მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ ამზადებს ქვეყანაში არეულობას, 17 მაისი ახლოვდება და რაღაც ცუდი სუნი ასდის"
"ვინ ამზადებს ქვეყანაში არეულობას, 17 მაისი ახლოვდება და რაღაც ცუდი სუნი ასდის"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის" გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ვინ ამ­ზა­დებს ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბას... 17 მა­ი­სი ახ­ლოვ­დე­ბა და რა­ღაც ცუდი სუნი ას­დის.... ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, კი­დევ ერთხელ, "ევ­რო­პე­ლე­ბი ითხო­ვე­ნო" ან­ტი­დის­კრი­მა­ცი­ულ კა­ნონ­საო... მაგ­რამ არც არა­ვინ ხალ­ხს უხ­სნის თუ რა­ტომ არის ასე გა­და­უ­დებ­ლად სა­ჭი­როო (და არის კი?) და რა შე­დის ამა­ში და ამ დროს კი ვრცელ­დე­ბა, რომ მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბებს ეხე­ბა თურ­მე ეს კა­ნო­ნი; ამა­ვე დროს არც არა­ვინ უხ­სნის ევ­რო­პე­ლებს - ახ­ლა­ხან ჩა­მო­სულ საფ­რან­გე­თის და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს - რომ შე­საძ­ლოა უკ­რა­ი­ნის ფონ­ზე და იმ დროს, როცა რუ­სე­თი სწო­რედ აგ­რე­სი­ას ავ­ლენს და ამ თე­მე­ბით (სხვა რა გა­აჩ­ნია რომ ვი­თომ ტრა­დი­ცი­ულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბის დამ­ცვე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნოს!!!!!) აპე­ლი­რებს, შე­იძ­ლე­ბა არც დრო­უ­ლი იყოს და არც აუ­ცი­ლე­ბე­ლი აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით ისე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მას არ პა­სუ­ხობს.... მე­ო­რე მხრივ კი ეკ­ლე­სია თა­ვი­სი მხრი­დან ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ამ­წვა­ვებს და აქით იმუქ­რე­ბა! ამ ორს შო­რის ხომ ნა­ცე­ბი ურე­ვენ და ურე­ვენ!

რა დროს ესაა?... გვერ­დით სახ­ლი იწ­ვის... ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა კი ჩვენ სტა­ბუ­ლი­რო­ბა­ზე, ერ­თად ყოფ­ნა­ზე, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის და და­პი­რის­პი­რე­ბის აცი­ლე­ბა­ზე გა­დის!... ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუ ეს არ ეს­მის და ნეფ­სით თუ უნებ­ლი­ედ ხა­ფან­გში ეხ­ვე­ვა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა... ასე­ვე ეკ­ლე­სი­ას... ყვე­ლას დღეს ევა­ლე­ბა თავ­შე­კა­ვე­ბა, და­ფიქ­რე­ბა, სიმ­შვი­დე და ფიქ­რი მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით: რო­გორ გა­ვიყ­ვა­ნოთ ქვე­ყა­ნა, იქეთ მშვიდ სა­ნა­პი­რო­ზე! ეს ყალ­ბი იდე­ო­ლო­გი­ე­ბით - ვინ ვი­თომ ლი­ბე­რა­ლი - და ვინ ვი­თომ ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტი - არ ხდე­ბა: ერ­თა­დერ­თი გზა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი შეგ­ნე­ბა, შემ­წყნა­რებ­ლო­ბა და ქვეყ­ნის აშე­ნე­ბა ნგრე­ვის მა­გივ­რად.... ამი­ტომ ყვე­ლამ 17 მა­ი­სამ­დე ერთი ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხი­ოს, გა­ჩერ­დეს და ღრმად შე­ი­სუნ­თქოს!", - წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

შარ­შან, 17 მა­ისს, ჰო­მო­ფო­ბი­ა­სა და ტრანსფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბის" ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცია უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. თუმ­ცა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქემ მათ აქ­ცი­ის გა­მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - "17 მა­ისს გა­მო­ვი­და 20 000 ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ცა­ვად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი?"

შსს-მ 17 მა­ი­სის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ორ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ღია პრო­ტეს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ხმა­უ­რი­ა­ნი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვის დე­ტა­ლე­ბი, ანუ "კრე­ბა დარ­ჩა მხი­ა­რუ­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"ვინ ამზადებს ქვეყანაში არეულობას, 17 მაისი ახლოვდება და რაღაც ცუდი სუნი ასდის"

"ვინ ამზადებს ქვეყანაში არეულობას, 17 მაისი ახლოვდება და რაღაც ცუდი სუნი ასდის"

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ანტიდისკრიმინაციული კანონის" გარშემო აგორებულ სკანდალს სოციალური ქსელით ეხმაურება.

"ვინ ამზადებს ქვეყანაში არეულობას... 17 მაისი ახლოვდება და რაღაც ცუდი სუნი ასდის.... ხელისუფლება ამტკიცებს, კიდევ ერთხელ, "ევროპელები ითხოვენო" ანტიდისკრიმაციულ კანონსაო... მაგრამ არც არავინ ხალხს უხსნის თუ რატომ არის ასე გადაუდებლად საჭიროო (და არის კი?) და რა შედის ამაში და ამ დროს კი ვრცელდება, რომ მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს ეხება თურმე ეს კანონი; ამავე დროს არც არავინ უხსნის ევროპელებს - ახლახან ჩამოსულ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს - რომ შესაძლოა უკრაინის ფონზე და იმ დროს, როცა რუსეთი სწორედ აგრესიას ავლენს და ამ თემებით (სხვა რა გააჩნია რომ ვითომ ტრადიციულ მართლმადიდებლურ ღირებულების დამცველად მოგვევლინოს!!!!!) აპელირებს, შეიძლება არც დროული იყოს და არც აუცილებელი აჩქარებული ტემპით ისეთი კანონის მიღება, რომელიც საქართველოში არსებულ პრობლემას არ პასუხობს.... მეორე მხრივ კი ეკლესია თავისი მხრიდან ამ სიტუაციას ამწვავებს და აქით იმუქრება! ამ ორს შორის ხომ ნაცები ურევენ და ურევენ!

რა დროს ესაა?... გვერდით სახლი იწვის... ჩვენი გადარჩენა კი ჩვენ სტაბულირობაზე, ერთად ყოფნაზე, პროვოკაციების და დაპირისპირების აცილებაზე გადის!... ხელისუფლებას თუ ეს არ ესმის და ნეფსით თუ უნებლიედ ხაფანგში ეხვევა, დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება... ასევე ეკლესიას... ყველას დღეს ევალება თავშეკავება, დაფიქრება, სიმშვიდე და ფიქრი მხოლოდ ერთი მიმართულებით: როგორ გავიყვანოთ ქვეყანა, იქეთ მშვიდ სანაპიროზე! ეს ყალბი იდეოლოგიებით - ვინ ვითომ ლიბერალი - და ვინ ვითომ ტრადიციონალისტი - არ ხდება: ერთადერთი გზა სახელმწიფოებრივი შეგნება, შემწყნარებლობა და ქვეყნის აშენება ნგრევის მაგივრად.... ამიტომ ყველამ 17 მაისამდე ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს, გაჩერდეს და ღრმად შეისუნთქოს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შარშან, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თავისუფლების მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ორგანიზებული აქცია უნდა გამართულიყო. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა სასულიერო პირებმა და ათასობით მოქალაქემ მათ აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.

იხილეთ ასევე: სალომე ზურაბიშვილი - "17 მაისს გამოვიდა 20 000 ადამიანი, მაგრამ ტერიტორიის დასაცავად რამდენიმე ათეული?"

შსს-მ 17 მაისის აქციის მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენა

სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს