პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

და­ვით კო­დუ­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა ჯერ კი­დევ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ექიმ­მა კონ­სტან­ტი­ნე მუმ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ნა­მი­კა­ში და­დე­ბი­თია. "ის ჯერ­ჯე­რო­ბით იმ­ყო­ფე­ბა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე, თუმ­ცა გა­მარ­ტი­ვე­ბულ რე­ჟიმ­ზე და მას აქვს სპონ­ტა­ნუ­რი სუნ­თქვის ელე­მენ­ტე­ბი, რაც და­დე­ბი­თია. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა. დი­ნა­მი­კა არის და­დე­ბი­თი. თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტი ჯერ კვლავ რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კონ­სტან­ტი­ნე მუმ­ლა­ძემ.

და­ვით კო­დუ­ას დე­დამ, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ როცა ექი­მე­ბი ნე­ბას დარ­თა­ვენ, ოჯა­ხი მას სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნას გეგ­მავს. ღა­ჭა­ვამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კას მისი შვი­ლის სა­თა­ნა­დოდ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

და­ვით კო­დუ­ას დე­დას სურ­ვი­ლი აქვს, მისი შვი­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნოს. ამას­თან, ღა­ჭა­ვამ მი­მარ­თა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს და­მა­ტე­ბი­თი შე­კი­თხვით, რათა მან გა­მო­იკ­ვლი­ოს კო­დუ­ას მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო თუ არა ელექტრო­შო­კი.

"ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ მე დღეს და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვით მივ­მარ­თე სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს, რათა მან და­ად­გი­ნოს, არის თუ არა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ელექტრო­შო­კი, ვი­ნა­ი­დან დათო კო­დუ­ას მკლა­ვი სულ და­ლურ­ჯე­ბუ­ლი აქვს, რაც არის სწო­რედ ელექტრო­შო­კის კვა­ლი. ამი­ტომ და­მა­ტე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა. ჩვენ ვა­პი­რებთ მის გა­დაყ­ვა­ნას სა­ზღვარ­გა­რეთ და მერე უკვე ვე­ღარ მოხ­დე­ბა ამის გა­კე­თე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ახლა მივ­მარ­თეთ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს", - აღ­ნიშ­ნა ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნა და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბიზ­ნეს­მენ ზა­ქა­ი­ძის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას. "ახლა გა­ვე­ცა­ნი ზა­ქა­ი­ძის ინ­ტერ­ვი­უს, რომ არც ერთი კა­პი­კი არ და­უ­დია ნა­მო­რა­ძეს ამ ბიზ­ნეს­ში. მას კავ­ში­რი არ ჰქო­ნია ამ ბიზ­ნეს­თან და რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს, რომ რა­ღა­ცას ითხოვს?! ის ამ­ბობს, რომ უფრო მეტი მი­ვე­ცი, რაც არ ეკუთ­ვნო­დაო. თუ ასეა, რა­ტომ სცე­მა ჩემი შვი­ლი, თუ არა­ვის მისი ვალი არ ჰქონ­და?! ჯერ იძახ­და ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­მი­დეს და მი­ტომ ვარ გამ­წა­რე­ბუ­ლიო. დათო კო­დუა რა შუ­ა­ში იყო ნარ­კო­ტი­კებ­თან, ექი­მი კაცი?!, შემ­დეგ ამ­ბობს, ვალი ჰქონ­და­თო და აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი ვალი არა­ვის ჰქო­ნია. მისი მე­უღ­ლე, ახალ­გაზ­რდა ქალი, გა­მო­დის გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხით და არც აწუ­ხებს ის, რაც მის­მა მე­უღ­ლემ ჩა­ი­დი­ნა. ადა­მი­ა­ნი ახლა სა­სიკ­ვდი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე სცე­მო ადა­მი­ა­ნი?! ადე­ქი და უჩივ­ლე! ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მე­ბით გა­არ­ჩიე! ეს ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვა რა უბე­დუ­რე­ბაა?!, - გა­ნა­ცხა­და ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ჯერ კიდევ მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც ჟურნალისტებს ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია. "ის ჯერჯერობით იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა გამარტივებულ რეჟიმზე და მას აქვს სპონტანური სუნთქვის ელემენტები, რაც დადებითია. მიმდინარეობს სათანადო მკურნალობა. დინამიკა არის დადებითი. თუმცა პაციენტი ჯერ კვლავ რეანიმაციის განყოფილებაში რჩება", - აღნიშნა კონსტანტინე მუმლაძემ.

დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ როცა ექიმები ნებას დართავენ, ოჯახი მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას გეგმავს. ღაჭავამ მადლობა გადაუხადა ინგოროყვას კლინიკას მისი შვილის სათანადოდ მკურნალობისთვის.

დავით კოდუას დედას სურვილი აქვს, მისი შვილი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანოს. ამასთან, ღაჭავამ მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დამატებითი შეკითხვით, რათა მან გამოიკვლიოს კოდუას მიმართ გამოყენებული იყო თუ არა ელექტროშოკი.

"ექსპერტიზა ჩატარებულია, მაგრამ მე დღეს დამატებითი კითხვით მივმართე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რათა მან დაადგინოს, არის თუ არა გამოყენებული ელექტროშოკი, ვინაიდან დათო კოდუას მკლავი სულ დალურჯებული აქვს, რაც არის სწორედ ელექტროშოკის კვალი. ამიტომ დამატებითი ექსპერტიზა ჩატარდება. ჩვენ ვაპირებთ მის გადაყვანას საზღვარგარეთ და მერე უკვე ვეღარ მოხდება ამის გაკეთება. სწორედ ამიტომ, ახლა მივმართეთ ექსპერტიზის ბიუროს", - აღნიშნა ლაურა ღაჭავამ. მისივე ინფორმაციით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა დაახლოებით ერთ კვირაში იქნება ცნობილი.

ლაურა ღაჭავა ასევე გამოეხმაურა ბიზნესმენ ზაქაიძის დღევანდელ განცხადებას. "ახლა გავეცანი ზაქაიძის ინტერვიუს, რომ არც ერთი კაპიკი არ დაუდია ნამორაძეს ამ ბიზნესში. მას კავშირი არ ჰქონია ამ ბიზნესთან და რა პრეტენზიები აქვს, რომ რაღაცას ითხოვს?! ის ამბობს, რომ უფრო მეტი მივეცი, რაც არ ეკუთვნოდაო. თუ ასეა, რატომ სცემა ჩემი შვილი, თუ არავის მისი ვალი არ ჰქონდა?! ჯერ იძახდა ნარკოტიკები ჩამიდეს და მიტომ ვარ გამწარებულიო. დათო კოდუა რა შუაში იყო ნარკოტიკებთან, ექიმი კაცი?!, შემდეგ ამბობს, ვალი ჰქონდათო და აღმოჩნდა, რომ მისი ვალი არავის ჰქონია. მისი მეუღლე, ახალგაზრდა ქალი, გამოდის გაღიმებული სახით და არც აწუხებს ის, რაც მისმა მეუღლემ ჩაიდინა. ადამიანი ახლა სასიკვდილო მდგომარეობაშია. როგორ შეიძლება ასე სცემო ადამიანი?! ადექი და უჩივლე! ცივილიზებული ფორმებით გაარჩიე! ეს ქუჩური გარჩევა რა უბედურებაა?!, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია