მოზაიკა
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუ შე­ი­ძენთ იაფ და მავ­ნე­ბელ საკ­ვებს
ნუ შე­ი­ძენთ იაფ და მავ­ნე­ბელ საკ­ვებს

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი საკ­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არც ისე ბევ­რია. ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც კუს, გვე­ლის ან ხვლი­კის ხორ­ცის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბა სურ­დეს. ეგ კი არა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ აგო­რე­ბულ­მა "ცხე­ნის ხორ­ცის" სკან­დალ­მა ხალ­ხი ისე და­აფ­რ­თხო, რომ ზო­გი­ერ­თე­ბი ხორცს ახ­ლოს აღარ ეკა­რე­ბოდ­ნენ. არა­ნაკ­ლე­ბი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყ­ვა "სა­ხედ­რის ხორ­ცის" სკან­დალ­საც, რა­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, კერ­ძოდ - სა­შა­ურ­მე­ე­ბი და­ა­ზა­რა­ლა. მოკ­ლედ, ამის შემ­დეგ სა­შა­ურ­მე­ებს საქ­მე ცუ­დად წა­უ­ვი­დათ, რა­საც ისიც და­ე­მა­ტა, რომ შა­ურ­მით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა. რო­გორც სა­შა­ურ­მე­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ამ­ტ­კი­ცე­ბენ, მათ უსა­ფუძ­ვ­ლო ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნეს, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა ჩა­ი­ა­რა და მათ პრო­დუქ­ცი­ას ხალ­ხი ისევ დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თ­მევს.

შა­ურ­მა არ არის ქარ­თუ­ლი კერ­ძი, ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს, მავ­ნე­ბე­ლია თუ - არა.

ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე, სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი:

- ბო­ლო ხა­ნებ­ში კვლე­ვა არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ შა­ურ­მა არა­ერ­თხელ გამ­ხ­და­რა ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვ­ლის მი­ზე­ზი. ამას ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­მო­სუ­ლი სა­ჩივ­რე­ბიც ადას­ტუ­რებს. შა­ურ­მა კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბია და ხორ­ცის­გან მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს. მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ხორცს შე­მავ­სებ­ლე­ბიც ემა­ტე­ბა, რომ­ლე­ბიც შა­ურ­მას სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მოს აძ­ლევს და ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ველს ხდის მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის, მაგ­რამ აქ ჩნდე­ბა ერ­თი კითხ­ვა - რამ­დე­ნად ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­ში მზად­დე­ბა ის? მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კი ისაა, რომ სა­შა­ურ­მე­ე­ბი თბი­ლის­ში ისეთ ად­გი­ლებ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, თა­ნაც, იმ­დე­ნად მცი­რე ფარ­თობ­ზე, რომ იქ ძნე­ლია სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა და ხორ­ცის ისე შე­ნახ­ვა, რომ მას­ში არა­სა­სურ­ვე­ლი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი არ გან­ვი­თარ­დეს. სა­ერ­თოდ, ხორ­ცი გან­სა­კუთ­რე­ბით ად­ვი­ლად იღებს ნე­ბის­მი­ერ მიკ­რო­ორ­გა­ნიზმს, ამი­ტომ ხორ­ც­პ­რო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს მი­სი და­ბინ­ძუ­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყოს და­ცუ­ლი.

- სხვა­თა შო­რის, ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ შა­ურ­მა და მას ხში­რად მი­ირ­თ­მე­ვენ. რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლო საკ­ვე­ბია?

- რო­გორც იტყ­ვი­ან, გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ, ამი­ტომ ზო­გი სი­გა­რეტს ყი­დუ­ლობს ყო­ველ­დღე, ზო­გი - შა­ურ­მას, ზოგს კი - არა­ყი და ნარ­კო­ტი­კიც ძა­ლი­ან მოს­წონს. სა­ერ­თოდ კი უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ყო­ველ­დღე ერ­თი და იმა­ვე საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა მავ­ნე­ბე­ლია. კვე­ბა უნ­და იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, შა­ურ­მა კი იმ­დე­ნად კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბია, რომ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის: ამ კერ­ძ­ში ბევ­რია ნა­ჯე­რი ცხი­მი, რაც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს მე­ტის­მე­ტად ამ­ძი­მებს. ამ­გ­ვა­რი საკ­ვე­ბით ორ­გა­ნიზ­მის გა­დატ­ვირ­თ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც ჰი­პოკ­რა­ტე ამ­ბობ­და, "დო­ზა ქმნის შხამს". სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი აბი წა­მა­ლი სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ ათო­ბით მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი­თაც კი დას­რულ­დეს. ასე­ვეა კვე­ბაც: ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბაა და­საშ­ვე­ბი.

- ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი შა­ურ­მით მო­წამ­ლუ­ლან. რა იწ­ვევს ამას?

- სა­ა­მი­სოდ არა­ერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს: ან ხორ­ცის შე­ნახ­ვის წე­სი ირ­ღ­ვე­ვა, ან დამ­ზა­დე­ბის დროს სა­ნი­ტა­რი­ულ ნორ­მებს ვერ იცა­ვენ, ხო­ლო თუ ღია სარ­კ­მელ­თან ამ­ზა­დე­ბენ, მა­შინ ქუ­ჩი­დან მას­ზე მტვე­რი ხვდე­ბა. წე­სით, შა­ურ­მა ძა­ლი­ან მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მუ­შავ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეტყო­ბა, წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­აც ხში­რად ირ­ღ­ვე­ვა. შა­ურ­მა უნ­და მზად­დე­ბო­დეს მი­ნის იქით და რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. მას მტვე­რი არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ხვდე­ბო­დეს. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შა­ურ­მის შე­ნახ­ვი­სა და მომ­ზა­დე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვა, ნედ­ლე­უ­ლი, ჭურ­ჭე­ლი ან, ბო­ლოს და ბო­ლოს, ხე­ლე­ბი, რომ­ლი­თაც საკ­ვე­ბი მზად­დე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი უნ­და იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუფ­თა.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წე­სად იქ­ცა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში იკ­ვე­ბე­ბი­ან, ნაჩ­ქა­რე­ვად, თა­ნაც, მა­თი რა­ცი­ო­ნი მე­ტის­მე­ტად მწი­რია.

- ამი­ტო­მაც არის გახ­ში­რე­ბუ­ლი ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი­სა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ეს არას­წორ­მა კვე­ბამ და ცხოვ­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბულ­მა რიტ­მ­მა გა­მო­იწ­ვია. ადა­მი­ა­ნი საკ­ვებს ნე­ლა, აუჩ­ქა­რებ­ლად უნ­და მი­ირ­თ­მევ­დეს, თა­ნაც, ჭა­მის დროს უნ­და იჯ­დეს. რო­ცა ადა­მი­ა­ნი ყი­დუ­ლობს შა­ურ­მას ან სხვა საკ­ვებს, სა­დღაც მი­ეჩ­ქა­რე­ბა, თან გარ­ბის და თან ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე მი­ირ­თ­ვას, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ხდე­ბა ამ დროს მის ორ­გა­ნიზ­მ­ში... მით უმე­ტეს, შა­ურ­მა არის ცხი­მე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რომ­ლის ათ­ვი­სე­ბა­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ვერ ას­წ­რებს და ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­რე სის­ხ­ლ­ში ილე­ქე­ბა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბად. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, რო­ცა წა­ხემ­სე­ბას აპი­რებ, მა­ში­ნაც კი უნ­და იჯ­დე, რად­გან ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი საკ­ვებს უკე­თე­სად ით­ვი­სებს.

- შა­ურ­მა, ჰამ­ბურ­გე­რი, ჰოთ-დო­გი და სხვა უცხო საკ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად, ბავ­შ­ვებს მოს­წონთ. რას ურ­ჩევ­დით მშობ­ლებს, რა დო­ზით შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს მო­ზარ­დ­მა თუნ­დაც შა­ურ­მა?

- პა­ტა­რებ­მა ასე­თი საკ­ვე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად უნ­და მი­ირ­თ­ვან. ბავ­შ­ვ­მა უნ­და მი­ი­ღოს კარ­გად მო­ხარ­შუ­ლი, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცი, უმ­ჯო­ბე­სია, ოჯახ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ისე, რომ და­ცუ­ლი იყოს საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის ყვე­ლა წე­სი. ამ წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შერ­ყე­ვას იწ­ვევს. უკ­ვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კვე­ბის სწო­რი რე­ჟი­მის პრო­პა­გან­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და ის ცენ­ტ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კვე­ბის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, აფ­რ­თხი­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რომ კვე­ბას სჭირ­დე­ბა სა­თა­ნა­დო რე­ჟი­მი: დი­ლით უნ­და მი­ირ­თ­ვათ შე­და­რე­ბით კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტი, შუ­ადღეს - ამ კა­ლო­რი­ე­ბის ნა­ხე­ვა­რი, ხო­ლო სა­ღა­მოს უკ­ვე - ძა­ლი­ან ცო­ტა. იმი­ტომ, რომ დღის და­სა­წყის­ში მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ენერ­გი­ად გარ­და­იქ­მ­ნე­ბა, ხო­ლო შემ­დეგ - ცხი­მე­ბად და ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მე­ბად.

- ამ­ბობ­დ­ნენ, ქარ­თულ სა­ვაჭ­რო ქსელ­ში სა­ხედ­რი­სა და ცხე­ნის ხორ­ცი იყი­დე­ბა და შა­ურ­მაც მის­გან მზად­დე­ბაო.

- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მომ­ხ­მა­რე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი ესა თუ ის საკ­ვე­ბი და რა­ში ხარ­ჯავს ოჯა­ხი ბი­უ­ჯე­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ბა­ყა­ყებ­სა და ლო­კო­კი­ნებ­საც მი­ირ­თ­მე­ვენ, ზო­გი­ერთს მოს­წონს კი­დეც ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია: მე მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხ­დე­ბი, რომ გა­ვი­გო, ოდეს­მე სა­ხედ­რის ან ცხე­ნის ხორ­ცი მი­ჭა­მია. ისე კი, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ რო­გო­რიც არის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი, ისე­თი­ვეა მიმ­წო­დე­ბე­ლი: თუ არ შე­ი­ძენთ შა­ურ­მას ან ჰამ­ბურ­გერს, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში, მტვერ­ში იყი­დე­ბა ან კარ­გად არ გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რე­ა­ლი­ზა­ტო­რიც იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია უკე­თეს პი­რო­ბებ­ში გა­ყი­დოს. ამას წი­ნათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერთ-ერთ ბაზ­რო­ბა­ზე წა­მიყ­ვა­ნეს და გა­დამ­ღებ ჯგუფს ვუ­თხა­რი: ამ ადა­მი­ა­ნებს ვე­რა­ფერს ვეტყ­ვი, მათ სჭირ­დე­ბათ და ყი­დი­ან; მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი არ უნ­და მი­ვი­დეს ასეთ ად­გი­ლას და საკ­ვე­ბი არ უნ­და შე­ი­ძი­ნოს-მეთ­ქი. იმ ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში დგას და შა­ურ­მას ან ხა­ჭა­პურს ყი­დის, არც მარ­კე­ტინ­გი იცის და ვერც სურ­სა­თის უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სებ­ში ერ­კ­ვე­ვა. თუ არა­ვინ იყი­დის, მა­შინ იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ამ­გ­ვარ პი­რო­ბებ­ში საკ­ვე­ბი აღარ გა­ყი­დოს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენც არ ვი­ცით, რა მო­ვი­თხო­ვოთ: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი ბევრ რა­მეს და­ბა­ლი ფა­სის გა­მო ყი­დუ­ლო­ბენ, რაც არას­წო­რია. იაფი შე­იძ­ლე­ბა, სა­წამ­ლა­ვიც იყოს, მაგ­რამ ხომ არ იყი­დით?.. ასე­ვე არ უნ­და შე­ი­ძი­ნოთ საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ერ­თი შე­ხედ­ვით ია­ფია, მაგ­რამ - მავ­ნე­ბე­ლი.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ნუ შე­ი­ძენთ იაფ და მავ­ნე­ბელ საკ­ვებს

ნუ შე­ი­ძენთ იაფ და მავ­ნე­ბელ საკ­ვებს

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი საკ­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არც ისე ბევ­რია. ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც კუს, გვე­ლის ან ხვლი­კის ხორ­ცის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბა სურ­დეს. ეგ კი არა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ აგო­რე­ბულ­მა "ცხე­ნის ხორ­ცის" სკან­დალ­მა ხალ­ხი ისე და­აფ­რ­თხო, რომ ზო­გი­ერ­თე­ბი ხორცს ახ­ლოს აღარ ეკა­რე­ბოდ­ნენ. არა­ნაკ­ლე­ბი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყ­ვა "სა­ხედ­რის ხორ­ცის" სკან­დალ­საც, რა­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, კერ­ძოდ - სა­შა­ურ­მე­ე­ბი და­ა­ზა­რა­ლა. მოკ­ლედ, ამის შემ­დეგ სა­შა­ურ­მე­ებს საქ­მე ცუ­დად წა­უ­ვი­დათ, რა­საც ისიც და­ე­მა­ტა, რომ შა­ურ­მით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა. რო­გორც სა­შა­ურ­მე­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ამ­ტ­კი­ცე­ბენ, მათ უსა­ფუძ­ვ­ლო ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნეს, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა ჩა­ი­ა­რა და მათ პრო­დუქ­ცი­ას ხალ­ხი ისევ დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თ­მევს.

შა­ურ­მა არ არის ქარ­თუ­ლი კერ­ძი, ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევრს აინ­ტე­რე­სებს, მავ­ნე­ბე­ლია თუ - არა.

ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე, სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი:

- ბო­ლო ხა­ნებ­ში კვლე­ვა არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ შა­ურ­მა არა­ერ­თხელ გამ­ხ­და­რა ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვ­ლის მი­ზე­ზი. ამას ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­მო­სუ­ლი სა­ჩივ­რე­ბიც ადას­ტუ­რებს. შა­ურ­მა კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბია და ხორ­ცის­გან მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს. მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ხორცს შე­მავ­სებ­ლე­ბიც ემა­ტე­ბა, რომ­ლე­ბიც შა­ურ­მას სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მოს აძ­ლევს და ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ველს ხდის მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის, მაგ­რამ აქ ჩნდე­ბა ერ­თი კითხ­ვა - რამ­დე­ნად ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­ში მზად­დე­ბა ის? მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კი ისაა, რომ სა­შა­ურ­მე­ე­ბი თბი­ლის­ში ისეთ ად­გი­ლებ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, თა­ნაც, იმ­დე­ნად მცი­რე ფარ­თობ­ზე, რომ იქ ძნე­ლია სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა და ხორ­ცის ისე შე­ნახ­ვა, რომ მას­ში არა­სა­სურ­ვე­ლი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი არ გან­ვი­თარ­დეს. სა­ერ­თოდ, ხორ­ცი გან­სა­კუთ­რე­ბით ად­ვი­ლად იღებს ნე­ბის­მი­ერ მიკ­რო­ორ­გა­ნიზმს, ამი­ტომ ხორ­ც­პ­რო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს მი­სი და­ბინ­ძუ­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყოს და­ცუ­ლი.

- სხვა­თა შო­რის, ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ შა­ურ­მა და მას ხში­რად მი­ირ­თ­მე­ვენ. რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლო საკ­ვე­ბია?

- რო­გორც იტყ­ვი­ან, გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ, ამი­ტომ ზო­გი სი­გა­რეტს ყი­დუ­ლობს ყო­ველ­დღე, ზო­გი - შა­ურ­მას, ზოგს კი - არა­ყი და ნარ­კო­ტი­კიც ძა­ლი­ან მოს­წონს. სა­ერ­თოდ კი უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ყო­ველ­დღე ერ­თი და იმა­ვე საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა მავ­ნე­ბე­ლია. კვე­ბა უნ­და იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, შა­ურ­მა კი იმ­დე­ნად კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბია, რომ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის: ამ კერ­ძ­ში ბევ­რია ნა­ჯე­რი ცხი­მი, რაც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს მე­ტის­მე­ტად ამ­ძი­მებს. ამ­გ­ვა­რი საკ­ვე­ბით ორ­გა­ნიზ­მის გა­დატ­ვირ­თ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც ჰი­პოკ­რა­ტე ამ­ბობ­და, "დო­ზა ქმნის შხამს". სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი აბი წა­მა­ლი სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ ათო­ბით მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი­თაც კი დას­რულ­დეს. ასე­ვეა კვე­ბაც: ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბაა და­საშ­ვე­ბი.

- ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი შა­ურ­მით მო­წამ­ლუ­ლან. რა იწ­ვევს ამას?

- სა­ა­მი­სოდ არა­ერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს: ან ხორ­ცის შე­ნახ­ვის წე­სი ირ­ღ­ვე­ვა, ან დამ­ზა­დე­ბის დროს სა­ნი­ტა­რი­ულ ნორ­მებს ვერ იცა­ვენ, ხო­ლო თუ ღია სარ­კ­მელ­თან ამ­ზა­დე­ბენ, მა­შინ ქუ­ჩი­დან მას­ზე მტვე­რი ხვდე­ბა. წე­სით, შა­ურ­მა ძა­ლი­ან მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მუ­შავ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეტყო­ბა, წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­აც ხში­რად ირ­ღ­ვე­ვა. შა­ურ­მა უნ­და მზად­დე­ბო­დეს მი­ნის იქით და რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. მას მტვე­რი არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ხვდე­ბო­დეს. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შა­ურ­მის შე­ნახ­ვი­სა და მომ­ზა­დე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვა, ნედ­ლე­უ­ლი, ჭურ­ჭე­ლი ან, ბო­ლოს და ბო­ლოს, ხე­ლე­ბი, რომ­ლი­თაც საკ­ვე­ბი მზად­დე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი უნ­და იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუფ­თა.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წე­სად იქ­ცა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში იკ­ვე­ბე­ბი­ან, ნაჩ­ქა­რე­ვად, თა­ნაც, მა­თი რა­ცი­ო­ნი მე­ტის­მე­ტად მწი­რია.

- ამი­ტო­მაც არის გახ­ში­რე­ბუ­ლი ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი­სა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ეს არას­წორ­მა კვე­ბამ და ცხოვ­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბულ­მა რიტ­მ­მა გა­მო­იწ­ვია. ადა­მი­ა­ნი საკ­ვებს ნე­ლა, აუჩ­ქა­რებ­ლად უნ­და მი­ირ­თ­მევ­დეს, თა­ნაც, ჭა­მის დროს უნ­და იჯ­დეს. რო­ცა ადა­მი­ა­ნი ყი­დუ­ლობს შა­ურ­მას ან სხვა საკ­ვებს, სადღაც მი­ეჩ­ქა­რე­ბა, თან გარ­ბის და თან ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე მი­ირ­თ­ვას, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ხდე­ბა ამ დროს მის ორ­გა­ნიზ­მ­ში... მით უმე­ტეს, შა­ურ­მა არის ცხი­მე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რომ­ლის ათ­ვი­სე­ბა­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ვერ ას­წ­რებს და ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­რე სის­ხ­ლ­ში ილე­ქე­ბა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბად. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, რო­ცა წა­ხემ­სე­ბას აპი­რებ, მა­ში­ნაც კი უნ­და იჯ­დე, რად­გან ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი საკ­ვებს უკე­თე­სად ით­ვი­სებს.

- შა­ურ­მა, ჰამ­ბურ­გე­რი, ჰოთ-დო­გი და სხვა უცხო საკ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად, ბავ­შ­ვებს მოს­წონთ. რას ურ­ჩევ­დით მშობ­ლებს, რა დო­ზით შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს მო­ზარ­დ­მა თუნ­დაც შა­ურ­მა?

- პა­ტა­რებ­მა ასე­თი საკ­ვე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად უნ­და მი­ირ­თ­ვან. ბავ­შ­ვ­მა უნ­და მი­ი­ღოს კარ­გად მო­ხარ­შუ­ლი, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცი, უმ­ჯო­ბე­სია, ოჯახ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ისე, რომ და­ცუ­ლი იყოს საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის ყვე­ლა წე­სი. ამ წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შერ­ყე­ვას იწ­ვევს. უკ­ვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კვე­ბის სწო­რი რე­ჟი­მის პრო­პა­გან­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და ის ცენ­ტ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კვე­ბის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, აფ­რ­თხი­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რომ კვე­ბას სჭირ­დე­ბა სა­თა­ნა­დო რე­ჟი­მი: დი­ლით უნ­და მი­ირ­თ­ვათ შე­და­რე­ბით კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტი, შუ­ადღეს - ამ კა­ლო­რი­ე­ბის ნა­ხე­ვა­რი, ხო­ლო სა­ღა­მოს უკ­ვე - ძა­ლი­ან ცო­ტა. იმი­ტომ, რომ დღის და­საწყის­ში მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ენერ­გი­ად გარ­და­იქ­მ­ნე­ბა, ხო­ლო შემ­დეგ - ცხი­მე­ბად და ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მე­ბად.

- ამ­ბობ­დ­ნენ, ქარ­თულ სა­ვაჭ­რო ქსელ­ში სა­ხედ­რი­სა და ცხე­ნის ხორ­ცი იყი­დე­ბა და შა­ურ­მაც მის­გან მზად­დე­ბაო.

- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მომ­ხ­მა­რე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი ესა თუ ის საკ­ვე­ბი და რა­ში ხარ­ჯავს ოჯა­ხი ბი­უ­ჯე­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ბა­ყა­ყებ­სა და ლო­კო­კი­ნებ­საც მი­ირ­თ­მე­ვენ, ზო­გი­ერთს მოს­წონს კი­დეც ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია: მე მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხ­დე­ბი, რომ გა­ვი­გო, ოდეს­მე სა­ხედ­რის ან ცხე­ნის ხორ­ცი მი­ჭა­მია. ისე კი, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ რო­გო­რიც არის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი, ისე­თი­ვეა მიმ­წო­დე­ბე­ლი: თუ არ შე­ი­ძენთ შა­ურ­მას ან ჰამ­ბურ­გერს, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში, მტვერ­ში იყი­დე­ბა ან კარ­გად არ გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, რე­ა­ლი­ზა­ტო­რიც იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია უკე­თეს პი­რო­ბებ­ში გა­ყი­დოს. ამას წი­ნათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერთ-ერთ ბაზ­რო­ბა­ზე წა­მიყ­ვა­ნეს და გა­დამ­ღებ ჯგუფს ვუთხა­რი: ამ ადა­მი­ა­ნებს ვე­რა­ფერს ვეტყ­ვი, მათ სჭირ­დე­ბათ და ყი­დი­ან; მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი არ უნ­და მი­ვი­დეს ასეთ ად­გი­ლას და საკ­ვე­ბი არ უნ­და შე­ი­ძი­ნოს-მეთ­ქი. იმ ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში დგას და შა­ურ­მას ან ხა­ჭა­პურს ყი­დის, არც მარ­კე­ტინ­გი იცის და ვერც სურ­სა­თის უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სებ­ში ერ­კ­ვე­ვა. თუ არა­ვინ იყი­დის, მა­შინ იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ამ­გ­ვარ პი­რო­ბებ­ში საკ­ვე­ბი აღარ გა­ყი­დოს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენც არ ვი­ცით, რა მო­ვითხო­ვოთ: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი ბევრ რა­მეს და­ბა­ლი ფა­სის გა­მო ყი­დუ­ლო­ბენ, რაც არას­წო­რია. იაფი შე­იძ­ლე­ბა, სა­წამ­ლა­ვიც იყოს, მაგ­რამ ხომ არ იყი­დით?.. ასე­ვე არ უნ­და შე­ი­ძი­ნოთ საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ერ­თი შე­ხედ­ვით იაფია, მაგ­რამ - მავ­ნე­ბე­ლი.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია