მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "იჭმებოდა" ქართული ოქრო - კაზრეთიდან საყდრისამდე
როგორ "იჭმებოდა" ქართული ოქრო - კაზრეთიდან საყდრისამდე

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში სამ­თო გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კომ­ბი­ნა­ტი " მად­ნე­უ­ლი" იმ სა­წარ­მო­თა რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის სრუ­ლი გა­ჩა­ნა­გე­ბის პი­რო­ბებ­შიც ახერ­ხებ­და თა­ვის გა­ტა­ნას. 2001 წელს "მად­ნე­ულ­ში" ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ დიდი ფუ­ლით და გრან­დი­ო­ზუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი ოქ­როს გა­და­მუ­შა­ვე­ბა უნდა და­ე­წყო: ასე შე­იქ­მნა სა­წარ­მო "კვარ­ცი­ტი", მალე პირ­ვე­ლი ოქ­როს ზო­დიც - "დო­რეც" გა­მოჩ­ნდა და "კვარ­ცი­ტში" იმა­ტა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და საქ­მოს­ნე­ბის სტუმ­რო­ბებ­მა. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და რომ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ ერთი ღა­ტა­კი ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნი ლა­მის საჩ­ვე­ნე­ბელ რა­ი­ო­ნად იქცა ხოლო მა­ნამ­დე ნა­ხევ­რად დაც­ლილ კაზ­რეთ­ში ცხოვ­რე­ბას დე­და­ქა­ლა­ქე­ლე­ბიც კი აღარ თა­კი­ლობ­დნენ. მად­ნე­უ­ლის "ოქ­როს ხანა" ალ­ბათ დიდ ხანს გაგ­რძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ ერთ დღე­საც ავ­სტრა­ლი­უ­რი მხა­რე (რო­მე­ლიც წი­ლის 50%-ს ფლობ­და) სა­ხი­ფა­თო თა­მაშ­ში არ ჩა­ერ­თო. აი, ასე იხ­სე­ნებს იმ­დრო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს "კვარ­ცი­ტის" ერთ-ერთი თა­ნა­მაშ­რო­მე­ლი:

"2001 წელს ავტრა­ლი­უ­რი მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, დი­რექ­ტორ­მა ჰენ­კი ნა­ი­ტინ­გე­ილ­მა, თა­ნამ­შრომ­ლებს გა­მოგ­ვი­ცხა­და, - ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს 17 მი­ლი­ო­ნი ზედ­მე­ტი გა­და­ვუ­ხა­დეთ, ის კი არ გვიბ­რუ­ნებს; გარ­და ამი­სა, მა­დან­ში ოქ­როს შემ­ცვე­ლო­ბა ძა­ლი­ან შემ­ცირ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, ხელ­ფა­სი შე­გიმ­ცი­რო­თო." "მად­ნე­ულ­სა" და "კვარ­ცი­ტში" სი­ტუ­ა­ცია აი­რია. და­ი­წყო გა­ფიც­ვე­ბი. ავ­სტრა­ლი­ურ­მა მხა­რემ ად­ვო­კა­ტად ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი აიყ­ვა­ნა (სწო­რედ მა­შინ გავ­რცელ­და ხმა, რომ "ავტრა­ლი­უ­რი გამ­ბი­ტის" უკან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იდგა) და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოს­თხო­ვა, იმ 17 მი­ლი­ო­ნის სა­ნაც­ვლოდ მათ­თვის "მად­ნე­ულ­ში" სა­ხელ­მწი­ფოს წილი - 97% და­ეთ­მოთ. გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ელ­დარ ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა წნეხს ვერ გა­უძ­ლო და გა­დად­გა."

ავ­სტრა­ლი­უ­რი მხა­რე ჯი­უ­ტად ითხოვ­და დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე "მათი კაცი" და­ე­ნიშ­ნათ, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტი შე­ვარ­დნა­ძე არ აპი­რებ­და და­ეთ­მო ახალ­გაზ­რდა რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის­თვის (სა­ა­კაშ­ვი­ლი, ჟვა­ნია) და გუ­ბერ­ნა­ტორ ლე­ვან მა­მა­ლა­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით, გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძე და­ნიშ­ნა. მალე სა­წარ­მო­ში კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა შე­ვი­და. სა­ბო­ლო­ოდ, ავ­სტრა­ლი­ურ მხა­რეს თაღ­ლი­თო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ - 17 მი­ლი­ო­ნის (ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მით - 10 მლნ, - ავტ) გა­დახ­და აქეთ და­ა­კის­რეს. შე­ვარ­დნა­ძემ იცო­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­მარ­ცხე­ბას ვერ შე­ე­გუ­ე­ბო­და, და­მარ­ცხე­ბას ვერ ეგუ­ე­ბო­და კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როც, რომ­ლის­თვი­საც ქარ­თუ­ლი ოქ­რო­თი ნა­შოვ­ნი მი­ლი­ო­ნე­ბი ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა ბო­ლოს შა­ვებ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს და " კვარ­ცი­ტის" ოქ­როს შავი ბა­ზა­რი ხელ­ში ჩა­იგ­დეს... სა­წარ­მო­დან ოქ­როს მო­პარ­ვა­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ისე და­ოს­ტატ­დნენ, მათ ქურ­დულ მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა­ზე ლე­გენ­დე­ბიც კი და­დი­ო­და. სა­წარ­მო­დან გა­ტა­ნილ ოქ­როს თბი­ლის­ში ოქ­როს ბირ­ჟა­ზე "ში­ნა­ურ" კაცს აბა­რებ­დნენ, ის თა­ვის მხრივ მას ყიდ­და, შავი ბაზ­რი­დან მო­ნა­გებს კი თა­ნამ­შრომ­ლებს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო უყოფ­და...

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მე­ო­რე იე­რი­ში "მად­ნე­ულ­ზე" "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ორი კვი­რის თავ­ზე მი­ი­ტა­ნა.

ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძე, "მად­ნე­უ­ლი­სა" და "კვარ­ცი­ტის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე:"- "შე­ვი­ცა­რი­ა­ში და­მი­რე­კა მა­შინ­დელ­მა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ნუგ­ზარ გაბ­რი­ჩი­ძის ინ­ფორ­მა­ცია გად­მომ­ცა"- ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ "მად­ნე­უ­ლი­სა" და "კვარ­ცი­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან თქვე­ნი გა­და­ყე­ნე­ბა და­მა­ვა­ლაო. თუ არ გა­დად­გე­ბით, თქვე­ნი და­პა­ტიმ­რე­ბა მო­უ­წევ­სო. გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ მთხო­ვა, სი­ტუ­ა­ცია რომ არ და­მე­ძა­ბა, თა­ვად გა­დავ­მდგა­რი­ყა­ვი. რა თქმა უნდა, უარი ვუ­თხა­რი, თუმ­ცა, ვი­ცო­დი, არ მო­მეშ­ვე­ბოდ­ნენ. მარ­თლაც, 2003 წლის 15 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის უფ­როს­მა მი­მარ­თა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს და, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი გა­და­ყე­ნე­ბა მოს­თხო­ვა. სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭომ 29 დე­კემ­ბერს ჩემს გა­თა­ვი­სუ­ფე­ბა­ზე უარი თქვა. პა­რა­ლე­ლუ­რად "კვარ­ცი­ტში" შე­მო­ვიდ­ნენ და "დო­რეს" მა­რა­გი წა­ი­ღეს. რო­გორც გა­ვი­გეთ, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" 2004 წლის 24 იან­ვარს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა საქ­ვეყ­ნოდ გა­ნა­ცხა­და, რომ მე თით­ქოს რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ 3 ტონა ოქრო გა­მი­ტა­ნია ქვეყ­ნი­დან; მე­ო­თხის წა­ღე­ბა ვერ მო­მის­წრია და ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამო­ი­ღო აე­რო­პორ­ტის გზა­ზე(?!)"

მალე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არც პრე­მი­ე­რი ზუ­რაბ ჟვა­ნია ჩა­მორ­ჩა... სა­ბო­ლო­ოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დიდი ზე­წო­ლის შე­დე­გად, მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძის არა მარ­ტო გა­და­ყე­ნე­ბა, არა­მედ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც კი აღიძ­რა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის ბრალ­დე­ბით. გა­მო­ცხად­და შვე­ი­ცა­რი­ა­ში მყო­ფი "ურჩი" ბიზ­ნეს­მე­ნის ძებ­ნა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძეს გა­რი­გე­ბა შეს­თა­ვა­ზა. შუ­ა­მავ­ლო­ბა მა­შინ ბიზ­ნეს­მე­ნის პარტნი­ორ­მა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა ითა­ვა - სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის და ბიზ­ნე­სის უსაფრ­თხოდ კე­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ლობ­ჟა­ნი­ძის­გან 1 500 000 ლარს ითხოვ­დნენ, რო­მე­ლიც მას გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე უნდა ჩა­ე­რი­ცხა. 2004 წლის 11ოქ­ტომ­ბერს გა­რი­გე­ბა შედ­გა. გა­დახ­დი­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ბიზ­ნეს­მენს ძებ­ნა მო­უხ­სნეს, წა­ყე­ნე­ბულ მუხ­ლებს კი ამ­ნის­ტია შე­ე­ხო, თუმ­ცა, რო­გორც ლობ­ჯა­ნი­ძე აცხა­დებს, "ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა სულ მალე ისევ მო­უნ­დათ, ამ­ჯე­რად გა­და­სა­ხა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ბრა­ლით. მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­თან­ვე და­მა­პა­ტიმ­რებ­დნენ. ამ­ჯე­რად ხე­ლის­ფუ­ლე­ბას უნ­დო­და, და­მეთ­მო 817.484 ათა­სი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ან­გა­რიშ­ზე მქონ­და."

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

როგორ "იჭმებოდა" ქართული ოქრო - კაზრეთიდან საყდრისამდე

როგორ "იჭმებოდა" ქართული ოქრო - კაზრეთიდან საყდრისამდე

გასული საუკუნის 90-იან წლებში სამთო გადამამუშავებული კომბინატი " მადნეული" იმ საწარმოთა რიცხვს განეკუთვნებოდა რომელიც ქართული ეკონომიკის სრული გაჩანაგების პირობებშიც ახერხებდა თავის გატანას. 2001 წელს "მადნეულში" ავსტრალიელები გამოჩნდნენ დიდი ფულით და გრანდიოზული ჩანაფიქრით, საქართველოს საკუთარი ოქროს გადამუშავება უნდა დაეწყო: ასე შეიქმნა საწარმო "კვარციტი", მალე პირველი ოქროს ზოდიც - "დორეც" გამოჩნდა და "კვარციტში" იმატა პოლიტიკოსებისა და საქმოსნების სტუმრობებმა. საქმე იქამდე მივიდა რომ საქართველოს ერთ ერთი ღატაკი ბოლნისის რაიონი ლამის საჩვენებელ რაიონად იქცა ხოლო მანამდე ნახევრად დაცლილ კაზრეთში ცხოვრებას დედაქალაქელებიც კი აღარ თაკილობდნენ. მადნეულის "ოქროს ხანა" ალბათ დიდ ხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ერთ დღესაც ავსტრალიური მხარე (რომელიც წილის 50%-ს ფლობდა) სახიფათო თამაშში არ ჩაერთო. აი, ასე იხსენებს იმდროინდელ მოვლენებს "კვარციტის" ერთ-ერთი თანამაშრომელი:

"2001 წელს ავტრალიური მხარის წარმომადგენელმა, დირექტორმა ჰენკი ნაიტინგეილმა, თანამშრომლებს გამოგვიცხადა, - ჩვენ სახელმწიფოს 17 მილიონი ზედმეტი გადავუხადეთ, ის კი არ გვიბრუნებს; გარდა ამისა, მადანში ოქროს შემცველობა ძალიან შემცირდა და იძულებული ვართ, ხელფასი შეგიმციროთო." "მადნეულსა" და "კვარციტში" სიტუაცია აირია. დაიწყო გაფიცვები. ავსტრალიურმა მხარემ ადვოკატად ირაკლი ოქრუაშვილი აიყვანა (სწორედ მაშინ გავრცელდა ხმა, რომ "ავტრალიური გამბიტის" უკან იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იდგა) და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, იმ 17 მილიონის სანაცვლოდ მათთვის "მადნეულში" სახელმწიფოს წილი - 97% დაეთმოთ. გენერალურმა დირექტორმა ელდარ ბოჭორიშვილმა წნეხს ვერ გაუძლო და გადადგა."

ავსტრალიური მხარე ჯიუტად ითხოვდა დირექტორის თანამდებობაზე "მათი კაცი" დაენიშნათ, თუმცა პრეზიდენტი შევარდნაძე არ აპირებდა დაეთმო ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის (სააკაშვილი, ჟვანია) და გუბერნატორ ლევან მამალაძის რეკომენდაციით, გენერალურ დირექტორად ზურაბ ლობჟანიძე დანიშნა. მალე საწარმოში კონტროლის პალატა შევიდა. საბოლოოდ, ავსტრალიურ მხარეს თაღლითობაში დასდეს ბრალი სახელმწიფოს სასარგებლოდ - 17 მილიონის (ზოგიერთი მონაცემით - 10 მლნ, - ავტ) გადახდა აქეთ დააკისრეს. შევარდნაძემ იცოდა, რომ სააკაშვილი დამარცხებას ვერ შეეგუებოდა, დამარცხებას ვერ ეგუებოდა კრიმინალური სამყაროც, რომლისთვისაც ქართული ოქროთი ნაშოვნი მილიონები ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. თუმცა ბოლოს შავებმა მაინც მოახერხეს და " კვარციტის" ოქროს შავი ბაზარი ხელში ჩაიგდეს... საწარმოდან ოქროს მოპარვაში თანამშრომლები ისე დაოსტატდნენ, მათ ქურდულ მოხერხებულობაზე ლეგენდებიც კი დადიოდა. საწარმოდან გატანილ ოქროს თბილისში ოქროს ბირჟაზე "შინაურ" კაცს აბარებდნენ, ის თავის მხრივ მას ყიდდა, შავი ბაზრიდან მონაგებს კი თანამშრომლებს ქურდული სამყარო უყოფდა...

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე იერიში "მადნეულზე" "ვარდების რევოლუციის" ორი კვირის თავზე მიიტანა.

ზურაბ ლობჟანიძე, "მადნეულისა" და "კვარციტის" ყოფილი გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:"- "შევიცარიაში დამირეკა მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გაჩეჩილაძემ და გენერალური პროკურორის, ნუგზარ გაბრიჩიძის ინფორმაცია გადმომცა"- ზურაბ ჟვანიამ "მადნეულისა" და "კვარციტის" ხელმძღვანელობიდან თქვენი გადაყენება დამავალაო. თუ არ გადადგებით, თქვენი დაპატიმრება მოუწევსო. გაჩეჩილაძემ მთხოვა, სიტუაცია რომ არ დამეძაბა, თავად გადავმდგარიყავი. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, თუმცა, ვიცოდი, არ მომეშვებოდნენ. მართლაც, 2003 წლის 15 დეკემბერს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს და, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი გადაყენება მოსთხოვა. სამეთვალყურეო საბჭომ 29 დეკემბერს ჩემს გათავისუფებაზე უარი თქვა. პარალელურად "კვარციტში" შემოვიდნენ და "დორეს" მარაგი წაიღეს. როგორც გავიგეთ, "საქართველოს ბანკში" 2004 წლის 24 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ მე თითქოს რევოლუციის შემდეგ 3 ტონა ოქრო გამიტანია ქვეყნიდან; მეოთხის წაღება ვერ მომისწრია და ის ხელისუფლებამ ამოიღო აეროპორტის გზაზე(?!)"

მალე მიხეილ სააკაშვილს არც პრემიერი ზურაბ ჟვანია ჩამორჩა... საბოლოოდ, ხელისუფლებამ დიდი ზეწოლის შედეგად, მაინც მოახერხა ზურაბ ლობჟანიძის არა მარტო გადაყენება, არამედ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების და სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით. გამოცხადდა შვეიცარიაში მყოფი "ურჩი" ბიზნესმენის ძებნა. მოულოდნელად, ხელისუფლებამ ზურაბ ლობჟანიძეს გარიგება შესთავაზა. შუამავლობა მაშინ ბიზნესმენის პარტნიორმა ბადრი პატარკაციშვილმა ითავა - საქართველოში დაბრუნების და ბიზნესის უსაფრთხოდ კეთების სანაცვლოდ "ნაციონალები" ლობჟანიძისგან 1 500 000 ლარს ითხოვდნენ, რომელიც მას გენპროკურატურის სპეციალურ ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. 2004 წლის 11ოქტომბერს გარიგება შედგა. გადახდილი თანხის სანაცვლოდ ბიზნესმენს ძებნა მოუხსნეს, წაყენებულ მუხლებს კი ამნისტია შეეხო, თუმცა, როგორც ლობჯანიძე აცხადებს, "ჩემი დაპატიმრება სულ მალე ისევ მოუნდათ, ამჯერად გადასახადების თავიდან აცილების ბრალით. მქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანვე დამაპატიმრებდნენ. ამჯერად ხელისფულებას უნდოდა, დამეთმო 817.484 ათასი დოლარი, რომელიც "საქართველოს ბანკის" ანგარიშზე მქონდა."

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია