პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ოქროს წესი საქმიანი დედებისთვის
10 ოქროს წესი საქმიანი დედებისთვის

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და მწე­რა­ლი პა­მე­ლა დრუ­კერ­მა­ნი თა­ვის წიგნ­ში აღ­ზრდის ფრან­გულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­უბ­რობს. მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც თა­ვად 3 შვი­ლის დე­დაა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ფრან­გი დე­დე­ბის პრაგ­მა­ტუ­ლო­ბით და მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აქ­ტი­ურ და და­საქ­მე­ბულ დე­დებს ფრან­გი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის 10 ოქ­როს წესს სთა­ვა­ზობს.

იდე­ა­ლუ­რი დედა არ არ­სე­ბობს

და­საქ­მე­ბუ­ლი ქალი ხში­რად დიდ მი­ზანს ისა­ხავს - უნდა, იდე­ა­ლუ­რი დე­დაც იყოს და კა­რი­ე­რაც აი­წყოს. პრაქ­ტი­კუ­ლად ორ ცვლა­ში მუ­შა­ობს - ოფის­სა და სახ­ლში. ამ დე­დებ­მა ფრან­გი დი­ა­სახ­ლი­სე­ბის შე­გო­ნე­ბა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ - იდე­ა­ლუ­რი დე­დე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. ნურც თქვენ ცდი­ლობთ, იდე­ა­ლუ­რი იყოთ. შვი­ლის ბავ­შვო­ბას მა­რა­თო­ნის და­წყე­ბად ნუ აღიქ­ვამთ, რომ­ლის ფი­ნი­შიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­წყო­ბაა. ფრან­გებ­საც ძა­ლი­ან უნ­დათ, მათ­მა შვი­ლებ­მა კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ, მაგ­რამ ბავ­შვს გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას არ აი­ძუ­ლე­ბენ. მა­გა­ლი­თად, შვი­ლებს წერა-კი­თხვას 6 წლამ­დე არ ას­წავ­ლი­ან. მათი აზ­რით, სკო­ლა­ში წას­ვლამ­დე ბავ­შვს ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა და თვით­კონ­ტრო­ლი უნდა გა­ნუ­ვი­თარ­დეს. სწო­რედ ეს უქ­მნის სწავ­ლის­თვის სა­ჭი­რო ბა­ზას და არა სამი წლის ასაკ­ში წაღ­მა-უკუღ­მა თვლა ან ან­გა­რი­ში.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეთ სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი

ბევრ ახალ­გაზ­რდა ქალს სჯე­რა ლა­მა­ზი ზღაპ­რის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­თხო­ვე­ბით უზ­რუნ­ველ ცხოვ­რე­ბას მო­ი­წყობს - ფუ­ლი­ა­ნი ქმა­რი ეყო­ლე­ბა და თა­ვად მუ­შა­ო­ბა არ მო­უ­წევს. ფრან­გი ქა­ლე­ბი სულ სხვაგ­ვა­რად ფიქ­რო­ბენ. მათი აზ­რით, ქალს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს შე­მო­სავ­ლის წყა­რო. ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნად გა­თხო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ქალ­მა სა­კუ­თარ თავს უნდა ჰკი­თხოს: "ერთ დღეს რომ ყვე­ლა­ფე­რი დავ­კარ­გოთ?". ფრან­გი ქალი შვი­ლის გა­ჩე­ნი­დან მა­ლე­ვე უბ­რუნ­დე­ბა სამ­სა­ხურს, რად­გან ფიქ­რობს, რომ მარ­ტო დარ­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც უნდა შე­ეძ­ლოს შვი­ლის რჩე­ნა.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბავ­შვს არ უნდა შეს­წი­როთ

ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დრო და სივ­რცე ესა­ჭი­რო­ე­ბა. და­ი­ვი­წყეთ პრინ­ცი­პი - "ჯერ ბავ­შვს მივ­ხე­დავ, მერე ჩემი თა­ვის­თვის მო­ვიც­ლი". არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! ოჯახ­ში ბა­ლან­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, დრო­ის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი თქვენ გე­კუთ­ვნო­დეთ. ეს დრო გნე­ბავთ, სამ­სა­ხურს მო­ახ­მა­რეთ, გნე­ბავთ - გან­ტვირ­თვას. ფრან­გე­ბი თვლი­ან, რომ პირ­ველ რიგ­ში ბავ­შვის­თვი­საა არა­სა­სურ­ვე­ლი, როცა მთე­ლი ოჯა­ხი მის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს. ამით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გრძნო­ბა არა­სო­დეს გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა.

და­ი­ვი­წყეთ და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა

თქვე­ნი მუ­შა­ო­ბით ბავ­შვს არა­ფერს უშა­ვებთ, ამი­ტომ ამის გამო და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა არ უნდა გტან­ჯავ­დეთ. სა­მა­გი­ე­როდ, როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გექ­ნე­ბათ, ის ბავ­შვთან სრულ­ყო­ფილ და არა ზე­რე­ლე ურ­თი­ერ­თო­ბას მო­ახ­მა­რეთ. და კი­დევ, გა­მო­უ­მუ­შა­ვეთ ბავ­შვს მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი. ცდე­ბით, თუ ფიქ­რობთ, რომ მოთ­მი­ნე­ბა ადა­მი­ანს მხო­ლოდ დე­დის მუც­ლი­დან უნდა დაჰ­ყვეს. ფრან­გე­ბის­თვის მოთ­მი­ნე­ბა კუნ­თი­ვი­თაა, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბი­დან­ვე წვრთნი­ან და ავი­თა­რე­ბენ.

არ წა­მოხ­ტეთ ად­გი­ლი­დან და მუ­შა­ო­ბა არ შე­წყვი­ტოთ ყო­ველ ჯერ­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ბავ­შვი თა­ვი­სი ხე­ლით აშე­ნე­ბუ­ლი პი­რა­მი­დის საჩ­ვე­ნებ­ლად გე­ძა­ხით. აუხ­სე­ნით, რომ ცოტა მო­ი­ცა­დოს. ჯერ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წა­მით მო­იც­დის, მერე - წუ­თო­ბით და თან­და­თან მი­ეჩ­ვე­ვა გა­უმკლავ­დეს იმედ­გაც­რუ­ე­ბას. ფრან­გე­ბის აზ­რით, სა­მო­მავ­ლოდ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნა­რია. ასე მი­უ­დე­ქით ამ სა­კითხს და ნუ და­ი­ტან­ჯავთ თავს სინ­დი­სის ქენ­ჯნით, რომ მას სა­თა­ნა­დო დროს ვერ უთ­მობთ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

10 ოქროს წესი საქმიანი დედებისთვის

10 ოქროს წესი საქმიანი დედებისთვის

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი პამელა დრუკერმანი თავის წიგნში აღზრდის ფრანგულ ტრადიციებზე საუბრობს. მწერალი, რომელიც თავად 3 შვილის დედაა, აღფრთოვანებულია ფრანგი დედების პრაგმატულობით და მათი შეხედულებების საფუძველზე აქტიურ და დასაქმებულ დედებს ფრანგი ქალბატონების 10 ოქროს წესს სთავაზობს.

იდეალური დედა არ არსებობს

დასაქმებული ქალი ხშირად დიდ მიზანს ისახავს - უნდა, იდეალური დედაც იყოს და კარიერაც აიწყოს. პრაქტიკულად ორ ცვლაში მუშაობს - ოფისსა და სახლში. ამ დედებმა ფრანგი დიასახლისების შეგონება უნდა გაითვალისწინონ - იდეალური დედები არ არსებობენ. ნურც თქვენ ცდილობთ, იდეალური იყოთ. შვილის ბავშვობას მარათონის დაწყებად ნუ აღიქვამთ, რომლის ფინიშიც უნივერსიტეტში მოწყობაა. ფრანგებსაც ძალიან უნდათ, მათმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ და წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ ბავშვს განვითარების ეტაპების დაჩქარებას არ აიძულებენ. მაგალითად, შვილებს წერა-კითხვას 6 წლამდე არ ასწავლიან. მათი აზრით, სკოლაში წასვლამდე ბავშვს ყურადღების კონცენტრაცია, კომუნიკაბელურობა და თვითკონტროლი უნდა განუვითარდეს. სწორედ ეს უქმნის სწავლისთვის საჭირო ბაზას და არა სამი წლის ასაკში წაღმა-უკუღმა თვლა ან ანგარიში.

აუცილებლად უნდა გქონდეთ საკუთარი შემოსავალი

ბევრ ახალგაზრდა ქალს სჯერა ლამაზი ზღაპრის, რომ წარმატებული გათხოვებით უზრუნველ ცხოვრებას მოიწყობს - ფულიანი ქმარი ეყოლება და თავად მუშაობა არ მოუწევს. ფრანგი ქალები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. მათი აზრით, ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემოსავლის წყარო. ყველაზე იღბლიანად გათხოვების შემთხვევაშიც კი ქალმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: "ერთ დღეს რომ ყველაფერი დავკარგოთ?". ფრანგი ქალი შვილის გაჩენიდან მალევე უბრუნდება სამსახურს, რადგან ფიქრობს, რომ მარტო დარჩენის შემთხვევაშიც უნდა შეეძლოს შვილის რჩენა.

მთელი ცხოვრება ბავშვს არ უნდა შესწიროთ

ნებისმიერ ადამიანს საკუთარი თავისთვის დრო და სივრცე ესაჭიროება. დაივიწყეთ პრინციპი - "ჯერ ბავშვს მივხედავ, მერე ჩემი თავისთვის მოვიცლი". არავითარ შემთხვევაში! ოჯახში ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, დროის გარკვეული მონაკვეთი თქვენ გეკუთვნოდეთ. ეს დრო გნებავთ, სამსახურს მოახმარეთ, გნებავთ - განტვირთვას. ფრანგები თვლიან, რომ პირველ რიგში ბავშვისთვისაა არასასურველი, როცა მთელი ოჯახი მის გარშემო ტრიალებს. ამით დამოუკიდებლობის გრძნობა არასოდეს განუვითარდება.

დაივიწყეთ დანაშაულის გრძნობა

თქვენი მუშაობით ბავშვს არაფერს უშავებთ, ამიტომ ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ უნდა გტანჯავდეთ. სამაგიეროდ, როცა თავისუფალი დრო გექნებათ, ის ბავშვთან სრულყოფილ და არა ზერელე ურთიერთობას მოახმარეთ. და კიდევ, გამოუმუშავეთ ბავშვს მოთმინების უნარი. ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ მოთმინება ადამიანს მხოლოდ დედის მუცლიდან უნდა დაჰყვეს. ფრანგებისთვის მოთმინება კუნთივითაა, რომელსაც ბავშვობიდანვე წვრთნიან და ავითარებენ.

არ წამოხტეთ ადგილიდან და მუშაობა არ შეწყვიტოთ ყოველ ჯერზე მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი თავისი ხელით აშენებული პირამიდის საჩვენებლად გეძახით. აუხსენით, რომ ცოტა მოიცადოს. ჯერ მხოლოდ რამდენიმე წამით მოიცდის, მერე - წუთობით და თანდათან მიეჩვევა გაუმკლავდეს იმედგაცრუებას. ფრანგების აზრით, სამომავლოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. ასე მიუდექით ამ საკითხს და ნუ დაიტანჯავთ თავს სინდისის ქენჯნით, რომ მას სათანადო დროს ვერ უთმობთ.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს