გორში სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს 5-6 პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აიყვანეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია გორში დღეს, გამთენიისას ჩატარდა. დაკავებულები არიან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცვიის დროს დაკავებული პირების ნაწილი 2012 წლის ამნისტიის შედეგად არის გათავისუფლებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ აღნიშნულზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.