მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა დემეტრაძე ნატაშკას როლმა დათრგუნა - ''რეალურად ვტიროდი და ვერ გავჩერდი''
ეკა დემეტრაძე ნატაშკას როლმა დათრგუნა - ''რეალურად ვტიროდი და ვერ გავჩერდი''

ეკა დე­მეტ­რა­ძე დიდი ხა­ნია, პრე­სას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე უარს ამ­ბობ­და. მისი პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბის გა­აქ­ტუ­ა­ლუ­რე­ბის შემ­დეგ კი­დევ ერთხელ შე­ვეხ­მი­ა­ნეთ და ამ­ჯე­რად დაგ­ვთან­ხმდა. რო­გორ შეც­ვა­ლა ნა­ტაშ­კას როლ­მა სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ეკას ცხოვ­რე­ბა, მსა­ხი­ო­ბი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ გვე­სა­უბ­რა.

- თუ სწო­რად მახ­სოვს, თა­ვი­დან კა­ტოს როლ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­დი.

- მა­შინ­ვე მი­თხრეს, რომ გვირ­ჩევ­ნია, შენი სა­ხით სხვა პერ­სო­ნა­ჟი შე­მო­ვი­დე­სო. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ და­მი­რე­კეს და ნა­ტაშ­კას როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს.

- ფიქ­რობ­დი, რომ მისი როლი ასე გა­მო­იკ­ვე­თე­ბო­და?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ამა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო, და­კის­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნის­თვის თავი კარ­გად გა­მერ­თმია. მაგ­რამ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" რომ მოხ­ვდე­ბი, შენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოა და ზო­გა­დად, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია.

- პრინ­ციპ­ში, ნა­ტა­შას ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია...

- რო­დე­საც ამ რო­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა და­ვი­წყე, ჩემ­თვის ეს თემა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი გახ­და, და­ვი­წყე კი­თხვე­ბის დას­მა და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბევ­რი ქალი მის­ნა­ი­რად და მას­ზე უა­რე­სა­დაც კი ცხოვ­რობს, რაც უნდა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყოს ეს. რამ­დენ­ჯერ­მე "ფე­ის­ბუქ­ზე" მომ­წე­რეს, რომ მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია და ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან. გა­ვი­ცა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის თე­მებ­ზე მუ­შა­ობს და მის­გან შე­ვი­ტყვე, რომ ეს პრობ­ლე­მა სე­რი­ო­ზუ­ლად დგას სა­ქარ­თვე­ლო­ში. თბი­ლის­ში შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ რე­გი­ონ­ში ისე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბა, ვერც წარ­მო­იდ­გენ, თუკი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნებს შო­რის ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ ხდე­ბა, ძი­რი­თა­დად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბაა, რო­დე­საც ქალი უპი­რო­ბოდ ემორ­ჩი­ლე­ბა მა­მა­კაცს, იმი­ტომ, რომ ის მა­მა­კა­ცია.

- რო­გორ ახერ­ხებ, რომ ასე ბუ­ნებ­რი­ვად გა­ნა­სა­ხი­ე­რო ეს პერ­სო­ნა­ჟი?

- დიდი მად­ლო­ბა (იღი­მის). მარ­თლა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლი იმავ-დრო­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა მსა­ხი­ო­ბის­თვის და ზო­გა­დად, ეს პრო­ფე­სია არც არის ად­ვი­ლი. არ მქო­ნია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აქამ­დე მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი მო­მე­სინ­ჯა. როცა ასე­თი რთუ­ლი ეპი­ზო­დე­ბია, სულ მგო­ნია, რომ ვერ ვი­თა­მა­შებ კარ­გად. თა­ნაც, პი­როვ­ნუ­ლად ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ნა­ტაშ­კას ის­ტო­რი­ას. ში­ნა­გა­ნად მეს­მის, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს, უფრო სწო­რად, ვცდი­ლობ, ვი­პო­ვო სა­კუ­თარ თავ­ში ეს გან­წყო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი რამ არას­დროს გან­მიც­დია. და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მომსწრე ვყო­ფილ­ვარ და მო­მის­მე­ნია მათ­გან, ვი­საც თა­ვად შემ­თხვე­ვია ასე­თი ამ­ბე­ბი. ხში­რად მიყ­ვე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ტკი­ვი­ლი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ალ­ბათ, ჰგო­ნი­ათ, რომ მეც იმა­ვეს გან­ვიც­დი.

გარ­და იმი­სა, რომ ნა­ტაშ­კა "გა­სა­კე­თებ­ლად" რთუ­ლია, ჩემ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს ეს გა­და­ღე­ბე­ბი. წინა სე­ზონ­შიც იყო რა­ღაც სცე­ნე­ბი, მა­შინ ბევ­რად უფრო რთუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე. თით­ქოს იმ მო­მენ­ტში არა­ფე­რი მიგ­რძნია, მაგ­რამ შემ­დეგ ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რო­გო­რიც ადა­მი­ანს დიდი სტრე­სის გა­და­ტა­ნის მერე აქვს, გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი და დათ­რგუნ­ვი­ლი რომ არის.

მე გა­და­ღე­ბი­დან შინ ვბრუნ­დე­ბი, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო მხვდე­ბა, მე და ჩემს მე­უღ­ლეს თა­ნას­წო­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს, ასე ვთქვათ, თა­ნამ­შრომ­ლუ­რი, ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ფერ­ში ვუ­წევთ ან­გა­რიშს.

დღეს ბევ­რად უფრო მძაფ­რი სცე­ნე­ბის თა­მა­ში­სას ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლად გა­და­მაქვს გა­და­ღე­ბე­ბი და ალ­ბათ, ის ქა­ლე­ბიც ასე ეჩ­ვე­ვი­ან და იმუ­ნი­ტეტს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ, რომ­ლე­ბიც ასეთ გა­რე­მო­ში ცხოვ­რო­ბენ. ალ­ბათ, ფიქ­რო­ბენ, მე რომ ავ­დგე და ხმა­მაღ­ლა ვთქვა, რაც მა­წუ­ხებს, ასე ვთქვათ - არ მო­სუ­ლა. ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, კაცს და­ვე­მორ­ჩი­ლოო, მაგ­რამ იმა­ზე აღარ ფიქ­რობს, ვინ და­ად­გი­ნა ეს ნორ­მა, რომ ქალი კაცს უნდა ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს! სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ გა­რე­მო­ში გა­ვი­ზარ­დეთ, ეს ნორ­მე­ბი ჩვენ­მა მშობ­ლებ­მა და მათ­მა მშობ­ლებ­მა და­ად­გი­ნეს.

- გა­და­ღე­ბე­ბის სირ­თუ­ლე­ზე სა­უბ­რობ­დი...

- ერთი სული მაქვს ხოლ­მე, რო­დის მორ­ჩე­ბა მძი­მე სცე­ნა, რომ სული მო­ვით­ქვა. თუმ­ცა, მქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა ტუ­ა­ლეტ­ში შევ­სულ­ვარ და ძა­ლი­ან დიდ­ხანს მი­ტი­რია. ეს ემო­ცი­აა, რო­მელ­საც მერე ვე­ღარ აჩე­რებ. რე­ა­ლუ­რად, ეს იმის ბრა­ლი­ცაა, რომ სა­ა­მი­სოდ მსა­ხი­ო­ბებს კარ­გი სკო­ლა არ გვაქვს გავ­ლი­ლი, ყვე­ლა­ფერს სწავ­ლა უნდა და ესეც ის­წავ­ლე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მსა­ხი­ობ­მა გარ­კვე­ულ­წი­ლად უნდა გა­ნი­ცა­დოს როლი, მაგ­რამ უამ­რა­ვი ხერ­ხი იქ­ნე­ბა, რომ ში­ნა­გა­ნად არ და­ინ­გრე... მე­ო­რე მხრივ, გა­მოც­დი­ლე­ბას ბევ­რი რამ მო­აქვს. რაც მეტი ასე­თი სცე­ნაა, ვხვდე­ბი, რომ უკვე ნაკ­ლე­ბად მი­ჭირს და ად­ვი­ლად გა­მოვ­დი­ვარ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ეკა დემეტრაძე ნატაშკას როლმა დათრგუნა - ''რეალურად ვტიროდი და ვერ გავჩერდი''

ეკა დემეტრაძე ნატაშკას როლმა დათრგუნა - ''რეალურად ვტიროდი და ვერ გავჩერდი''

ეკა დემეტრაძე დიდი ხანია, პრესასთან ინტერვიუებზე უარს ამბობდა. მისი პერსონაჟის ცხოვრების გააქტუალურების შემდეგ კიდევ ერთხელ შევეხმიანეთ და ამჯერად დაგვთანხმდა. როგორ შეცვალა ნატაშკას როლმა სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეკას ცხოვრება, მსახიობი საკმაოდ საინტერესოდ გვესაუბრა.

- თუ სწორად მახსოვს, თავიდან კატოს როლზე განიხილებოდი.

- მაშინვე მითხრეს, რომ გვირჩევნია, შენი სახით სხვა პერსონაჟი შემოვიდესო. გარკვეული პერიოდის შემდეგ დამირეკეს და ნატაშკას როლზე დამამტკიცეს.

- ფიქრობდი, რომ მისი როლი ასე გამოიკვეთებოდა?

- სიმართლე გითხრა, ამაზე არასდროს მიფიქრია, ჩემთვის მთავარი იყო, დაკისრებული ამოცანისთვის თავი კარგად გამერთმია. მაგრამ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' რომ მოხვდები, შენს ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, ხშირ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო სამუშაოა და ზოგადად, საინტერესო პროცესია.

- პრინციპში, ნატაშას ამბავი ძალიან აქტუალურია...

- როდესაც ამ როლის განსახიერება დავიწყე, ჩემთვის ეს თემა ძალიან მტკივნეული გახდა, დავიწყე კითხვების დასმა და აღმოვაჩინე, რომ ბევრი ქალი მისნაირად და მასზე უარესადაც კი ცხოვრობს, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს ეს. რამდენჯერმე ''ფეისბუქზე'' მომწერეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამას ძალიან განიცდიან. გავიცანი ქალბატონი, რომელიც ოჯახური ძალადობის თემებზე მუშაობს და მისგან შევიტყვე, რომ ეს პრობლემა სერიოზულად დგას საქართველოში. თბილისში შედარებით ნაკლებად, მაგრამ რეგიონში ისეთი ამბები ხდება, ვერც წარმოიდგენ, თუკი 21-ე საუკუნეში ადამიანებს შორის ასეთი ურთიერთობები არსებობს. მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ ხდება, ძირითადად, ფსიქოლოგიური ძალადობაა, როდესაც ქალი უპირობოდ ემორჩილება მამაკაცს, იმიტომ, რომ ის მამაკაცია.

- როგორ ახერხებ, რომ ასე ბუნებრივად განასახიერო ეს პერსონაჟი?

- დიდი მადლობა (იღიმის). მართლა ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერი რთული იმავ-დროულად საინტერესო გამოცდილებაა მსახიობისთვის და ზოგადად, ეს პროფესია არც არის ადვილი. არ მქონია შესაძლებლობა, აქამდე მსგავსი რაღაცები მომესინჯა. როცა ასეთი რთული ეპიზოდებია, სულ მგონია, რომ ვერ ვითამაშებ კარგად. თანაც, პიროვნულად ძალიან განვიცდი ნატაშკას ისტორიას. შინაგანად მესმის, რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს, უფრო სწორად, ვცდილობ, ვიპოვო საკუთარ თავში ეს განწყობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად, საბედნიეროდ, ასეთი რამ არასდროს განმიცდია. დაახლოებით მსგავსი სიტუაციების მომსწრე ვყოფილვარ და მომისმენია მათგან, ვისაც თავად შემთხვევია ასეთი ამბები. ხშირად მიყვებიან თავიანთი ტკივილისა და დამოკიდებულებების შესახებ. ალბათ, ჰგონიათ, რომ მეც იმავეს განვიცდი.

გარდა იმისა, რომ ნატაშკა ''გასაკეთებლად'' რთულია, ჩემზე ძალიან მოქმედებს ეს გადაღებები. წინა სეზონშიც იყო რაღაც სცენები, მაშინ ბევრად უფრო რთულად გადავიტანე. თითქოს იმ მომენტში არაფერი მიგრძნია, მაგრამ შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორიც ადამიანს დიდი სტრესის გადატანის მერე აქვს, გამოცარიელებული და დათრგუნვილი რომ არის.

მე გადაღებიდან შინ ვბრუნდები, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული გარემო მხვდება, მე და ჩემს მეუღლეს თანასწორი ურთიერთობები გვაქვს, ასე ვთქვათ, თანამშრომლური, ერთმანეთს ყველაფერში ვუწევთ ანგარიშს.

დღეს ბევრად უფრო მძაფრი სცენების თამაშისას ნაკლებად სტრესულად გადამაქვს გადაღებები და ალბათ, ის ქალებიც ასე ეჩვევიან და იმუნიტეტს გამოიმუშავებენ, რომლებიც ასეთ გარემოში ცხოვრობენ. ალბათ, ფიქრობენ, მე რომ ავდგე და ხმამაღლა ვთქვა, რაც მაწუხებს, ასე ვთქვათ - არ მოსულა. ვალდებული ვარ, კაცს დავემორჩილოო, მაგრამ იმაზე აღარ ფიქრობს, ვინ დაადგინა ეს ნორმა, რომ ქალი კაცს უნდა ემორჩილებოდეს! სამწუხაროდ, ასეთ გარემოში გავიზარდეთ, ეს ნორმები ჩვენმა მშობლებმა და მათმა მშობლებმა დაადგინეს.

- გადაღებების სირთულეზე საუბრობდი...

- ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მორჩება მძიმე სცენა, რომ სული მოვითქვა. თუმცა, მქონია შემთხვევა, როცა ტუალეტში შევსულვარ და ძალიან დიდხანს მიტირია. ეს ემოციაა, რომელსაც მერე ვეღარ აჩერებ. რეალურად, ეს იმის ბრალიცაა, რომ საამისოდ მსახიობებს კარგი სკოლა არ გვაქვს გავლილი, ყველაფერს სწავლა უნდა და ესეც ისწავლება. რასაკვირველია, მსახიობმა გარკვეულწილად უნდა განიცადოს როლი, მაგრამ უამრავი ხერხი იქნება, რომ შინაგანად არ დაინგრე... მეორე მხრივ, გამოცდილებას ბევრი რამ მოაქვს. რაც მეტი ასეთი სცენაა, ვხვდები, რომ უკვე ნაკლებად მიჭირს და ადვილად გამოვდივარ მდგომარეობიდან.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება