პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ წმინდანებთან დაკავშირებით
რა უნდა ვიცოდეთ წმინდანებთან დაკავშირებით

წმინ­და­ნე­ბად იწო­დე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ამ ღვთა­ებ­რი­ვი ძა­ლის მქო­ნე­ე­ბად აღი­ა­რა და რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბიც სა­მა­რად­ჟა­მოდ უკ­ვდავ­ყო ღმერ­თმა, მათ მიერ გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თვის. წმინ­და­ნე­ბი სა­სუ­ფე­ველ­ში ღვთის სი­ახ­ლო­ვეს ნე­ტა­რე­ბენ. მათ ჩვენ­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უფ­ლის წი­ნა­შე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ. წმინ­და­ნებ­ში იგუ­ლის­ხმე­ბი­ან: "ძვე­ლი აღ­თქმის" მა­მე­ბი; წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ნი; მო­ცი­ქუ­ლე­ბი; მო­ცი­ქულ­თას­წო­რე­ბი და გან­მა­ნათ­ლე­ბელ­ნი; მო­წა­მე­ნი; მღვდელმთავ­რე­ბი; ღირ­სნი მა­მა­ნი და დე­და­ნი; მარ­თალ­ნი; უვერ­ცხლო­ნი ანუ უსას­ყიდ­ლო­ნი; ნე­ტარ­ნი და სა­ლოს­ნი.

"ძვე­ლი აღ­თქმის" მა­მე­ბად იწო­დე­ბი­ან ერისმთა­ვარ­ნი რომ­ლე­ბიც ცხოვ­რობ­დნენ სი­ნას მთა­ზე, მო­სეს მიერ კა­ნო­ნის - ანუ სჯუ­ლის მი­ღე­ბამ­დე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ვი­ან­თი კე­თილ­მორ­წმუ­ნე ცხორ­ვე­ბი­თა და მტკი­ცე რწმე­ნით, ჭეშ­მა­რი­ტად ადას­ტუ­რებ­დნენ მა­ცხოვ­რის (მხსნე­ლის) ხორ­ცი­ე­ლად მოვ­ლი­ნე­ბის გარ­და­უ­ვა­ლო­ბას.

წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბად იწო­დე­ბი­ან "ძვე­ლი აღ­თქმის" დიდ­მორ­წმუ­ნე და ბრძე­ნი მა­მე­ბი. ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მავ­ლის წი­ნას­წარ ჭვრე­ტის ნი­ჭით იყ­ვნენ და­ჯილ­დო­ე­ბულ­ნი ღვთის­გან და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიწ­მინ­დი­თა და ღვთის­მო­სა­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ამ უდი­დე­სი სიწ­მინ­დი­სა და ღვთის­მო­სა­ო­ბის გამო, მათ­ზე და­ვა­ნე­ბუ­ლი იყო სუ­ლიწ­მი­და და სუ­ლიწ­მი­დის კარ­ნა­ხით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. ყო­ვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი, ღვთის ბრძა­ნე­ბით, ვალ­დე­ბუ­ლი იყო, და­ე­რი­გე­ბი­ნა ხალ­ხი და და­ემ­წყოს ის ჭეშ­მა­რი­ტი სჯუ­ლით და მო­ძღვრე­ბით, ემ­ხი­ლე­ბი­ნა ადა­მი­ან­თა სჯუ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­ცი­ე­ლი და უმ­თავ­რე­სად, ეწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა მო­მა­ვა­ლი - მა­ცხოვ­რის შობა, მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბა (სას­წა­უ­ლე­ბი), ჯვარ­ცმა და ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მა.

"ძვე­ლი აღ­თქმის" დროს არ­სე­ბობ­და 4 დიდი და 12 მცი­რე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი. დიდი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი არი­ან: ესა­ია, იე­რე­მია, იე­ზე­კი­ლი და და­ნი­ე­ლი. მცი­რე წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ნი: ოსია, იო­ი­ლი, ამო­სი, ავ­დია, იონა, მიქ­ვა, ნა­უ­მი, ამ­ბა­კუ­მი, სო­ფო­ნი, ავ­გია, ზა­ქა­რია და მა­ლა­ქია.

მო­ცი­ქუ­ლე­ბი - მო­ცი­ქუ­ლე­ბად იწო­დე­ბი­ან მა­ცხო­ვარ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­სი­ვე არ­ჩე­ულ­ნი და მო­წა­ფედ წო­დე­ბულ­ნი, რომ­ლე­ბიც თვით უფალ­მა იესო ქრის­ტემ და­მო­ძღვრა და გან­სწავ­ლა. მან­ვე გაგ­ზავ­ნა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სჯუ­ლის სა­ქა­და­გებ­ლად, ზე­ცად ამაღ­ლე­ბის შემ­დეგ. წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებ­მა პირ­ვე­ლებ­მა შე­იც­ნეს თა­ვი­ანთ მო­ძღვარ­ში - იესო ქრის­ტე­ში - მხსნე­ლი, მე­სია, ხოლო შემ­დეგ, თვით გან­ხრცი­ე­ლე­ბუ­ლი ღმერ­თი. ეს რწმე­ნა მო­ცი­ქულ­თა სა­ხე­ლით აღი­ა­რა წმინ­და მო­ცი­ქულ­მა პეტ­რემ. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია მა­თეს "სა­ხა­რე­ბა­ში", რო­დე­საც მა­ცხო­ვა­რი თა­ვის მო­წა­ფე­ებს ეკი­თხე­ბა: "თქვენ კი რას იტყვით: ვინ ვარ მე?" - ამის პა­სუ­ხად სი­მონ-პეტ­რე პა­სუ­ხობს: "შენ ხარ ქრის­ტე, ძე ღმერ­თი­სა ცო­ცხლი­სა" (მათე 16, 16). წმინ­და მო­ცი­ქულ­თა­გან ცნო­ბი­ლია ქრის­ტეს 12 უახ­ლო­ე­სი მო­ცი­ქუ­ლი და კი­დევ 70 მო­ცი­ქუ­ლი. 12 მო­ცი­ქუ­ლის სა­ხე­ლე­ბია: პეტ­რე, ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი, ია­კობ ზე­ბე­დეს ძე, იო­ა­ნე, ფი­ლი­პე, ბარ­თლო­მე, თომა, მათე მე­ბა­ჟე, ია­კობ ალ­ფეს ძე, თა­დე­ო­ზი, სი­მონ კა­ნა­ნე­ლი და იუდა ის­კა­რი­ო­ტე­ლი, რო­მელ­მაც გას­ცა მა­ცხო­ვა­რი და შემ­დეგ თავი ჩა­მო­იხ­რჩო; და­ნარ­ჩენ­მა თერ­თმეტ­მა მო­ცი­ქულ­მა, მის ნაც­ვლად აირ­ჩია მა­ტა­თა - ერთ-ერთი, ქრის­ტეს 70 მო­წა­ფე­თა­გან.

მო­ცი­ქულ­თას­წორ­ნი და გან­მა­ნათ­ლე­ბელ­ნი არი­ან ის პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ცი­ქულ­თა მსგავ­სად, უშუ­ა­ლოდ არ დას­წრე­ბი­ან მა­ცხოვ­რის ქა­და­გე­ბას და ქრის­ტეს არ წა­რუგ­ზავ­ნია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სჯუ­ლის სა­ქა­და­გებ­ლად, მაგ­რამ მო­ცი­ქულ­თა მსგავ­სად ავ­რცე­ლებ­დნენ ქრის­ტი­ა­ნო­ბას - მა­გა­ლი­თად, მო­ცი­ქულ­თას­წო­რი ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი წმინ­და ნინო.

მღვდელმთავ­რე­ბად იწო­დე­ბი­ან ეპის­კო­პო­სე­ბი და მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სათ­ნო ეყვნენ უფალს – ე.ი. თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა უფალს მი­უ­ძღვნეს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იღ­ვწოდ­ნენ ღმერ­თის სა­დი­დებ­ლად - მა­გა­ლი­თად, მღვდელმთა­ვა­რი წმინ­და ნი­კო­ლოზ საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დი, მღვდელმთა­ვა­რი ბა­სი­ლი დიდი და სხვე­ბი, ის მღვდელმთავ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რულ­ნენ, მღვდელ­მო­წა­მე­ე­ბად იწო­დე­ბი­ან.

მო­წა­მე­ე­ბად იწო­დე­ბი­ან ის კე­თი­ლი, მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სის­ხლი დაღ­ვა­რეს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სჯუ­ლის­თვის. ისი­ნი თა­ვი­ან­თი რწმე­ნის გამო უდ­რტვინ­ვე­ლად ით­მენ­დნენ წარ­მარ­თთა­გან მი­ყე­ნე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ ტან­ჯვა-წა­მე­ბას, მაგ­რამ ბო­ლომ­დე უერ­თგუ­ლეს ჭეშ­მა­რიტ სჯულს. მო­წა­მე­თა შო­რის ის მო­წა­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტან­ჯვით აღეს­რულ­ნენ, იწო­დე­ბი­ან დიდ­მო­წა­მე­ე­ბად, - მა­გა­ლი­თად, წმინ­და დიდ­მო­წა­მე ქე­თე­ვა­ნი, წმინ­და დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გი.

ღირ­სნი მა­მა­ნი და დე­და­ნი. ღირ­სე­ბად იწო­დე­ბი­ან მხო­ლოდ ბერ­მო­ნაზვნე­ბი, ანუ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ერში ცხოვ­რე­ბას გა­ნე­რიდ­ნენ და ქალ­წუ­ლებ­რი­ვი (უქორ­წი­ნე­ბე­ლი) ცხოვ­რე­ბით სათ­ნო ეყვნენ უფალს. ის ბერ­მო­ნაზვნე­ბი კი, რომ­ლე­ბიც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სჯუ­ლის­თვის მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რულ­ნენ, იწო­დე­ბი­ან ღირ­სმო­წა­მე­ე­ბად.

უვერ­ცხლო­თა სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი არი­ან ის ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქრის­ტეს სა­ხე­ლით კურ­ნავ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, ყო­ველ­გვა­რი გა­სამ­რჯე­ლოს გა­რე­შე. ამი­ტო­მაც ეწო­დათ მათ უვერ­ცხლო­ნი ანუ უსას­ყიდ­ლო­ნი. ისი­ნი, უფ­ლის შე­წევ­ნით, სა­ო­ცარ კურ­ნე­ბებს აღარ­სუ­ლებ­დნენ, აღად­გენ­დნენ დავ­რდო­მილთ, ბრმებს თვალს უხელ­დნენ და სხვა. უვერ­ცხლო­ნი არი­ან წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნი, კოზ­მა და და­მი­ა­ნე და სხვე­ბი.

მარ­თლე­ბად იწო­დე­ბი­ან ის ქრის­ტი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რობ­დნენ ერში, ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბის სიმ­ძი­მე იტ­ვირ­თეს და ბო­ლომ­დე და­ით­მი­ნეს სა­ზო­გა­დო ცხოვ­რე­ბის სიძ­ნე­ლე­ე­ბი, რად­გან მათ­თვის ოჯა­ხი ღვთის გან­დი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო - ე.ი. მარ­თლე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად ერში ცხოვ­რე­ბი­სა, ცხოვ­რობ­დნენ ქრის­ტეს სჯუ­ლის ღრმა რწმე­ნით და მის ყო­ველ მცნე­ბას ას­რუ­ლებ­დნენ.

ნე­ტა­რე­ბად აღი­ა­რებ­დნენ ჭეშ­მა­რიტ ქრის­ტი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­მდაბ­ლო­ბით და ყო­ვე­ლი­ვე ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სი­კე­თი­სა და ფუ­ფუ­ნე­ბის მკაც­რი უარ­ყო­ფით.

სა­ლო­სე­ბად - ანუ ქრის­ტეს­თვის სუ­ლე­ლე­ბად - იწო­დე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც ხალ­ხის წი­ნა­შე გან­გებ ისუ­ლე­ლებ­დნენ თავს, რი­თაც სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ, უფ­ლის სი­მარ­თლე ეთ­ქვათ მა­ღა­ლი წრის წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვის, ემ­ხი­ლე­ბი­ნათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მან­კი­ე­რე­ბე­ბი.

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

რა უნდა ვიცოდეთ წმინდანებთან დაკავშირებით

რა უნდა ვიცოდეთ წმინდანებთან დაკავშირებით

წმინდანებად იწოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიამ ღვთაებრივი ძალის მქონეებად აღიარა და რომელთა სახელებიც სამარადჟამოდ უკვდავყო ღმერთმა, მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის. წმინდანები სასუფეველში ღვთის სიახლოვეს ნეტარებენ. მათ ჩვენთვის ადამიანებისთვის უფლის წინაშე შუამდგომლობა შეუძლიათ. წმინდანებში იგულისხმებიან: "ძველი აღთქმის" მამები; წინასწარმეტყველნი; მოციქულები; მოციქულთასწორები და განმანათლებელნი; მოწამენი; მღვდელმთავრები; ღირსნი მამანი და დედანი; მართალნი; უვერცხლონი ანუ უსასყიდლონი; ნეტარნი და სალოსნი.

"ძველი აღთქმის" მამებად იწოდებიან ერისმთავარნი რომლებიც ცხოვრობდნენ სინას მთაზე, მოსეს მიერ კანონის - ანუ სჯულის მიღებამდე. ეს ადამიანები, თავიანთი კეთილმორწმუნე ცხორვებითა და მტკიცე რწმენით, ჭეშმარიტად ადასტურებდნენ მაცხოვრის (მხსნელის) ხორციელად მოვლინების გარდაუვალობას.

წინასწარმეტყველებად იწოდებიან "ძველი აღთქმის" დიდმორწმუნე და ბრძენი მამები. ისინი განსაკუთრებული მომავლის წინასწარ ჭვრეტის ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი ღვთისგან და განსაკუთრებული სიწმინდითა და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ. ამ უდიდესი სიწმინდისა და ღვთისმოსაობის გამო, მათზე დავანებული იყო სულიწმიდა და სულიწმიდის კარნახით წინასწარმეტყველებდნენ. ყოველი წინასწარმეტყველი, ღვთის ბრძანებით, ვალდებული იყო, დაერიგებინა ხალხი და დაემწყოს ის ჭეშმარიტი სჯულით და მოძღვრებით, ემხილებინა ადამიანთა სჯულის საწინააღმდეგო საქციელი და უმთავრესად, ეწინასწარმეტყველა მომავალი - მაცხოვრის შობა, მიწიერი ცხოვრება (სასწაულები), ჯვარცმა და ბრწყინვალე აღდგომა.

"ძველი აღთქმის" დროს არსებობდა 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი. დიდი წინასწარმეტყველები არიან: ესაია, იერემია, იეზეკილი და დანიელი. მცირე წინასწარმეტყველნი: ოსია, იოილი, ამოსი, ავდია, იონა, მიქვა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონი, ავგია, ზაქარია და მალაქია.

მოციქულები - მოციქულებად იწოდებიან მაცხოვართან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები, მისივე არჩეულნი და მოწაფედ წოდებულნი, რომლებიც თვით უფალმა იესო ქრისტემ დამოძღვრა და განსწავლა. მანვე გაგზავნა ქრისტიანული სჯულის საქადაგებლად, ზეცად ამაღლების შემდეგ. წმინდა მოციქულებმა პირველებმა შეიცნეს თავიანთ მოძღვარში - იესო ქრისტეში - მხსნელი, მესია, ხოლო შემდეგ, თვით განხრციელებული ღმერთი. ეს რწმენა მოციქულთა სახელით აღიარა წმინდა მოციქულმა პეტრემ. ამის შესახებ საუბარია მათეს "სახარებაში", როდესაც მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეკითხება: "თქვენ კი რას იტყვით: ვინ ვარ მე?" - ამის პასუხად სიმონ-პეტრე პასუხობს: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა ცოცხლისა" (მათე 16, 16). წმინდა მოციქულთაგან ცნობილია ქრისტეს 12 უახლოესი მოციქული და კიდევ 70 მოციქული. 12 მოციქულის სახელებია: პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იაკობ ზებედეს ძე, იოანე, ფილიპე, ბართლომე, თომა, მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე, თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა მაცხოვარი და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო; დანარჩენმა თერთმეტმა მოციქულმა, მის ნაცვლად აირჩია მატათა - ერთ-ერთი, ქრისტეს 70 მოწაფეთაგან.

მოციქულთასწორნი და განმანათლებელნი არიან ის პიროვნებები, რომლებიც მოციქულთა მსგავსად, უშუალოდ არ დასწრებიან მაცხოვრის ქადაგებას და ქრისტეს არ წარუგზავნია ქრისტიანული სჯულის საქადაგებლად, მაგრამ მოციქულთა მსგავსად ავრცელებდნენ ქრისტიანობას - მაგალითად, მოციქულთასწორი ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო.

მღვდელმთავრებად იწოდებიან ეპისკოპოსები და მთავარეპისკოპოსები, რომლებიც სათნო ეყვნენ უფალს – ე.ი. თავიანთი ცხოვრება უფალს მიუძღვნეს, მთელი ცხოვრება იღვწოდნენ ღმერთის სადიდებლად - მაგალითად, მღვდელმთავარი წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მღვდელმთავარი ბასილი დიდი და სხვები, ის მღვდელმთავრები, რომლებიც მოწამებრივად აღესრულნენ, მღვდელმოწამეებად იწოდებიან.

მოწამეებად იწოდებიან ის კეთილი, მორწმუნე ქრისტიანები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს ქრისტიანული სჯულისთვის. ისინი თავიანთი რწმენის გამო უდრტვინველად ითმენდნენ წარმართთაგან მიყენებულ ყველანაირ ტანჯვა-წამებას, მაგრამ ბოლომდე უერთგულეს ჭეშმარიტ სჯულს. მოწამეთა შორის ის მოწამეები, რომლებიც განსაკუთრებული ტანჯვით აღესრულნენ, იწოდებიან დიდმოწამეებად, - მაგალითად, წმინდა დიდმოწამე ქეთევანი, წმინდა დიდმოწამე გიორგი.

ღირსნი მამანი და დედანი. ღირსებად იწოდებიან მხოლოდ ბერმონაზვნები, ანუ ის ადამიანები, ერში ცხოვრებას განერიდნენ და ქალწულებრივი (უქორწინებელი) ცხოვრებით სათნო ეყვნენ უფალს. ის ბერმონაზვნები კი, რომლებიც ქრისტიანული სჯულისთვის მოწამებრივად აღესრულნენ, იწოდებიან ღირსმოწამეებად.

უვერცხლოთა სახელით ცნობილი არიან ის ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც ქრისტეს სახელით კურნავდნენ ადამიანებს, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე. ამიტომაც ეწოდათ მათ უვერცხლონი ანუ უსასყიდლონი. ისინი, უფლის შეწევნით, საოცარ კურნებებს აღარსულებდნენ, აღადგენდნენ დავრდომილთ, ბრმებს თვალს უხელდნენ და სხვა. უვერცხლონი არიან წმინდა პანტელეიმონი, კოზმა და დამიანე და სხვები.

მართლებად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ერში, ოჯახის ცხოვრების სიმძიმე იტვირთეს და ბოლომდე დაითმინეს საზოგადო ცხოვრების სიძნელეები, რადგან მათთვის ოჯახი ღვთის განდიდების საშუალება იყო - ე.ი. მართლები, მიუხედავად ერში ცხოვრებისა, ცხოვრობდნენ ქრისტეს სჯულის ღრმა რწმენით და მის ყოველ მცნებას ასრულებდნენ.

ნეტარებად აღიარებდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული თავმდაბლობით და ყოველივე ამქვეყნიური სიკეთისა და ფუფუნების მკაცრი უარყოფით.

სალოსებად - ანუ ქრისტესთვის სულელებად - იწოდებიან ის ადამიანები რომლებიც ხალხის წინაშე განგებ ისულელებდნენ თავს, რითაც საშუალება ეძლეოდათ, უფლის სიმართლე ეთქვათ მაღალი წრის წარმომადგენელთათვის, ემხილებინათ საზოგადოების მანკიერებები.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია