პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
მითები სახის კრემების შესახებ
მითები სახის კრემების შესახებ

ამე­რი­კა­ში ახ­ლა­ხან ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ ცხად­ყო, რომ ქა­ლე­ბის 50%-ს სა­ხის კა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა სი­ბე­რის პირ­ველ ნიშ­ნად მი­აჩ­ნია, თუმ­ცა გა­მოკ­ვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­თა პა­სუხზე ბი­ო­ლო­გი­ურ ასაკს გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია - რო­გორც 20 წლის გო­გო­ნე­ბი, ისე 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი კა­ნის სტან­დარ­ტულ მოვ­ლას ანტი-აგე კოს­მე­ტი­კას ამ­ჯო­ბი­ნებ­დნენ. მარ­თე­ბუ­ლია კი მათი არ­ჩე­ვა­ნი?

და­ბე­რე­ბის გა­რეგ­ნულ ნიშ­ნებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არ ვი­შუ­რებთ დრო­სა და ფულს. ქი­ლე­ბი, ტუ­ბე­ბი და ჰერ­მე­ტუ­ლი პა­კე­ტე­ბი წარ­წე­რით "ასა­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოვ­ლა" ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის არ­სე­ნალ­ში მო­ი­პო­ვე­ბა. სი­ლა­მა­ზი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ ჩვენს სწრაფ­ვას კოს­მე­ტი­კუ­რი კონ­ცერ­ნე­ბი მო­ხერ­ხე­ბუ­ლად იყე­ნე­ბენ. ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად ქმნი­ან "სი­ლა­მა­ზის ფორ­მუ­ლას" ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბით. ახალ­შექ­მნილ სა­შუ­ა­ლე­ბებს აქვს მდიდ­რუ­ლი სა­ხე­ლე­ბი და თან ახ­ლავს მათი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა, ვინც "სი­ახ­ლე უკვე გა­მოს­ცა­და". მაგ­რამ, მოდი, გა­ვარ­კვი­ოთ, რა სი­მარ­თლეა და რა - გა­მო­ნა­გო­ნი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ლი­ზებ­ში.

ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვას შემ­ცვე­ლი კრე­მი კანს მიკ­რობ­ზა­რე­ბის­გან იცავს

ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა არის ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი პო­ლი­მე­რის მო­ლე­კუ­ლა, რო­მელ­საც შე­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის ყვე­ლა ქსო­ვი­ლი. მისი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 50% ეპი­დერ­მის­სა და დერ­მა­შია თავ­მოყ­რი­ლი. ვი­ნა­ი­დან ამ მო­ლე­კუ­ლას აქვს მა­ღა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი მუხ­ტი, მის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად იგი მი­ი­ზი­დავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს. წყლის მიერ ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი სივ­რცის შევ­სე­ბის უნა­რი უდევს სა­ფუძ­ვლად გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბელ ტექ­ნო­ლო­გი­ას. კა­ნის უჯრე­დებ­ში ტე­ნის და­კავ­ში­რე­ბით (რა­საც მეც­ნი­ე­რუ­ლად აბ­სორ­ბი­რე­ბა ეწო­დე­ბა) ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა "გა­და­ას­წო­რებს" კა­ნის ზე­და­პირს, რი­თაც ხელს უშ­ლის მიკ­რობ­ზა­რე­ბის წარ­მოქ­მნას. ამ­დე­ნად, ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვას ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა რე­ა­ლო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ვი­ტა­მი­ნე­ბის შემ­ცვე­ლი კრე­მე­ბი ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტუ­რია

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით, ვი­ტა­მი­ნე­ბი ში­ნა­გა­ნი მი­ღე­ბი­სას უკე­თეს ეფექტს ახ­დენს, ვიდ­რე გა­რე­გა­ნი ხმა­რე­ბი­სას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უმ­ჯო­ბე­სია, ისი­ნი საკ­ვე­ბის ან და­ნა­მა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ვი­ღოთ. ამე­რი­კელ მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა კი და­ამ­ტკი­ცა, რომ A, E და B3 ვი­ტა­მი­ნის გარ­კვე­უ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით შემ­ცველ კრე­მებს შე­უძ­ლია შე­ა­ნე­ლოს კა­ნის და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი. მა­გა­ლი­თად, ა ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი კრე­მი აქ­რობს მზის­გან წარ­მოქ­მნილ პიგმენ­ტურ ლა­ქებ­სა და ნა­ო­ჭებს. E ვი­ტა­მი­ნი იცავს კანს ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის­გან და ებ­რძვის კა­ნის ჭკნო­ბის პრო­ცესს. B3 ვი­ტა­მი­ნი ამ­ცი­რებს პიგმენ­ტურ ლა­ქებს და ზრდის კო­ლა­გე­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

სა­ხის კრე­მი უნდა შე­ი­ცავ­დეს ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბის კომ­პლექსს

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბი და­ბე­რე­ბის მძლავ­რი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბია. ამ­ჟა­მად არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი თე­ო­რია ორ­გა­ნიზ­მის და­ბე­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამის დას­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ. ამ თე­ო­რი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბის შემ­ცველ სა­შუ­ა­ლე­ბებს. ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი ის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც ანე­იტ­რა­ლებს თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბას. ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი სამ ჯგუ­ფად იყო­ფა, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­ულს აქვს მოქ­მე­დე­ბის სა­კუ­თა­რი სპექტრი:

ან­ტი­რა­დი­კა­ლუ­რი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი - ალფა-ლი­პო­ის მჟა­ვა, C, E ვი­ტა­მი­ნე­ბი, კო­ენ­ზიმ Q10, რომ­ლე­ბიც ანე­იტ­რა­ლე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ რა­დი­კა­ლებს;

ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი ფერ­მენ­ტე­ბი - ალფა-ლი­პო­ის მჟა­ვა, ლი­კო­პი­ნი - ახ­დე­ნენ პირ­ველ ეტაპ­ზე გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი ოქ­სი­დე­ბის უტი­ლი­ზა­ცი­ას;

ბლო­კე­რე­ბი - ისევ ალფა-ლი­პო­ის მჟა­ვა, იდე­ბე­ნო­ნი - ბლო­კა­ვენ ახა­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის წარ­მოქ­მნას.

ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალფა-ლი­პო­ის მჟა­ვას შე­უძ­ლია, თა­ვი­სუ­ფალ რა­დი­კა­ლებს ყვე­ლა დო­ნე­ზე აღუდ­გეს წინ. ამ ბუ­ნებ­რივ ან­ტი­ოქ­სი­დანტს აქვს მძლავ­რი შეღ­წე­ვა­დო­ბის უნა­რი, ანე­იტ­რა­ლებს კა­ნის ან­თე­ბით პრო­ცესს, აცხრობს შე­შუ­პე­ბას, აუმ­ჯო­ბე­სებს უჯრე­დულ მე­ტა­ბო­ლიზმს და ხელს უშ­ლის ნა­ო­ჭე­ბის წარ­მოქ­მნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის მო­საზ­რე­ბა, რომ სა­ხის კრე­მი უნდა შე­ი­ცავ­დეს ან­ტი­ოქ­სი­დან­ტურ კომ­პლექსს, მარ­თე­ბუ­ლია. ლიფ­ტინგ-კრემს უნა­რი შეს­წევს, შე­აღ­წი­ოს კა­ნის ღრმა შრე­ებ­ში კა­ნის და­ბე­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია ელას­ტი­ნის, კო­ლა­გე­ნის სინ­თე­ზი­სა და ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვას აქ­ტი­ვო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. ლიფ­ტინგ-კრე­მი ეფექ­ტუ­რია მა­რე­გე­ნე­რი­რე­ბე­ლი და­ნა­მა­ტე­ბის, ლი­პი­დე­ბი­სა და კო­ლა­გე­ნის ხარ­ჯზე. ის ას­წო­რებს კა­ნის რქო­ვან შრე­ზე არ­სე­ბულ ქერცლს, მაგ­რამ უფრო ღრმად შეღ­წე­ვა და, მით უმე­ტეს, ამ შრე­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის ფუნ­ქცი­ო­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის უნა­რი არ გა­აჩ­ნია. ამ­რი­გად, ლიფ­ტინგ-კრემს მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი ეფექ­ტი აქვს.

კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

პე­რი­ო­დუ­ლად უნდა ვცვა­ლოთ, რად­გან კანი მათ ეჩ­ვე­ვა კა­ნის მოვ­ლის ნაჩ­ვე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის შეც­ვლას მა­შინ აქვს აზრი, თუ კოს­მე­ტი­კურ ბა­ზარ­ზე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად უფრო სრულ­ყო­ფი­ლი სი­ახ­ლე გა­მოჩ­ნდა ან კან­ზე ახალ­მა პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნა თავი. კრე­მი­სად­მი კა­ნის შეჩ­ვე­ვა კი მი­თია. კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი რომ გა­მო­ი­ღოს, მათ შერ­ჩე­ვას გულ­დას­მით, ყუ­რა­დღე­ბით და მი­ზან­და­სა­ხუ­ლად უნდა მო­ვე­კი­დოთ.

mkurnali.ge

მითები სახის კრემების შესახებ

მითები სახის კრემების შესახებ

ამერიკაში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ქალების 50%-ს სახის კანის მდგომარეობის გაუარესება სიბერის პირველ ნიშნად მიაჩნია, თუმცა გამოკვლევის მონაწილეთა პასუხზე ბიოლოგიურ ასაკს გავლენა არ მოუხდენია - როგორც 20 წლის გოგონები, ისე 30 წელს გადაცილებული ქალები კანის სტანდარტულ მოვლას ანტი-აგე კოსმეტიკას ამჯობინებდნენ. მართებულია კი მათი არჩევანი?

დაბერების გარეგნულ ნიშნებთან საბრძოლველად არ ვიშურებთ დროსა და ფულს. ქილები, ტუბები და ჰერმეტული პაკეტები წარწერით “ასაკის საწინააღმდეგო მოვლა” ნებისმიერი ჩვენგანის არსენალში მოიპოვება. სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისკენ ჩვენს სწრაფვას კოსმეტიკური კონცერნები მოხერხებულად იყენებენ. ისინი ყოველდღიურად ქმნიან “სილამაზის ფორმულას” ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით. ახალშექმნილ საშუალებებს აქვს მდიდრული სახელები და თან ახლავს მათი აღფრთოვანებული შეფასება, ვინც “სიახლე უკვე გამოსცადა”. მაგრამ, მოდი, გავარკვიოთ, რა სიმართლეა და რა - გამონაგონი სარეკლამო კომპანიების რელიზებში.

ჰიალურონის მჟავას შემცველი კრემი კანს მიკრობზარებისგან იცავს

ჰიალურონის მჟავა არის ნახშირწყლოვანი პოლიმერის მოლეკულა, რომელსაც შეიცავს ადამიანის ორგანიზმის ყველა ქსოვილი. მისი საერთო რაოდენობის 50% ეპიდერმისსა და დერმაშია თავმოყრილი. ვინაიდან ამ მოლეკულას აქვს მაღალი ენერგეტიკული მუხტი, მის გასანეიტრალებლად იგი მიიზიდავს დიდი რაოდენობით წყალს. წყლის მიერ ირგვლივ არსებული სივრცის შევსების უნარი უდევს საფუძვლად გამაახალგაზრდავებელ ტექნოლოგიას. კანის უჯრედებში ტენის დაკავშირებით (რასაც მეცნიერულად აბსორბირება ეწოდება) ჰიალურონის მჟავა “გადაასწორებს” კანის ზედაპირს, რითაც ხელს უშლის მიკრობზარების წარმოქმნას. ამდენად, ჰიალურონის მჟავას ეფექტურობის შესახებ არსებული წარმოდგენა რეალობას შეესაბამება.

ვიტამინების შემცველი კრემები ნაკლებეფექტურია

გავრცელებული მოსაზრებით, ვიტამინები შინაგანი მიღებისას უკეთეს ეფექტს ახდენს, ვიდრე გარეგანი ხმარებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია, ისინი საკვების ან დანამატების მეშვეობით მივიღოთ. ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა კი დაამტკიცა, რომ A, E და B3 ვიტამინის გარკვეული კონცენტრაციით შემცველ კრემებს შეუძლია შეანელოს კანის დაბერების პროცესი. მაგალითად, ა ვიტამინის შემცველი კრემი აქრობს მზისგან წარმოქმნილ პიგმენტურ ლაქებსა და ნაოჭებს. E ვიტამინი იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ებრძვის კანის ჭკნობის პროცესს. B3 ვიტამინი ამცირებს პიგმენტურ ლაქებს და ზრდის კოლაგენის გამომუშავებას.

სახის კრემი უნდა შეიცავდეს ანტიოქსიდანტების კომპლექსს

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავისუფალი რადიკალები დაბერების მძლავრი პროვოკატორებია. ამჟამად არსებობს რამდენიმე მეცნიერულად დასაბუთებული თეორია ორგანიზმის დაბერების შესახებ, რომლებიც სწორედ ამის დასტურად შეიძლება განვიხილოთ. ამ თეორიების გათვალისწინებით, კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლები რეკომენდაციას უწევენ ანტიოქსიდანტების შემცველ საშუალებებს. ანტიოქსიდანტები ის ნივთიერებებია, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. ანტიოქსიდანტები სამ ჯგუფად იყოფა, რომელთაგან თითოეულს აქვს მოქმედების საკუთარი სპექტრი:

ანტირადიკალური ანტიოქსიდანტები - ალფა-ლიპოის მჟავა, C, E ვიტამინები, კოენზიმ Q10, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს;

ანტიოქსიდანტური ფერმენტები - ალფა-ლიპოის მჟავა, ლიკოპინი - ახდენენ პირველ ეტაპზე განეიტრალებული ოქსიდების უტილიზაციას;

ბლოკერები - ისევ ალფა-ლიპოის მჟავა, იდებენონი - ბლოკავენ ახალი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ალფა-ლიპოის მჟავას შეუძლია, თავისუფალ რადიკალებს ყველა დონეზე აღუდგეს წინ. ამ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს აქვს მძლავრი შეღწევადობის უნარი, ანეიტრალებს კანის ანთებით პროცესს, აცხრობს შეშუპებას, აუმჯობესებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. აქედან გამომდინარე, ის მოსაზრება, რომ სახის კრემი უნდა შეიცავდეს ანტიოქსიდანტურ კომპლექსს, მართებულია. ლიფტინგ-კრემს უნარი შესწევს, შეაღწიოს კანის ღრმა შრეებში კანის დაბერების მთავარი მიზეზია ელასტინის, კოლაგენის სინთეზისა და ჰიალურონის მჟავას აქტივობის დაქვეითება. ლიფტინგ-კრემი ეფექტურია მარეგენერირებელი დანამატების, ლიპიდებისა და კოლაგენის ხარჯზე. ის ასწორებს კანის რქოვან შრეზე არსებულ ქერცლს, მაგრამ უფრო ღრმად შეღწევა და, მით უმეტეს, ამ შრეებზე არსებული უჯრედების ფუნქციობაზე ზემოქმედების უნარი არ გააჩნია. ამრიგად, ლიფტინგ-კრემს მხოლოდ ზედაპირული ეფექტი აქვს.

კანის მოვლის საშუალებები

პერიოდულად უნდა ვცვალოთ, რადგან კანი მათ ეჩვევა კანის მოვლის ნაჩვევი საშუალების შეცვლას მაშინ აქვს აზრი, თუ კოსმეტიკურ ბაზარზე ტექნოლოგიურად უფრო სრულყოფილი სიახლე გამოჩნდა ან კანზე ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. კრემისადმი კანის შეჩვევა კი მითია. კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამ სასურველი შედეგი რომ გამოიღოს, მათ შერჩევას გულდასმით, ყურადღებით და მიზანდასახულად უნდა მოვეკიდოთ.

mkurnali.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს