მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიწყალე, უფალო, ნიკალა!" - კუკიის სასაფლაოზე ფიროსმანის სავარაუდო საფლავს მიაგნეს
"შეიწყალე, უფალო, ნიკალა!" - კუკიის სასაფლაოზე ფიროსმანის სავარაუდო საფლავს მიაგნეს

ნა­პოვ­ნია ნიკო ფი­როს­მა­ნის სა­ვა­რა­უ­დო საფ­ლა­ვი. რო­გორც კუ­ლუტ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე, ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია საფ­ლა­ვის ქვა, წარ­წე­რით - "შე­ი­წყა­ლე, უფა­ლო, ნი­კა­ლა!".

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის­ტმა მაია რა­მიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი, კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია, ფოლკ­ლო­რის­ტე­ბი ეთერ თა­თა­რა­ი­ძე და ამი­რან არა­ბუ­ლი, ის­ტო­რი­კო­სი ზაზა აბა­ში­ძე, მწე­რა­ლი კოტე ჯან­დი­ე­რი და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ეკა კიკ­ნა­ძე დღეს სწო­რედ იმ ად­გი­ლას მი­იწ­ვია, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნიკო ფი­როს­მა­ნის საფ­ლა­ვი ეგუ­ლე­ბა.

"მაია რა­მიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბა გარ­კვე­ულ არ­გუ­მენ­ტებს ეფუძ­ნე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტის მო­ნა­თხრო­ბით, ამ საფ­ლავს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ წა­ა­წყდა კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე, მშობ­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბის შო­რი­ახ­ლოს. მისი ვა­რა­უ­დი რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან თვალ­ში­სა­ცემ ფაქტს ეყ­რდნო­ბა", - აცხა­დე­ბენ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში.

თა­ვად მაია რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, გა­დაჭ­რით არ ამ­ბობს, რომ ნიკო ფი­როს­მა­ნის საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა ქვა რომ მეც­ნი­ე­რუ­ლად შე­სას­წავ­ლია, ეს ცხა­დია.

"ამას უკვე ფაქტს კი არა, არ­გუ­მენ­ტებს უფრო ვუ­წო­დებ­დი. არ­გუ­მენ­ტებ­ში ვგუ­ლის­ხმობ და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ საფ­ლა­ვის ქვას, მის მდე­ბა­რე­ო­ბას, სიძ­ვე­ლეს, ზე­და­პირ­ზე გა­მო­სა­ხულ ზრდას­რულ მა­მა­კაცს და რაც მთა­ვა­რია, ქვის ერთ მხა­რეს ამოტვიფ­რულ წარ­წე­რას – "შე­ი­წყა­ლე, უფა­ლო, ნი­კა­ლა". გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ეს ინ­ფორ­მა­ცია მალე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლო აღ­მოჩ­ნდეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის", - აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მაია რა­მიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბებს იზი­ა­რე­ბენ ის­ტო­რი­კო­სი ზაზა აბა­ში­ძე და საფ­ლა­ვის ქვე­ბის ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რე­ბი ეთერ თა­თა­რა­ი­ძე და ამი­რან არა­ბუ­ლი.

ამას­თან ერ­თად, ეთერ თა­თა­რა­ი­ძე იხ­სე­ნებს ერთი ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მო­ნა­თხრობს, ბავ­შვო­ბა­ში რო­გორ ადი­ო­და ხოლ­მე კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე, ეკ­ლე­სი­ის ხელ­მარ­ცხნივ მდე­ბა­რე ნი­კა­ლას საფ­ლავ­ზე. ამი­რან არა­ბუ­ლის ვა­რა­უ­დით კი, ეს ქვის სრუ­ლი სი­მაღ­ლე არ უნდა იყოს. ქვის სიღ­რმე­ში, წარ­წე­რის ქვეშ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი. დღემ­დე არ­სე­ბულ ვერ­სი­ებს შო­რის, რომ თით­ქოს საფ­ლა­ვი პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლა­ო­ზეა ან თუნ­დაც - კუ­კი­ა­ზე, ოღონდ ეკ­ლე­სი­ის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ეს უკა­ნას­კნე­ლია.

რო­გორც დღეს საფ­ლა­ვის მო­ნა­ხუ­ლე­ბის დროს აღ­ნიშ­ნეს, სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ სწო­რედ ეს არის ფი­როს­მა­ნის საფ­ლა­ვი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სას­წრა­ფოდ და­ი­წყონ საფ­ლა­ვის კვლე­ვა, თუმ­ცა ისიც აღი­ნიშ­ნა, რომ სა­თა­ნა­დო ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ამას ვე­რა­ვინ და­ი­წყებს.

კულ­ტუ­რის მი­ნისტსი გუ­რამ ოდი­შა­რია მკვლე­ვა­რებს თა­ნად­გო­მას და­პირ­და.

"შეიწყალე, უფალო, ნიკალა!" - კუკიის სასაფლაოზე ფიროსმანის სავარაუდო საფლავს მიაგნეს

"შეიწყალე, უფალო, ნიკალა!" - კუკიის სასაფლაოზე ფიროსმანის სავარაუდო საფლავს მიაგნეს

ნაპოვნია ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავი. როგორც კულუტრის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა, წარწერით - "შეიწყალე, უფალო, ნიკალა!".

სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტმა მაია რამიშვილმა საკუთარი რამდენიმე მეგობარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, მწერალი კოტე ჯანდიერი და ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე დღეს სწორედ იმ ადგილას მიიწვია, სადაც სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანის საფლავი ეგულება.

"მაია რამიშვილის მოსაზრება გარკვეულ არგუმენტებს ეფუძნება. ჟურნალისტის მონათხრობით, ამ საფლავს დაახლოებით ერთი თვის წინ წააწყდა კუკიის სასაფლაოზე, მშობლების საფლავების შორიახლოს. მისი ვარაუდი რამდენიმე ძალიან თვალშისაცემ ფაქტს ეყრდნობა", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

თავად მაია რამიშვილის განცხადებით კი, გადაჭრით არ ამბობს, რომ ნიკო ფიროსმანის საფლავი აღმოაჩინა, თუმცა ქვა რომ მეცნიერულად შესასწავლია, ეს ცხადია.

"ამას უკვე ფაქტს კი არა, არგუმენტებს უფრო ვუწოდებდი. არგუმენტებში ვგულისხმობ დაბალი სოციალური ფენისთვის დამახასიათებელ საფლავის ქვას, მის მდებარეობას, სიძველეს, ზედაპირზე გამოსახულ ზრდასრულ მამაკაცს და რაც მთავარია, ქვის ერთ მხარეს ამოტვიფრულ წარწერას – "შეიწყალე, უფალო, ნიკალა". გამორიცხული არაა, ეს ინფორმაცია მალე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის", - აცხადებს ჟურნალისტი.

მაია რამიშვილის მოსაზრებებს იზიარებენ ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე და საფლავის ქვების ცნობილი მკვლევარები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

ამასთან ერთად, ეთერ თათარაიძე იხსენებს ერთი ხანდაზმული ქალბატონის მონათხრობს, ბავშვობაში როგორ ადიოდა ხოლმე კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის ხელმარცხნივ მდებარე ნიკალას საფლავზე. ამირან არაბულის ვარაუდით კი, ეს ქვის სრული სიმაღლე არ უნდა იყოს. ქვის სიღრმეში, წარწერის ქვეშ აუცილებლად იქნება მითითებული გარდაცვალების თარიღი. დღემდე არსებულ ვერსიებს შორის, რომ თითქოს საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა ან თუნდაც - კუკიაზე, ოღონდ ეკლესიის მარჯვენა მხარეს, ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია.

როგორც დღეს საფლავის მონახულების დროს აღნიშნეს, საფიქრებელია, რომ სწორედ ეს არის ფიროსმანის საფლავი და აუცილებელია, სპეციალისტებმა სასწრაფოდ დაიწყონ საფლავის კვლევა, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ სათანადო ნებართვის გარეშე ამას ვერავინ დაიწყებს.

კულტურის მინისტსი გურამ ოდიშარია მკვლევარებს თანადგომას დაპირდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია