პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"მანჰეტენზე ბინა მომცეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული ცხოვრება
"მანჰეტენზე ბინა მომცეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული ცხოვრება

მსა­ხი­ო­ბი ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი უკვე წლე­ბია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. ის სა­ქარ­თვე­ლო­დან ცხა­დია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გა­ემ­გზავ­რა. სა­ზღვარ­გა­რეთ მისი აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბა და­ა­ფა­სეს და მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ბინა მის­ცეს. მის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი ქალ­ბა­ტონ­მა ხა­თუ­ნამ სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "ბინა მი­ვი­ღე მა­ნ­ჰე­ტენ­ზე. სი­ხა­რუ­ლი­სა­გან არ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა. და­ვი­წყე ჩა­ლა­გე­ბა, მზა­დე­ბა გა­და­სას­ვლე­ლად და უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩემი ქარ­თუ­ლი ატ­რი­ბუ­ტე­ბი. მე ქარ­თვე­ლი ვარ და ამით ვა­მა­ყობ, მე დავ­ბრუნ­დე­ბი!.." ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით.

- გი­ლო­ცავთ ბი­ნის მი­ღე­ბას...

- დიდი მად­ლო­ბა. ამე­რი­კა დი­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. აქ ყვე­ლა­ფე­რი ისეა აწყო­ბი­ლი, რომ თუ ადა­მი­ა­ნი მი­ზანს და­ი­სა­ხავს და ბევ­რს იშ­რო­მებს, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის დიდი შან­სი აქვს. მერ­წმუ­ნეთ, ეს ქვე­ყა­ნა გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ფა­სე­ბუ­ლი იყო. ამე­რი­კა­ში წლე­ბის წინ ჩა­მო­ვე­დი.

შე­ვავ­სე აპ­ლი­კა­ცია და 3 წე­ლი­წად­ში ბინა მი­ვი­ღე მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, იუ­ნი­ონ სკვერ­თან. ეს ამ­ბა­ვი ბევ­რს გა­უ­ხარ­და, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­ლო­ცავს ახალ­მო­სახ­ლე­ო­ბას, მაგ­რამ მათ შო­რის მა­ინც გა­მო­ე­რია ისე­თი, ვინც მომ­წე­რა: "რა ბინა მი­ი­ღე, აღ­მას­კომ­მა მოგ­ცა ჟაქ­ტის ბინა თუ?" მის­თვის არა­ფე­რი მი­მი­წე­რია, მაგ­რამ ახლა მინ­და, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვუ­პა­სუ­ხო: თბი­ლის­ში ბინა ჩემი ქა­ლა­ქის მა­შინ­დელ­მა მერ­მა, ბა­ტონ­მა ვანო ზო­დე­ლა­ვამ მომ­ცა მას მერე, რაც პირ­ვე­ლი გრან-პრი ავი­ღე მხატ­რულ ფილმში - "ცა­რი­ე­ლი სივ­რცე" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი მიხო ბო­რაშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა და სპორ­ტსმე­ნებს, ხე­ლო­ვან ხალ­ხს ბი­ნე­ბი წაგ­ვარ­თვეს. მარ­თა­ლია, წარ­თმე­უ­ლი მერე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს დაგ­ვიბ­რუ­ნეს, მაგ­რამ ეს დიდი ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემ­დეგ მოხ­და... ეს ბინა, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, ჩემი შრო­მი­სა და წარ­მა­ტე­ბის გამო მომ­ცეს.

- ალ­ბათ ამ ფაქ­ტით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ხართ...

- რა თქმა უნდა, გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ! ჩემს სი­ხა­რულს ისიც აორ­მა­გებს, რომ ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი - საშ­კა კალ­მა­ხე­ლი­ძე ჩემ­თან ჩა­მო­ვი­და. ბინა რომ მოგ­ვცეს, მე­ო­რე დღეს­ვე გად­მო­ვე­დით და ახალ სახ­ლს საშ­კას­თან ერ­თად მო­ვა­წყობ.

- თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში რას საქ­მი­ა­ნობს?

- სტუ­დენ­ტია. ის­წავ­ლის და მერე აუ­ცი­ლებ­ლად და­უბ­რუნ­დე­ბა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ზე­ვე­ბის ფერ­ხულ­ში რომ ჩა­ერ­თოს... ჩემი შვი­ლო­ბი­ლი - ლე­ვან მეტ­რე­ვე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა, ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გას. ასე­ვე, მეხ­მა­რე­ბი­ან ლაშა თაქთა­ქიშ­ვი­ლი და ჩემი მე­გო­ბა­რი გოჩა. აქ, სამ­შობ­ლო­დან შორს მყო­ფი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­სა და თა­ნად­გო­მას რომ არ ვგრძნობ­დე, არ ვიცი, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და.

- თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი სად სწავ­ლობს? მის პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ში ხომ არ ჩა­რე­ულ­ხართ?

- ჩემი საშ­კა (ალექ­სან­დრე) არ­ჩე­ვან­ში ყო­ველ­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. ის მო­მა­ვა­ლი დიპ­ლო­მა­ტია. მერ­წმუ­ნეთ, ოჯა­ხის წევ­რებს შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

- ქარ­თუ­ლი დრო­შა და ფა­ფა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ი­ღეთ?

- რა თქმა უნდა! ლაშა და საშ­კა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე მი­დი­ოდ­ნენ და ვფიქ­რობ­დი, რომ მათ თა­ვი­ან­თი სამ­შობ­ლოს დრო­შა უნდა სჭე­რო­დათ ხელ­ში. გა­წა­მა­წი­ა­ში ვი­ყა­ვი, ყუ­თებ­ში ვა­ლა­გებ­დი ჩემს ნივ­თებს ახალ ბი­ნა­ში გა­და­სას­ვლე­ლად. უცებ, სა­ი­დან­ღაც "თავი ამო­ყო" ჩემი ქვეყ­ნის დრო­შამ. ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვა.

მინ­და, ერთი რამ აღ­ვნიშ­ნო, რომ აქ მყავს დი­დე­ბუ­ლი კოჰორ­ტა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­საც ქარ­თუ­ლი დრო­შა ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვი­ათ. ესე­ნი არი­ან: ელი­სო წიკ­ლა­უ­რი, ელა ვლა­დი­მე­რაშ­ვი­ლი, ეკა ცინ­ცა­ძე-დერ­დე­რი­ა­ნი­სა, ია ნე­ბი­ე­რი­ძე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბი­დან­ვე იბ­რძვის სა­ქარ­თვე­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბით ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გო­რიც ადრე იყო - ნი­კოფ­სი­ი­დან და­რუ­ბან­დამ­დე გა­და­ჭი­მუ­ლი.

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, დრო უკან რომ დაბ­რუნ­დეს, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მეს შეც­ვლი­დით?

- ემიგ­რან­ტის ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სი ყო­ველ­თვის მძი­მეა და არც მე გახ­ლდით გა­მო­ნაკ­ლი­სი. მაგ­რამ არის ჩემ­ში რა­ღაც ისე­თი, რაც ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი სვლე­ბის­კენ მი­ბიძ­გებს. მი­მაჩ­ნია, რომ ეს უფ­ლის წყა­ლო­ბაა. ჩემი გან­ვლი­ლი გზა სა­ინ­ტე­რე­სოა. "აღ­მართ, აღ­მართ მივ­დი­ო­დი მე ნელა, სერ­ზე შევ­დექ, ჭმუნ­ვის ალი მე­ნე­ლა"... აი, ასე­თია ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­ვლი­ლი გზა. ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც არის და მას არა­ფე­რი და ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის.

- და­ბო­ლოს, მინ­და ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზეც გკი­თხოთ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ამ თე­მა­ზე და სა­ერ­თოდ, პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რაკს ვე­რი­დე­ბი. ხომ გა­გი­გო­ნი­ათ: არ ვი­ცის დედა იცი­ნო­და და ვი­ცის დედა ტი­რო­დაო? მხო­ლოდ ერთი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა: ღმერ­თმა ქნას, გვეშ­ვე­ლოს და სა­ქარ­თვე­ლო მალე გაძ­ლი­ერ­დეს!

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლი ”გზა”

ავტორი:

"მანჰეტენზე ბინა მომცეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული ცხოვრება

"მანჰეტენზე ბინა მომცეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული ცხოვრება

მსახიობი ხათუნა იოსელიანი უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. ის საქართველოდან ცხადია, მატერიალური პირობების გასაუმჯობესებლად გაემგზავრა. საზღვარგარეთ მისი აქტიური შემოქმედებითი მუშაობა დააფასეს და მანჰეტენზე ბინა მისცეს. მისთვის სასიხარულო ეს ახალი ამბავი ქალბატონმა ხათუნამ საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა: "ბინა მივიღე მანჰეტენზე. სიხარულისაგან არ ვიცოდი, რა მექნა. დავიწყე ჩალაგება, მზადება გადასასვლელად და უცებ აღმოვაჩინე ჩემი ქართული ატრიბუტები. მე ქართველი ვარ და ამით ვამაყობ, მე დავბრუნდები!.." ქალბატონ ხათუნას სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით.

- გილოცავთ ბინის მიღებას...

- დიდი მადლობა. ამერიკა დიდებული ქვეყანაა. აქ ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ თუ ადამიანი მიზანს დაისახავს და ბევრს იშრომებს, წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს. მერწმუნეთ, ეს ქვეყანა გაძლევს საშუალებას, დაფასებული იყო. ამერიკაში წლების წინ ჩამოვედი.

შევავსე აპლიკაცია და 3 წელიწადში ბინა მივიღე მანჰეტენზე, იუნიონ სკვერთან. ეს ამბავი ბევრს გაუხარდა, უამრავი ადამიანი მილოცავს ახალმოსახლეობას, მაგრამ მათ შორის მაინც გამოერია ისეთი, ვინც მომწერა: "რა ბინა მიიღე, აღმასკომმა მოგცა ჟაქტის ბინა თუ?" მისთვის არაფერი მიმიწერია, მაგრამ ახლა მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით ვუპასუხო: თბილისში ბინა ჩემი ქალაქის მაშინდელმა მერმა, ბატონმა ვანო ზოდელავამ მომცა მას მერე, რაც პირველი გრან-პრი ავიღე მხატრულ ფილმში - "ცარიელი სივრცე" შესრულებული როლისთვის, რომლის რეჟისორი მიხო ბორაშვილი გახლავთ.

მოგეხსენებათ, მერე საქართველოში მთავრობა შეიცვალა და სპორტსმენებს, ხელოვან ხალხს ბინები წაგვართვეს. მართალია, წართმეული მერე რამდენიმე ადამიანს დაგვიბრუნეს, მაგრამ ეს დიდი ნერვიულობის შემდეგ მოხდა... ეს ბინა, მანჰეტენზე, ჩემი შრომისა და წარმატების გამო მომცეს.

- ალბათ ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ხართ...

- რა თქმა უნდა, გახარებული ვარ! ჩემს სიხარულს ისიც აორმაგებს, რომ ჩემი შვილიშვილი - საშკა კალმახელიძე ჩემთან ჩამოვიდა. ბინა რომ მოგვცეს, მეორე დღესვე გადმოვედით და ახალ სახლს საშკასთან ერთად მოვაწყობ.

- თქვენი შვილიშვილი ამერიკაში რას საქმიანობს?

- სტუდენტია. ისწავლის და მერე აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ქვეყანას, საქართველოს აღზევების ფერხულში რომ ჩაერთოს... ჩემი შვილობილი - ლევან მეტრეველიც ყველაფერში მეხმარება, ყოველთვის მხარში მიდგას. ასევე, მეხმარებიან ლაშა თაქთაქიშვილი და ჩემი მეგობარი გოჩა. აქ, სამშობლოდან შორს მყოფი ამ ადამიანების სიყვარულსა და თანადგომას რომ არ ვგრძნობდე, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

- თქვენი შვილიშვილი სად სწავლობს? მის პროფესიულ არჩევანში ხომ არ ჩარეულხართ?

- ჩემი საშკა (ალექსანდრე) არჩევანში ყოველთვის თავისუფალი იყო. ის მომავალი დიპლომატია. მერწმუნეთ, ოჯახის წევრებს შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს.

- ქართული დროშა და ფაფახი საქართველოდან წაიღეთ?

- რა თქმა უნდა! ლაშა და საშკა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მიდიოდნენ და ვფიქრობდი, რომ მათ თავიანთი სამშობლოს დროშა უნდა სჭეროდათ ხელში. გაწამაწიაში ვიყავი, ყუთებში ვალაგებდი ჩემს ნივთებს ახალ ბინაში გადასასვლელად. უცებ, საიდანღაც "თავი ამოყო" ჩემი ქვეყნის დროშამ. ამ ფაქტმა ძალიან ამაღელვა.

მინდა, ერთი რამ აღვნიშნო, რომ აქ მყავს დიდებული კოჰორტა ქალბატონებისა, რომლებსაც ქართული დროშა ხელიდან არ გაუშვიათ. ესენი არიან: ელისო წიკლაური, ელა ვლადიმერაშვილი, ეკა ცინცაძე-დერდერიანისა, ია ნებიერიძე, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაბადებიდანვე იბრძვის საქართველოს კეთილდღეობისთვის. ჩვენ, ქართველები, აუცილებლად დავბრუნდებით ისეთ საქართველოში, როგორიც ადრე იყო - ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული.

- ქალბატონო ხათუნა, დრო უკან რომ დაბრუნდეს, თქვენს ცხოვრებაში რაიმეს შეცვლიდით?

- ემიგრანტის ცხოვრების დასაწყისი ყოველთვის მძიმეა და არც მე გახლდით გამონაკლისი. მაგრამ არის ჩემში რაღაც ისეთი, რაც ყოველთვის პოზიტიური სვლებისკენ მიბიძგებს. მიმაჩნია, რომ ეს უფლის წყალობაა. ჩემი განვლილი გზა საინტერესოა. "აღმართ, აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა"... აი, ასეთია ჩემი ცხოვრების განვლილი გზა. ადამიანი იბადება ისეთი, როგორიც არის და მას არაფერი და ვერაფერი შეცვლის.

- დაბოლოს, მინდა ასოცირების ხელშეკრულებაზეც გკითხოთ...

- (მაწყვეტინებს) ამ თემაზე და საერთოდ, პოლიტიკაზე ლაპარაკს ვერიდები. ხომ გაგიგონიათ: არ ვიცის დედა იცინოდა და ვიცის დედა ტიროდაო? მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ღმერთმა ქნას, გვეშველოს და საქართველო მალე გაძლიერდეს!

მარეხ ჭონიშვილი, ჟურნალი ”გზა”

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს