სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეონა დალნიკოვას საერთაშორისო პრიზები და აღიარება სელინ დიონის პროდიუსერისგან
თეონა დალნიკოვას საერთაშორისო პრიზები და აღიარება სელინ დიონის პროდიუსერისგან

თე­ო­ნა დალ­ნი­კო­ვას შე­სა­ხებ ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­ი­გო, ისიც, ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით - რუ­სულ "ერთი ერ­თში" თე­ო­ნამ თა­მარ გვერდწი­თე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ნა­სა­ხი­ე­რა. თე­ო­ნას ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი ალ­ბათ ბევ­რს მი­ა­ნიშ­ნებს მის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე - დედა ქარ­თვე­ლი ჰყავს, რო­მელ­მაც მას და მის დას ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და­არ­ქვა - თე­ო­ნა და ქეთი. რუ­სულ ესტრა­და­ზე ამ მსა­ხი­ობ­სა და მომ­ღე­რალს კარ­გად იც­ნო­ბენ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტის­ტია, დროა ალ­ბათ, ჩვენ­თა­ნაც სა­თა­ნა­დოდ გა­იც­ნონ.

"ერთი ერ­თში" თე­ო­ნას ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა ჰქონ­და ბი­ონ­სეს როლ­ში. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით რვა მო­ნა­წი­ლეს შო­რის მე­ო­თხე ად­გილ­ზეა. შე­გახ­სე­ნებთ, მას­თან ერ­თად პრო­ექ­ტში კი­დევ ერთი ჩვე­ნე­ბუ­რი, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა მო­ნა­წი­ლე­ობს.

1984 წლის 24 აგ­ვის­ტოს მოს­კოვ­ში და­ბა­დე­ბულ თე­ო­ნას სცე­ნა­ზე დგო­მის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. გნე­სი­ნე­ბის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში 12 წლი­სამ ჩა­ა­ბა­რა და და­ამ­თავ­რა კი­დეც - სამ­სა­ხი­ო­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბა. სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ცნო­ბი­ლი ლი სტრას­ბერ­გის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ინ­სტი­ტუ­ტშიც ის­წავ­ლა. ამ­ბობს, რომ სიმ­ღე­რა მის­თვის უფრო გა­ტა­ცე­ბაა, რად­გან მისი მთა­ვა­რი პრო­ფე­სია მსა­ხი­ო­ბო­ბაა.

2002-2003 წლებ­ში ჯგუფ "სლო­ტის" ვო­კა­ლის­ტი იყო და ამ ჯგუფ­თან ერ­თად საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დი­ო­და. ასე­ვე წლე­ბია მოღ­ვა­წე­ობს რუ­სულ მი­უ­ზიკ­ლებ­ში: "მეტ­რო", "პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი", "მატა ჰარი". ასე­ვე თა­მა­შობ­და ტე­ლე­სე­რი­ალ­ში "საბ­რა­ლო ნას­ტია", რამ­დე­ნი­მე ფილ­მის სა­უნ­დტრე­კი ეკუთ­ვნის, ასე­ვე მისი გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლია "პო­კაჰონ­ტა­სის" რუ­სუ­ლი ვერ­სი­ის მთა­ვა­რი გმი­რი.

"მეტ­რო­ში" რო­ლის­თვის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ა­ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი. პირ­ვე­ლი რუსი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გახ­და, რო­მელ­მაც გრან-პრი მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რი". 2003 წელს მი­ი­ღო თე­ატ­რა­ლუ­რი პრე­მია "ოქ­როს ნი­ღა­ბი" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო როლი" ეს­მე­რალ­დას რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის მი­უ­ზიკლში "პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი". სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც სე­ლინ დი­ო­ნის პრო­დი­უ­სერს მო­უს­მე­ნია მისი ეს­მე­რალ­და, უთ­ქვამს, რომ ეს სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბაა, რაც კი მო­უს­მე­ნია მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

თეონა დალნიკოვას საერთაშორისო პრიზები და აღიარება სელინ დიონის პროდიუსერისგან

თეონა დალნიკოვას საერთაშორისო პრიზები და აღიარება სელინ დიონის პროდიუსერისგან

თეონა დალნიკოვას შესახებ ქართველმა მაყურებელმა ბოლო პერიოდში გაიგო, ისიც, ინტერნეტის მეშვეობით - რუსულ ''ერთი ერთში'' თეონამ თამარ გვერდწითელი შესანიშნავად განასახიერა. თეონას ქართული სახელი ალბათ ბევრს მიანიშნებს მის წარმომავლობაზე - დედა ქართველი ჰყავს, რომელმაც მას და მის დას ქართული სახელები დაარქვა - თეონა და ქეთი. რუსულ ესტრადაზე ამ მსახიობსა და მომღერალს კარგად იცნობენ, წარმატებული არტისტია, დროა ალბათ, ჩვენთანაც სათანადოდ გაიცნონ.

''ერთი ერთში'' თეონას ასევე წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ბიონსეს როლში. ბოლო მონაცემებით რვა მონაწილეს შორის მეოთხე ადგილზეა. შეგახსენებთ, მასთან ერთად პროექტში კიდევ ერთი ჩვენებური, ირაკლი ფირცხალავა მონაწილეობს.

1984 წლის 24 აგვისტოს მოსკოვში დაბადებულ თეონას სცენაზე დგომის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გნესინების მუსიკალურ სკოლაში 12 წლისამ ჩააბარა და დაამთავრა კიდეც - სამსახიობო განყოფილება. სამსახიობო ოსტატობა ლოს-ანჯელესში, ცნობილი ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტშიც ისწავლა. ამბობს, რომ სიმღერა მისთვის უფრო გატაცებაა, რადგან მისი მთავარი პროფესია მსახიობობაა.

2002-2003 წლებში ჯგუფ ''სლოტის'' ვოკალისტი იყო და ამ ჯგუფთან ერთად საკმაოდ წარმატებით გამოდიოდა. ასევე წლებია მოღვაწეობს რუსულ მიუზიკლებში: ''მეტრო'', ''პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი'', ''მატა ჰარი''. ასევე თამაშობდა ტელესერიალში ''საბრალო ნასტია'', რამდენიმე ფილმის საუნდტრეკი ეკუთვნის, ასევე მისი გახმოვანებულია ''პოკაჰონტასის'' რუსული ვერსიის მთავარი გმირი.

''მეტროში'' როლისთვის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიაზე იყო წარდგენილი. პირველი რუსი შემსრულებელი გახდა, რომელმაც გრან-პრი მიიღო საერთაშორისო ფესტივალზე ''სლავიანსკი ბაზარი''. 2003 წელს მიიღო თეატრალური პრემია ''ოქროს ნიღაბი'' ნომინაციაში ''ქალის საუკეთესო როლი'' ესმერალდას როლის შესრულებისთვის მიუზიკლში ''პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი''. სხვათა შორის, როდესაც სელინ დიონის პროდიუსერს მოუსმენია მისი ესმერალდა, უთქვამს, რომ ეს საუკეთესო შესრულებაა, რაც კი მოუსმენია მსოფლიო მასშტაბით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება