პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"NDI-ს მიეცა ჩემი ცოდვა... ყველა ქალი თუ ნაწყენია, მაშინ მეც" - ნათია ფანჯიკიძე მეუღლის კრიტიკოსებს პასუხობს
"NDI-ს მიეცა ჩემი ცოდვა... ყველა ქალი თუ ნაწყენია, მაშინ მეც" - ნათია ფანჯიკიძე მეუღლის კრიტიკოსებს პასუხობს

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე NDI-ის კვლე­ვის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც მან ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში გა­ა­კე­თა. ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე მი­ნის­ტრის კრი­ტი­კო­სებს პა­სუ­ხობს.

"ამ ვი­დე­ოს, ამ პა­სუხს რომ მო­უს­მენთ, არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ ღირ­სე­უ­ლი კა­ცის და ქცე­ვის შეგ­რძნე­ბა, თუკი ვაჟ­კა­ცო­ბის და ღირ­სე­ბის ცნე­ბა ჯერ კი­დევ ფა­სე­უ­ლია.

ყვე­ლა სხვაც გა­მო­იყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

არა­ვის არ ვა­და­რებ, არა­ვის საქ­ცი­ელს არ დავ­ცი­ნი, უბ­რა­ლოდ მე ჩემი მი­ხა­რია.

და NDI-ს მი­ე­ცა ჩემი ცოდ­ვა.

ირაკ­ლის თვი­თონ არა­ფე­რი არ შეშ­ლია არა­ვის­თან, თუ ოდ­ნავ მა­ინც მიხ­ვდე­ბი­ან მის ფასს, საქ­მეც მო­ი­გებს და ყვე­ლას პრეს­ტი­ჟი ერ­თად", - წერს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ვი­ო­ლი­ნო­ე­ბის პარ­ტი­ის შე­სა­ხებ ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბა­საც პა­სუ­ხობს და "NDI-ს ციფ­რე­ბით გულ­მოკ­ლუ­ლი" მე­უღ­ლის თა­ნა­გუნ­დე­ლებს აკ­რი­ტი­კებს. შე­გახ­სე­ნებთ, "რე­აქ­ცი­ა­ში" თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ტოს თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მის გან­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერთი მთა­ვა­რი რამ, რაც ქარ­თულ ჯარს სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბაა, ამი­ტომ ის, რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, პირ­ველ რიგ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბას ითხოვს.

"მო­ე­თხო­ვა ჩან­გლე­ბი....

და ეკი­თხა ჩემ­თვის ჯე­რე­გერ­თი.. ვურ­ჩევ­დი

მთე­ლი დღე დას­ძა­ხი­ან რა­კე­ტე­ბი რა­ტომ თხო­ვე ამე­რი­კე­ლებ­სო, ახლა ინ­გა­მაც კი­თხა და აბა ვი­ო­ლი­ნოს ხომ არ ვთხოვ­დიო, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია ))))))))))))))) მა­ნამ­დე ვი­საც არ და­ე­ზა­რა, ქა­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით, დამ­წკრივ­დნენ და იწყი­ნეს, რა­ტომ სა­თი­თა­ოდ არ გვკი­თხაო და ავ­დე­ქი და მეც მე­წყი­ნა, არც მე არ მკი­თხა. ყვე­ლა ქალი თუ ნა­წყე­ნია, მა­შინ მეც

ხო და კი­დევ, ნე­ბის­მი­ერ დე­ბა­ტებ­ში და­ვუმ­ტკი­ცებ ალა­სა­ნი­ას, რომ ჯარი სა­ერ­თოდ არ გვჭირ­დე­ბა, რუ­სე­თი ისე­დაც სიმ­ღე­რით უნდა გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ, ამის­თვის ვი­ო­ლი­ნო­ე­ბი ჯობს, სხვა მტე­რი თუ გა­მოგ­ვიჩ­ნდა, ჩან­გალ­ზე ვთან­ხმდე­ბით. და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნისტრს უნდა ვთხო­ვოთ გზის გა­ფარ­თო­ე­ბა წი­თე­ლი ხი­დის­კენ. ვსო. ამის მეტი პრე­ტენ­ზია ქარ­თველ კაცს არ უნდა ქონ­დეს. ცო­ცხლად დარ­ჩე­ნი­ლებს ვგუ­ლის­ხმობ, თო­რემ, ეჰ.. მახ­სოვს ბი­ჭე­ბი...

როცა მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი იმის მა­გივ­რად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს საქ­მე­ზე რომ ხარ წა­სუ­ლი, მხარს გი­ჭერ­დნენ, ენ­დი­ა­ის ციფ­რე­ბით გულ­მოკ­ლუ­ლე­ბი ეჭვს თე­სა­ვენ ასეთ სე­რი­ო­ზულ სა­კი­თხზე, მე მეს­მის თქვე­ნი ში­შის. მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, ეს სა­მოყ­ვა­რუ­ლო საქ­მე არაა და ასე­ვე და­მი­ჯე­რეთ, ირაკ­ლი­ზე ფრთხილ (როცა საქ­მე ქვე­ყა­ნას და სხვებს ეხე­ბა, თო­რემ თა­ვის თავს და სი­ცო­ცხლე­საც ყო­ველ­თვის იო­ლად რის­კავ­და, არას­დროს არ იყო მომ­გე­ბი­ან და იოლ ხერ­ხებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი) და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან ადა­მი­ანს ორს ვერ შეხ­ვდე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში.

სა­ერ­თა­შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა მორ­ჩი­ლი და თვი­ნი­ე­რი მოს­წავ­ლის რო­ლის აღე­ბით სამ­წუ­ხა­როდ არ გა­ნი­მუხ­ტე­ბა. რაც არ უნდა გა­ი­სუსო, მა­ინც არ­სე­ბობ და სა­ნამ არ­სე­ბობს, ვი­ღა­ცას რა­ღა­ცა ყო­ველ­თვის უნდა შენ­გან. მორ­ჩი­ლად ვართ, მაგ­რამ მავ­თუ­ლე­ბი გად­მო­აქვთ წინ. ხვალ ცუდ ხა­სი­ათ­ზე გა­იღ­ვი­ძე­ბენ და ისე, უბ­რა­ლოდ გა­სარ­თო­ბად დაგ­ვბომ­ბა­ვენ. ღმერ­თმა ნუ ქნას, მაგ­რამ ცოტა მზად ხომ უნდა იყოს ქვე­ყა­ნა? კარ­ზე სა­კე­ტი ხომ უნდა და­ა­ყე­ნო როცა შენს კარ­თან გა­ქა­ნე­ბუ­ლი ომია? ცხოვ­რე­ბა­შიც ასეა, რაც არ უნდა უწყი­ნა­რი, მშვი­დი და საყ­ვა­რე­ლი იყო, ერთხელ მა­ინც ვი­ღაც ჩაგ­ცხებს თავ­ში, ან გა­მო­ავ­ლენს აგ­რე­სი­ას. არ უნდა ვი­ცელ­ქოთ, არ უნდა გა­ვა­ღი­ზი­ა­ნოთ, მაგ­რამ მზად ყო­ველ­თვის უნდა იყო, რომ ცოტა ხანს მა­ინც შე­ა­კა­ვო სხვი­სი აგ­რე­სია. ირაკ­ლის ეს ევა­ლე­ბა და რამე რომ იყოს (ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს კი­დევ ერთხელ, ყვე­ლა­ნა­ი­რად არი­დე­ბას უნდა ვე­ცა­დოთ) რომ ვერ და­გი­ცავთ ისევ მას მო­თხოვთ პა­სუხს, ერთი ბომ­ბი რო­გორ ვერ ჩა­მო­აგ­დეო. რომ უყი­დოს მთა­გო­რი­ან ქვე­ყა­ნას ჟან­გი­ა­ნი ტან­კე­ბი კი­დევ, რო­გორც აქამ­დე ხდე­ბო­და, ეს უფრო მშვი­დი ძი­ლის სა­ფუძ­ვე­ლი ვერ გახ­დე­ბა. ქა­ლუ­რი რე­აქ­ცია მეს­მის, მაგ­რამ ასე ქა­ლუ­რად მთავ­რო­ბამ რომ ეჭვი და საფრ­თხის შეგ­რძნე­ბა და­თე­სა, არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­ცი­ე­ლი", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, პატ­რი­არ­ქის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მე­ტად თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია მოს­წონთ (67%). მას მოჰ­ყვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - მის­და­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი NDI-ს გა­მო­კი­თხულ­თა 64%-ია.

NDI-ს კვლე­ვის შე­დე­გებ­მა "ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი წევ­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ცოტა გა­უკ­ვირ­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე მა­ღა­ლი მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას აქვს.

იხი­ლეთ ასე­ვე: ირაკ­ლი ალა­სა­ნია - თუ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ არის, ვერც ალა­სა­ნია და ვერც უსუ­ფაშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა

"2016 წლამ­დე ალა­სა­ნი­ას მე­თა­უ­რო­ბით შე­საძ­ლოა, ახა­ლი კო­ა­ლი­ცია ვი­ხი­ლოთ"

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რე­ი­ტინ­გში ალა­სა­ნია ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე მე­ტად მოს­წონთ

"მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე რო­დი­დან ერ­კვე­ვა ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­ხედ­რო სის­ტე­მებ­ში" - და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ესარ­ჩლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"NDI-ს მიეცა ჩემი ცოდვა... ყველა ქალი თუ ნაწყენია, მაშინ მეც" - ნათია ფანჯიკიძე მეუღლის კრიტიკოსებს პასუხობს

"NDI-ს მიეცა ჩემი ცოდვა... ყველა ქალი თუ ნაწყენია, მაშინ მეც" - ნათია ფანჯიკიძე მეუღლის კრიტიკოსებს პასუხობს

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც მან ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა. ნათია ფანჯიკიძე მინისტრის კრიტიკოსებს პასუხობს.

"ამ ვიდეოს, ამ პასუხს რომ მოუსმენთ, არ გაგიჭირდებათ ღირსეული კაცის და ქცევის შეგრძნება, თუკი ვაჟკაცობის და ღირსების ცნება ჯერ კიდევ ფასეულია.

ყველა სხვაც გამოიყვანა მდგომარეობიდან.

არავის არ ვადარებ, არავის საქციელს არ დავცინი, უბრალოდ მე ჩემი მიხარია.

და NDI-ს მიეცა ჩემი ცოდვა.

ირაკლის თვითონ არაფერი არ შეშლია არავისთან, თუ ოდნავ მაინც მიხვდებიან მის ფასს, საქმეც მოიგებს და ყველას პრესტიჟი ერთად", - წერს თავდაცვის მინისტრის მეუღლე.

ნათია ფანჯიკიძე ვიოლინოების პარტიის შესახებ ალასანიას განცხადებასაც პასუხობს და "NDI-ს ციფრებით გულმოკლული" მეუღლის თანაგუნდელებს აკრიტიკებს. შეგახსენებთ, "რეაქციაში" თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემის განთავსების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ქართულ ჯარს საკუთარი მოვალეობის შესრულებისთვის სჭირდება, შეიარაღებაა, ამიტომ ის, როგორც თავდაცვის მინისტრი, პირველ რიგში, შეიარაღებას ითხოვს.

"მოეთხოვა ჩანგლები....

და ეკითხა ჩემთვის ჯერეგერთი.. ვურჩევდი

მთელი დღე დასძახიან რაკეტები რატომ თხოვე ამერიკელებსო, ახლა ინგამაც კითხა და აბა ვიოლინოს ხომ არ ვთხოვდიო, გაოგნებულია ))))))))))))))) მანამდე ვისაც არ დაეზარა, ქალები განსაკუთრებით, დამწკრივდნენ და იწყინეს, რატომ სათითაოდ არ გვკითხაო და ავდექი და მეც მეწყინა, არც მე არ მკითხა. ყველა ქალი თუ ნაწყენია, მაშინ მეც

ხო და კიდევ, ნებისმიერ დებატებში დავუმტკიცებ ალასანიას, რომ ჯარი საერთოდ არ გვჭირდება, რუსეთი ისედაც სიმღერით უნდა გავანეიტრალოთ, ამისთვის ვიოლინოები ჯობს, სხვა მტერი თუ გამოგვიჩნდა, ჩანგალზე ვთანხმდებით. და ინფრასტრუქტურის მინისტრს უნდა ვთხოვოთ გზის გაფართოება წითელი ხიდისკენ. ვსო. ამის მეტი პრეტენზია ქართველ კაცს არ უნდა ქონდეს. ცოცხლად დარჩენილებს ვგულისხმობ, თორემ, ეჰ.. მახსოვს ბიჭები...

როცა მთავრობის წევრები იმის მაგივრად უმნიშვნელოვანეს საქმეზე რომ ხარ წასული, მხარს გიჭერდნენ, ენდიაის ციფრებით გულმოკლულები ეჭვს თესავენ ასეთ სერიოზულ საკითხზე, მე მესმის თქვენი შიშის. მაგრამ დამიჯერეთ, ეს სამოყვარულო საქმე არაა და ასევე დამიჯერეთ, ირაკლიზე ფრთხილ (როცა საქმე ქვეყანას და სხვებს ეხება, თორემ თავის თავს და სიცოცხლესაც ყოველთვის იოლად რისკავდა, არასდროს არ იყო მომგებიან და იოლ ხერხებზე ორიენტირებული) და პასუხისმგებლიან ადამიანს ორს ვერ შეხვდებით ცხოვრებაში.

საერთაშორის დაძაბულობა მორჩილი და თვინიერი მოსწავლის როლის აღებით სამწუხაროდ არ განიმუხტება. რაც არ უნდა გაისუსო, მაინც არსებობ და სანამ არსებობს, ვიღაცას რაღაცა ყოველთვის უნდა შენგან. მორჩილად ვართ, მაგრამ მავთულები გადმოაქვთ წინ. ხვალ ცუდ ხასიათზე გაიღვიძებენ და ისე, უბრალოდ გასართობად დაგვბომბავენ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ცოტა მზად ხომ უნდა იყოს ქვეყანა? კარზე საკეტი ხომ უნდა დააყენო როცა შენს კართან გაქანებული ომია? ცხოვრებაშიც ასეა, რაც არ უნდა უწყინარი, მშვიდი და საყვარელი იყო, ერთხელ მაინც ვიღაც ჩაგცხებს თავში, ან გამოავლენს აგრესიას. არ უნდა ვიცელქოთ, არ უნდა გავაღიზიანოთ, მაგრამ მზად ყოველთვის უნდა იყო, რომ ცოტა ხანს მაინც შეაკავო სხვისი აგრესია. ირაკლის ეს ევალება და რამე რომ იყოს (ღმერთმა დაგვიფაროს კიდევ ერთხელ, ყველანაირად არიდებას უნდა ვეცადოთ) რომ ვერ დაგიცავთ ისევ მას მოთხოვთ პასუხს, ერთი ბომბი როგორ ვერ ჩამოაგდეო. რომ უყიდოს მთაგორიან ქვეყანას ჟანგიანი ტანკები კიდევ, როგორც აქამდე ხდებოდა, ეს უფრო მშვიდი ძილის საფუძველი ვერ გახდება. ქალური რეაქცია მესმის, მაგრამ ასე ქალურად მთავრობამ რომ ეჭვი და საფრთხის შეგრძნება დათესა, არის არასერიოზული საქციელი", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული კვლევის მიხედვით, პატრიარქის შემდეგ, ყველაზე მეტად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსწონთ (67%). მას მოჰყვება საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მისდამი კეთილგანწყობილი NDI-ს გამოკითხულთა 64%-ია.

NDI-ს კვლევის შედეგებმა "ოცნების" ზოგიერთი წევრის გაღიზიანება გამოიწვია. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, ცოტა გაუკვირდა, რომ პრემიერ-მინისტრზე მაღალი მოწონების რეიტინგი ირაკლი ალასანიას აქვს.

იხილეთ ასევე: ირაკლი ალასანია - თუ ღარიბაშვილი წარმატებული არ არის, ვერც ალასანია და ვერც უსუფაშვილი წარმატებული ვერ იქნება

"2016 წლამდე ალასანიას მეთაურობით შესაძლოა, ახალი კოალიცია ვიხილოთ"

პოლიტიკოსების რეიტინგში ალასანია ღარიბაშვილზე მეტად მოსწონთ

"მანანა კობახიძე როდიდან ერკვევა ჰაერსაწინააღმდეგო სამხედრო სისტემებში" - დავით საყვარელიძე ირაკლი ალასანიას ესარჩლება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს