პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებენ ელჩები ჩატარებულ არჩევნებს
როგორ აფასებენ ელჩები ჩატარებულ არჩევნებს

15 ივ­ნი­სის არ­ჩევ­ნე­ბი, 27 ივ­ნისს, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის წინ, თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯია , - ამის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ელ­ჩო­ე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

სა­ელ­ჩო­ე­ბი ულო­ცა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბულ და კარ­გად ჩა­ტა­რე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო დღეს, რა დრო­საც ად­გი­ლობ­რივ­მა ამომ­რჩე­ველ­მა მე­რე­ბი და გამ­გებ­ლე­ბი პირ­და­პი­რი წე­სით პირ­ვე­ლად აირ­ჩია.

"ეს არ­ჩევ­ნე­ბი, 27 ივ­ნისს, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის წინ, თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა­კენ გა­დად­გმუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯია. ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, 95-მა დამ­კვირ­ვე­ბელ­მა 23 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში 600-ზე მეტი სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი მო­ი­ნა­ხუ­ლა. დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო იყო მშვი­დი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მთელს ქვე­ყა­ნა­ში გახ­სნილ 3,600-ზე მეტ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში შე­და­რე­ბით მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის დარ­ღვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და. გვჯე­რა, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ძლი­ე­რი გა­მოს­ვლა და რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში და­ნიშ­ნუ­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ა­ში მზარდ პლუ­რა­ლიზ­მზე მი­უ­თი­თებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო იყო მშვი­დი და მხო­ლოდ მცი­რე დარ­ღვე­ვე­ბი და­რე­გის­ტრირ­და. ამა­ვე დროს, შეშ­ფო­თე­ბით შევ­ნიშ­ნავთ, რომ ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბე­ბი კონ­კრე­ტულ ქა­ლა­ქებ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ინ­ცი­დენ­ტე­ბის, არ­ჩევ­ნე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის მიზ­ნით კან­დი­და­ტებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო ზე­წო­ლი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი აგ­რე­სი­ის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ელ­ჩო­ე­ბი მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ოს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი გან­მე­ო­რე­ბით არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და მი­ი­ღოს სა­ჭი­რო ზო­მე­ბი, რათა არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი იყოს. "კვლავ გულ­დას­მით და­ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცე­სებს, მათ შო­რის მო­მა­ვალ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­სა და გან­მე­ო­რე­ბით არ­ჩევ­ნებს. ამა­სო­ბა­ში, მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მხა­რეს, იმუ­შა­ონ ერ­თად, რათა ხელი შე­უ­წყონ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კის ზრდას, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

როგორ აფასებენ ელჩები ჩატარებულ არჩევნებს

როგორ აფასებენ ელჩები ჩატარებულ არჩევნებს

15 ივნისის არჩევნები, 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, თვითმმართველობების გაძლიერებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია , - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოები ავრცელებენ.

საელჩოები ულოცავენ საქართველოს წარმატებულ და კარგად ჩატარებულ საარჩევნო დღეს, რა დროსაც ადგილობრივმა ამომრჩეველმა მერები და გამგებლები პირდაპირი წესით პირველად აირჩია.

"ეს არჩევნები, 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, თვითმმართველობების გაძლიერებისაკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია. ჩვენი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 95-მა დამკვირვებელმა 23 საარჩევნო ოლქში 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი მოინახულა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში, საარჩევნო გარემო იყო მშვიდი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთელს ქვეყანაში გახსნილ 3,600-ზე მეტ საარჩევნო უბანში შედარებით მცირე რაოდენობის დარღვევები დაფიქსირდა. გვჯერა, რომ ოპოზიციური პარტიების ძლიერი გამოსვლა და რამდენიმე ქალაქში დანიშნული განმეორებითი არჩევნები ქართულ დემოკრატიაში მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ოლქების უმეტეს ნაწილში წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და მხოლოდ მცირე დარღვევები დარეგისტრირდა. ამავე დროს, შეშფოთებით შევნიშნავთ, რომ ვრცელდებოდა ცნობები კონკრეტულ ქალაქებში წინასაარჩევნო ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილი აგრესიის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოები მთავრობას მოუწოდებენ, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები განმეორებით არჩევნებამდე და მიიღოს საჭირო ზომები, რათა არჩევნები საქართველოში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. "კვლავ გულდასმით დავაკვირდებით პროცესებს, მათ შორის მომავალ წინასაარჩევნო კამპანიასა და განმეორებით არჩევნებს. ამასობაში, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა