"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აეხმაურება, რომელიც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაკეთა.
ღარიბაშვილი:
"ხშირად გვეუბნებიან სად არის დაპირებული 100 ქარხანაო, მე ვერ მეტყვით, რომ რამე ვერ შევასრულეთ, რაც ხალხს დავპირდით. ჯერ ეს ერთი 100 ქარხანა დავპირდით 2016 წლამდე, მაგრამ უკვე გავხსენით 70 საწარმო, სადაც დასაქმებულია 700-მდე ადამიანი"
"ზერელედ კითხულობს სხვის მომზადებულ ანგარიშს, თორემ როგორ უნდა იმეორებდეს ამ სისულელეს.
ვის ატყუებთ, ბ-ნო პრემიერო, სად არის 70 საწარმოდან თუნდაც ერთი? არ დაიზარეთ, პანდუსი გახსენით საზეიმო ვითარებაში და ქარხნის გუგუნის ხმას მოგვაკლებდით საიულუსტრაციოდ?
რა თქმა უნდა, არა ...
ახლა, თქვენივე სიცრუის "ეფექტიანობას" რომ გავყვეთ და დაგიჯეროთ , რა გამოდის, 70 საწარმოში დაასაქმეთ 700 ადამიანი, ანუ თითო საწარმოში საშუალოდ 10 და თქვენი ვადის ამოწურვამდე გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში კიდევ 300 ადამიანის დასაქმებას აპირებთ? ციფრებთან ფრთხილად, ბ-ნო ირაკლი, ათკაციანი საწარმოები კი არა, სასადილოებიც ძნელად მოიძებნება.
ადრე სოფლებში იყო ასეთი ტრადიცია, ქმარს ცოლი თუ მოუკვდებოდა ერთგულების დასადასტურებლად ცოცხალი ქმარიც იმავე მიწის ნაკვეთზე იზომავდა საფლავს დაბადების თარიღით აღნიშნულს, ხოლო გარდაცვალებისას ღიად ტოვებდა (სავარაუდოდ, შვილების იმედი არ ქონდათ სათანადოდ დაფასებისა )აი,ზუსტად ამ ნეკროლოგს ვუყურებ ახლა, პრესკონფერენციის სახით" - წერს ხერხეულიძე.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის რანგში ჟურნალისტებს დღეს უკვე მეორედ შეხვდა.