პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გარბის ხალხი მარგო ლუჩკოს დანახვაზე
რატომ გარბის ხალხი მარგო ლუჩკოს დანახვაზე

"პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" ყო­ფი­ლი სახე მარ­გო ლუ­ჩკო რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ეთერს და­უბ­რუნ­და, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის თა­ნა­წამ­ყვა­ნი გახ­და. მარ­გო ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხატ­ვით და­ინ­ტე­რეს­და და დღე­საც ბევრ დროს ხატ­ვის შეს­წავ­ლას უთ­მობს.

- მო­მა­ვა­ლი მხატ­ვა­რი ვარ. როცა ვხა­ტავ, ვმშვიდ­დე­ბი. ამ საქ­მის სწავ­ლა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ვი­წყე. რო­დე­საც ვხა­ტავ, ვი­კარ­გე­ბი. რო­გორც ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა, ხატ­ვის ნიჭი ყვე­ლა ადა­მი­ან­შია. უბ­რა­ლოდ, ზოგს ხატ­ვის სწავ­ლა სჭირ­დე­ბა, ზოგს - არა. იმე­დია, კარ­გი მხატ­ვა­რი ვიქ­ნე­ბი.

- გა­მო­ფე­ნის გა­მარ­თვას გეგ­მავ?

- გა­ზა­ფხულ­ზე მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, თუმ­ცა არ მი­ვიჩ­ნევ, რომ გა­მო­ფე­ნის­თვის უკვე მზად ვარ. ჯერ ბევ­რი უნდა ვი­მუ­შაო.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­გი­ცა­ნით, რო­გორც მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნი, ეს სფე­რო აღარ გა­ინ­ტე­რე­სებს?

- მარ­ტო მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნი არ ვყო­ფილ­ვარ. "პირ­ველ სტე­რე­ო­ში" მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ მე და ვა­სი­კო ოდიშ­ვილს "რუს­თა­ვი 2"-ზე მიგ­ვყავ­და გა­თა­მა­შე­ბა. ახლა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, "იმედ­ში" შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის თა­ნა­წამ­ყვა­ნი ვარ. მუ­სი­კა დღე­საც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­დი­ო­დი ლა­ლი­კო ბე­რა­ძეს­თან და მის­გან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. და თუ მუ­სი­კა­ლუ­რად სწო­რად "ვდგა­ვარ", ეს ლა­ლი­კო ბე­რა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ოდეს­მე შე­იძ­ლე­ბა, მომ­ღე­რა­ლი გავ­ხდე, ახ­ლაც ჩემ­თვის სულ ვმღე­რი.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი შე­მოგ­ვთა­ვა­ზო? თუ ასე­თი ამ­ბი­ცია არ გაქვს?

- ზო­გა­დად არ ვარ ამ­ბი­ცი­უ­რი. ახ­ლაც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს პო­პუ­ლა­რო­ბა, ქუ­ჩა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩაც­მუ­ლი დავ­დი­ვარ და ვცდი­ლობ, ხალ­ხმა ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცი­ოს. თვრა­მე­ტი, ცხრა­მე­ტი და ოცი წლის რომ ვი­ყა­ვი და ვმუ­შა­ობ­დი, სას­ტი­კი ამ­ბი­ცია მქონ­და. მინ­დო­და, ყვე­ლას მოვ­წო­ნე­ბო­დი და ეთ­ქვა, რა კარ­გი და მშვე­ნი­ე­რი ხარო. ახლა, რა თქმა უნდა, გა­ვი­ზარ­დე. ბევ­რი რამ გა­ვი­გე და ბევრ რა­მეს მივ­ხვდი. პო­პუ­ლა­რო­ბა ჩემ­თვის არა­ფე­რი აღა­რაა. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ იმ საქ­მის­გან, რა­საც შალ­ვას გა­და­ცე­მა­ში ვა­კე­თებ.

- რო­დე­საც შალ­ვას გა­და­ცე­მა­ში თა­ნა­წამ­ყვა­ნო­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზეს, რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და?

- გა­და­ცე­მა გა­სულ წელს და­ი­გეგ­მა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რომ მი­ვი­ღე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რად­გან ვი­ცო­დი, შალ­ვას­გან ბევრ რა­მეს ვის­წავ­ლი­დი და კარგ პრაქ­ტი­კას გა­ვივ­ლი­დი. მი­თხრა, რომ ჩემი რუბ­რი­კა მექ­ნე­ბო­და და რაც მო­მინ­დე­ბო­და, იმას გა­ვა­კე­თებ­დი. შალ­ვა დიდი ხანი ფიქ­რობ­და და თა­ვის თავ­ში ხარ­შავ­და ამ გა­და­ცე­მას. უნ­დო­და, რომ კარ­გი შოუ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. შალ­ვა კარ­გი ადა­მი­ა­ნი და კარ­გი წამ­ყვა­ნია. მას­თან მუ­შა­ო­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, მარ­გო პირ­ვე­ლად კა­ლენ­დრის ფურ­ცელ­ზე ვნა­ხე და მა­შინ­ვე ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მივ­ხვდი, კარ­გი წამ­ყვა­ნი იქ­ნე­ბო­დაო.

- შალ­ვას ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, "202"-ზე რომ მუ­შა­ობ­და, მა­შინ გა­ვი­ცა­ნი. მის გა­და­ცე­მებ­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას სულ ვა­დევ­ნებ­დი თვალს და ძა­ლი­ან მომ­წონ­და. მარ­თა­ლია, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც შალ­ვა არ მოს­წონთ და ალ­ბათ, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც მე ვერ მი­ტანს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ არაა იმის სა­ზო­მი, რო­გორ უნდა იცხოვ­რო. მთა­ვა­რია, რას გრძნობ და მთა­ვა­რია, რო­გორ ადა­მი­ა­ნებს მოს­წონ­ხარ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რატომ გარბის ხალხი მარგო ლუჩკოს დანახვაზე

რატომ გარბის ხალხი მარგო ლუჩკოს დანახვაზე

''პირველი სტერეოს'' ყოფილი სახე მარგო ლუჩკო რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ეთერს დაუბრუნდა, შალვა რამიშვილის თანაწამყვანი გახდა. მარგო ბოლო წლების განმავლობაში ხატვით დაინტერესდა და დღესაც ბევრ დროს ხატვის შესწავლას უთმობს.

- მომავალი მხატვარი ვარ. როცა ვხატავ, ვმშვიდდები. ამ საქმის სწავლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე. როდესაც ვხატავ, ვიკარგები. როგორც ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, ხატვის ნიჭი ყველა ადამიანშია. უბრალოდ, ზოგს ხატვის სწავლა სჭირდება, ზოგს - არა. იმედია, კარგი მხატვარი ვიქნები.

- გამოფენის გამართვას გეგმავ?

- გაზაფხულზე მქონდა შემოთავაზება, თუმცა არ მივიჩნევ, რომ გამოფენისთვის უკვე მზად ვარ. ჯერ ბევრი უნდა ვიმუშაო.

- რამდენიმე წლის წინ გაგიცანით, როგორც მუსიკალური წამყვანი, ეს სფერო აღარ გაინტერესებს?

- მარტო მუსიკალური წამყვანი არ ვყოფილვარ. ''პირველ სტერეოში'' მუშაობის შემდეგ მე და ვასიკო ოდიშვილს ''რუსთავი 2''-ზე მიგვყავდა გათამაშება. ახლა, საბედნიეროდ, ''იმედში'' შალვა რამიშვილის თანაწამყვანი ვარ. მუსიკა დღესაც ძალიან მაინტერესებს. დიდი ხნის განმავლობაში დავდიოდი ლალიკო ბერაძესთან და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. და თუ მუსიკალურად სწორად ''ვდგავარ'', ეს ლალიკო ბერაძის დამსახურებაა. ოდესმე შეიძლება, მომღერალი გავხდე, ახლაც ჩემთვის სულ ვმღერი.

- უახლოეს მომავალში შეიძლება, საკუთარი მუსიკალური ნომერი შემოგვთავაზო? თუ ასეთი ამბიცია არ გაქვს?

- ზოგადად არ ვარ ამბიციური. ახლაც ძალიან მაწუხებს პოპულარობა, ქუჩაში ჩვეულებრივად ჩაცმული დავდივარ და ვცდილობ, ხალხმა ყურადღება არ მომაქციოს. თვრამეტი, ცხრამეტი და ოცი წლის რომ ვიყავი და ვმუშაობდი, სასტიკი ამბიცია მქონდა. მინდოდა, ყველას მოვწონებოდი და ეთქვა, რა კარგი და მშვენიერი ხარო. ახლა, რა თქმა უნდა, გავიზარდე. ბევრი რამ გავიგე და ბევრ რამეს მივხვდი. პოპულარობა ჩემთვის არაფერი აღარაა. უბრალოდ, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ იმ საქმისგან, რასაც შალვას გადაცემაში ვაკეთებ.

- როდესაც შალვას გადაცემაში თანაწამყვანობა შემოგთავაზეს, როგორი რეაქცია გქონდა?

- გადაცემა გასულ წელს დაიგეგმა. შემოთავაზება რომ მივიღე, ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი, შალვასგან ბევრ რამეს ვისწავლიდი და კარგ პრაქტიკას გავივლიდი. მითხრა, რომ ჩემი რუბრიკა მექნებოდა და რაც მომინდებოდა, იმას გავაკეთებდი. შალვა დიდი ხანი ფიქრობდა და თავის თავში ხარშავდა ამ გადაცემას. უნდოდა, რომ კარგი შოუ გაეკეთებინა. შალვა კარგი ადამიანი და კარგი წამყვანია. მასთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ.

- შალვა რამიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, მარგო პირველად კალენდრის ფურცელზე ვნახე და მაშინვე ძალიან მომეწონა, მივხვდი, კარგი წამყვანი იქნებოდაო.

- შალვას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ''202''-ზე რომ მუშაობდა, მაშინ გავიცანი. მის გადაცემებსა და საქმიანობას სულ ვადევნებდი თვალს და ძალიან მომწონდა. მართალია, არიან ადამიანები, რომელთაც შალვა არ მოსწონთ და ალბათ, არიან ისეთებიც, ვინც მე ვერ მიტანს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ არაა იმის საზომი, როგორ უნდა იცხოვრო. მთავარია, რას გრძნობ და მთავარია, როგორ ადამიანებს მოსწონხარ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება