, მაგ­რამ ზუს­ტად ასე­თი კაბ­რი­ო­ლე­ტი - არც ერთი.

- ვინ გი­ყი­და?

- მა­მამ.

- მან­ქა­ნის მარ­თვა ვინ გას­წავ­ლა?

- მას­წავ­ლე­ბელ­თან დავ­დი­ო­დი, სპე­ცი­ა­ლურ კურ­სებ­ზე. 22 წლის ვი­ყა­ვი მა­შინ. სამ­ჯერ ჩა­ვი­ჭე­რი, ოღონდ პრაქ­ტი­კა­ში და არა თე­ო­რი­ა­ში. მე­ო­თხედ ისეთ დროს მი­ვე­დი გა­მოც­და­ზე, რიგ­ში დგო­მა რომ არ დამ­ჭირ­ვე­ბო­და, დაღ­ლი­ლი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ჩა­ვა­ბა­რე. იქი­დან­ვე და­ვუ­რე­კე მა­მა­ჩემს და ვუ­თხა­რი, უკვე მაქვს მარ­თვის მოწ­მო­ბა, და­მი­ჯე­ქი გვერ­დით, ქა­ლაქ­ში უნდა ვი­ა­რო-მეთ­ქი. მი­თხრა, თვი­თონ და­ჯე­ქი, ვინ­მე რომ და­გიჯ­დეს, უფრო და­ი­ძა­ბე­ბიო. პირ­და­პირ ქა­ლა­ქი­დან და­ვი­წყე სა­ჭის და­მორ­ჩი­ლე­ბა. პირ­ველ დღეს ნუ­ცუ­ბი­ძის მე­ო­თხე პლა­ტო­დან მე­სა­მეს ჩა­სახ­ვევ­ში კი­ნა­ღამ გა­დავფრინ­დი კორ­პუ­სებ­ში. მოხ­ვე­ვის კუ­თხე ვერ გავ­თვა­ლე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დავ­რჩი.

- სწრა­ფად დაგ­ყავს?

- არა, ძა­ლი­ან ფრთხი­ლი მძღო­ლი ვარ. მგო­ნი, ქა­ლაქ­ში ჩემ­ზე ნელა მან­ქა­ნა არა­ვის დაჰ­ყავს. ისე­თი მძღო­ლი ვარ, რომ სა­ბავ­შვო ავ­ტო­ბუ­სიც შე­იძ­ლე­ბა მან­დოს კაც­მა.

- იმი­ტომ, რომ გე­ში­ნია თუ იმი­ტომ, რომ წეს­რი­გი არ და­არ­ღვიო?

- ჩემი აზ­რით, წეს­რი­გის გამო არა­ვინ არა­ფერს აკე­თებს. სიფრ­თხი­ლე უსაფრ­თხო­ე­ბაა. არ მინ­და, ვინ­მე შე­მო­მას­კდეს. თან, ჩვენ ხომ ყვე­ლას გვგო­ნია, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი მძღო­ლე­ბი ვართ. არა­ვის ვე­და­ვე­ბი, ბევრ მარ­თლა კარგ მძღოლს ვიც­ნობ, მაგ­რამ, ხალ­ხო, მო­გი­წო­დებთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ თქვენ­ზე სუს­ტე­ბიც და­დი­ან ქა­ლაქ­ში და შე­იძ­ლე­ბა, უც­ბად ისე­თი მა­ნევ­რი გა­ა­კე­თონ, რომ ეს თქვე­ნი მა­გა­რი მძღო­ლო­ბა არა­ფერ­ში აღარ გა­მო­გად­გეთ.

- ანუ, თუ გინ­და, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა არ მოხ­დეს, ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბი­სას უნდა იფიქ­რო იმა­ზე, რომ შენ მეტ­მა მან­ქა­ნის მარ­თვა არა­ვინ იცის?

- ჰო, ასეა. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას ყურ­სას­მე­ნი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ან ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კობს, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გათ­ვა­ლო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რა დაუწუნა შეყვარებულმა ნუკი კოშკელიშვილს

რა დაუწუნა შეყვარებულმა ნუკი კოშკელიშვილს

ნუკი კოშკელიშვილს ''ფიატ 500'' ჰყავს. ტელეწამყვანის მანქანა გოგოა და ახლა ნუკი სასიძოს ეძებს. ''პატარა მინიკუპერი მინდა მოვუძებნო, ''რენჯ როვერი'' რომ მომითრიოს, გავგიჟდები'', - იხუმრა ნუკიმ ჩვენთან ინტერვიუში და მთელი ინტერვიუც ასე ხუმრობა-ხუმრობით ჩავწერეთ.

- ნუკი, საჭეს როდის მიუჯექი?

- ჯერ მანქანა ვიყიდე და მერე დავიწყე მართვის სწავლა. ასეთი მანქანა ერთადერთია მთელ თბილისში და ამით ვამაყობ გოიმივით, გიჟივით მიხარია, რომ მარტო მე მყავს. არის რამდენიმე მსგავსი მოდელი, მაგრამ ზუსტად ასეთი კაბრიოლეტი - არც ერთი.

- ვინ გიყიდა?

- მამამ.

- მანქანის მართვა ვინ გასწავლა?

- მასწავლებელთან დავდიოდი, სპეციალურ კურსებზე. 22 წლის ვიყავი მაშინ. სამჯერ ჩავიჭერი, ოღონდ პრაქტიკაში და არა თეორიაში. მეოთხედ ისეთ დროს მივედი გამოცდაზე, რიგში დგომა რომ არ დამჭირვებოდა, დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი და ჩავაბარე. იქიდანვე დავურეკე მამაჩემს და ვუთხარი, უკვე მაქვს მართვის მოწმობა, დამიჯექი გვერდით, ქალაქში უნდა ვიარო-მეთქი. მითხრა, თვითონ დაჯექი, ვინმე რომ დაგიჯდეს, უფრო დაიძაბებიო. პირდაპირ ქალაქიდან დავიწყე საჭის დამორჩილება. პირველ დღეს ნუცუბიძის მეოთხე პლატოდან მესამეს ჩასახვევში კინაღამ გადავფრინდი კორპუსებში. მოხვევის კუთხე ვერ გავთვალე. საბედნიეროდ, გადავრჩი.

- სწრაფად დაგყავს?

- არა, ძალიან ფრთხილი მძღოლი ვარ. მგონი, ქალაქში ჩემზე ნელა მანქანა არავის დაჰყავს. ისეთი მძღოლი ვარ, რომ საბავშვო ავტობუსიც შეიძლება მანდოს კაცმა.

- იმიტომ, რომ გეშინია თუ იმიტომ, რომ წესრიგი არ დაარღვიო?

- ჩემი აზრით, წესრიგის გამო არავინ არაფერს აკეთებს. სიფრთხილე უსაფრთხოებაა. არ მინდა, ვინმე შემომასკდეს. თან, ჩვენ ხომ ყველას გვგონია, რომ ძალიან მაგარი მძღოლები ვართ. არავის ვედავები, ბევრ მართლა კარგ მძღოლს ვიცნობ, მაგრამ, ხალხო, მოგიწოდებთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენზე სუსტებიც დადიან ქალაქში და შეიძლება, უცბად ისეთი მანევრი გააკეთონ, რომ ეს თქვენი მაგარი მძღოლობა არაფერში აღარ გამოგადგეთ.

- ანუ, თუ გინდა, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს, ქალაქში მოძრაობისას უნდა იფიქრო იმაზე, რომ შენ მეტმა მანქანის მართვა არავინ იცის?

- ჰო, ასეა. შეიძლება, ვიღაცას ყურსასმენი აქვს გაკეთებული ან ტელეფონზე ლაპარაკობს, ყველაფერი უნდა გათვალო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება