ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში განცხადება გაჩნდა - იყიდება ხელოვნური შორენა ბეგაშვილი. განცხადების ავტორი ერთ-ერთი სექს-მარკეტია. Ambebi.ge სექს-მარკეტს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, რა ღირს შორენა ბეგაშვილის გასაბერი თოჯინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბეგაშვილი მხოლოდ მარკეტინგული ხრიკისთვის გამოიყენეს, თუმცა ისე, რომ ეს მასთან არ შეუთანხმებიათ...
- ჩვენ სექს-მარკეტის წარმომადგენლები ვართ. ეს იყო ტრიუკი ხალხის დასაინტერესებლად.
- ბევრი დაინტერესდა?
- ბევრი ზარი არ ყოფილა. ბევრი მიხვდა ჩვენს ჩანაფიქრს. ბევრი დაინტერესდა ოქროს ვიბრატორით, 3900 ლარი ღირს. ჯერ არავის შეუძენია. ოქროთია დაფარული, გათბობის რეჟიმი აქვს და პრაქტიკულად საიუველირო ნაწარმია. შორენას მსგავსი გასაბერი თოჯინა ნამდვილად არ გვაქვს გაიყიდვაში, თუმცა მისი შეკვეთაც შეგვიძლია. ასეთი თოჯინის დამზადება 6000 დოლარი ღირს, ამას ემატება მერე სხვა ხარჯები და არ მგონია ვინმემ შეძლოს მისი ყიდვა.
- შორენასგან აღებული გაქვთ ნებართვა?
- არა.
- რომ გიჩივლოთ?
- შორენას სახელს ბევრი იყენებს, მაგრამ მას არანაირი პრობლემა არ შექმნია. თუ უკმაყოფილო იქნება, მოვხსნით მის ფოტოს.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge