პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მაღალი პენსიაა
10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მაღალი პენსიაა

წარ­მო­გიდ­გენთ 10 ქვე­ყა­ნას, სა­დაც პენ­სია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია. ქვეყ­ნე­ბი და­ლა­გე­ბუ­ლია პენ­სი­ის ზრდა­დო­ბის მი­ხედ­ვით.

ჩე­ხე­თი

ჩეხი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ, ხელ­ფა­სის 50%-ს იღე­ბენ. ეს თან­ხა კი სა­შუ­ა­ლოდ 1000 ევ­როს შე­ად­გენს. მა­მა­კა­ცე­ბის სა­პენ­სიო ასა­კი - 61, ხოლო ქა­ლე­ბის 58 წე­ლია.

პორ­ტუ­გა­ლია

პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში სა­პენ­სიო ასა­კი 65 წლი­დან იწყე­ბა. სა­შუ­ა­ლოდ, ისი­ნი ხელ­ფა­სის 54%-ს იღე­ბენ. ეს თან­ხა კი და­ახ­ლო­ე­ბით 540 ევ­როს აღ­წევს. ქვე­ყა­ნა­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 1000 ევ­როა.

ფი­ნე­თი

აქ სა­პენ­სიო თან­ხა ხელ­ფა­სის 58.4%-ს შე­ად­გენს. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ფი­ნეთ­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 3.7 ათა­სი ევ­როა, მაგ­რამ ამას აკ­ლდე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბი და სხვა მო­საკ­რებ­ლე­ბი.

სლო­ვე­ნია

ქვე­ყა­ნა­ში სა­პენ­სიო ასა­კი კა­ცე­ბის­თვის 63 წლის, ხოლო ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის 61 წლის ასაკ­ში დგე­ბა. ისი­ნი პენ­სი­ის სა­ხით ხელ­ფა­სის 62%-ს იღე­ბენ.

თურ­ქე­თი

თურ­ქე­თი, სა­დაც პენ­სი­ო­ნე­რე­ბი სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სის 64.5% პენ­სი­ას იღე­ბენ, მე­ექ­ვსე ად­გილ­ზეა. აქ მა­მა­კა­ცე­ბი პენ­სი­ა­ზე 60 წლის შემ­დეგ, ხოლო ქალ­ბა­ტო­ნე­ბი 58 წლის შემ­დეგ გა­დი­ან. ხოლო, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბი, რო­მელ­თაც 5 შვი­ლი ჰყავთ, პენ­სი­ა­ზე 48 წლის ასაკ­ში გა­დი­ან. თურ­ქეთ­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 900 ევ­როა.

იტა­ლია

იტა­ლი­ა­ში პენ­სია ხელ­ფა­სის 65%-ია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლოდ 2.3 ათას ევ­როს უტოლ­დე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი 59 წლის შემ­დეგ აღ­წე­ვენ სა­პენ­სიო ასაკს.

ავ­სტრია

ქვე­ყა­ნა­ში სა­პენ­სიო ასა­კი კა­ცე­ბის­თვის 65 წლი­დან, ხოლო ქა­ლე­ბის­თვის - 60 წლი­დან დგე­ბა. ავ­სტრი­ე­ლე­ბი პენ­სი­ის სა­ხით წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი ხელ­ფა­სის 77%-ს იღე­ბენ. ავ­სტრი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სია მსოფ­ლი­ო­ში. ქვე­ყა­ნა­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 2.7 ათა­სი ევ­როა.

ეს­პა­ნე­თი

ეს­პა­ნე­ლე­ბი პენ­სი­ის სა­ხით ხელ­ფა­სის 81%-ს იღე­ბენ, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლოდ 2.2 ათას ევ­როს შე­ად­გენს. ეს­პა­ნე­ლე­ბი პენ­სი­ა­ზე 65 წლის ასაკ­ში გა­დი­ან.

ლუქ­სემ­ბურ­გი

ლუქ­სემ­ბურ­გი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. 60 წლის ასაკ­ში პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პენ­სი­ის სა­ხით ხელ­ფა­სის 87%-ს იღე­ბენ. აქ სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი (გა­და­სა­ხა­დე­ბის და სა­და­ზღვე­ვო მო­საკ­რებ­ლე­ბის გა­მოკ­ლე­ბის გა­რე­შე) 4300 ევ­როა.

სა­ბერ­ძნე­თი

ყვე­ლა­ზე მდი­დარ პენ­სი­ო­ნე­რე­ბად ბერ­ძნე­ბი ით­ვლე­ბი­ან, ისი­ნი პენ­სი­ის სა­ხით ხელ­ფა­სის 96%-ს იღე­ბენ. ამ­გვა­რად, 57 წლის ასაკ­ში პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად ინარ­ჩუ­ნე­ბენ უწინ­დელ შე­მო­სა­ვალს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში სა­შუ­ა­ლოდ 2100 ევ­როა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 24smi.org -ის მი­ხედ­ვით.

10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მაღალი პენსიაა

10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მაღალი პენსიაა

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც პენსია ყველაზე მაღალია. ქვეყნები დალაგებულია პენსიის ზრდადობის მიხედვით.

ჩეხეთი

ჩეხი პენსიონერები პენსიაზე გასვლის შემდეგ, ხელფასის 50%-ს იღებენ. ეს თანხა კი საშუალოდ 1000 ევროს შეადგენს. მამაკაცების საპენსიო ასაკი - 61, ხოლო ქალების 58 წელია.

პორტუგალია

პორტუგალიაში საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება. საშუალოდ, ისინი ხელფასის 54%-ს იღებენ. ეს თანხა კი დაახლოებით 540 ევროს აღწევს. ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1000 ევროა.

ფინეთი

აქ საპენსიო თანხა ხელფასის 58.4%-ს შეადგენს. სტატისტიკის მიხედვით, ფინეთში საშუალო ხელფასი 3.7 ათასი ევროა, მაგრამ ამას აკლდება გადასახადები და სხვა მოსაკრებლები.

სლოვენია

ქვეყანაში საპენსიო ასაკი კაცებისთვის 63 წლის, ხოლო ქალბატონებისთვის 61 წლის ასაკში დგება. ისინი პენსიის სახით ხელფასის 62%-ს იღებენ.

თურქეთი

თურქეთი, სადაც პენსიონერები საკუთარი ხელფასის 64.5% პენსიას იღებენ, მეექვსე ადგილზეა. აქ მამაკაცები პენსიაზე 60 წლის შემდეგ, ხოლო ქალბატონები 58 წლის შემდეგ გადიან. ხოლო, მრავალშვილიანი დედები, რომელთაც 5 შვილი ჰყავთ, პენსიაზე 48 წლის ასაკში გადიან. თურქეთში საშუალო ხელფასი 900 ევროა.

იტალია

იტალიაში პენსია ხელფასის 65%-ია, რომელიც საშუალოდ 2.3 ათას ევროს უტოლდება. ქვეყანაში ქალები და კაცები 59 წლის შემდეგ აღწევენ საპენსიო ასაკს.

ავსტრია

ქვეყანაში საპენსიო ასაკი კაცებისთვის 65 წლიდან, ხოლო ქალებისთვის - 60 წლიდან დგება. ავსტრიელები პენსიის სახით წარსულში არსებული ხელფასის 77%-ს იღებენ. ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასია მსოფლიოში. ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2.7 ათასი ევროა.

ესპანეთი

ესპანელები პენსიის სახით ხელფასის 81%-ს იღებენ, რომელიც საშუალოდ 2.2 ათას ევროს შეადგენს. ესპანელები პენსიაზე 65 წლის ასაკში გადიან.

ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ევროპული სახელმწიფოა, მაგრამ ქვეყანაში პენსიონერების ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. 60 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შემდეგ, მოქალაქეები პენსიის სახით ხელფასის 87%-ს იღებენ. აქ საშუალო ხელფასი (გადასახადების და სადაზღვევო მოსაკრებლების გამოკლების გარეშე) 4300 ევროა.

საბერძნეთი

ყველაზე მდიდარ პენსიონერებად ბერძნები ითვლებიან, ისინი პენსიის სახით ხელფასის 96%-ს იღებენ. ამგვარად, 57 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შემდეგ ისინი პრაქტიკულად ინარჩუნებენ უწინდელ შემოსავალს, რომელიც ქვეყანაში საშუალოდ 2100 ევროა.

მომზადებულია 24smi.org -ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა