მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიჟური დიეტები, რომლებმაც ცნობილი ადამიანები შეიწირა
გიჟური დიეტები, რომლებმაც ცნობილი ადამიანები შეიწირა

რით იხ­დუ­ნებ­დნენ თავს ძვე­ლად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში? რა უკი­დუ­რეს ზო­მებ­სა და ფორ­მებს მი­მარ­თავ­დნენ? ფაქ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად გა­გა­ო­ცებთ.

ინ­გლი­სელ­მა პო­ეტ­მა ჯორჯ გორ­დონ ბა­ი­რონ­მა XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ევ­რო­პუ­ლი სა­ლო­ნე­ბი და­ი­პყრო არა მხო­ლოდ თა­ვი­სი რო­მან­ტი­კუ­ლი სტრო­ფე­ბით, არა­მედ ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­თაც. ახალ­გაზ­რდა ლორ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ორ­თაბ­რძო­ლებ­ში, სვამ­და, თა­მა­შობ­და ბან­ქოს... მერე კი ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის მო­სა­შო­რებ­ლა­დაც მო­უხ­და ბრძო­ლა. მარ­თა­ლია, იმ დროს გა­სახ­დო­მად უკვე იყე­ნებ­დნენ თაგ­ვის შა­ქარს (და­რიშ­ხანს), ტყვი­ას, ბა­ი­რო­ნი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ე.წ. "სა­ავ­ტო­რო დი­ე­ტა" შე­მო­ი­ღო, რო­მელ­საც ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა. აქ­ტი­ურ სტა­დი­ა­ში მისი გახ­დო­მის მე­თო­დი გუ­ლის­ხმობ­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ძმ­რი­ა­ნი წყლის მი­ღე­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა საკ­ვე­ბი იმ დღე­ებ­ში იკ­რძა­ლე­ბო­და. როცა სა­სურ­ველ წო­ნას მი­აღ­წევ­და, პო­ე­ტი კვე­ბა­ზე გა­და­დი­ო­და, რო­მე­ლიც იმა­ვე ღვი­ნის ძმარ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლის­გან, რამ­დე­ნი­მე ბის­კვი­ტი­სა და ერთი ფინ­ჯა­ნი ჩა­ის­გან შედ­გე­ბო­და. გარ­და ამი­სა, თუ დი­ე­ტის დროს ბა­ი­რო­ნი არ ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ე.ი. შინ იჯდა საბ­ნებ­ში გახ­ვე­უ­ლი, რომ ოფლი და­ეღ­ვა­რა. სა­ბო­ლო­ოდ, მუდ­მი­ვი დი­ე­ტე­ბით თა­ვის ორ­გა­ნიზმს დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა და გა­მუდ­მე­ბით ბუ­ლი­მი­ი­სა და ანო­რექ­სი­ის ზღვარ­ზე იყო. გარ­და ამი­სა, ძმ­რის ზედ­მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ორ­გა­ნიზმს კალცს აც­ლი­და, კბი­ლე­ბი იშ­ლე­ბო­და, ძვლე­ბი მტვრე­ვა­დი ხდე­ბო­და და იმუ­ნი­ტე­ტიც ქვე­ით­დე­ბო­და.

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ამე­რი­კელ­მა ჰო­რე­ის ფლეტ­ჩერ­მა შე­ი­მუ­შა­ვა დი­ე­ტუ­რი დოქ­ტრი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ნე­ბის­მი­ე­რი კერ­ძი, მათ შო­რის თხე­ვა­დიც კი, მი­ნი­მუმ ას­ჯერ უნდა და­ღე­ჭო. გახ­დო­მი­სა და სი­ჯან­სა­ღის ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ოკე­ა­ნის ორი­ვე მხა­რეს აი­ტა­ცეს და ამ მე­თოდს დღე­საც ჰყავს მიმ­დევ­რე­ბი. ფლეტ­ჩე­რიზ­მის მიმ­დევ­რე­ბი ბლო­მად იყ­ვნენ - მწე­რალ ფრანც კაფ­კა­დან მულ­ტი­მი­ლი­ო­ნერ ჯონ რო­კ­ფე­ლე­რამ­დე. ბო­ლოს და ბო­ლოს, გაჩ­ნდა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ ასე ძნე­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი კი არ უნდა გა­და­ეყ­ლა­პათ, უნდა გად­მო­ე­ფურ­თხე­ბი­ნათ - თით­ქოს­და ხან­გრძლი­ვი ღეჭ­ვი­სას მთე­ლი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი ისე­დაც ეც­ლე­ბა საკ­ვებს და წვე­ნის სა­ხით ჩა­დის ორ­გა­ნიზ­მში, და­ნარ­ჩე­ნი კი უსარ­გებ­ლო შლა­კე­ბი­აო.

კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ეპო­ქა­ში, 20-30-იან წლებ­ში, მსოფ­ლი­ომ ჯერ კი­დევ არ იცო­და თამ­ბა­ქოს სა­სიკ­ვდი­ლო მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და ეკ­რა­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქა­ლე­ბი თუ კა­ცე­ბი, სი­გა­რეტს მი­ე­ძალ­ნენ, მით უმე­ტეს, რომ მა­შინ­ვე დამ­კვიდ­რდა მო­საზ­რე­ბა თამ­ბა­ქოს გა­სახ­დომ "უნარ­ზე" - ის მა­დას აქ­ვე­ი­თებს და საკ­ვე­ბის მა­გივ­რო­ბას უწევს ადა­მი­ან­სო. ასე, თამ­ბა­ქოს კვამლში კი­ლოგ­რა­მე­ბის გაქ­რო­ბის მო­ლო­დინ­ში ეწე­ოდ­ნენ სი­გა­რეტს გრე­ტა გარ­ბო და მარ­ლენ დიტ­რი­ხი და ასე­თი­ვე "მა­გა­ლითს" აძ­ლევ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს.

მე­რი­ლინ მონ­რო ად­რე­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბი­დან მის­დევ­და დი­უ­რე­ტი­კულ დი­ე­ტას, რომ­ლის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბი იყო გრე­ი­პფ­რუ­ტი და შავი ყავა. მე­რი­ლი­ნის კვალ­დაკ­ვალ ბევ­რი ამე­რი­კე­ლი ქალი იყე­ნებ­და მხო­ლოდ ამ პრო­დუქ­ტებს და ხდე­ბო­და რამ­დე­ნი­მე დღე­ში. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი - ფარ­მა­კო­ლო­გებ­მა კარ­გად შე­ნიშ­ნეს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­სახ­დო­მად ყვე­ლა­ფერ­ზე ოც­ნე­ბობ­დნენ და სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი აბე­ბი მო­ი­გო­ნეს: გა­სახ­დო­მად, ცხი­მე­ბის და­საწ­ვა­ვად და მა­დის და­საქ­ვე­ი­თებ­ლად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ­გვა­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად იყი­დე­ბა, თუმ­ცა არც ერთი წა­მა­ლი არ არის ისე­თი, რომ რა­ი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა და უკუჩ­ვე­ნე­ბა არ ჰქონ­დეს... იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

გიჟური დიეტები, რომლებმაც ცნობილი ადამიანები შეიწირა

გიჟური დიეტები, რომლებმაც ცნობილი ადამიანები შეიწირა

რით იხდუნებდნენ თავს ძველად, წლების განმავლობაში? რა უკიდურეს ზომებსა და ფორმებს მიმართავდნენ? ფაქტები ნამდვილად გაგაოცებთ.

ინგლისელმა პოეტმა ჯორჯ გორდონ ბაირონმა XIX საუკუნის დასაწყისში ევროპული სალონები დაიპყრო არა მხოლოდ თავისი რომანტიკული სტროფებით, არამედ ბოჰემური ცხოვრების სიყვარულითაც. ახალგაზრდა ლორდი მონაწილეობდა ორთაბრძოლებში, სვამდა, თამაშობდა ბანქოს... მერე კი ფორმის შესანარჩუნებლად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლადაც მოუხდა ბრძოლა. მართალია, იმ დროს გასახდომად უკვე იყენებდნენ თაგვის შაქარს (დარიშხანს), ტყვიას, ბაირონი პირველი იყო, ვინც ე.წ. "საავტორო დიეტა" შემოიღო, რომელსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. აქტიურ სტადიაში მისი გახდომის მეთოდი გულისხმობდა დიდი რაოდენობით ძმრიანი წყლის მიღებას. ნებისმიერი სხვა საკვები იმ დღეებში იკრძალებოდა. როცა სასურველ წონას მიაღწევდა, პოეტი კვებაზე გადადიოდა, რომელიც იმავე ღვინის ძმარში ამოვლებული კარტოფილისგან, რამდენიმე ბისკვიტისა და ერთი ფინჯანი ჩაისგან შედგებოდა. გარდა ამისა, თუ დიეტის დროს ბაირონი არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, ე.ი. შინ იჯდა საბნებში გახვეული, რომ ოფლი დაეღვარა. საბოლოოდ, მუდმივი დიეტებით თავის ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენა და გამუდმებით ბულიმიისა და ანორექსიის ზღვარზე იყო. გარდა ამისა, ძმრის ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმს კალცს აცლიდა, კბილები იშლებოდა, ძვლები მტვრევადი ხდებოდა და იმუნიტეტიც ქვეითდებოდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ჰორეის ფლეტჩერმა შეიმუშავა დიეტური დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი კერძი, მათ შორის თხევადიც კი, მინიმუმ ასჯერ უნდა დაღეჭო. გახდომისა და სიჯანსაღის ახალი საშუალება ოკეანის ორივე მხარეს აიტაცეს და ამ მეთოდს დღესაც ჰყავს მიმდევრები. ფლეტჩერიზმის მიმდევრები ბლომად იყვნენ - მწერალ ფრანც კაფკადან მულტიმილიონერ ჯონ როკფელერამდე. ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა რეკომენდაციები, რომ ასე ძნელად მომზადებული საკვები კი არ უნდა გადაეყლაპათ, უნდა გადმოეფურთხებინათ - თითქოსდა ხანგრძლივი ღეჭვისას მთელი სასარგებლო თვისებები ისედაც ეცლება საკვებს და წვენის სახით ჩადის ორგანიზმში, დანარჩენი კი უსარგებლო შლაკებიაო.

კინემატოგრაფის ეპოქაში, 20-30-იან წლებში, მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა თამბაქოს სასიკვდილო მავნებლობის შესახებ და ეკრანის ვარსკვლავების პარალელურად, ქალები თუ კაცები, სიგარეტს მიეძალნენ, მით უმეტეს, რომ მაშინვე დამკვიდრდა მოსაზრება თამბაქოს გასახდომ "უნარზე" - ის მადას აქვეითებს და საკვების მაგივრობას უწევს ადამიანსო. ასე, თამბაქოს კვამლში კილოგრამების გაქრობის მოლოდინში ეწეოდნენ სიგარეტს გრეტა გარბო და მარლენ დიტრიხი და ასეთივე "მაგალითს" აძლევდნენ თანამედროვეებს.

მერილინ მონრო ადრეული ახალგაზრდობიდან მისდევდა დიურეტიკულ დიეტას, რომლის ძირითადი კომპონენტები იყო გრეიპფრუტი და შავი ყავა. მერილინის კვალდაკვალ ბევრი ამერიკელი ქალი იყენებდა მხოლოდ ამ პროდუქტებს და ხდებოდა რამდენიმე დღეში. იმავე პერიოდში გამოჩნდა მედიკამენტები - ფარმაკოლოგებმა კარგად შენიშნეს, რომ ადამიანები გასახდომად ყველაფერზე ოცნებობდნენ და სხვადასხვაგვარი აბები მოიგონეს: გასახდომად, ცხიმების დასაწვავად და მადის დასაქვეითებლად. რასაკვირველია, ამგვარი მედიკამენტები ახლაც აქტიურად იყიდება, თუმცა არც ერთი წამალი არ არის ისეთი, რომ რაიმე გვერდითი მოვლენა და უკუჩვენება არ ჰქონდეს... იხილეთ გაგრძელება

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს