ვერძი
ცვლილებების პერიოდი გეწყებათ და სიახლეები უკვე დღესაა მოსალოდნელი. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და თავად გადადგით პირველი ნაბიჯი წარმატებისა და გამარჯვებისკენ.
კურო
საქმეებისა და სამუშაო კვირის დაწყების მიუხედავად რომანტიკულ განწყობაზე ხართ. იქნებ გამონახოთ დრო და საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყოთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით.
ტყუპი
ახალი იდეები ან გზაში დაგებადებათ ან მათ განსახორციელებლად მგზავრობა მოგიწევთ. რაც არ უნდა იყოს, დღევანდელი დღე მგზავრობასა და მოგზაურობასთანაა კავშირში.
კირჩხიბი
ნუ იქნებით ზედმეტად ამაყი და უკარება. რაც უფრო დაარეგულირებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან მით მოიგებთ. მათი დახმარებით სასურველის მიღწევას შეძლებთ.
ლომი
საქმეებში დილიდან უნდა ჩაებათ. გახსონდეთ, რომ კონკურენტებს არ სძინავთ და მუდამ მზად არიან თქვენთვის მახის დასადებად. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში მოთმინება და დუმილი სჯობს, ზოგში კი ბრძოლა და საკუთარი აზრის დაფიქსირება.
ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, გარეგნობას, განათლებას. კარგი დღეა სწავლისა და რაიმე ახლის შესასწავლად.