პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ქართველი, რომლებიც ''მოდიდან'' არასოდეს გადადიან
10 ქართველი, რომლებიც ''მოდიდან'' არასოდეს გადადიან

სა­ქარ­თვე­ლო ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არც ერთ სფე­რო­ში არ უჩი­ვის, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ე.წ. ვარ­სკვლა­ვე­ბი ისე ამობრწყინ­დე­ბი­ან და გაქ­რე­ბი­ან, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში მათი სა­ხე­ლიც კი გვა­ვი­წყდე­ბა.

მკერ­დის მო­შიშ­ვლე­ბით, სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­თა და სექსზე სა­უბ­რით და­წყე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ხში­რად საპ­ნის ბუშ­ტი­ვით ქრე­ბა და მალე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­სა­ბეზ­რებ­ლე­ბიც კი ხდე­ბი­ან.

თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­შიც არი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გას­ვლი­სა თუ მთავ­რო­ბე­ბის შეც­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, მო­დი­დან არა­სო­დეს გა­და­დი­ან. წარ­მო­გიდ­გენთ იმ ქარ­თვე­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ათე­ულს, რომ­ლებ­საც ყვე­ლა იც­ნობს და ყვე­ლა უს­მენს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ეთან­ხმე­ბი­ან მათი ცხოვ­რე­ბის წესს, გა­მო­ნათ­ქვა­მებს თუ არა.

ხუმ­რო­ბა, უთოც რომ ჩარ­თო, იქაც დუ­ტა­აო, უკვე გაცვდა. დიდი ხა­ნია, ყვე­ლა მი­ეჩ­ვია, რომ მსა­ხი­ობს, შო­უ­მენ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს ერ­თდრო­უ­ლად მი­ნი­მუმ სამი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად მა­ინც უნდა ვხე­დავ­დეთ. 7 ნო­ემ­ბრის ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ დუტა კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ეხ­ვია და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რად აღიქ­მე­ბო­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა ერ­თხმად აღი­ა­რებს, რომ დუტა უდა­ვოდ ნი­ჭი­ე­რია. წლე­ბის წინ, გა­და­ცე­მა "ვის უნდა 20 ათა­სი­დან" და­წყე­ბუ­ლი, კა­რი­ე­რას ისე აგ­რძე­ლებს, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი არ გვახ­სოვს, რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ერთი გა­და­ცე­მა მა­ინც არ მიჰ­ყავ­დეს.

მძი­მე 90-იანი წლებ­ში, რო­დე­საც შო­უ­ბიზ­ნე­სი ძა­ლას იკ­რებ­და, ლელა წურ­წუ­მია ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პოპ­დი­ვა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, ხმის ტემ­ბრი­თა და ჩაც­მის სტი­ლით გა­მო­არ­ჩია. წლებ­მა ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი გა­და­არ­ჩია, ზოგი სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გა სცე­ნი­დან, ზო­გი­ერ­თი დღემ­დე სახ­ლში ზის და წუ­წუ­ნებს, რომ კონ­ცერ­ტებ­ზე ბლო­კა­ვენ. ლელა წურ­წუ­მია თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია, 90-იანი წლე­ბის ერ­თა­დერთ ქალ მომ­ღერ­ლად მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­მელ­მაც წლებს გა­უძ­ლო და პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მას­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მუდ­მი­ვად არის. ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი­ვით ცხოვ­რობს, არა­სო­დეს ეხ­ვე­ვა სკან­და­ლებ­ში და ცდი­ლობს, პრე­სას­თან ზო­მი­ე­რე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, რომ შემ­დეგ მისი ფრა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუნ­დაც იუ­მო­რის თე­მად არ იქ­ცეს.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლიც 90-იანი წლე­ბის სახე გახ­ლავთ. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ჯგუფ "სა­ხის" პრო­დი­უ­სე­რი, შო­უ­მე­ნი, ნი­ჭი­ე­რი "ტე­ლე­ვი­ზი­ონ­ში­კი" - შალ­ვას შემ­კო­ბა უამ­რა­ვი ეპი­თე­ტით შე­იძ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე წელი ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ ამან მისი პო­პუ­ლა­რო­ბა ერთი-ორად გა­ზარ­და. პა­ტიმ­რო­ბის წლე­ბის შემ­დეგ ისევ ტე­ლე­ვი­ზი­ას და­უბ­რუნ­და. მერე პო­ლი­ტი­კა­შიც სცა­და ბედი, რამ­დე­ნი­მე თვე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პი­არს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, მაგ­რამ გულ­მა თუ გა­რე­მო­ე­ბებ­მა ისევ ტე­ლე­ვი­ზი­ის­კენ გა­უ­წია. შალ­ვას პერ­სო­ნა არა­სო­დეს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას. მას აკ­რი­ტი­კე­ბენ, ლან­ძღა­ვენ, უყ­ვართ, აქე­ბენ, ადი­დე­ბენ, მაგ­რამ, რაც მთა­ვა­რია, უყუ­რე­ბენ.

ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ქალი – ამ შე­ფა­სე­ბას მაკა ასა­თი­ა­ნის მი­სა­მარ­თით ხში­რად გა­ი­გო­ნებთ. მაკა არა­სო­დეს გა­მო­ირ­ჩე­ო­და დიდი მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბით და არც გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­უ­წუ­ხე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თუ არ ჩავ­თვლით მის ერთ გა­მო­ნათ­ქვამს, რომ ყვე­ლა­ნი დოს­ტო­ევ­სკის "კრე­ტინ­ზე" ვართ გაზ­რდი­ლე­ბი, მაგ­რამ ის წლე­ბია, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

10 ქართველი, რომლებიც ''მოდიდან'' არასოდეს გადადიან

10 ქართველი, რომლებიც ''მოდიდან'' არასოდეს გადადიან

საქართველო ცნობილი ადამიანების ნაკლებობას არც ერთ სფეროში არ უჩივის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ე.წ. ვარსკვლავები ისე ამობრწყინდებიან და გაქრებიან, რომ რამდენიმე თვეში მათი სახელიც კი გვავიწყდება.

მკერდის მოშიშვლებით, სკანდალური განცხადებებითა და სექსზე საუბრით დაწყებული კარიერა ხშირად საპნის ბუშტივით ქრება და მალე საზოგადოებისთვის ასეთი ადამიანები მოსაბეზრებლებიც კი ხდებიან.

თუმცა საქართველოშიც არიან ვარსკვლავები, რომლებიც წლების გასვლისა თუ მთავრობების შეცვლის მიუხედავად, მოდიდან არასოდეს გადადიან. წარმოგიდგენთ იმ ქართველი ცნობილი ადამიანების ათეულს, რომლებსაც ყველა იცნობს და ყველა უსმენს მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან მათი ცხოვრების წესს, გამონათქვამებს თუ არა.

ხუმრობა, უთოც რომ ჩართო, იქაც დუტააო, უკვე გაცვდა. დიდი ხანია, ყველა მიეჩვია, რომ მსახიობს, შოუმენსა და ტელეწამყვანს ერთდროულად მინიმუმ სამი გადაცემის წამყვანად მაინც უნდა ვხედავდეთ. 7 ნოემბრის ცნობილი პოლიტიკური გამოსვლის შემდეგ დუტა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია და დიდი ხნის განმავლობაში ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერად აღიქმებოდა. ამის მიუხედავად, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ დუტა უდავოდ ნიჭიერია. წლების წინ, გადაცემა ''ვის უნდა 20 ათასიდან'' დაწყებული, კარიერას ისე აგრძელებს, რომ სატელევიზიო სეზონი არ გვახსოვს, რომელიმე ტელევიზიაში ერთი გადაცემა მაინც არ მიჰყავდეს.

მძიმე 90-იანი წლებში, როდესაც შოუბიზნესი ძალას იკრებდა, ლელა წურწუმია ერთ-ერთი პირველი პოპდივა გახლდათ, რომელიც მაყურებელმა განსხვავებული გარეგნობით, ხმის ტემბრითა და ჩაცმის სტილით გამოარჩია. წლებმა ბევრი მომღერალი გადაარჩია, ზოგი სამუდამოდ დაიკარგა სცენიდან, ზოგიერთი დღემდე სახლში ზის და წუწუნებს, რომ კონცერტებზე ბლოკავენ. ლელა წურწუმია თამამად შეგვიძლია, 90-იანი წლების ერთადერთ ქალ მომღერლად მივიჩნიოთ, რომელმაც წლებს გაუძლო და პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, მასზე მოთხოვნილება მუდმივად არის. ნამდვილი ვარსკვლავივით ცხოვრობს, არასოდეს ეხვევა სკანდალებში და ცდილობს, პრესასთან ზომიერება შეინარჩუნოს, რომ შემდეგ მისი ფრაზები სოციალურ ქსელში თუნდაც იუმორის თემად არ იქცეს.

შალვა რამიშვილიც 90-იანი წლების სახე გახლავთ. ყველაზე პოპულარული ქართული ჯგუფ ''სახის'' პროდიუსერი, შოუმენი, ნიჭიერი ''ტელევიზიონშიკი'' - შალვას შემკობა უამრავი ეპითეტით შეიძლება. რამდენიმე წელი ციხეში გაატარა, მაგრამ ამან მისი პოპულარობა ერთი-ორად გაზარდა. პატიმრობის წლების შემდეგ ისევ ტელევიზიას დაუბრუნდა. მერე პოლიტიკაშიც სცადა ბედი, რამდენიმე თვე გიორგი მარგველაშვილის პიარს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ გულმა თუ გარემოებებმა ისევ ტელევიზიისკენ გაუწია. შალვას პერსონა არასოდეს კარგავს აქტუალურობას. მას აკრიტიკებენ, ლანძღავენ, უყვართ, აქებენ, ადიდებენ, მაგრამ, რაც მთავარია, უყურებენ.

ყველაზე ლამაზი თანამედროვე ქართველი ქალი – ამ შეფასებას მაკა ასათიანის მისამართით ხშირად გაიგონებთ. მაკა არასოდეს გამოირჩეოდა დიდი მჭევრმეტყველებით და არც განცხადებებით შეუწუხებია საზოგადოება, თუ არ ჩავთვლით მის ერთ გამონათქვამს, რომ ყველანი დოსტოევსკის ''კრეტინზე'' ვართ გაზრდილები, მაგრამ ის წლებია, ყურადღების ცენტრშია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება