კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა­ტომ არის და­წე­სე­ბუ­ლი პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვა
რა­ტომ არის და­წე­სე­ბუ­ლი პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვა

16 ივ­ნისს პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვა და­იწყო, რო­მე­ლიც 12 ივ­ლი­სამ­დე გას­ტანს. ეს მარ­ხ­ვა მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვის სა­ხელ­წო­დე­ბი­თა­ცაა სა­ხელ­დე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ვე­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კითხ­ვით მოგ­ვ­მარ­თა­ვენ ამ მარ­ხ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­ვეც­დე­ბით, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მკითხ­ველ­თა ყვე­ლა კითხ­ვას ვუ­პა­სუ­ხოთ...

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი (ა­ბე­სა­ძე):

- ამ მარ­ხ­ვას პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვა ეწო­დე­ბა იმის გა­მო, რომ პეტ­რე და პავ­ლე მო­ცი­ქულ­თა ხსე­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლია 12 ივ­ლისს. 13 ივ­ლისს ერ­თობ­ლი­ვად იხ­სე­ნი­ე­ბა თორ­მე­ტი­ვე მო­ცი­ქუ­ლი. ამის გა­მო ამ მარ­ხ­ვას მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვაც ეწო­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც დიდ­მარ­ხ­ვას ხში­რად აღ­დ­გო­მის მარ­ხ­ვის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაც ვიხ­სე­ნი­ებთ, შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წინ და­წე­სე­ბულ მარ­ხ­ვას შო­ბის მარ­ხ­ვად, ხო­ლო ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წინ და­წე­სე­ბულ მარ­ხ­ვას - მი­ძი­ნე­ბის ან მა­რი­ამ­ო­ბის მარ­ხ­ვად. ძი­რი­თა­დად, მარ­ხ­ვე­ბი ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან­ვე მომ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ თავ­და­პირ­ვე­ლად, მო­ცი­ქულ­თა ხა­ნა­ში­ვე და­წე­სე­ბუ­ლი იყო დი­დი მარ­ხ­ვა, რო­მე­ლიც აღ­დ­გო­მის დღე­სას­წა­ულს უს­წ­რებს წინ. ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­წეს­და შო­ბის მარ­ხ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვას, უფ­რო გვი­ან პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მარ­ხ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეკ­ლე­სი­ებს ჰქონ­დათ სხვა­დას­ხ­ვა ტრა­დი­ცია, მაგ­რამ შემ­დეგ ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი მთელ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ერ­თი­ან­და და IX-X სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად იმ სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გო­რი­თაც დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბობს. სა­ერ­თოდ, პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ქრის­ტი­ა­ნებს ჰქონ­დათ ტრა­დი­ცია, რომ ყვე­ლა დი­დი დღე­სას­წა­უ­ლის წინ მარ­ხუ­ლობ­დ­ნენ რამ­დე­ნი­მე ხანს. სწო­რედ ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­და­ი­ზარ­და - შო­ბის, პეტ­რე-პავ­ლო­ბის, ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის მარ­ხ­ვებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­დ­გო­მის მარ­ხ­ვას, მო­ცი­ქულ­თა ხა­ნი­დან­ვე იმ სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გო­რი სა­ხი­თაც დღეს არ­სე­ბობს.

- რა­ტომ არის და­წე­სე­ბუ­ლი პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვა?

- მო­ცი­ქულ­თა ღვაწ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად და იმ დღე­სას­წა­უ­ლის გან­სა­დი­დებ­ლად, რომ­ლის­თ­ვი­საც ეს მარ­ხ­ვა გვამ­ზა­დებს. რო­დე­საც ჩვენ ვმარ­ხუ­ლობთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ჩვე­ნი გო­ნე­ბა, ვცდი­ლობთ ვი­ლო­ცოთ, აღ­ვას­რუ­ლოთ ღვთის მცნე­ბე­ბი ამ დროს. ძვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, რომ საღ­მ­რ­თო დღე­სას­წა­უ­ლებს შეხ­ვედ­როდ­ნენ უფ­რო მე­ტად გან­წ­მენ­დი­ლე­ბი, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ლოც­ვით, ღვთის მცნე­ბა­თა მე­ტი მო­შურ­ნე­ო­ბით, აღ­ს­რუ­ლე­ბით, რა­თა უფ­რო მე­ტად ეზე­ი­მათ სუ­ლი­ე­რად და უფ­რო მე­ტად გა­ნე­ცა­დათ საღ­მ­რ­თო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მად­ლი, შე­ეგ­რ­ძ­ნოთ საღ­მ­რ­თო დღე­სას­წა­ულ­თა სუ­ლი, ამის გა­მო წინ­და­წინ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ მარ­ხ­ვით. სწო­რედ ესაა ამ მარ­ხ­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც.

- მო­ცი­ქულ­თა ღვაწ­ლიც გა­ვიხ­სე­ნოთ...

- მო­ცი­ქუ­ლებ­მა უდი­დე­სი ღვაწ­ლი გას­წი­ეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ გა­აც­ნეს მსოფ­ლი­ოს მა­ცხოვ­რის სიტყ­ვა. ვი­ცით, რომ იმ პე­რი­ოდ­ში არ იყო ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც დღე­საა, ანუ ად­ვი­ლად არ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია. მო­ცი­ქუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სწო­რედ იმ სწავ­ლე­ბის გა­მავ­რ­ცე­ლებ­ლე­ბი, რაც მათ მა­ცხო­ვარ­მა მის­ცა. ისი­ნი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ავ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ ქრის­ტეს სწავ­ლე­ბას. მათ ცხოვ­რე­ბის წე­სი შეც­ვა­ლეს მსოფ­ლი­ო­ში ანუ წარ­მარ­თო­ბას­თან ერ­თად, თა­ვად წარ­მარ­თო­ბის დრო­ინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სიც კი შეც­ვა­ლეს - მო­ცი­ქულ­თა ღვაწ­ლით, მო­ცი­ქულ­თა ქა­და­გე­ბით, არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დ­ნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი, და­უბ­რუნ­დ­ნენ უფალს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, რომ სა­სუ­ფე­ველ­ში შე­სუ­ლიყ­ვ­ნენ, არა­მედ მი­წი­ე­რა­დაც კი შე­იც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის მენ­ტა­ლი­ტე­ტი, ჩაც­მუ­ლო­ბა, ცხოვ­რე­ბის წე­სი, ურ­თი­ერ­თო­ბა... ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა მსო­ფ­ლიო­ში, ყვე­ლა­ფე­რი და­უ­კავ­შირ­და ქრის­ტეს, ქრის­ტი­ა­ნო­ბას. თუ და­უკ­ვირ­დე­ბით, თა­ვად ის ადა­მი­ა­ნე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ქრის­ტი­ა­ნე­ბი, იმ ცხოვ­რე­ბის წესს, რაც მო­ცი­ქულ­თა ქა­და­გე­ბას მოჰ­ყ­ვა და მო­ცი­ქუ­ლებ­მა გა­ავ­რ­ცე­ლეს, ყვე­ლა­ზე სწორ წე­სად აღია­რე­ბენ და ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მიჰ­ყ­ვე­ბი­ან.

- ვი­ცით, რომ უფ­ლის რჩე­უ­ლი მო­ცი­ქუ­ლე­ბი და­ბა­ლი ფე­ნე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი, გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე უმაღ­ლე­სი სწავ­ლე­ბე­ბი შე­ი­მეც­ნეს, უდი­დეს ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბას ჩას­წ­ვ­დ­ნენ და მსოფ­ლი­ო­ში გა­ავ­რ­ცე­ლეს...

- ღვთის ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, ადა­მი­ა­ნი სწავ­ლუ­ლი იქ­ნე­ბა, უს­წავ­ლე­ლი თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რო­მე­ლი ფე­ნი­დან იქ­ნე­ბა გა­მო­სუ­ლი. მთა­ვა­რია, რო­გო­რი გუ­ლი აქვს ადა­მი­ანს, რო­გორ ენ­დო­ბა უფალს. რაც მე­ტად ვენ­დო­ბით უფალს, რაც მე­ტად გვწამს მი­სი და რაც უფ­რო მე­ტად შე­ვიყ­ვა­რებთ, მით მე­ტად აღას­რუ­ლებს უფა­ლი თა­ვის საქ­მე­ებს ჩვენ­თ­ვის. მო­ცი­ქუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად იყ­ვ­ნენ მინ­დო­ბილ­ნი უფალს და სწო­რედ ამის გა­მო, მა­თი პი­რით გა­ნა­ნათ­ლა უფალ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო. ეს კი­დევ ერ­თი ნი­შა­ნია იმი­სა, რომ ღვთის წი­ნა­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. უფ­ლის გა­რე­შე ჩვენ არაფ­რის კე­თე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია. თუ უფალ­მა არ მოგ­ვ­ცა სა­სი­ცოცხ­ლო ენერ­გია, ცოდ­ვა­საც კი ვერ ჩა­ვი­დენთ. აქ ის კი არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ თით­ქოს უფა­ლი გვა­დე­ნი­ნებს ცოდ­ვას, არა­მედ რო­გორც ვთქვით, თუ­კი უფალ­მა სა­სი­ცოცხ­ლო ენერ­გია არ მოგ­ვ­ცა, ჩვენ არაფ­რის ქმნა არ შეგ­ვიძ­ლია, რად­გან მა­შინ­ვე გარ­და­ვიც­ვ­ლე­ბით.

- ანუ თორ­მე­ტი რჩე­უ­ლი მო­ცი­ქუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად იყო მიმ­ღე­ბი და დამ­ტე­ვი ღვთის სიტყ­ვი­სა...

- რა თქმა უნ­და. უფალს შე­ეძ­ლო, გა­მო­ერ­ჩია უფ­რო ნაკ­ლე­ბი ან კი­დევ მე­ტი რჩე­უ­ლი მო­ცი­ქუ­ლი, მაგ­რამ რად­გან ის­რა­ე­ლი იყო თორ­მე­ტი ტო­მი, სწო­რედ ამის გა­მო გა­მო­არ­ჩია უფალ­მა სიმ­ბო­ლუ­რად თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლი. ვი­ცით, რომ უფალ­მა თორ­მე­ტი რჩე­უ­ლი მო­ცი­ქუ­ლის გარ­და, გა­მო­არ­ჩია სა­მოც­და­ა­თი მო­ცი­ქუ­ლი, ასე­ვე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ღვთის სიტყ­ვას ქა­და­გებ­დ­ნენ და რა თქმა უნ­და, მო­ცი­ქულ­თა სწო­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან. თა­ვად პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი არ შე­დი­ო­და თორ­მეტ მო­ცი­ქულ­ში, მაგ­რამ იგი პეტ­რე მო­ცი­ქულ­თან ერ­თად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც თა­ვი მო­ცი­ქულ­თა.

- რა­ტომ ეწო­დე­ბათ პეტ­რე და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლებს მო­ცი­ქულ­თა თავ­ნი?

- პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი თა­ვად მა­ცხოვ­რის სი­ცოცხ­ლე­შიც კი იყო თა­ვი მო­ცი­ქულ­თა - იგი მო­ცი­ქულ­თა შო­რის ასა­კით ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი გახ­ლ­დათ, ამას­თა­ნა­ვე, უფ­ლის­ად­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი რწმე­ნის, სიყ­ვა­რუ­ლის, სიმ­ხ­ნე­ვი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის გა­მო, ის თა­ვის­თა­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­და მო­ცი­ქულ­თა თა­ვად. რო­დე­საც მო­ცი­ქუ­ლებ­ზე სუ­ლიწ­მინ­და გარ­და­მო­ვი­და, პირ­ვე­ლად პეტ­რე წა­მოდ­გა და იქა­და­გა. ეს იმა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მის სიტყ­ვას მო­ცი­ქუ­ლე­ბის­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა პავ­ლე მო­ცი­ქულს, ვი­ცით, რომ მა­ცხოვ­რის თორ­მეტ მო­ცი­ქულ­თა რიგს არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. ის მა­ცხოვ­რის ზე­ცად ამაღ­ლე­ბი­სა და მო­ცი­ქუ­ლებ­ზე სუ­ლიწ­მი­დის გარ­და­მოს­ვ­ლის შემ­დეგ მო­ექ­ცა ქრის­ტი­ა­ნულ სჯულ­ზე და უფ­ლის მო­ცი­ქუ­ლი გახ­და, მაგ­რამ თა­ვი­სი სწავ­ლე­ბე­ბით, თა­ვი­სი მი­სი­ო­ნე­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბით, უდი­დე­სი მო­შურ­ნე­ო­ბი­თა და ღვაწ­ლით შე­იქ­მ­ნა მო­ცი­ქულ­თა თა­ვი. პეტ­რე და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლე­ბი მო­ცი­ქულ­თა თავ­ნი არი­ან არა იერ­არ­ქი­უ­ლად, არა­მედ - პა­ტი­ვით.

- რა­ტომ არის მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვა თევ­ზით ხსნი­ლი?

- სა­ერ­თოდ, თევ­ზი სა­მარ­ხ­ვო საზ­რ­დე­ლია, მაგ­რამ რად­გან ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ აღ­დ­გო­მის მარ­ხ­ვა არის მძი­მე მარ­ხ­ვა, ამის გა­მო დიდ­მარ­ხ­ვის დროს თევზს არ ვი­ღებთ. თევ­ზით არ არის ხსნი­ლი არც ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის მარ­ხ­ვა, რად­გან ეს მარ­ხ­ვა ძა­ლი­ან მცი­რე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბი­საა და ამის გა­მო ჩა­მო­ყა­ლიბ­და ტრა­დი­ცია, მი­ძი­ნე­ბის მარ­ხ­ვა­ში არ მი­ვი­ღოთ თევ­ზი. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვას და შო­ბის მარ­ხ­ვას, ამ მარ­ხ­ვებ­ში, ოთხ­შა­ბა­თი­სა და პა­რას­კე­ვის გარ­და, თევ­ზის მი­ღე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლია.

- რა­ტომ არის მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვა სხვა­დას­ხ­ვა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის?

- ეს მარ­ხ­ვა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აღ­დ­გო­მის დღე­სას­წა­ულ­თან. ის იწყე­ბა აღ­დ­გო­მი­დან ორ­მოც­და­მეჩ­ვიდ­მე­ტე დღეს და პეტ­რე-პავ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე - 12 ივ­ლი­სამ­დე გას­ტანს. თუ აღ­დ­გო­მის დღე­სას­წა­უ­ლი ად­რი­ა­ნა­დაა, ანუ ვთქვათ, აპ­რი­ლის და­სა­წყის­შია, პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბაც დი­დია, ხო­ლო თუ აღ­დ­გო­მის დღე­სას­წა­უ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაა და მა­ი­სის და­სა­წყისს ემ­თხ­ვე­ვა, ეს მარ­ხ­ვაც მოკ­ლეა. მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 42 დღი­დან 9 დღემ­დე მერ­ყე­ობს.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა­ტომ არის და­წე­სე­ბუ­ლი პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვა

რა­ტომ არის და­წე­სე­ბუ­ლი პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვა

16 ივ­ნისს პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვა და­იწყო, რო­მე­ლიც 12 ივ­ლი­სამ­დე გას­ტანს. ეს მარ­ხ­ვა მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვის სა­ხელ­წო­დე­ბი­თა­ცაა სა­ხელ­დე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ვე­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კითხ­ვით მოგ­ვ­მარ­თა­ვენ ამ მარ­ხ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­ვეც­დე­ბით, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მკითხ­ველ­თა ყვე­ლა კითხ­ვას ვუ­პა­სუ­ხოთ...

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი (ა­ბე­სა­ძე):

- ამ მარ­ხ­ვას პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვა ეწო­დე­ბა იმის გა­მო, რომ პეტ­რე და პავ­ლე მო­ცი­ქულ­თა ხსე­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლია 12 ივ­ლისს. 13 ივ­ლისს ერ­თობ­ლი­ვად იხ­სე­ნი­ე­ბა თორ­მე­ტი­ვე მო­ცი­ქუ­ლი. ამის გა­მო ამ მარ­ხ­ვას მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვაც ეწო­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც დიდ­მარ­ხ­ვას ხში­რად აღ­დ­გო­მის მარ­ხ­ვის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაც ვიხ­სე­ნი­ებთ, შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წინ და­წე­სე­ბულ მარ­ხ­ვას შო­ბის მარ­ხ­ვად, ხო­ლო ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წინ და­წე­სე­ბულ მარ­ხ­ვას - მი­ძი­ნე­ბის ან მა­რი­ამ­ო­ბის მარ­ხ­ვად. ძი­რი­თა­დად, მარ­ხ­ვე­ბი ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან­ვე მომ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ თავ­და­პირ­ვე­ლად, მო­ცი­ქულ­თა ხა­ნა­ში­ვე და­წე­სე­ბუ­ლი იყო დი­დი მარ­ხ­ვა, რო­მე­ლიც აღ­დ­გო­მის დღე­სას­წა­ულს უს­წ­რებს წინ. ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­წეს­და შო­ბის მარ­ხ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვას, უფ­რო გვი­ან პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მარ­ხ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეკ­ლე­სი­ებს ჰქონ­დათ სხვა­დას­ხ­ვა ტრა­დი­ცია, მაგ­რამ შემ­დეგ ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი მთელ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ერ­თი­ან­და და IX-X სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად იმ სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გო­რი­თაც დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბობს. სა­ერ­თოდ, პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ქრის­ტი­ა­ნებს ჰქონ­დათ ტრა­დი­ცია, რომ ყვე­ლა დი­დი დღე­სას­წა­უ­ლის წინ მარ­ხუ­ლობ­დ­ნენ რამ­დე­ნი­მე ხანს. სწო­რედ ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­და­ი­ზარ­და - შო­ბის, პეტ­რე-პავ­ლო­ბის, ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის მარ­ხ­ვებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­დ­გო­მის მარ­ხ­ვას, მო­ცი­ქულ­თა ხა­ნი­დან­ვე იმ სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გო­რი სა­ხი­თაც დღეს არ­სე­ბობს.

- რა­ტომ არის და­წე­სე­ბუ­ლი პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვა?

- მო­ცი­ქულ­თა ღვაწ­ლის მო­სახ­სე­ნი­ებ­ლად და იმ დღე­სას­წა­უ­ლის გან­სა­დი­დებ­ლად, რომ­ლის­თ­ვი­საც ეს მარ­ხ­ვა გვამ­ზა­დებს. რო­დე­საც ჩვენ ვმარ­ხუ­ლობთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ჩვე­ნი გო­ნე­ბა, ვცდი­ლობთ ვი­ლო­ცოთ, აღ­ვას­რუ­ლოთ ღვთის მცნე­ბე­ბი ამ დროს. ძვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, რომ საღ­მ­რ­თო დღე­სას­წა­უ­ლებს შეხ­ვედ­როდ­ნენ უფ­რო მე­ტად გან­წ­მენ­დი­ლე­ბი, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ლოც­ვით, ღვთის მცნე­ბა­თა მე­ტი მო­შურ­ნე­ო­ბით, აღ­ს­რუ­ლე­ბით, რა­თა უფ­რო მე­ტად ეზე­ი­მათ სუ­ლი­ე­რად და უფ­რო მე­ტად გა­ნე­ცა­დათ საღ­მ­რ­თო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მად­ლი, შე­ეგ­რ­ძ­ნოთ საღ­მ­რ­თო დღე­სას­წა­ულ­თა სუ­ლი, ამის გა­მო წინ­და­წინ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ მარ­ხ­ვით. სწო­რედ ესაა ამ მარ­ხ­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც.

- მო­ცი­ქულ­თა ღვაწ­ლიც გა­ვიხ­სე­ნოთ...

- მო­ცი­ქუ­ლებ­მა უდი­დე­სი ღვაწ­ლი გას­წი­ეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ გა­აც­ნეს მსოფ­ლი­ოს მაცხოვ­რის სიტყ­ვა. ვი­ცით, რომ იმ პე­რი­ოდ­ში არ იყო ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც დღე­საა, ანუ ად­ვი­ლად არ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია. მო­ცი­ქუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სწო­რედ იმ სწავ­ლე­ბის გა­მავ­რ­ცე­ლებ­ლე­ბი, რაც მათ მაცხო­ვარ­მა მის­ცა. ისი­ნი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ავ­რ­ცე­ლებ­დ­ნენ ქრის­ტეს სწავ­ლე­ბას. მათ ცხოვ­რე­ბის წე­სი შეც­ვა­ლეს მსოფ­ლი­ო­ში ანუ წარ­მარ­თო­ბას­თან ერ­თად, თა­ვად წარ­მარ­თო­ბის დრო­ინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სიც კი შეც­ვა­ლეს - მო­ცი­ქულ­თა ღვაწ­ლით, მო­ცი­ქულ­თა ქა­და­გე­ბით, არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დ­ნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი, და­უბ­რუნ­დ­ნენ უფალს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, რომ სა­სუ­ფე­ველ­ში შე­სუ­ლიყ­ვ­ნენ, არა­მედ მი­წი­ე­რა­დაც კი შე­იც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის მენ­ტა­ლი­ტე­ტი, ჩაც­მუ­ლო­ბა, ცხოვ­რე­ბის წე­სი, ურ­თი­ერ­თო­ბა... ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა მსო­ფ­ლიო­ში, ყვე­ლა­ფე­რი და­უ­კავ­შირ­და ქრის­ტეს, ქრის­ტი­ა­ნო­ბას. თუ და­უკ­ვირ­დე­ბით, თა­ვად ის ადა­მი­ა­ნე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ქრის­ტი­ა­ნე­ბი, იმ ცხოვ­რე­ბის წესს, რაც მო­ცი­ქულ­თა ქა­და­გე­ბას მოჰ­ყ­ვა და მო­ცი­ქუ­ლებ­მა გა­ავ­რ­ცე­ლეს, ყვე­ლა­ზე სწორ წე­სად აღია­რე­ბენ და ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მიჰ­ყ­ვე­ბი­ან.

- ვი­ცით, რომ უფ­ლის რჩე­უ­ლი მო­ცი­ქუ­ლე­ბი და­ბა­ლი ფე­ნე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი, გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე უმაღ­ლე­სი სწავ­ლე­ბე­ბი შე­ი­მეც­ნეს, უდი­დეს ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბას ჩას­წ­ვ­დ­ნენ და მსოფ­ლი­ო­ში გა­ავ­რ­ცე­ლეს...

- ღვთის ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, ადა­მი­ა­ნი სწავ­ლუ­ლი იქ­ნე­ბა, უს­წავ­ლე­ლი თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რო­მე­ლი ფე­ნი­დან იქ­ნე­ბა გა­მო­სუ­ლი. მთა­ვა­რია, რო­გო­რი გუ­ლი აქვს ადა­მი­ანს, რო­გორ ენ­დო­ბა უფალს. რაც მე­ტად ვენ­დო­ბით უფალს, რაც მე­ტად გვწამს მი­სი და რაც უფ­რო მე­ტად შე­ვიყ­ვა­რებთ, მით მე­ტად აღას­რუ­ლებს უფა­ლი თა­ვის საქ­მე­ებს ჩვენ­თ­ვის. მო­ცი­ქუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად იყ­ვ­ნენ მინ­დო­ბილ­ნი უფალს და სწო­რედ ამის გა­მო, მა­თი პი­რით გა­ნა­ნათ­ლა უფალ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო. ეს კი­დევ ერ­თი ნი­შა­ნია იმი­სა, რომ ღვთის წი­ნა­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. უფ­ლის გა­რე­შე ჩვენ არაფ­რის კე­თე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია. თუ უფალ­მა არ მოგ­ვ­ცა სა­სი­ცოცხ­ლო ენერ­გია, ცოდ­ვა­საც კი ვერ ჩა­ვი­დენთ. აქ ის კი არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ თით­ქოს უფა­ლი გვა­დე­ნი­ნებს ცოდ­ვას, არა­მედ რო­გორც ვთქვით, თუ­კი უფალ­მა სა­სი­ცოცხ­ლო ენერ­გია არ მოგ­ვ­ცა, ჩვენ არაფ­რის ქმნა არ შეგ­ვიძ­ლია, რადგან მა­შინ­ვე გარ­და­ვიც­ვ­ლე­ბით.

- ანუ თორ­მე­ტი რჩე­უ­ლი მო­ცი­ქუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად იყო მიმ­ღე­ბი და დამ­ტე­ვი ღვთის სიტყ­ვი­სა...

- რა თქმა უნ­და. უფალს შე­ეძ­ლო, გა­მო­ერ­ჩია უფ­რო ნაკ­ლე­ბი ან კი­დევ მე­ტი რჩე­უ­ლი მო­ცი­ქუ­ლი, მაგ­რამ რად­გან ის­რა­ე­ლი იყო თორ­მე­ტი ტო­მი, სწო­რედ ამის გა­მო გა­მო­არ­ჩია უფალ­მა სიმ­ბო­ლუ­რად თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლი. ვი­ცით, რომ უფალ­მა თორ­მე­ტი რჩე­უ­ლი მო­ცი­ქუ­ლის გარ­და, გა­მო­არ­ჩია სა­მოც­და­ა­თი მო­ცი­ქუ­ლი, ასე­ვე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ღვთის სიტყ­ვას ქა­და­გებ­დ­ნენ და რა თქმა უნ­და, მო­ცი­ქულ­თა სწო­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან. თა­ვად პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი არ შე­დი­ო­და თორ­მეტ მო­ცი­ქულ­ში, მაგ­რამ იგი პეტ­რე მო­ცი­ქულ­თან ერ­თად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც თა­ვი მო­ცი­ქულ­თა.

- რა­ტომ ეწო­დე­ბათ პეტ­რე და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლებს მო­ცი­ქულ­თა თავ­ნი?

- პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი თა­ვად მაცხოვ­რის სი­ცოცხ­ლე­შიც კი იყო თა­ვი მო­ცი­ქულ­თა - იგი მო­ცი­ქულ­თა შო­რის ასა­კით ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი გახ­ლ­დათ, ამას­თა­ნა­ვე, უფ­ლის­ად­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი რწმე­ნის, სიყ­ვა­რუ­ლის, სიმ­ხ­ნე­ვი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის გა­მო, ის თა­ვის­თა­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­და მო­ცი­ქულ­თა თა­ვად. რო­დე­საც მო­ცი­ქუ­ლებ­ზე სუ­ლიწ­მინ­და გარ­და­მო­ვი­და, პირ­ვე­ლად პეტ­რე წა­მოდ­გა და იქა­და­გა. ეს იმა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მის სიტყ­ვას მო­ცი­ქუ­ლე­ბის­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა პავ­ლე მო­ცი­ქულს, ვი­ცით, რომ მაცხოვ­რის თორ­მეტ მო­ცი­ქულ­თა რიგს არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. ის მაცხოვ­რის ზე­ცად ამაღ­ლე­ბი­სა და მო­ცი­ქუ­ლებ­ზე სუ­ლიწ­მი­დის გარ­და­მოს­ვ­ლის შემ­დეგ მო­ექ­ცა ქრის­ტი­ა­ნულ სჯულ­ზე და უფ­ლის მო­ცი­ქუ­ლი გახ­და, მაგ­რამ თა­ვი­სი სწავ­ლე­ბე­ბით, თა­ვი­სი მი­სი­ო­ნე­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბით, უდი­დე­სი მო­შურ­ნე­ო­ბი­თა და ღვაწ­ლით შე­იქ­მ­ნა მო­ცი­ქულ­თა თა­ვი. პეტ­რე და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლე­ბი მო­ცი­ქულ­თა თავ­ნი არი­ან არა იერარ­ქი­უ­ლად, არა­მედ - პა­ტი­ვით.

- რა­ტომ არის მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვა თევ­ზით ხსნი­ლი?

- სა­ერ­თოდ, თევ­ზი სა­მარ­ხ­ვო საზ­რ­დე­ლია, მაგ­რამ რად­გან ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ აღ­დ­გო­მის მარ­ხ­ვა არის მძი­მე მარ­ხ­ვა, ამის გა­მო დიდ­მარ­ხ­ვის დროს თევზს არ ვი­ღებთ. თევ­ზით არ არის ხსნი­ლი არც ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის მარ­ხ­ვა, რად­გან ეს მარ­ხ­ვა ძა­ლი­ან მცი­რე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბი­საა და ამის გა­მო ჩა­მო­ყა­ლიბ­და ტრა­დი­ცია, მი­ძი­ნე­ბის მარ­ხ­ვა­ში არ მი­ვი­ღოთ თევ­ზი. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვას და შო­ბის მარ­ხ­ვას, ამ მარ­ხ­ვებ­ში, ოთხ­შა­ბა­თი­სა და პა­რას­კე­ვის გარ­და, თევ­ზის მი­ღე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლია.

- რა­ტომ არის მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვა სხვა­დას­ხ­ვა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის?

- ეს მარ­ხ­ვა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აღ­დ­გო­მის დღე­სას­წა­ულ­თან. ის იწყე­ბა აღ­დ­გო­მი­დან ორ­მოც­და­მეჩ­ვიდ­მე­ტე დღეს და პეტ­რე-პავ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე - 12 ივ­ლი­სამ­დე გას­ტანს. თუ აღ­დ­გო­მის დღე­სას­წა­უ­ლი ად­რი­ა­ნა­დაა, ანუ ვთქვათ, აპ­რი­ლის და­საწყის­შია, პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხ­ვის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბაც დი­დია, ხო­ლო თუ აღ­დ­გო­მის დღე­სას­წა­უ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაა და მა­ი­სის და­საწყისს ემ­თხ­ვე­ვა, ეს მარ­ხ­ვაც მოკ­ლეა. მო­ცი­ქულ­თა მარ­ხ­ვის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 42 დღი­დან 9 დღემ­დე მერ­ყე­ობს.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ