მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი შიხიაშვილის პირველი კომენტარი პრემიებთან დაკავშირებით
ირაკლი შიხიაშვილის პირველი კომენტარი პრემიებთან დაკავშირებით

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საკ­რე­ბუ­ლო­ში, მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, არას­დროს არ გა­ცე­მუ­ლა და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი პრე­მია. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­ცე­მულ 300%-იან პრე­მი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა.

მისი თქმით, საკ­რე­ბუ­ლო თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ას­რუ­ლებს და ღირ­სე­უ­ლა­დაც არ­თმევს თავს.

"სწო­რედ ამის შე­დე­გია, რომ აღარ ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა ზო­გი­ერთ ვაჟ­ბა­ტონს, 50 მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი არა­მიზ­ნობ­რი­ვად გაფ­ლან­გოს. მი­მაჩ­ნია, რომ თა­ვის მარ­თლე­ბა არას­წო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მხრი­დან, ვი­ნა­ი­დან საკ­რე­ბუ­ლო­ში პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მის სა­კითხს არ წყვეტს არა ერთი ადა­მი­ა­ნი, არა­მედ კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო- ბი­უ­რო. ბი­უ­რო­ზე ერ­თსუ­ლო­ვა­ნი და ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო მი­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს პრე­მი­ე­ბი არის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად და თა­ნაბ­რად გა­ცე­მუ­ლი ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­ზე რო­გორც დე­პუ­ტატ­ზე, ისე აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მელ­ზე", - აღ­ნიშ­ნა ში­ხი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში გავ­რცელ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის და სხვა მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებს ამ ყვე­ლა­ფერს საკ­რე­ბუ­ლო.

"ჩვენ არ ვა­პი­რებ­დით ამის გან­სა­ჯა­რო­ვე­ბას, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ გვი­წევს ამის თქმა. საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტე­ბი თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სი­დან, უმ­რავ­ლე­სო­ბის დიდი ნა­წი­ლი, გას­ცემ­და ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში თან­ხებს და ჩვე­ნი პარტნი­ო­ე­ბი იყ­ვნენ თამ­თა დე­მუ­რიშ­ვილ და "ბერი ან­დრი­ას ფონ­დი". ეს არის სო­ლი­დუ­რი სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, კონ­კრე­ტუ­ლად მათი კვე­ბის­თვის გა­ცე­მუ­ლი თან­ხე­ბი. ჩვე­ნი ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 4 თვეა, გრძელ­დე­ბა. ერთი კვი­რის წინ ქალ­ბა­ტონ თამ­თას­თან მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ საკ­რე­ბუ­ლოს ხელ­ფა­სის 100%, კერ­ძოდ, ბოლო ხელ­ფა­სი მთლი­ა­ნად გა­დავ­რი­ცხოთ ბერი ან­დრი­ას ფონდში და კი­დევ იმ ფონდში, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ სო­ლი­და­რო­ბა და თა­ნად­გო­მა. თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებ­და, რას აკე­თებს საკ­რე­ბუ­ლო, ჯობ­და საკ­რე­ბუ­ლოს ბი­უ­როს სხდო­მის ოქმი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წა­ე­კი­თხა", -გა­ნა­ცხა­და ში­ხი­აშ­ვილ­მა.

გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის რან­გში, ივ­ნი­სის ბო­ლოს, 350 პრო­ცენ­ტი­ან პრე­მი­ას - 12 000 ლარს აი­ღებს, რა­საც ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა - 3 540 ლა­რიც და­ე­მა­ტე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანა­ლო­გი­უ­რი პრე­მი­ე­ბი გა­მო­ი­წე­რა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ებ­ზე, კო­მი­სი­ე­ბი­სა და ფრაქ­ცი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­ზე.

ნა­ხეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი შიხიაშვილის პირველი კომენტარი პრემიებთან დაკავშირებით

ირაკლი შიხიაშვილის პირველი კომენტარი პრემიებთან დაკავშირებით

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოში, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, არასდროს არ გაცემულა დაუმსახურებელი პრემია. ამის შესახებ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საკრებულოში გაცემულ 300%-იან პრემიებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, საკრებულო თავის მოვალეობას სრული დატვირთვით ასრულებს და ღირსეულადაც ართმევს თავს.

"სწორედ ამის შედეგია, რომ აღარ ეძლევა საშუალება ზოგიერთ ვაჟბატონს, 50 მილიონობით ლარი არამიზნობრივად გაფლანგოს. მიმაჩნია, რომ თავის მართლება არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან, ვინაიდან საკრებულოში პრემიების გაცემის საკითხს არ წყვეტს არა ერთი ადამიანი, არამედ კოლეგიალური ორგანო- ბიურო. ბიუროზე ერთსულოვანი და ერთობლივი გადაწყვეტილება იყო მიღებული პრემიებთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ ეს პრემიები არის დამსახურებულად და თანაბრად გაცემული ყველა თანამშრომელზე როგორც დეპუტატზე, ისე აპარატის თანამშრომელზე", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დიფერენციაცია ხდება ადამიანების და სხვა მიზნებისთვის იყენებს ამ ყველაფერს საკრებულო.

"ჩვენ არ ვაპირებდით ამის განსაჯაროვებას, მაგრამ სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა. საკრებულოს დეპუტატები თავისი კუთვნილი ხელფასიდან, უმრავლესობის დიდი ნაწილი, გასცემდა ქველმოქმედებაში თანხებს და ჩვენი პარტნიოები იყვნენ თამთა დემურიშვილ და "ბერი ანდრიას ფონდი". ეს არის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად, კონკრეტულად მათი კვებისთვის გაცემული თანხები. ჩვენი ეს თანამშრომლობა 4 თვეა, გრძელდება. ერთი კვირის წინ ქალბატონ თამთასთან მოვილაპარაკეთ, რომ საკრებულოს ხელფასის 100%, კერძოდ, ბოლო ხელფასი მთლიანად გადავრიცხოთ ბერი ანდრიას ფონდში და კიდევ იმ ფონდში, სადაც ადამიანებს სჭირდებათ სოლიდარობა და თანადგომა. თუ ვინმეს აინტერესებდა, რას აკეთებს საკრებულო, ჯობდა საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმი თავიდან ბოლომდე წაეკითხა", -განაცხადა შიხიაშვილმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, ივნისის ბოლოს, 350 პროცენტიან პრემიას - 12 000 ლარს აიღებს, რასაც ყოველთვიური ანაზღაურება - 3 540 ლარიც დაემატება. არსებული ინფორმაციით, ანალოგიური პრემიები გამოიწერა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებზე.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა